შეცვალე შენი ქალაქი

Supported by UNDP

There are currently 19 initiative within this theme.

მოძრავი კინოთეატი

Volunteer: Sopho Devnozashvili

Location: ქვემო ქართლი, დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი

Problem statement

90-იან წლებში ჩემს სოფელში საკმაოდ დიდი კინოათეატრი გვქონდა, მახსოვს, ღონისძიებები ხშირად იმართებოდა და ბევრი მაყურებელიც დადიოდა სხვადასხვა სოფლებიდან. შემდეგ თანდათან შეწყდა ჩვენებები და კინოთეატრიც დაიხურა. ინვენტარის ნახევარი მოიპარეს, ნაწილიც დააზიანეს. მას შემდეგ ერთადერთი თავმოყრისა და გართობის არის სივრცე მინი-სტადიონია, რომლითაც ბიჭები უფრო სარგებლობენ, ვიდრე გოგონები.
მესამე წელია, ზაფხულობით მე და ჩემი მეგობარი სხვადასხვა სოფელში ჩავდივართ და ფილმის ღია ჩვენებებს ვაწყობთ, რომელზეც მინიმუმ 30 ადამიანი ესწრება, მათ შორის ახალგაზრდები ჭარბობენ. ზაფხულის განვალობაში 3-ჯერ თუ...

Latest Activity

No comment available right now

"ჩვენი სკვერი - ნიკნეულაზე"

Volunteer: nikneula@gmail.com

Location: იმერეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი,

Problem statement

ტყიბულში, ჭელიშვილის ქუჩაზე წლების განმავლობაში მოსახლოება ცდილობდა შეექმნა გასართობ-რეკრეაციული სივრცე როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მოზრდილი ადამიანებისთვის. სწორედ ამ იდეის განსახორციელებლად მოსახლეობამ შეისყიდა კერძო პირიდან ტერიტორია და დაიწყო საკუთარი ძალებით სკვერის მოწყობა. ამხანაგობის მიერ დასუფთავდა შესყიდული ტერიტორია და შემოიღობა ნაკვეთი. გაკეთდა მაგიდა და სკამები, თუმცა საკუთარი ჯიბის ფულით მხოლოდ ეს შევძელით. ამის, შემდგომ ჩემი(ნიკა წიქრიძე) და რადმენიმე ადამიანის ინიციატივით, დავიწყეთ აქტიური ადვოკატირების კამპანია სპორტული მოედნისა და ბავშვთა გასართობი ინვენტარის შესაძენე...

Latest Activity

nikneula@gmail.com commented
3 წელი, 8 თვე ago | on: "ჩვენი სკვერი - ნიკნეულაზე" | Location:

სკვერში ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპისთვის, კომუნალური სამსახურის მიერ დამონტაჟდა ძირითადი ბოძები როგორც ნაგებობისთვის, ასევე გარე განათბისთვის (გირლიანდების). მიმღები ტრანსპორმატ...

პლასტმასი - მსოფლიო გამოწვევა, შეიტანე შენი წვლილი

Volunteer: ზურაბ მაჩიტიძე

Location: იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, ჭიათურა, თხელიძის ქ. 1

Problem statement

ადამიანი, რომლებიც გაიგონებენ პლასტმასის შესახებ, გარემოს დაბინძურებაზე, უკვე მისთვის ცხადია, თუ რა ზიანს აყენებს ის ადამიანის ხელით გარემოს, ეკო სისტემას, ფლორას და ფაუნას, ზვღვის ბინადართ... მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას ამ მხრივ, თუმცა ყველა თანხმდება რომ ნაგვის ურნამდე მიტანა არაა პრობლემა, თუმცა შეგროვებაზე და გადაყრაზე რატომღაც ყველა თავს იკავებს, ბუნება კი თავად ეზიდება მდინარეების სახით ზღვებსა და ოკეანეებში, ყვირილა კი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ბუნებრივი სანიტარია, უფრო მეტიც ის აგროვებს შენაკადებიდან და მცირედი ღელეებიდან ხეობებში გადაყრილს პალსტასის ბოთლებს თუ მსგავს...

Latest Activity

ზურაბ მაჩიტიძე commented

ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს პლასტმასის ამოღების აქტივობები, მოხდა ადგილის დათვალიერება კონკრეტული ქმედებებისათვის უსაფრთოხების ინჟინერთან (ლადო მუმლაძე) და კაშხლის ტექნიკური სამსახურის უფროსთა...

