ჩვენი საქმიანობა

ას ვაკეთებთ

 

“ორბელიანიარასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის/საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

როგორ ვაკეთებთ ამას

 

ჩვენი ონლაინ პლატფორმა ქმნის ერთიან სივრცეს პასუხისგებლიანი მოქალაქეებისთვის სასარგებლო იდეების გაცვლისთვის.  ტექნოლოგიების სიკეთის გამოყენებით ჩვენ ვზრდით ხელმისაწვდომობას ფინანსურ რესურსებზე. აქტიურ, მოტივირებულ ადამიანებს მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივები განახორციელონ. ამავე დროს, ვეხმარებით დონორ ორგანიზაციებს/საერთაშორისო ფონდებს, რომ პირდაპირ დაუკავშირდნენ ადგილობრივ სათემო ლიდერებს და მხარი დაუჭირონ. შედეგად, განხორციელებული ინიციატივები უფრო უკეთესად პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს, დონორების და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები მეტ თანხვედრაშია. ეს ხელს უწყობს დაფინანსების ეფექტიანობის გაზრდას.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობის და ფინანსების გამჭვირვალობა. ჩვენი

ლაივ-ფიდი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, თვალი ადევნოს ინიციატივების მიმდინარეობას, პროგრესს და გამოწვევებს. ამ გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ წამოვიწყოთ ღია დისკუსია, როგორ ხდება ცვლილებები თემში და როგორ შეიძლება განვითარების პროგრამების გაუმჯობესება.

 

სად ვმუშაობთ

 

„ორბელიანი“ დაფუძნდა საქართველოში და აფინანსებს ინიციატივებს მთელი საქართველოს მასშტაბით. სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და სხვა ქვეყნებშიც აღნიშნული მოდელის დანერგვას.