Gender Discussion Club - All Activity

Milena Iakobadze commented

პროექტის გახსნა იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც "ვიჭორავეთ" სხვადასხვა გენდერულ საკითხებზე და საუკეთესო სპიკერებს გადავეცით მაისურები და ბროშები სახსოვრად.

Milena Iakobadze commented

ეს კი ბანერი და მაისურებია

Milena Iakobadze commented

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროექტი გენდერს ეხება და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ლოგო და შემდეგ ეს ლოგო გადაგვეტანა სხვადასხვა ნივთებზე.
გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ბანერი, რომლის თან წაღებაც ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია. ბანერზე დავიტანეთ ჩვენივე პროექტის ლოგო და ასევე ორბელიანის ფონდის ლოგო. ასევე ჩენი პროექტის სახელი. გარდა ამისა, ორგანიზატორებისათვის დავბრენდეთ მაისურები ჩვენივე პროექტის სახელითა და ლოგოთი. სტუმრებისთვის კი დავამზადებინეთ ბროშები, რომლებზეც დატანილია მხოლოდ და მხოლოდ ლოგო.ამ ყველაფრისთვის მივმართეთ სარეკლამო კომპანია „პრომოპლუსს“, რომელთა დახმარებითაც შევძელით ჩვენთვის სასურველი ნივთების ბრენდირება.

Milena Iakobadze commented

სტუმრად რადიოში
19 იანვარს მე მილენა იაკობაძე მიმიწვიეს რადიო თავისუფლებაში, როგორც გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სადაც ვისაუბრე ჩვენს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე, განვმარტე თუ რას მოიცავს ჩვენი პროექტი ვისთვის არის განკუთვნილი. ასევე სამომავლო გეგმებზე ვისაუბრე და დაგეგმილ აქტივობებზე. ჩემი ვიზიტი რადიოში ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინაიდან ფართო საზოგადოება გაეცნო გენდერულ საკითხებს უფრო ღრმად და მიიღო ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ.

Keti Khachidze commented

What's going on with the project, girls and boys? Please post updates. Looking forward to chatting about gender <3