სიყვარულის ხიდი

Volunteer: elene gogoladze

Location: იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი,

Problem statement

ჭიათურა ინდუსტრიული ქალაქია და ეს ინდუსტრიულობა მის იერ-სახეზეცაა ასახული. ამ ქალაქში მრავალ საინტერესო ადგილს წააწყდებით. კულტურულ მემკვიდრეობად წოდებულ საბაგიროებს, უძველეს ეკლესია-მონასტრებს, დანგრეულ (მაგრამ ტურისტებისთვის მიმზიდველ), მიტოვებულ და ზოგისთვის მისტიურ შენობა-ნაგებობებს და ა.შ. ასევე მრავლადაა მღვიმე-გამოქვაბულები. მოკლედ რომ ვთქვათ, ჭიათურა დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქია, რომლისთვისაც ტურიზმი მანგანუმის მოპოვებისა და მაღაროში დასაქმების ალტერნატივა უნდა გახდეს მომავალში.

ქალაქი კი ლამაზია და ნამდვილად ბევრი ღირსშესანიშნაობა გააჩნია, მაგრამ აკლია ნათელ...

Latest Activity

მეკლდეურობა ჭიათურის მომავლისათვის

Volunteer: nikoloz kapanadze

Location: იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი,

Problem statement

ზემოთ აღნიშნული ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი წარმოგიდგენთ პროექტს სახელწოდებით ,,მეკლდეურობა ჭიათურის მომავლისათვის“ პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ჭიათურელი სტუდენტები, ქალაქის და სოფლის სკოლის მოსწავლე ახალგაზრდები. პროექტში ჩართული იქნება ასამდე მონაწილე. პროექტის ფარგლებში განხორციელდება: დამონტაჟდება განათება, შევიძენთ დამატებით სპეციალურ აღჭურვილობას(დამცავ ქამრებბს, თოკებს, კარაბინებს, ჩაფხუტებს, გრიგრის, რვიანი დესანტიორი და სხ.) მუსიკალური მოწყობილობა, პროექტი განხორციელდება პროექტის ბოლო დღეებში ჩატარდება ახალგაზრდული ფესტივალი მეკლდეურობაში.
ჭიათურის ...

Latest Activity

nikoloz kapanadze commented

18.06.2020 გაიხსნა ბოლდერინგის კედელი პროექტი განხორციელდა ,,ორბელიანი საქართველოს'' პლატფორმის საშუალებით, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

ახალი სიცოცხლე გამარჯვების პარკს

Volunteer: მერიემ ცხოვრებაძე

Location: იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, წერეთლის ქუჩა

Problem statement

ჭიათურა პატარა ქალაქია, რომელიც გამორჩეულია გეოგრაფიული მდებარეობით, ადგილობრივი ისტორიული თუ კულტურული ძეგლებით. ის ცნობილია როგორც “შავი ოქრის ქალაქი”.
ჭიათურას აქვს იმის პერსპექტივა, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიზიდოს, თუმცა ამის ნაცვლად, ჭიათურის მცხოვრებლების გარკვეული ნაწილი, კონკრეტულად ახალგზარდები, რომლებზეც დამოკიდებულია ჭიათურის მომავალი, უფრო დიდი, კარგად განვითარებული ქალაქებისკენ მიიწევენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჭიათურა არ არის განვითარებული ეკონომიკურად, არ არის სუფთა გარემო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები ულამაზო ფორმითაა წარმოდგენი...

Latest Activity

TDDF-ის STEM კლუბი

Volunteer: დანიელ გელანტია

Location: იმერეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ლესელიძის #19

Problem statement

ჩვენ გარშემო უამრავი გოგონაა, რომელიც აქტიურად იყენებს ტექნოლოგიურ პროდუქტს – უყურებს ვიდეოებს სოციალურ ქსელში, თამაშობს სხვადასხვა ვიდეოთამაშს. დიდი შანსია, რომ ქცევის მოდელები, რომლებიც ბავშვობისას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის მისაღებია, მისაღები გახდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შედეგად, ჩვენ გარშემო არიან პასიური ბავშვები და ზრდასრულები.
ამ საკითხს სხვა კუთხიდან რომ შევხედოთ, ბავშვებს აქვთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ. ეს ძალიან საყურადღებო რამაა, რაც შეგვიძლია მათში ტექნიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გამოვიყენოთ და ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ კონკრეტული ახალგაზრდის თა...

