School Printing House - All Activity

Laura Gotiashvili commented

ჩვენ მადლობას ვუხდით ორბელიანსა და ნიდერლანების საელჩოს გაწეული დახმარებისათვის <3

Laura Gotiashvili commented

რაც შეეხება წიგნს 'რწყილი და ჭიანჭველა' ის მოსწავლეებმა ორიგინალი ვერსიით დატოვეს და მხოლოდ ერთადერთი და უნიკალური ეგზემპლარი გაგვაჩნია.

Laura Gotiashvili commented

აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ ევროკავშირის შესახებ წიგნის შექმნას წინ უძღოდა ლაურა-მარიტას მიერ განხორციელებული 3 თვიანი ლექციათა ციკლი ევროკავშირის შესახებ. ლექციის განმავლობაში აქტიურად იყო გამოყენებული არაფორმალური მეთოდები და სახალისო კარიკატურები.

Laura Gotiashvili commented

გარდა ამისა, ჩვენი პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში 30 საუკეთესო პროექტში მოხვდა საქართველოს მასშტაბით და გუშინ ოფიციალურად გავაცანით დამსწრე საზოგადოებას <3

Laura Gotiashvili commented

თქვენ იფიქრეთ, რომ დავასრულეთ პროექტი? ნურას უკაცრავად ;) ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქმიანობას და ამჯერად გთავაზობთ 'ევროკავშირის ისტორიას' (კომიქსად მოთხრობილს).

Laura Gotiashvili commented

გიზიარებთ ჩვენი ჟრიამულის ამსახველ ფოტომასალას <3

Laura Gotiashvili commented

ამჯერად ჩვენი წიგნი თოვლის ბებიასა და ბაბუას ეხება სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის ნახატებიც შექმნილია მოსწავლეების მიერ და ტექსტიც მათ მიერ არის აკრეფილი. გარდა ამისა, გთავაზობთ საახალწლო ხელნაკეთ პოსტერს და გისურვებთ ბედნიერ 2019 წელს!!!

Laura Gotiashvili commented

პროექტი დაიწყო 2017 წლის იანვრიდან და განხორციელდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში. იდეის მთავარ მიზანს წარმოდგენდა სასკოლო სტამბის დაარსება აღნიშნული სოფლის სკოლაში წიგნიერების დონის ასამაღლებლად.
პროექტმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში. კერძოდ, მოსწავლეებმა ისწავლეს საკუთარე ხელით საოფისე პროგრამები, რედაქტირება, ბეჭდვა-აკინძვა, დიზაინის შემუშავება. მასწავლებლებს საშუალება მიეცათ შეემუშავებინათ უფრო მრავალფეროვანი დიზაინი საგაკვეთილო მასალებისათვის.
იდეა სასარგებლო აღმოჩნდა დაახლოებით 40-50 ადამიანისთვის.რთული სათქმელია თუ რამდენად იყო დაცული გენდერული ბალანსი, რადგან მოსწავლეების მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები სურვილისამებრ ეცნობოდნენ ბავშვების მიერ დაბეჭდილ-აკინძულ წიგნებს.
მთავარი ცვლილება იყო ის,რომ სოფლის მაცხოვრებლებს გაუჩნდათ შეგრძნება,რომ ისინიც არიან საქართველოს ნაწილი და მათი პროგრესით დაინტერესებულნი არიან მათგან შორს მყოფი ადამიანები. განსაკუთრებით ეფექტიანი იყო "ორბელიანი საქართველოს" წარმომადგენლების ვიზიტი სოფელში,რადგან სოფლის მაცხოვრებლებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ის ადამიანები,რომლებიც დაეხმარნენ იდეის განხორციელებაში.
პროექტის მიმდინარეობისას არ ყოფილა გაუთვალისწინებელი ხარვეზები.
სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მაღალი ჩართულობა შეინიშნებოდა.

