Goals
Problem statement:
ჩვენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში ვცხოვრობთ და სოფლის სკოლაში დავდივართ. ჩვენი სკოლა განსხვავდება ყველა სხვა სკოლის შენობებისგან რომელიც მინახავს თავისი არქიტექტურით. ის იდეალური იქნებოდა მზიანი, თბილი, მშრალი გეოგრაფიული გარემოსთვის, მაგრამ ჩვენს მთინ მხარეში მისთვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობებით სკოლის ორიგინალური არქიტექტურა უფრო ნაკლია, ვიდრე ღირსება. საქმე ისაა, რომ ჩვენს სკოლას დერეფნები არ აქვს. მათ მაგივრად აქვს ღია აივნები, ისე, რომ საკლასო ოთახიდან გამოსვლისას ფაქტიურად ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებით. მოგეხსენებათ ყველაზე მზიანი და მშრალი სეზონი არდადეგების პერიოდია, ყველა სხვა სეზონზე კი ქარი, წვიმა, თოვლი ხელს გვიშლის სკოლის ღია აივნები ჩვენი სურვილისამებრ მოვაწყოთ - ნახატები, პლაკატები, ლამაზი თავლსაჩინოებები უამინდობის დროს ზიანდება. ბევრჯერ ყოფილა დილით სკოლაში მისულებს წიან დღის კედლებზე გაკრული ნახატები სკოლის ეზოში მიმოფანტული დაგვხვედრია. მოსწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის სივრცეს. გვჯერა, რომ კეთილმოწყობილი გარემო მოსწავლეთა სწავლის ხარისხსზე და მოტივაციაზე სასიკეთო გავლენას ახდენს, მაგრამ სამწუხაროდ არსებული რეალობის გამო, ჩვენი ყველა მცდელობა საკუთარი ძალებით შევცვალოთ სკოლის მოსაწყენი გარემო, უშედეგოა. გრძელი აივნები მიუყვება ერთფეროვან კედლებს. საკლასო ოთახების შესასვლელის თავზე მხოლოდ ტრაფარეტებია მიმაგრებული - მაქსიმალურად საიმედოდ ისე, რომ ქარმა არ მოგლიჯოს.
Proposed Solution:
დიდი ხანია ვცდილობთ რამე ისეთი მოვიფიქროთ კედლებიც ლამაზად გმოიყურებოდეს, არც ამინდზე ვიყოთ დამოკიდებულები და მოსწავლეებიც მოტივირებულები იყვნენ - არ ქოდეთ შიში, რომ მათ შრომა წვიმის ან ქარის გამო წყალში ჩაიყრება. არსებული სიტუაციის შესაცვლელად პროექტის ფარგლებში ვაპირებთ კედლების შეღებვას და მოხატვას სპეციალური, ექსტერიერისთვის განკუთვნილი საღებავებით, რომლებსაც მედეგი იქნება კლიმატური ცვლილებების მიმართ, არ დაზიანდება და არ გახუნდება.
სკოლის კედლები გაფორმდება თემატური ნახატებით ზოგადად სკოლის, სწავლის თემაზე ან ნახატი კონკრეტულად მისადაგებული იქნება რომელიმე საგანს - მაგალითად, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას. მით უემეტეს რომ ამ საგენებისთვის სკოლაში სპეციალური კლასები არსებობს. მხიარულ და ხალიასიან ფერებში შეიღებება აივნის რიკულები და საყრდენი ბოძები.
ამას გარდა, გვინდა ჩვენი სკოლის ნაკლი მის ღირსებად ვაქციოთ და აივნების მზიანი მხარე ჩვენს სასრგებლოდ გამოვიყენოთ. ამისთვის კი აივნებზე განვათავსებთთ ყავილის ქოთნებს ყვავილებით და მათ მარადმწვანე მცენარეებით, რომ აივნები ერთნაირად ლამაზი იყოს ზამთარშიც და ზაფხულშიც.
Sustainability:
მოსწავლეებზე გავლენა უმცირეს დეტალსაც შეიძლება ქონდეს. გარემო პირდაპირ მოქმედებს იმაზე თუ როროგ გრძნობენ თავს სკოლაში, რას განიცდიან და როგორ მოქმედებენ. ამ პროექტში მონაწილეობა საშუალებას მოგვცემს საინტერესო, ფერადი გარემო შევუქმნათ მოსწავლეებს და ავუმაღლოთ მოტივაცია. ამასთან ის ფაქტი, რომ მოსწავლეები უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას სკოლის განახლებაში სხვა არაფერია თუ არა მათი ინდივიდუალიზმის აღიარება, მაგალითი იმისა, რომ სკოლა მათი სივრცეა, რომელიც თავისი შრომით და სურვილით უნდა მოაწყო, იზრუნონ და განავითარონ. ეს პროექტი აგრეთვე გაზრდის მშობლების დაინტერესებას სკოლის ცხოვრებით.
Equal gender opportunity:
პროექტის განხორციელებაში სკოლის მოსწავლეები თანაბრად მიიღებენ მონაწილეობას.
Items Needed
Item | აღწერა | Vendor Info | Total | Purchased? |
Paints | Paints for wall |
gorgia.ge
Tsereteli st. N140 322 960 960 |
150,00 ₾ | |
flower bowl | Flower bowl with clinches |
geobotanic.ge
Ketevan Tsamebuli ave N71 558 70 06 17 |
60,00 ₾ | |
Brushes | Small paint brushes |
orgservice.ge gorgia.ge
Al. Kazbegi st. N28 +995 32 2399378 |
80,00 ₾ | |
Flowers | Decorative flowers |
greengarden.ge
tskhneti st. N37 599 54 66 17 |
50,00 ₾ |
Similar Initiatives
Activity See All Activity
შესვლა first to add your own comment.Comments