Latest Activity

Keti Khachidze commented
3 წელი, 6 თვე ago | on: TDDF-ის STEM კლუბი | Location:

დანიელ, როგორი გამოხმაურება გაქვთ? რამდენად აინტერესებთ ბავშვებს ონლაინ გაკვეთილები?

მეტი უსაფრთხოება ქუჩაში

Volunteer: tatia.modebadze.2004@gmail.com

Location: იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, ნინოშვილის #12

Problem statement

ჭიათურაში გარდა გარემოს დაცვითი პრობლემებისა, სმწუხაროდ, ბევრი სხვა სირთულე არსებობს. ამათგან, ერთ-ერთია ნინოშვილის ქუჩაზე და აბაშიძის ქუჩის დასაყისში, (პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) საფრთხის შემცველი საავტომობილო გზები რაც გამოწვეულია არამდგრადი ზებრა გადასასვლელებით და გამაფრთხილებელი ტაბლოების არ არსებობით, ქალაქის ცენტრალურ, კერძოდ ნინოშვილის ქუჩაზე საკმაოდ ხშირია ავარიები,რომლებიც სამწუხაროდ მსხვერპლითაც დამთავრებულა ეს გამოწვეულია ზემოთ ნახსენები არამდგრადი ზებრა გადასასვლელებით და ტაბლოების არარსებობით, რადგან ზებრები მუდმივი არაა და ძალიან ცოტა ხანს ძლებს ავტომობ...

Latest Activity

საზაფხულო კინო-თეატრი

Volunteer: Nino Gogsadze

Location: იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, ნინოშვილის #12, სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერი - უვიწყარა

Problem statement

კინო ადამიანს უყალიბებს გემოვნებას, ამა თუ იმ საკითხთან დავაშირებით ექმნება წარმოდგენა და გამოთქვამს საკუთარ აზრს ფილმში მომხდარ მოვლენებზე. იგი ადამიანისთვის დასვენების საშუალებაა და ეხმარება სხვადასხვა საკითებზე დაფიქრებაში.იქნება ეს პირადი თუ საზოგადო.
კაცობრიობის არსებობის განმავლობაში,რეჟისორები კინოში გამოხატავდნენ უსაზღვრო ემოციებს,ასახავდნენ სოციალურ პრობლემებს,გვაჩვენებენ რეალობას და გვამახვილებენ ყურადღებას ისეთ დეტალებზე,რომლებსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. საბოლოოდ, ფილმს შეუძლია გაგხადოს უფრო კარგი მოაზროვნე,ვიდრე მის ყურებამდე იყავი.
სამწუხაროა,როცა ისეთი მნიშვნელობის ქ...

Latest Activity

Nino Gogsadze commented
3 წელი, 9 თვე ago | on: საზაფხულო კინო-თეატრი | Location:

პროექტის ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის მერიასთან,გავითვალისწინეთ მათ მიერ შემოთავაზებული იდეები,ასევე მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება სკვერის ტერიტორიის მოწესრიგება. რაც...

სიტყვის ძალა

Volunteer: ნათია ქათამაძე

Location: იმერეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი,

Problem statement

ტყიბული არის ქალაქი, რომელიც განიცდის მოსახლეობის სიმცირეს და ქუჩებს აკლია ხალისი, სიფერადე სიახლეები... გამომდინარე აქედან, გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის გაფერადებაში, გამოცოცხლებაში, გვინდა იმედიანად მიაბიჯებდეს თითოეული გამვლელი ტყიბულის ქუჩებში.
ქ. ტყიბულის ცენტრალური ქუჩა თავისი მდებარეობიდან გამოდინარე კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რათა განვახორციელოთ ჩვენი იდეა „სიტყვის ძალა“. ქალაქის ცენტრში მოედინება მდინარე, რომლის დამცავი კედლის რეაბილიტაცია მოხდა ახლახანს, რესტავრირებულმა კედელმა დაამშვენა მდინარის ნაპირი, თუმცა გამოიყურება უსიცოცხლოდ, მოაჯირებზე კი მოწყობილია ...