Laura Gotiashvili commented

საავტორო უფლებების სადარაჯოზე

Laura Gotiashvili commented

წიგნის აკინძვამ მღელვარედ და ხალისიანად ჩაიარა

Laura Gotiashvili commented

პირველი წიგნი "წყლის სამყარო" უკვე დაამზადეს მოსწავლეებმა. მიუხედავად სირთულეებისა საბოლოოდ მაინც შეძლეს და წარმატებით აითვისეს ტექნიკის გამოყენება. გარდა ამისა, საკუთარი ნაშრომი წარუდგინეს როგორც პედაგოგებს, ასევე მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს, რომელთა სასწავლო პროგრამაშიც გათვალისწინებული იყო წყალქვეშა ცხოვლები.
მიუხედავად იმისა,რომ პირველ წიგნზე სარგებლობდნენ მასწავლებლების დახმარებით, მეორე წიგნის დამზადება შეძლეს დამოუკიდებლად, რომლის დაბეჭდვა-აკინძვა ხუთშაბათს არის დაგეგმილი.

Laura Gotiashvili commented

კლუბის წევრებმა მოიძიეს მასალები ინტერნეტ-რესურსებისა და წიგნების დახმარებით, გაამარტივეს ტექსტი და ელექტრონულად აკრიფეს,თან დაურთეს ნახატებიც. საგაზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით შეფერხდა წიგნის დაბჭდვისა და აკინძვის პროცესი,რადგან სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა. კლუბის შეკრებები განახლდება 16 მარტს და დამზადდება წიგნი.

Laura Gotiashvili commented

"ჟურნალისტთა კლუბის" კლუბის გადაწყვეტილებით პირველი წიგნი იქნება "წყლის სამყარო" , რომელიც დასურათდება სკოლის მოსწავლეთა მიერ. კლუბის წევრებმა ზემო და ქვემო არქევანის სკოლებში ჩაატარეს შიდა შესარჩევი კონკურსი მხატვრებს შორის და აირჩიეს წყლის სამყაროს წარმომადგენელი ცხოველების ნახატები. გარდა ამისა, დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია ამ ცხოველების შესახებ.
საწყის ეტაპზე პირველი წიგნი იქნება მარტივი ენით დაწერილი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე გათვლილი.
მიმდინარე კვირაში იგეგმება მოძიებული ინფორმაციების და ნახატების ელექტრონულ ფორმატში დამზადება.

Laura Gotiashvili commented

სტამბისათვის საჭირო საკანცელარიო ნივთები და ტექნიკა უკვე ქვემო არქევანის საჯარო სკოლაშია. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ჟურნალისტთა კლუბი, რომლის წევრებიც არიან მე-8 და მე-10 კლასების 6 მოსწავლე (2 ბიჭი და 4 გოგო). მოსწავლეთა შერჩევა მოხდა 2 მთავარი პრინციპით: ქართული ენის ცოდნა და სურვილის გამოხატვა სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. გარდა ამისა,ზემო არქევანში მცხოვრებმა მე-10 კლასის მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, დაეხმარონ ზემო არქევანის საბაზო სკოლას სტამბის ფუნქციონირებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სკოლა ოფიციალურად ქვემო არქევანის საჯარო სკოლის შემადგენლობაშია, თუმცა ტერიტორიულად მეზობელ სოფელში მდებარეობს.
ორშაბათს გაიმართება ჟურნალისტთა კლუბისა და ქართული ენის მასწავლებლების შეხვედრა სკოლის სტამბის სამოქმედო გეგმის ჩამოსაყალიბებლად.

Laura Gotiashvili commented

ამჟამად მიმდინარეობს საჭირო საკანცელარიო ნივთების შეგროვება. უკვე გვაქვს პრინტერი და ასაკინძი მანქანა. თუმცა 29 დეკემბრიდან 16 იანვრამდე სასკოლო პროცესი შეწყვეტილია, რის გამოც შეფერხდება სასკოლო სტამბის ფუნქციონირება.