მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ

Ani Tsertsvadze
a
1593
Comments: 6
a

Goals

Problem statement:

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროექტები მასშტაბურად ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მისი მიზანია ებრძოლოს ჰომოფობიას, რასიზმს, ქსენოფობიას და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას საზოგადოებაში. ამასთან, აამაღლოს ცნობიერება სიძულვილის ფარული გავრცელების შესახებ და აშკარად აჩვენოს მისი შედეგები თუ მოგვარების გზები. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ეს პროექტი ლოკალურ ფარგლებში, კონკრეტულად გენდერული ბალანსის, რასიზმის და ლგბტ საზოგადოების პროფილით. ვინაიდან, საქართველო ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყანაა, ჩვენი საზოგადოება არ არის საკმარისად გათვიცნობიერებული. ჩვენი თვალი ჯერ კიდევ შეუჩვეველია ტრადიციების და რელიგიის დოგმების ფარგლებს მიღმა ხედვას. მასკულინობის და ფემინურობის დისბალანსი, განსხვავებული ეთნოსი და ორიენტაცია საზოგადოებაში დაბნევას იწვევს და აღიქმება როგორც უცხო მოწესრიგებულ სოციუმში. ადამიანები არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი თუ როგორ იურთიერთობონ მათგან განსხვავებულ ინდივიდთან, ამიტომ რაც უკვე გაწერილი აქვს კულტურას ეთიკის ნორმებში მარტივია რომ იმას დაემორჩილონ. ჩვენი პროექტი საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ დისკრიმინაციაზე, რომელიც აერთიანებს როგორც გენდერულ, ასევე რასისტულ და ჰომოფობიურ პრობლემებს. ლექტორებისა და სტუდენტების ინტერაქციის შედეგად მივიდეთ ჯანსაღ აზრამდე, რაც გულისხმობს ნებისმიერი სახის ძალადობის მაქსიმალურ აღკვეთას. ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად ძალადობენ შედარებით „სუსტ“ ადამიანზე და ასე ცდილობენ დომინირებას. დომინანტის სტატუსი განსაზღვრავს მათ ძალაუფლებას, რაც ადვილად ფარავს მათში ჩანერგილ კომპლექსებს. ჩვენი მიზანია საზოგადოებას ნათლად დავანახოთ დისკრიმინაციის ეს ასპექტები. პროექტის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას, თუ როგორ ებრძოლონ ძალადობას, ხოლო შემდეგ დაგეგმილი აქტივობები მოგვცემს საშუალებას დავაინტერესოთ ახალგაზრდების უფრო ფართო სპექტრი. თვალსაჩინო გახდება რატომ ჩნდება ძალადობა, რის დაფარვას ცდილობს ადამიანი ძალადობის განხორციელებით და როგორ ვრცელდება სხვა ადამიანებზე. მნიშვნელოვანია,გავაანალიზოთ რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან ჩვენი მეგობრები, ნათესავები და უბრალოდ უცნობი ადამიანები, რომელთა პირად სივრცეშიც უხეშად ვიჭრებით.

Proposed Solution:

პროექტი განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთ-ერთ აუდიტორიაში ან ილიაუნის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში". დაახლოებით 20 მონაწილე შეირჩევა აპლიკაციის მიხედვით და ამასთან დაინტერესებული პირებისთვის დასწრება იქნება თავისუფალი. პროექტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოვიყენებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის FACEBOOK გვერდს და ილიაუნის სტუდენტებს გავუგზავნით შეტყობინებებს ელექტრონულ ფოსტაზე. მოსამზადებელი პერიოდი მოიცავს პოსტერების დამზადებას და საინფორმაციო დაფაზე განთავსებას ილიაუნის კორპუსებში. თითოეული ლექციის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი და 30 წუთი, რომელიც შეადგენს სამი სახის აქტივობას: I -1 საათის განმავლობაში მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ განსახილველი თემების შესახებ. II - (15 წთ) ნაჩვენები იქნება ვიდეო რგოლები აღნიშნული საკითხის შესახებ. III - (15წთ) აუდიტორიის დისკუსია. თემებია: 1. მასკულინობისა და ფემინიზმის პრობლემები. 2. სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციები და პრობლემები. 3.რასიზმი ქართულ რეალობაში. თითოეული თემა განხილული იქნება შემდეგი მიმართულებებით: 1. საიდან ჩნდება სიძულვილის ენა და როგორ ვრცელდება საზოგადოებაში. 2. ვინ და რა სახის დისკრიმინაციას განიცდის სიძულვილის ენის გავლენით. 3. როგორ აისახება ამ ადამიანების ცხოვრებაზე მსგავსი სახის დისკრიმინაცია. 4. კულტურის, რელიგიის, სტერეოტიპების, ტრადიციების გავლენა სიძულვილის ენაზე. 5. ტოლერანტობის მნივნელობა 5. როგორ ვებრძოლოთ სიძულვილის ენას. აღსანიშნავია რომ ლექციები ჩაიწერება, რათა განთავსდეს ილიაუნის YOUTUBE გვერდზე. ლექციების შემდგომი 2 დღე დაეთმობა მონაწილეების მიერ მოსამზადებელ პერიოდს, ხოლო ერთი დღე განხოციელებას. აქტივობები: 1. ვიდეორგოლის გადაღება, სადაც იქნება თემატური ფოტოები და სლოგანები. 2. ასევე, ნებართვის მიღების შემთხვევაში თემატური გრაფიტის დახატვა ილიაუნის ეზოში ან მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის ნებართვით. პროექტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება ფოტო(ნახატების) კონკურსი, ერთ თვეში გაიმართება გამოფენა სადაც ასევე იქნება მოკლე მიმოხილვა ჩატარებული პროექტის/აქტივობების და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა სიმბოლური პრიზი.