Latest Activity

ნათია ქათამაძე commented
3 წელი, 9 თვე ago | on: სიტყვის ძალა | Location:

პროექტი დავიწყეთ 01 ივნისს, გეგმის შესაბამისად, ინტერნეტ სივრცეში განვათავსეთ პოსტი, რითაც გავაცანით საზოგადოებას ჩვენი იდეა "სიტყვის ძალა" და მოვუწოდეთ, ჩაერთონ კონკურსში, მოგვაწოდონ საინტერესო იდ...

ხელმისაწვდომი ინტერნეტი ყველას

Volunteer: ანანო არაბიძე

Location: იმერეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, გამსახურდიას ქუჩა N19

Problem statement

ტყიბული

Latest Activity

ანანო არაბიძე commented

📩მოგესალმებიიით , მინდა გაცნობოთ ის ფაქტი რომ პროექტისათვის საჭორო თანხები გადარიცხულიაა ,მოწყობილობების დამზადების პროცესიც წარმატებით მიმდინარეობსს ,საინიციატივო ჯგუფი აქტიურად მუშაობს გახსნითი ღ...

სოციალურად ხელსაყრელი გარემო კულტურის (წიგნის) მოყვარულთათვის

Volunteer: ნათია ბარბაქაძე

Location: იმერეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, კარლო ლომაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორია

Problem statement

ქალაქში არ არის სივრცე, ე.წ. ბაღი, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, აზრებს გაცვლიან, დაისვენებენ, გაერთობიან. მართალია, ქალაქში რამდენიმე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, თუმცა იმდენად ძველია შენობები, ინვენტარი და წიგნებიც, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად მიუწევთ გული, წავიდნენ, დასხდნენ იქ და იკითხონ. მხოლოდ წიგნის გამოტანით შემოიფარგლებიან. სულ გვქონდა ფიქრი იმისა თუ როგორ მოგვეწყო ასეთი სივრცე ახალგაზრდებისთვის და ერთ-ერთი ეკოლოგიური პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ ქალაქის ცენტრალურ ადგილას ყვავილებით გალამაზებული სკვერი ჩრდილში, სახელწოდებით "წიგნის სკვერი." პროექტი დასრულდა, თუმცა სკვერმ...

Latest Activity

გამარჯობა! ცოტა შემაგვიანდა "წიგნის სკვერის" ამბის მოყოლა. სკამები მოვხატეთ, წარწერები გავუკეთეთ, ასევე დეკორატიული ნივთებიც გამზადდა და ეს ყველაფერი დავამონტაჟეთ. მონიტორინგიც გავიარეთ და უკვე ათე...

Safe bicycle parking in Akhmeta

Volunteer: vakhtangi.kadagidze.1@iliauni.edu.ge

Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქუჩა, #57

Problem statement

ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებობს 23 საჯარო სკოლა, მათგან 5 სკოლა მდებარეობს ეთნიკური ქისტებით დასახლებულ სოფლებში. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ხშირად გვაქვს შეხვედრების სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, აღმოჩნდა რომ მუნიციპალიტეტის არცერთ სკოლაში არ არსებობს ველოსიპედების სადგომები, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ უსაფრთხოდ განათავსონ საკუთარი ველოსიპედი. პროექტის მომზადებამდე გავიარეთ კონსულტაციები მოსწავლეებთან და აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას აქვს ველოსიპედი, თუმცა სკოლაში ვერ მიჰყავთ რადგან არ არსებობს შესაბამისი ადგ...

Latest Activity

vakhtangi.kadagidze.1@iliauni.edu.ge commented
5 წელი, 1 თვე ago | on: Safe bicycle parking in Akhmeta | Location:

მადლობას ვუხდით ორბელიანი საქართველოს ჩვენი პროექტის მხარდაჭერისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ პროექტის მონიტორინგს და შეგატყობინებთ როგორ ისარგებლებენ მოსწავლეები ველო სადგომებით.

ჩემი ქუჩის ფერები

Volunteer: ვიქტორია მანუკოვი

Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,

Problem statement

ქ. თეთრიწყაროში იშვიათად თუ შეხვდები სახლების დანომვრას და ქუჩებისა სახელწოდებებს ეგაც ცენტრალურ ქუჩებზე და ძალიან უშნოდ გაკეთებულს. სახლების დაუნომრობის გამო ხლხს ხშირად ეშლებათ მისამართი რაც ძალიან დამღლელი და არაკომფორტულია

Latest Activity

ვიქტორია მანუკოვი commented
5 წელი ago | on: ჩემი ქუჩის ფერები | Location:

დღეს ჩატარდა თემატური " რა? სად? როდის?" პროექტ "ჩემი ქუჩის ფერების" ფარგლებში. ახალგაზრდებმა უპასუხეს კითხვებს ქ.თეთრიწყაროს ისტორიიდან და კულტურული მემკვიდრეობიდან. ასევე გაიგეს საინტერესო ფაქტებ...

