Joint Activities with Georgian and Armenian Schools - All Activity

თამუნა მაჭარაშვილი commented

77-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი აგრძელებს ფუნქციონიერბას. კლუბში მონაწილეობენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. 2017 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, გვყავდა მოწვეული სტუმრებიც. მოსწავლეები მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთნენ. კლუბის მონაწილეების უახლოეს გეგმებში შედის სკოლიდან პარკამდე ზებრა ხაზის მოხატვა და შესაბამისად იდეების კონკურსი, რა შინაარსის ნახატით მოხდეს ზებრა ხაზის მოწყობა. ასევე იგეგმება რამდენიმე საერთაშორისო დღის აღნიშვნა და კინო კლუბის გახსნა, რომელსაც სკოლის აქტიური მოსწავლეები გაუწევენ მოდერატორობას.

თამუნა მაჭარაშვილი commented

სამოქალაქო კლუბის წევრებს სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდის" წარმომადგენლებმა მოხალისეობის შესახებ ლექცია ჩაუტარეს. მათ გააცნეს მსოფლიოში არსებული მოხალისეობის პრაქტიკა და საქართველოში არსებული ვითარება. კლუბის წევრები აღნიშნული ორგანიზაციის მოხალისეებად გაწევრიანდნენ.

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეწვივნენ. საგანმანათლებლო ტურმა აამაღლა მათი წარმოადგენა ტექნოლოგიების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე. მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია, რომ თავად იყვნენ შემქმნელები და ახალი იდეების ავტორები.

თამუნა მაჭარაშვილი commented

გუშინ "ფერად კლასში" ფოტოჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი გოგა ჩანადირი გვეწვია. მან ისაუბრა მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებასა და ქვეყნის განვითარებაში. გოგამ გაუზიარა ბავშვებს საკუთარი გამოცდილება და მოუწოდა იყვენენ აქტიური მოქალაქეები, არ დაელოდონ სხვებს როდის მოუწყვეტენ ვაშლს, ან როდის ჩამოვარდება თავად ხიდან. თავისით ჩამოვარდნილი ვაშლი ან დამპალი იქნება, ან ქარისგან მოწყვეტილი და გახეთქილი, რაც საკუთარი ხელით მოწყვეტილ საღ ვაშლს ვერ შეედრება. ამ მარტივი მაგალითით ბავშვებმა საკუთარი როლი საზოგადოებაში უფრო ნათლად დაინახეს და გააცნობიერეს, რომ ცვლილებები საკუთარი აქტიურობით იწყება.

თამუნა მაჭარაშვილი commented

კლუბის მორიგი შეხვედრა გუნდის ფორმირებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას დაეთმო. სახალისო თამაშების საშუალებით მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს და იფიქრეს, თუ როგორია მათი როლი გუნდის წარმატებაში. ასევე სამომავლო გეგმებზეხ ვისაუბრეთ, რა სახის პროექტებში შეიძლება ჩავთოთ სკოლის დანარჩენი საზოგადოება.

თამუნა მაჭარაშვილი commented

კლუბის წევრებმა "მოლოდინების ხეზე" საკუთარი წარმოდგენები გააკრეს, თუ რა სურვილები აქვთ და რას გააკეთევდნენ თავიანთი სურვილების რეალოვად ქცევისთვის.

თამუნა მაჭარაშვილი commented

დღეს სამოქალაქო განათლების კლუბის მონაწილეთა შეხვედრა შედგა. არასრული შემადგენლობით, მაგრამ მაინც საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა გაცნობითი ხასიათის სესიამ. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები ერთმანეთს იცნობდნენ სახალისო აქტივობებით უფრო მეტი რამ გაიგეს ერთმანეთის შესახებ და საკუთარ თავშიც აღმოაჩინეს ახალი შესაძლებლობები.

ფერადი კლასისთვის ნივთების შეძენა თითქმის დავასრულეთ, რამდენიმე დეტალი დაგვრჩა და ეს ოთახი ძალიან მაგარ ახალგაზრდებს გააერთიანებს, ძალიან მაგარი იდეებით! ხშირად ადამიანებს მხოლოდ სივრცე აკლიათ, რომელიც მათ შორის არსებულ სიშორეს, საზღვრებს შეამცირებს და გააერთიანებს. ადგილი, სადაც ერთმანეთის განსხვავებულობას აღმოაჩენენ და ეს განსხვავებები არ იქნება საშიში.
ფერადი კლასი კიდევ უფრო გაფერადდება, რადგან მალე ფერად ახალგაზრდებს უმასპინძლებს! :)