Sustainability:

პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება ვიდეო რგოლი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა მონაწილე, ვიდეო რგოლი აიტვირთება YOUTUBE-ზე, რომელზე წვდომაც ექნება ყველა დაინტერესებულ პირს. მიღებული ცოდნისა და განვითარებული უნარჩვევების შედეგად, მონაწილეები შეძლებენ მომავალში თავად დაგეგმონ და ჩაატარონ მსგავს თემებზე საგანმანათლებლო და წამახალისებელი აქტივობები, მოახდინონ კომუნიკაცია დანარჩენ საზოგადოებასთან. მოხდება სალექციო კურსების ვიდეოზე აღბეჭდვა, რომელიც ასევე აიტვირთება YOUTUBE-ზე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაში.

Equal gender opportunity:

ნებისმიერი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად საჭიროა, როგორც ქალების, ასევე კაცების თანაბარი ჩართულობა საზოგადოებრივ აქტივობებში. პროექტის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს გენდერული ბალანსი, რათა ორივე მხარის ინტერესები თანაბრად იყოს გათვალისწინებული. ამიტომ, ჩვენს პროექტში თანაბრად მიიღებენ მონაწილეობას, როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები. შესაბამისად, პროექტის საბოლოო შედეგები თანაბარი მნიშვნელობის შემცველი იქნება გენდერული ბალანსის გამყარებისთვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Informational posters

Informational posters - 5 pieces, in order to put up on informational board of Ilia University.

ბიბლუსი

ილია ჭავჭავაძის #10

+995 32 2 48 68 44
40,00 ₾
Gift pens

Gift pens for lectures, who will hold the lectures. (three pens)

ბიბლუსი

ილია ჭავჭავაძის #10

+995 32 2 48 68 44
60,00 ₾
Printing photos

For competition of the photos.

ფოტოსამყარო

თბილისი. მელიქიშვილის ქ. 6

032 293 21 98
400,00 ₾
Graffiti

From the activities to be held at the of the project one will include painting graffiti in Ilia University yard, or in it's vicinity.

Tornike Melikidze

კერძო პირი

+995557232281
100,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Anna Bezhanishvili მოგესალმებით, პროექტში "სიძულვილის ენა და თანასწორობა" 180 აპლიკანტდან პროექტში გასაუბრების ჩატარების შემდეგ საბოლოოდ 48 ადამიანი შევარჩიეთ. მონაწილეების შერჩევა მიმდინარეობდა წყვილებში და ინდივიუდალურად. გასაუბრების დროს გაჩნდა სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვის დიდი ინიციატივა პოტენციური მონაწილეებისგან, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა პროექტის მდგრადობასა და ჩატარების საჭიროებაში. მონაწილეები შერჩეული იყვნენ იმ ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ჩვენი პროექტის ფორმატი მოითხოვდა. გასაუბრება ჩატარდა ილიაუნიში და აგრეთვე ზოგიერთი მონაწილის დაკავებულობის გამო მოგვიწია სკაიპითაც ჩაგვეტრებინა რამდენიმე ინდივიდუალური გასაუბრება. გასაუბრების ეტაპმა, მეტნაკლებად ხარვეზის გარეშე ჩაიარა. ყველა მონაწილეს დაეგზავნა ინფორმაციული მეილი, სადაც ასევე იყო ფეისბუკ ჯგუფის ლინკი მითითებული. ფესიბუკ ჯგუფის დანიშნულება მონაწილეებსადა ორგანიზატორებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლაა. გამომდინარე პროექტის მასშტაბებიდან და იმ ძლიერი ნაკადიდან, რომელთა შერჩევაც მოხდა გასაუბრების საფუძველზე, გადავწყვიტეთ მონაწილეები დავყოთ სამუშაო ჯგუფებად, რათა მოამზადონ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივებები. ლექციათა კურსი 15 მარტს 19:00-ზე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატონმა ნინო ჯავახიშვილმა გახსნა. იგი შეეხო იმ ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და ისტორიულ ფაქტებს, რაც სიძულვის ენასა და თანსწორობას ახლავს თან. ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ლექციის ბოლოს მონაწილეებმა შეავსეს პროექტის შეფასების კითხვარი. საბოლოო ჯამში პროექტის გახსნამ წარმატებით ჩაიარა.
Reply
guliko macharashvili პროექტი აქტიურობის შემდეგ ფაზაში გადავიდა. 9 მარტს დასრულდა აპლიკაციების მიღების პროცესი და მიღებული მაჩვენებლით საორგანიზაციო ჯგუფი საკმაოდ კმაყოფილია. საბოლოო შედეგებით, დარეგისტრირებულთა რაოდენობამ 180 აპლიკანტს მიაღწია. აპლიკაციების გადარჩევის შედაგად შეირჩა გასაუბრების ეტაპზე გადასული 90 წარმატებული აპლიკანტი, რომელთაგან საორგანიზაციო ჯგუფის ვარაუდით, ფორმირდება 40-45 აპლიკანტისგან დაკომპლექტებული მონაწილეთა ჯგუფი. 11 მარტს საორგანიზაციო ჯგუფი მართავს გასაუბრებებს. ამ ეტაპზე გასული მონაწილეები ინფორმირებულნი არიან, რომ გასაუბრება ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის სამ სხვადასხვა აუდიტორიაში საღამოს 18:00 საათიდან 20:30 საათამდე. თითოეული მონაწილისთვის განსაზღვრულია გასაუბრებაზე მოსვლის თარიღი და შესაბამისი აუდიტორია. საორგანიზაციო ჯგუფი მზადაა გასაუბრების დასაწყებად და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი იქნება ნაყოფიერი და შევძლებთ ისეთი მონაწილეების არჩევას, რომლებიც პროექტს წარმატებულს გახდიან.
Reply
Nata Lashkhi მიმდინარეობს პროექტის აქტიური პიარი. "ივენთი" იდება სხვადასხვა ჯგუფებსა(შიდა საუნივერსიტეტო ჯგუფები) და გვერდებზე. 27 თებერვლიდან დღემდე შეივსო 80 აპლიკაციმდე. პროექტით დაინტერესებულები არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ეს ყველაფერი გაგრძელდება 9 მარტამდე
Reply
Nata Lashkhi მიმდინარეობს პროექტის აქტიური პიარი. "ივენთი" იდება სხვადასხვა ჯგუფებსა(შიდა საუნივერსიტეტო ჯგუფები) და გვერდებზე. 27 თებერვლიდან დღემდე შეივსო 80-მდე აპლიკაციმდე. პროექტით დაინტერესებულები არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ეს ყველაფერი გაგრძელდება 9 მარტამდე.
Reply
Tatia Nadirashvili საორგანიზაციო ჯგუფმა დავწერეთ განცხადებები ლიგამუსის დარბაზისა და ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიების დაჯავშნასთან დაკავშირებით და ველოდებით საბოლოო პასუხს. ასევე სოციალურ ქსელში გავაკეთეთ ივენთი და ჩავუშვით აპლიკაცია, რასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა ახალგაზრდების მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ივენთი სულ სამი დღეა რაც გამოქვეყნდა. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 9 აპრილია, 11 აპრილს ჩატარდება გასაუბრება და 13 აპრილს დავუკავშირდებით ფინალისტ აპლიკანტებს. ამავდროულად დაგვიკავშირდნენ პირველი არხიდან და ჯგუფის ხელმღვანელი მიიწვიეს გადაცემა "დილის მოამბეში" ოთხშაბათს, პირველ მარტს, პროექტზე სასაუბროდ.
Reply
Ani Tsertsvadze First of all, I apologize for a late update on the project. There were several reasons for the delay, we had our final exams at the universities and made several changes in the organizational group. At the beginning of the project there were three of us, now our group consists of five people, including students from Tbilisi State University and Ilia State University – faculties of Law, Sociology, and Psychology. We also increased the numbers of the lectures, from 3 to 5. The speakers for all five lectures have already given their agreements. At this moment, we are working on reserving the book house Ligamus (the place where the lectures will be held), it takes 10 working days to get an exact response from their administration. In addition, we are planning on reserving Ilia University lecture rooms for meetings with the applicants. We are also waiting for permission for graffiti, which will be drawn In the Ilia State University as well. We will start spreading the application form for the volunteers in two days, after finishing up with some of the organizational matters. Additionally, we are going to make an open air event in one of the parks in Tbilisi, where our volunteers will organize creative activities, related to the Hate Speech Movement. The event will be filmed for our video. More details about the event will be written here as soon as we sum up this part of the project.
Reply