მწვანე ყუთები
Kakheti, Gurjaani Municipality, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები

Goals
Problem statement:
როგორც ვიცით, ხე-მასალას იყენებენ გასათბობად, სხვადასხვა ავეჯისა თუ ნივთების დასამზადებლად, ქაღალდის საწარმოებლად… ამის გამო, მასიურად იჭრება ხეები და ნადგურდება ტყის საფარი. ტყის ჩეხვას კი მივყავართ დიდ პრობლემებთან როგორიცაა, მაგალითად კლიმატური ცვლილებები, მეწყერსაშიში ზონების რაოდენობის ზრდა..
ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ხის ჭრა ჩვენი ძალებით. დღეს, სამწუხაროდ უამრავი მაკულატურა ნადგურდება , როდესაც შესაძლებელია ხეების მოჭრის გარეშე, უსარგებლო ფურცლების გადამუშავებით, დამზადდეს ახალი ქაღალდი. გვინდა ,რომ თბილისიდან 2 საათის სავალზე, კახეთში მდებარე პატარა ქალაქ გურჯაანის სკოლის მოსწავლეებმა თუ ზრდასრულებმა შეიტანონ წვლილი გარემოს დაცვაში და მოგვაწოდოს მათთვის უკვე გამოუსადეგარი მაკულატურა.
ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხით რომ ჩვენი ძალებით შევეცდებით ბუნება კარგისკენ შევცვალოთ, უმტკივნეულოდ მოვიპოვოთ გადასამუშავებელი მასალა და ქ. გურჯაანის ბიბლიოთეკები მოვამარაგოთ ახალი წიგნებით.
What's your proposed solution?
ჩვენი მიზანია გავაკეთოთ მწვანე ყუთები რომლებიც ხელს შეუწყობენ მოგვარდეს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა რაც ქაღალდის გადამუშავებას ეხება. ქალაქ გურჯაანში ხშირად არ ხდება ქაღალდის გადამუშავება. ეს ინიციატივა გულისხმობს, მწვანე ყუთების განთავსებას საჯარო სკოლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში , მაგალითად ქ. გურჯაანის მერიაში. ყუთებში აღნიშნული ორგანიზები მოათავსებენ გადასამუშავებელ ქაღალდის ნივთებს (მაკულატურას), რომელსაც შემდეგ გადავცვლით წიგნებში პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. საჯარო სკოლებიდან შეგროვებული მაკულატურის წიგნები თავად ამ სკოლას გადაეცემა, ხოლო მერიიდან კი ქ. გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკას. აღნიშნული პროექტი შეამცირებს უსარგებლოდ გადაყრილი ქაღალდის რაოდენობას და შეასრულებს ერთგვარი წამახალისებელი ფაქტორის როლს ქაღალდის გადამუშავებისა და გარემოს დაცვის საქმეში. შევქმნით ეკოლოგიურად სუფთა და მეგობრულ გარემოს რომლითაც სარგებელს რათქმაუნდა ხალხი მიიღებს. პროექტი მინიმუმადე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯამრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.
Sustainability (2,000 characters)
ამ ინიციატივის მიზანია დავიცვათ ბუნება და ავამაღლოთ საზოგადოების შინაგანი კულტურა. ვფიქრობთ, რომ მოსწავლეებს მიეცემათ სტიმული თავად გააგრძელონ ჩვენს მიერ დაწყებული კამპანია 6 თვის შემდეგ, ამიტომ ყუთებიც და გადაცვლით მიღებული წიგნებიც გადავა სკოლის მფლობელობაში.
Equal gender opportunity
მწვანე ყუთების პროექტის მიმდინარეობისას არ შევხვდებით გენდერულ დისბალანს. ამ ინიციატივით ქალებიც და კაცებიც ერთნაირად ისარგებლებენ. ვინაიდან ეს ინიციატივა ემსახურება გარემოს დაცვას და ამისთვის ჩვენი პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ მაკულატურის შეგროვებას, არ მოხდება არანაირი შეზღუდვა გენდერული თანასწორობის კუთხით.
Recommendations
Reviewer 1
დიდი მადლობა საინტერესო და სასარგებლო იდეისთვის. რამდენიმე შეკითხვა/რჩევა მაქვს: 1. თქვენ მიერ შერჩეული ყუთები სწორედაც რომ ნაგვის ურნებია და არ იწვეს გადასამუშავებელი მასალის შესაგროვებელი ადგილის ასოციაციას. ასეთი სახის ყუთების შენობების შიგნით განთავსებაზე შეიძლება უარიც კი გითხრან დაწესებულებებმა. უმჯობესი იქნება, თუ უფრო ღია სახის ყუთებს ააწყობინებთ/შეიძენთ. გადახედეთ ამ ბმულსაც: https://goo.gl/cHUxHm. 2. ყუთების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გარკვეული შრომის გაღება მოგიწევთ; შეგიძლიათ, გამოიყენოთ სოციალური მედია; გაშუქება თხოვოთ ადგილობრივ ტელევიზიას და რადიოს. გირჩევთ, მოიფიქროთ ენაკვიმატური სლოგანები, რაც აღწერს თქვენს იდეას (მაგალითად, სიტყვებით თამაში მაკულატურას და კულტურას შორის; გურჯაანში ახალი წესია -- ქაღალდი ნაგავი არაა). 3. შეგროვებულ მაკულატურას ალბათ თვითონ გადამამუშავებელი კომპანია წაიღებს მითითებული ადგილიდან, თუ არის გურჯაანში ასეთი. თუ არ არის, მაშინ მოსაფიქრებელი იქნება ტრანსპორტირების საკითხი. შესაძბელებული უნდა იყოს მერიასთან შეთანხმება. მოსაფიქრებელი იქნება ასევე შეგროვებული წიგნების ბიბლიოთეკებში ტრანსპორტირების საკითხი. 4. საჭირო იქნება სკოლებსა და ბიბლიოთეკებთან იმის წინასწარ შეთანხმება, თუ რა წიგნებს მიუტანთ. იმ შემთხვევაში, თუ წიგნების შეძენას მაკულატურის ჩაბარების შემდეგ აღებული თანხით აპირებთ ან, როგორც განცხადში აღნიშნულია, პარტნიორი ორგანიზაციები მოგაწვდიან, კარგი იქნება, თუ ბიბლიოთეკებს წიგნებს თავად აარჩევინებთ. 5. საჭირო იქნება იმის მოფიქრებაც, თუ სად წავა თქვენთან ის ჩაბარებული წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკებს არ სჭირდებათ.Reviewer 2
ძალიან კარგი იდეაა. უბრალოდ, ჩვეულებრივი, მუყაოს ყუთების ორიგინალურად გაფორმება და მისი გამოყენებაც შეიძლება მგონი...Reviewer 5
https://www.facebook.com/pg/Mtsvanesachuqari/posts/ ეს არის სოციალური საწარმო მწვანე საჩუქარი. ისინი მოდიან ადგილზე ატარებენ სემინარს დგამენ ეკო ნაგვის ურნებს და შეგროვილი მაკულატურის ტრანსპორტირებასაც ახდენენ რამდენადაც ვიცი. ვფიქრობ კარგი იქნება თუ მათ დაუკავშირდებითItems Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
მწვანე ყუთები | ჩვენ გვჭირდება 8 პლასტმასის ნაგვის ურნა. |
Ansar
ქ.თბილისი, წერეთლის გამზ 118 +995 593540094 |
1 360,00 ₾ |
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments