მულტიფუნქციური სკვერი

Kvemo Kartli, Bolnisi Municipality, სოფელი ნახიდური

Goals
Problem statement:
სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას აქვს საკმაოდ დიდი ეზო, რომლის დიდი ნაწილიც აუთვისებელია, საუბარია, დაახლოებით, 5000 კვ. მეტრზე, სადაც შეიძლება, განთავსდეს სკამები და მაგიდები, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენებთ. გაკვეთილებს შორის დასვენებებზე მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც სულ ფეხზე ვდგავართ. ასევე ჩვენს სკოლაში სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომელთაც ფეხზე დგომა უჭირთ და ამის გამო დასვენებებზე ეზოში ვერ გამოდიან. სპორტის გაკვეთილებზე კი, ეზოს ამ ნაწილში მოთამაშე ბავშვები პირად ნივთებს პირდაპირ მიწაზე ყრიან, რადგან მათი მოთავსება არსად შეუძლიათ. თუ მშობლები ეზოში იცდიან, ისინიც ფეხზე დგანან, რადგან ეზოში სკამები არ არის. ასე არიან ის მოსწავლეებიც, რომლებსაც წახემსება უნდათ და ვერსად სხდებიან. ეს ყველაფერი ძალიან ხშირად ქაოსს, უწესრიგობას ქმნის.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხშირად არის სიტუაციები, როდესაც სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურთ ან სჭირდებათ გაკვეთილის ეზოში ჩატარება, ყველაზე აქტიურად ეზოს სპორტის გაკვეთილებზე იყენებენ, მაგრამ ისეთ თამაშებს, როგორებიცაა ჭადრაკი ან სხვა სამაგიდო თამაში, ვერ ვთამაშობთ, მასწავლებელს არ შეუძლია კლასის ერთი ნაწილი საკლასო ოთახში დატოვოს და მეორე ნაწილი ეზოში ჩაიყვანოს.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ და ახალგაზრდულ პროექტში, რომელთა ფარგლებშიც ჩვენთან ტარდება ტრენინგები, გასართობ-შემეცნებითი ბანაკები და სხვადასხვა ღონისძიება. ასეთ შეხვედრებზე ძალიან ხშირად ვიყენებთ სკოლის ეზოს. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ერთ-ერთ ტრენინგზე ეზოში შესასრულებელი აქტივობა გვქონდა, მაგრამ მაგიდებისა და სკამების არქონის გამო, ტრენერებიც და მოსწავლეებიც პირდაპირ მიწაზე ისხდნენ
What's your proposed solution?
ზემოთ ნახსენები პრობლემების მოსაგვარებად, საწყის ეტაპზე, მომზადდება სკოლის ეზოში ის ნაწილი, სადაც მაგიდებისა და სკამების დადგმა გვსურს. სკოლის ადმინისტრაცია იზრუნებს ნერგების დარგვასა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟებაზე. მაგიდებისა და სკამების განთავსების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ სკოლის ეზოში ქაოტურობა აღარ იგრძნობოდეს, მოსწავლეებს კულტურულ გარემოში ექნებათ განვითარების საშუალება, სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და პროგრესული გახდება. სკოლას მეტი საშუალება მიეცემა, რომ განაგრძოს აქტიური მუშაობა სოციალური და ახალგაზრდული ღონისძიებების მიმართულებით. ეს ე.წ. გარე სასწავლო სივრცე ხელს შეუწყობს იმასაც, რომ საკალსო ოთახები განიტვირთოს, რადგან მოსწავლეებს ერთმენთთან კონტაქტი ღია სივრცეში მოუწევთ, ამით კი ახალი კოვიდ-19-ის გავრცელების საფრთხე შემცირდება. სასწავლო დღეებში ჩატარდება 5-6 გაკვეთილი. სკამების გარშემო აიწყობა კონსტრუქცია და სივრცე გადაიხურება. სკოლას ექნება ისეთი სივრცე, რომელიც არამხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ, სხვა სკოლის მოსწავლეებსაც მიაჩვევს წესრიგს, ხელს შეუწყობს მათ ფიზიკურ, გონებრივ განვითარებას და სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას
Sustainability (2,000 characters)
პროექტის ფარგლებში მოწყობილ სივრცეზე იზრუნებს სკოლის ადმინისტრაცია. გარდა შენარჩუნებისა, არის იმის პერსპექტივა, რომ მომავალში ეს ადგილი გადაიხუროს, კეთილმოეწყოს მისასვლელი ბილიკები და უშუალოდ ის ადგილი, სადაც მაგიდები და სკამები იქნება. აქ ხელმისაწვდომი იქნება ელ. ენერგიაც, რათა სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება იყოს შესაძლებელი, ასევე მეტი უსაფრთხოებისთვის დამონატაჟდება ვიდეოკამერა. ირგვლივ დაირგვება ნერგები პროექტის დაწყებისთანავე, რომლებიც რამდენიმე წელში უკვე დიდი ხეები იქნება და ვიზუალურადაც და ეკოლოგიურადაც საგრძნობლად შეცვლის ახლანდელ მდგომარეობას
Equal gender opportunity
როგორც ჩვენი საინიციატივო ჯგუფშის წევრები, ასევე პროექტით დაინტერესებული სხვა პირებიც არიან სხვადასხვა სქესის, ასაკისა, რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადენლები, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და წარმატებულს ხდის ჩვენს საქმიანობას. თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად თანაბრად და შესაძლებლობების გათვალისწინებით გაინაწილებს პასუხისმგებლობას. მიღებული შედეგით კი სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი ისარგებლებს, განურჩევლად სქესის, ასაკის თუ სხვა მახასიათებლებისა.
Items Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
ინვენტარი | სკამი 6 ცალი - 2400 ლარი (1 ცალი 400 ლარი) სკოლის თანამონაწილეობა კერძოდ : |
ნოდარ მიქელაძე
ბოლნისი ვაჟა ფშაველას მე-2 ჩიხი 577 61 32 21 |
4 930,00 ₾ |
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments