Seminars for Youth Activism - All Activity

Nino Berianidze commented

ესეც რამდენიმე ფრაგმენტი ქართულ-აზერბაიჯანული სტუმარ-მასპინძლობდან.
გაცნობისა და გუნდის შეკვრის აქტივობებმა მხიარულად რომ ჩაიარა.
სტუმრებმა რამდენიმე აზერბაიჯანული სიტყვაც ისწავლეს.
საღამოს კი შეხვედრის ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო.
დღესასწაულის აღნიშვნა. ნიღბებით, მოხატული სახეებით. ოჯახიდან ოჯახში სტუმრობით.

Nino Berianidze commented

ახლა, რადგან პოსტის დადება დამიგვიანდა პირდაპირ facebook-იდან დავდებ.

ელმურაზ პოლადოვი commented

ნოვრუზ ბაირამის დღეს სკოლაში ქართული სკოლიდან სტუმრები მოვიდნენ. ჩვენ სკოლაში მათთან და ჩემს სკოლელებთან ერთად ვითამაშეთ. გავიცანით. სამწუხაროდ ჩემს სახლში სტუმრები არ დარჩნენ, მაგრა იმედი მაქვს, რომ სხვა დროს დარჩებიან.

Nino Berianidze commented

წელს გადავწყვიტე პროექტში მონაწილეობა. პროექტის დროს ჩვენს სოფელში ჩამოვიდნენ ქართველი მეგობრები სოფელ ნიქოზიდან. მართალია ჯერ მეგობრები არ ვიყავით და თავიდან ძალიანაც ვნერვიულობდი როგორი იქნებოდა ეს სტუმრობა, მაგრამ ერთ დღეში დავმეგობრდით, რადგან ძლიან თბილი და მეგობრული ბავშვები იყვნენ. ისინი ერთ დღეს დარჩნენ ჩვენთან. ნახეს როგორია ნოვრუზ ბაირამი. გაიგეს ჩვენი ზოგი ტრადიციის შესახებ. ძალიან მოეწონათ.
ახლა ჩვენ მივდივართ 10 აპრილს ნიქოზში. ვფიქრობ, რომ ეს მოგზაურობა ძალიან საინტერესო იქნება. ბევრს გავიგებთ ქართული სოფლების ცხოვრების შესახებ.

Nino Berianidze commented

ამ მუშობაში მარტიც მოვიდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო, მოგვეწვია რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობის საკუთარ გამოცდილებას გააცნობდა ბავშვებს. გარკვეულ რეკომენდაციებსაც მისცემდა, მაგრამ გაგონილს ხომ საკუთარი თვალით ნანახი სჯობს და გადავწყვიტე რომ პირიქით ჩვენი ადგილზე ჩასვლა უკეთესი იქნებოდა.
გამოცდილების გასაზიარებლად წნორი და მათი ,,ცოდნის კაფე" ავირჩიეთ. ნანა ჩემი ყოფილი სტუდენტია და მასზე უკეთესი სამოქალაქო აქტივიზმის მოდელად ნამდვილად ვერავინ მახსენდება ახლაც.
8 მარტს ჩემი გოგოები და მე ვეწვიეთ წნორს.(გზად სიღნაღიც მოვინახულეთ). დავათვალიერეთ მოხალისეების ხელით მოხატული შენობები წნორის სკვერში. ასევე მოხალისეების მიერ ჭურჭლის ნამტვრევებით გაკეთებული მოზაიკა. გავიცანით ერთი კარგი წნორელი ბიჭი, რომელიც ასევე ნაგვის პრობლემით იყო შეწუხებული. პროექტი დაწერა და ახლა, როგორც გვითხრეს, პლასტმასის გადამამუშავებელ მოწყობილობას უფინანსებენ.
კაფეში ნანა და ქეთი დაგვხვდენენ უგემრიელესი ჩაით, ყავითა და ნამცხვრებით და რაც ყველაზე მთავარია გულღიად და სამოქალაქო აქტივიზმის დიდი გამოცდილებით. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ხელცარიელები არ ჩავსულვართ. ოტია იოსელიანის ექვსტომეული ვაჩუქეთ ,,ცოდნის კაფეს."ჰოდა, ვისხედით და ვსაუბრბდით. გოგოებს პროექტის წერაზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდათ და ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლო აღმოცნდა ეს შეხვედრა. ძალიან კონკრეტული კითხვები ჰქონდათ ბოლნისელ გოგონებს წნორელებთან და ძალიან კარგი და კონკრეტული პასუხებიც მიიღეს.

Nino Berianidze commented

პრობლემა სოფელსა და სკოლაში ბევრია. ყველაზე მტკივნეული კი რამდენიმე. 1.დასუფთავების პრობლემა. სოფლში შესვლისთანავე თვითნებული ნაგავსაყრელი ,,მოგტაცებთ თვალს". ნაგვის ურნები კი დგას გზებზე, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. და თანაც ზოგმა ადამიანმა მიიჩნია, რომ მის სახლთან მდგარი ყუთი პირადად მისი საკუთრება იყო და საერთოდაც ეზოში დაიდგა. 2. გასართობი ადგილების არარსებობა: სოფელში არაა არანაირი სივრცე ახალგაზრდებისათვის. არც სკვერი, არც კაფე, არ ბიბლიოთეკა, არც კინო-კლუბი. არადა, ლაპარაკია 6000-მდე მაცხოვრებლიან სოფელზე. 3. ბიჭების ინიციატივა იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის არარსებობაზე მუშაობა. სოფელში არ არის ოდნავ მოედანს მიმსგავსებული ადგილი. როგორც ბავშვები ამბობენ, და მართლებიც არიან. ის რამდენიმე საათი სკოლაში რომაა სპორტისთვის გამოყოფილი არაა საკმარისი. სკოლის შემდეგაც სჭირდებათ სპორტული აქტივობები. 4. სახელოვნებო კლუბების არარსებობა. სოფელში, კერძოდ პირველი სკოლის მოსწავლეთა შორის არიან სხვადასხვა ნიჭით გამორჩეული ბავშვები. მათი ოცნებაა ხატვის პროფესიონალურად შესწავლა. ბავშვები ნატრობენ სივრცეს და მასწავლებელს თავიანთი ოცენების განსახორციელებლად.
ამ შეხვედრის დროს აღვწერეთ დასახელებლი პრობლემები და მიზმად დავისახეთ მათ მოგვარებისათვის მოქმედება.

Nino Berianidze commented

პრობლემა სოფელსა და სკოლაში ბევრია. ყველაზე მტკივნეული კი რამდენიმე. 1.დასუფთავების პრობლემა. სოფლში შესვლისთანავე თვითნებული ნაგავსაყრელი ,,მოგტაცებთ თვალს". ნაგვის ურნები კი დგას გზებზე, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. და თანაც ზოგმა ადამიანმა მიიჩნია, რომ მის სახლთან მდგარი ყუთი პირადად მისი საკუთრება იყო და საერთოდაც ეზოში დაიდგა. 2. გასართობი ადგილების არარსებობა: სოფელში არაა არანაირი სივრცე ახალგაზრდებისათვის. არც სკვერი, არც კაფე, არ ბიბლიოთეკა, არც კინო-კლუბი. არადა, ლაპარაკია 6000-მდე მაცხოვრებლიან სოფელზე. 3. ბიჭების ინიციატივა იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის არარსებობაზე მუშაობა. სოფელში არ არის ოდნავ მოედანს მიმსგავსებული ადგილი. როგორც ბავშვები ამბობენ, და მართლებიც არიან. ის რამდენიმე საათი სკოლაში რომაა სპორტისთვის გამოყოფილი არაა საკმარისი. სკოლის შემდეგაც სჭირდებათ სპორტული აქტივობები. 4. სახელოვნებო კლუბების არარსებობა. სოფელში, კერძოდ პირველი სკოლის მოსწავლეთა შორის არიან სხვადასხვა ნიჭით გამორჩეული ბავშვები. მათი ოცნებაა ხატვის პროფესიონალურად შესწავლა. ბავშვები ნატრობენ სივრცეს და მასწავლებელს თავიანთი ოცენების განსახორციელებლად.
ამ შეხვედრის დროს აღვწერეთ დასახელებლი პრობლემები და მიზმად დავისახეთ მათ მოგვარებისათვის მოქმედება.

Nino Berianidze commented

მეშვიდე შეხვედრის დრო დაეთმო სკოლასა და სოფელში არსებული პრობლემების აღწერას, რანჟირებას და ბავშვების მიერ პროირიტეტად მჩნეული პრობლემების აღწერას.

Nino Berianidze commented

ბავშვთა უფლებების თემით გაგრძელდა მეექვსე შეხვედრაც.

Nino Berianidze commented

მეხუთე შეხვედრა უკვე ბავშვთა უფლებებს დავუთმეთ. განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები. ვილაპარაკეთ ერთეული ადამიანების მიერ გამოჩენილი ინიციატივის ძალაზე. ინიციატივებზე, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო. მაგალითად, ალბერტ შვაიცარის რეალურ ისტორია, რომელმაც სხვათა დასახმარებლად რადიკალურად შეცვალა თავისი ცხოვრება. 11 წლის კანადელი ბიჭის ამბავი, რომელმაც თანატოლის უფლებების დასაცავად შექმნა ორგანიზაცია, რომელიც დღემდე მსოფლიოში 6 მილიონამდე ბავშვს ეხმარება.
პროექტის მონაწილეებმა იმსჯელეს ბავშვთა უფლებების დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე.
გაეცნნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც შეიძლება მიმართონ საქართველოში მცხოვრებმა ბავშვებმა საპროექტო ინიციატივებით.

Nino Berianidze commented

მეოთხე შეხვედრაზე ტოლერანტობასა და მეგობრობაზე ვისაუბრეთ EMT-ის ღირებულებათა ტრენინგის მასალების გამოყენებით. მცირე მოთხრობის მიხედვით გავამზადეთ რესურსები ფერადი ჩრდილების თეატრისთვის.

Nino Berianidze commented

მესამე შეხვედრაზე ნანახი ფილმების რეალობასთან კავშირში ანალიზი ვცადეთ.
საკითხი ასე იდგა: ,,ეს იყო და არა იყო რა", ,,ტროლი ტროლს არ მიატოვებს" და მსგავსი მულტფილმები ვარდისფერი, ფუფუფულა, საყვარელი პერსონაჟებით, რომლებიც სულ ბედნიერად მთავრდება, კარგია. გავერთეთ, მაგრამ ცხოვრებაში რამდენად არის ეს ასე?!
არ ეთმობოდათ პრობლემების მოგვარების ოპტიმისტური ვერსია, მაგრამ არგუმენტები რომ დასჭირდათ მიიხედ-მოიხედეს და მაინდამაინც ბევრი მაგალითი ვერ გაიხსენეს.
მერე ცნობილი ვიდეო-რგოლი ვნახეთ KFC-ის შესახებ.
მერე სხვა მაგალითებიც წამოვიდა.
გამოვტყდით, რომ რთულია წარუმატებლობების დაძლევა, ძალიანაც რთული. ცხოვრებაში განცდილმა მარცხმა შეიძლება ,,ტროლების" ნაცრისფერი და მოღუშული პერსონაჟივით ჩაკეტილი და პესიმისტი გაგხადოს.
შეიძლება ადამიანების ნდობაც კი დაგაკარგვინოს, მაგრამ .... მერე ფილმიდან ,,მარტო სახლში" კევინის და მტრედების მოყვარული ქალის დიალოგი ვნახეთ და შევთანხმით, რომ მართალია ეს ბიჭი. გული ძალიან კი განსხვავდება გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელისგან, მაგრამ თუ არ გამოვიყენებთ, არ ვენდობით ადამიანებს, ისიც ისე გამოუსადეგარი გახდება, როგორც კევინის გოგრგოლაჭებიანი ფეხსაცმელი, ძალიან რომ უფრთხილდებოდა და ჩაუცმელად დაუპატარავდა.

Nino Berianidze commented

პროექტის მეორე შეხვედრისთვისაც ანიმაციური ფილმი ,,ტროლები" შევარჩიეთ. ამ ფილმმა საშუალება მოგვცა პირველი შეხვედრის თემაც განგვეგრძო და სტერეოტიპებსაც შევხებოდით.
დაგვაფიქრა იმაზე, რომ არაა საჭირო ბედნიერება და ცისარტყელა სხვის ეზოში ეძებო. რომ ბედნიერება ძალიან ხშირად არაფერ კავშირში არაა მატერიალურთან. მეგობრის ერთი ღიმილი და ჩახუტება ხშირად მსოფლიოს მთელ საგანძურზე მეტი ღირს. რომ თუ არ დანებდები, რომ თუ ძალიან, ძლიან და მთელი გულით მოინდომებ სამყაროც შემობრუნდება და დახმარების ხელს გამოგიწვდის.
დაგვანახა, რომ ყველაზე მოღუშულ და აგრესიულ ადამიანშიც არის სიკეთე და სიყვარული. და რომ ეს აგრესიულობა მხოლოდ ჯავშანია ოდესღაც დაშინებულმა რომ შემოიკრა თავდასაცავად.
მიგვახვედრა, რომ ხშირად დაუფიქრებლად ვაწებებთ ერთმანეთს იარლიყებს: ის ტროლია და მაშასადამე აუცილებლად მხიარული, ის ბერგენია, მაშსადამე არა შეუძლია სიყვარული.
არადა არც ისე რთულია გავუფერადოთ ერთმანეთს ცხოვრება <3

Nino Berianidze commented

ფილმის შემდეგ კი მონაწილეებმა თავიანთი ნააზრევი პოსტერზე გადაიტანეს. ბევრი რამე იყო მათ ნააზრევში საგულისხმო. ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარ სათაურად გამოვიტანეთ და შევთანხმდით, რომ ბედნიერებისკენ სავალ გზაზე არაფრის უნდა შეგვეშინდეს.
ამ შეხვედრას თორმეტი პროექტის მონაწილეთა გარდა, შარშანდელი პროექტის ყველაზე აქტიური წევრი და ასისტენტი თურქან გასანოვასც ესწრებოდა.

Nino Berianidze commented

პროექტის პირველი შეხვედრის გეგმებზე კი იცით და ახლა ცოტა ამ გეგმების რეალიზებაზე.
ვნახეთ ძალიან საყვარელი ანიმაციური ფილმი ,,The Croods”. ცხადია, ქართულად გახმოვანებული.
გზა და გაზა ვჩერდებოდით და ვსაუბრობდით, მხოლოდ იმიტომ არა, რომ აუდიტორიას ენის ფლობის განსხვავებული დონე ჰქონდა.

Nino Berianidze commented

და ერთიც. ახლა უკვე ცოტა დღევანდელი შეხვედრის შინაარსზე.
დღეს მოქმედებაზე და იმ სტიმულებზე დავფიქრდებით მოქმედებისაკენ რომ გვიბიძებს.
რატომ არის კომფორტული ჩვეულ სიტუაციებში ყოფნა? რა არის საჭირო, რომ ინსტუქციების შესრულებაზე კი არა მოქმედებაზე, სიახლეებზე იფიქრო? როგორ ვგრძნობთ თავს, როდესაც ჩვეულის ნაცვლად რაღაც ახალს ვაკეთებთ? როგორ შეიძლება მოვემზადოთ სერიოზული აქტიურობისთვის? და როგორია, როდესაც ჩვენი მოზანსწრაფვა პოზიტიურ ნაყოფს გვაძლევს?
ამ ყველაფერზე დაფიქრებისთვის და მერე ლაპარაკისთვის განწყობას საყვარელი ანიმაციური ფილმით ,,The Croods” შევიქმნით. (ფილმს, რა თქმა უნდა, ქართულად გახმოვანებულს ვნახავთ.

Nino Berianidze commented

განწყობაზე დავიწყე ლაპარაკი და კიდევ ერთი განწყობა მინდა გაგიზიაროთ.
ხო არის ხოლმე დღეები, აი, სულ რო გახსოვს, გაღიმებს და კარგ ხასიათზე გაყენებს 13.01,17 ეგეთი დღე გახდა ჩემთვის.
,,ორბელიანების გუნდი" ხო ცალკე თემაა. ამ ადამიანებს რო ვხედავ, თავი სახლში მგონია <3,
მაგრამ გუშინ ისეთი ამბავი დააორგანიზეს და ისეთ არაჩვეულებრივ ხალხთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა, უკვე ვხედავ რომ ამ პროექტის მიმდინარეობაშივე შემეცვლება რაღაცები უკეთესობისაკენ. მონათესავე პროექტების თანაშრომლობას ვგულისხმობ და ვიმედოვნებ, მაგრამ ახლა ინფორმაცია არა. არ გავუწრებ მოვლენებს, მხოლოდ პოზიტიური მოლოდინები.

Nino Berianidze commented

შარშან ამ დროს ,,ორბელიანი საქართველოს" მხარდაჭერით პროექტის ,,საქართველო ჩვენი სახლია" კულიმინაციია იყო. წელს ვაგრძელებთ წინსვლას ისევ ამ არაჩვეულებრივი გუნდის დახმარებით. ,,ნაბიჯი წინ" აქტიურ ფაზაში გადადის. განწყობისთვის პირდაპირ ,,სქრინშოთი" ავტორთან შეთანხმებით, რა თქმა, უნდა. :)