Street Art პოზიტიური ცვლილებებისთვის

Volunteer: dmamulashvili92@gmail.com

Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ზაქათლის ქუჩა

Problem statement

პოსტ-საბჭოთა სივრცის ქალაქებში ბევრია ისეთი შენობები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ აღარ გარემონტებულა და ქალაქის იერსახეს საკმაოდ ,,მოწყენილ“ ელფერს აძლევს. ლაგოდეხიც სწორედ ასეთი ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება. ჩვეს ქალაქში ბოლო პერიოდში საკმაო რაოდნეობის ტურისტი ჩამოდის, თუმცა ადგილზე ხვდებათ უღიმღამო შენობები, რომლებიც მოწყენილ, ერთფეროვან ელფერს აძლევენ ქალაქს და არაფრით გამორჩეულს არ ხდიან მის იერსახეს. Street Art-ს აქვს ძალა გახადოს გამორჩეული და ერთფეროვნებისგან იხსნას, ყველაზე მოწყენილი შნეობაც კი. აქ ჩამოსული ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს ჩვენი ქალაქი, ვფიქრობთ ფ...

Latest Activity

სკვერი ერთიანი მომავლისთვის

Volunteer: zviadi buchaidze

Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი

Problem statement

ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული სოფელი კასრისწყალი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვისპირა სოფელია და ამასთან საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილში მდებარეობს, მუნიციპალური ცენტრიდან ქალაქ ახმეტიდან 170 კმ-ით (ფიზიკურად დედოფლისწყაროს მუნიციპილიტეტში მდებარეობს) არის დაშორებული. სოფელში სულ 70-მდე ოჯახი ცხოვრობს., მოსახლეობა ეთნიკურად მრავალფეროვანია: ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები; სოფელში არსებული ინფრასტრუქტურა ძველია და თითქმის არ არსებობს, შესაბამისად სოფლის ახალგაზრდების ერთადერთი თავშეყრის ადგილი არის მინი სტადიონი, რომელიც რამოდენიმე წლის...

Latest Activity

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება

Volunteer: მარიამ სამხარაძე

Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი

Problem statement

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბავშვებისთვის საჯარო სივრცეების დიდი დეფიციტია, უფრო სწორად არ არის. გამონაკლისია საბავშვო ბაღების ეზოები და ჩვენი სოფელი, სადაც სამად სამი საქანელაა. შესაბამისად, მარნეულის სხვა სოფლებთან თუ თვითონ ქალაქთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. აღნიშნული საქანელები თამარისის პარკშია განთავსებული. პარკი ნაძვნარითაა გარშემორტყმული და ძალიან კარგი ადგილია, როგორც პატარებისთვის გასართობად, ისე დედებისთვის სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ. პარკი ძალიან კარგი შესაძლებლობაა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არიან დასაქმებულები, გამოვიდნენ გარ...

Latest Activity

მარიამ სამხარაძე commented

ესეც 27 დეკემბრის საახალწლო ღონისძიება თამარისის სკვერში. ჩვენმა ინიციატივამ სოფელი გამოაცოცხლა.

სკოლავიზია

Volunteer: Temuri Sukashvili

Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, კოსტავას ქუჩა, N6

Problem statement

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლე-ახალგაზრდები გამოირჩევიან სამოქალაო პასიურობით, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ამ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქართულ ენაზე კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დაბალი დონე და ამ მხრივ გამოცდილების სიმწირე.

იდეის „სკოლავიზია“ განხორციელებას ვაპირებთ ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ და არაქართულენოვან სექტორზე. "სკოლავიზია" დაფუძნდება სკოლის არაფრომალური განათლების მიმართულებით მოქმდეი კლუბის ბაზაზე.

იდეის განხორციელება ხელს შე...

Latest Activity

Temuri Sukashvili commented
5 წელი ago | on: სკოლავიზია | Location:

სკოლის სტადიონის პრობლემა - https://www.youtube.com/watch?v=qcRs0ZwtArI