Perceive the World: Autism Assitance - All Activity

Tina kuljanishvili commented

ბევრი გეგმები გვაქვს, ასე რომ თვალი გვადევნეთ :)

Tina kuljanishvili commented

პროექტის ფარგლებში შევხვდი ფსიქოლოგებს რომლებიც იმუშავებენ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან . გაიცანით ჩემი გუნდი :) დროთა განმავლობაში მოხალისეები დაგვემატებიან. <3

Tina kuljanishvili commented

პროექტის ფარგლებში შეხვედრა მქონდა ბავშვთა ფსიქოლოგიური ცენტრის "მწვანე სახლის" დირექტორთან რომელსაც ვესაუბრე პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გეგმებზე, გავეცანი ბავშვთა სიას და დავგეგმეთ მომავალი შეხვედრა :)

Tina kuljanishvili commented

დიდი მადლობა Orbeliani Georgia-ს რომ გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ ჩვენი იდეა . უკვე ჩემთანაა იდეის განხორციელებისთვის საჭირო ნივთები :) პროექტორი და ნოუთბუქი.

Tina kuljanishvili commented

აუტიზმი — ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როცა ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. მე და ჩემი გუნდი ამ პროექტის დახმარებით ეცდება ეს ბავშვები არ იყვნენ ჩაკეტილები .
ჩემს მიერ ხელით მოხატული ლენტი ასეთი ბავშვების პატივისცემისთვის .

Tina kuljanishvili commented

მოგესალმებით ყველას, პროექტი შე(ნ)იცანი სამყარო/Perceive the world უკავშრდება ახალციხეში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების კომუნიკაციისათვის საჭირო თვისებების განვითრებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ ახალციხეში არსებული ბავშვთ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის "მწვანე სახლის" ბაზაზე მოვიძიოთ ის ბავშვები რომლებსაც აღნიშნებათ აუტისტური სპექტრი და კვირის ერთ დღეს (ხუთშაბათს ), ამ ბავშვებისთვის ჩავატარებთ ვიდეო გაკვეთილებს რომლებიც დაეხმარებიან მათ ისწავლონ კომუნიკაციისათვის საჭირო ფრაზები, ადვილად შვიდნენ კონტაქტში თანატოლებთან :)