ფერადი კლასი - სივრცე, რომელიც გავერთიანებს!

Tamuna Macharashvili
a
2197
Comments: 11
a

Goals

Problem statement:

მოგეხსენებათ ავლაბარი ეთნიკურად ჭრელი დასახლებაა თბილისში, აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ქართველი, სომეხი, რუსი მოქალაქეები. 77-ე საჯარო სკოლაში ვასწავლი სამოქალაქო განათლებას და უშუალო შეხება მაქვს ახალგაზრდებთან, რომელთა დამოკიდებულება თანატოლი სომხების ან სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ არც თუ პოზიტიურია. ეს ჩანს მათ მსჯელობებში, ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას. უმეტესობა თვლის, რომ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები არ უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში.
ჩემი სურვილია, 77-ე საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდეს სამოქალაქო განათლების კლუბი, სადაც არა მხოლოდ ამ სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, არამედ ამავე სკოლასთან ახლოს მდებარე 98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც ეთნიკურად სომხური და რუსული წარმომავლობის არიან. ისინი ერთობლივად განახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს, მოეწყობა კინოჩვენება, დისკუსიები, როლური თამაშები, თემატური აქციები, რაც ერთის მხრივ აჩვენებს მოსწავლეებს, რომ საერთო საქმის კეთების დროს ეთნიკურ წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა და ნახავენ ერთმანეთის საჭიროებას, ამაღლდება მათი ცნობიერება და გააძლიერებენ თავიანთ თემს.

Proposed Solution:

სკოლაში სამოქალაქო კლუბის ჩამოყალიბებით და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მოაწილეობით, ერთმანეთთან ურთიერთობით, ერთად სხვადასხვა საზოგადოებრივ პრობლემაზე ზრუნვით მოსწავლეები არა მხოლოდ პიროვნულ უნარ-ჩვევებს განივითარებენ, არამედ შეძლებენ სტერეოტიპული აზროვნების შეცვლას, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირებას და მათთვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას, რათა მულტიკულტურულ საზოგადოებაში თავი სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ. სამოქალაქო კლუბში ჩართული მოსწავლეები სხვებსაც გაუზიარებენ თავიანთ იდეებს და უფრო მეტად ინტერკულტურულ საზოგადოებას მივიღებთ, სადაც ერთმანეთის განსხვავებულობის არ ეშინიათ იმიტომ, რომ ერთმანეთს უკეთესად იცნობენ.

Sustainability:

კლუბის მუშაობა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, მისი საქმიანობა გრძელვადინი იქნება, რაც მდგრადობის გარანტია. კლუბის მონაწილეები განახლდება ყოველწლიურად და უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა განვითარების შესაძლებლობა. პროექტის დაფინანსების შემთხვევაში შეძენილი ნივთები გადაეცემა სკოლას და მისი გამოყენება გაგრძელდება იმავე მიზნით, რაც პროექტის დაწყებისას იყო გამიზნული.

Equal gender opportunity:

კლუბის მუდმივი მონაწილე იქნება 20 ახალგაზრდა. ათი მე-9 -10 კლასის მოსწავლე 77-ე საჯარო სკოლიდან და 10 მოსწავლე 98-ე საჯარო სკოლიდან, მათი შერჩევა მოხდება აპლიკაციის და მათ მიერ გამოვლენილი მოტივაციის საფუძველზე, გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი, თუმცა ეს 20 მონაწილე იზრუნებს სკოლის სხვა საზოგადოების ჩართულობას და მათთვის სხვადასხვა აქტივობებს განახორცილებენ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Microphone, notebook, banner, adapter

მიკროფონი - Neewer NW-800 Professional Studio Broadcasting & Recording Microphone Set Including (1)NW-800 Professional Condenser Microphone + (1)Microphone Shock Mount + (1)Ball-type Anti-wind Foam Cap + (1)Microphone Power Cable (Black)
ნოუთბუქი - Lenovo IdeaPad 320-15IAP (80XR012FRU) - Platinum Silver
ბანერი - 150x140
ადაპტერი - 3D USB External Audio Sound Card Mic Adapter

მიკროფონი - https://www.amazon.com; ნოუთბუქი - http://altaok.ge; ბანერი - http://original.ge; ადაპტერი - https://www.mymarket.ge

მიკროფონი - https://www.amazon.com/Neewer-Professional-Broadcasting-Recording-Microphone/dp/B00XBQ8UGG/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1526317553&sr=8-4&keywords=bm-800
ნოუთბუქი - http://altaok.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/lenovo-ideapad-320-15iap-80xr00jvru-purple-clone.html
ბანერი - http://original.ge/?Spage=posteris-dizaini-da-bechdva
ადაპტერი - https://www.mymarket.ge/ka/product/view/10462172/

2 20 42 42;
1 036,49 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Tamuna Macharashvili 19 დეკემბერს საჯარო გამოსვლების კლუბში დიდი ამბავი გვქონდა. მე-12 კლასელი გიორგი დიდბერიძის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით მოსწავლეებს შორის საჯარო გამოსვლების კონკურსი ჩავატარეთ. გიორგიმ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს საჯარო გამოსვლების ტექნიკები ასწავლა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემები წარმოადგინეს. ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა მე-11 კლასელმა ნატა გვალიამ. ორბელიანის რჩეული გახდა მე-10 კლასელი ანა კუპატაძე.
Reply
Tamuna Macharashvili 13 ნოემბერს საჯარო გამოსვლების კლუბს ორბელიანი საქართველოს მოხალისე და სამოქალაქო აქტივისტი ტასო მოდებაძე სტუმრობდა. ტასომ მოსწავლეებს სამოქალაქო ჩართულობის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა საზოგადოებრივი ცვილებისთვის.
Reply
Tamuna Macharashvili 19 ოქტომბერს საჯარო გამოსვლების კლუბს გიორგი ტუმასიანი სტუმრობდა. გიორგი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იყო გაეროში 2017 წელს. სტუმარმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხზე ისაუბრა როგორიცაა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემები, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო აქტივიზმი.
Reply
Tamuna Macharashvili დღეს ჩვენს საჯარო გამოსვლების კლუბს მშვენიერი მარიამ სანოგო სტუმრობდა. საუბრის თემა იყო სტერეოტიპები, განსხვავებულობა და ადამიანის უფლებები. ბევრი მხრიდან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. დღის მთავარ გზავნილად მაინც ეს სიტყვები მიმაჩნია: "ადამიანის შეფასება მხოლოდ ვიზუალით ბევრ საინტერესოს გამოგაკლებს ცხოვრებაში. თუკი შენ ხარ განსხვავებული, მნიშვნელოვანია არ გეშინოდეს, რადგან ყოველთვის შესამჩნევია ვის ეშინია და ვის არა. თუ გეშინია, რომ გახდები მსხვერპლი, აუცილებლად ასე იქნება. მოძალადე ყოველთვის მარტივად დასამორჩილებელ მსხვერპლს ეძებს. ამიტომ აუცილებელია ძლიერი და დამოუკიდებელი პიროვნება იყო".
Reply
Tamuna Macharashvili პირველი სტუმარი გვყავდა ეროვნებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რამილია ალიევა, ძალიან საინტერესო თემით "განსხვავებულობა და თანასწორობა". დღის მთავარი გზავნილი რამილიასგან: "ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და სანამ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ეს განსხვავებულობა იქნება საშიში".
Reply
Tamuna Macharashvili პირველი სტუმარიც გვყავდა ეროვნებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რამილია ალიევა, ძალიან საინტერესო თემით "განსხვავებულობა და თანასწორობა". დღის მთავარი გზავნილი რამილიასგან: "ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და სანამ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ეს განსხვავებულობა იქნება საშიში".
Reply
Tamuna Macharashvili დაგვრჩა ბანერის დამზადება, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუწევთ ორგანიზებას, მანამდე კი მე-10 კლასის მოსწავლემ ნატა გვალიამ კლუბისთვის ასეთი "აქსესუარი" შეგვიქმნა. იცნობდეთ ამ არაჩვეულებრივ გოგოს!
Reply
Tamuna Macharashvili დაგვრჩა ბანერის დამზადება, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუწევთ ორგანიზებას, მანამდე კი მე-10 კლასის მოსწავლემ ნატა გვალიამ კლუბისთვის ასეთი
Reply
Tamuna Macharashvili ესეც მიკროფონი, სრულად აღჭურვილი ველოდებით მომავალ სტუმრებს.
Reply
Tamuna Macharashvili მის უდიდებულესობა ლეპტოპი. :)
Reply
Tamuna Macharashvili ესეც ჩვენი ხმის გამაძლიერებელი საჯარო გამოსვლების კლუბისთვის.
Reply