Rural Youth Center - All Activity

თამარ უგულავა commented

უკვე შევიძინეთ სკამები, რომელიც ახალგაზრდულ ცენტრში დაიდებს ბინას... ჯერჯერობით ავეჯი ჩემს სახლში შევინახეთ, რომ არ დაზიანდეს. რრამდენიმე დღეში, გადავიტანთ სივრცეში. სკამები მამამ მეზობელი მუნიციპალიტეტიდან, სამტრედიიდან< ჩამომიტანა. გზად გამოიყოლა, რადგან იქ შედარებით დაბალი ფასი ღირდა.

თამარ უგულავა commented

სოფლის მკვიდრი, რომელიც ნახახულევის ახალგაზრდულ შივრცეში ჭერსა და კედლებზე თაბაშირმუყაოს ფილებს აკრავს.
იქედან გამომდინარე, რომ სამშენებლო სამუშაოებს სჭირდება სპეციფიკური ცოდნა და პროექტის ბიუჯეტში ხელოსნის ხარჯები არ იყო გათვალისწინებული, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც დადებითად შეხვდა ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებულ იდეას და გამოგვიყო ხელოსნები, რომლებმაც სამუშაოების უმეტესი ნაწილი შეასრულა მოხალისეებთან ერთად.
ქალაქის ცენტრსი მდებარე მაღაზიიდან სამშენებლო მასალის გადატანაში დამეხმარა მამა და რამდენიმე ახალგაზრდა.

თამარ უგულავა commented

მოგესალმებით ყველას, ვინც თვალყურს ადევნებს ჩემი იდეის განხორციელებას. ცოტათი პასიურები ვიყავით ბოლო პერიოდი, მაგრამ ამასაც აქვს თავისი მიზეზები. ახალგაზრდულ სივრცეში კედლები უკვე მშრალია, შაბათ-კვირას აქტიური სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი, ახალგაზრდების ჩართულობით და რათქმაუნდა ყველა დეტალს და აქტივობას გაგაცნობთ ;) ***

თამარ უგულავა commented

მეტალო პლასმასის ფანჯრები ახალგაზრდულ სივრცეში სოფლის გადაწყვეტილებით, სოფლის პროექტებისათვის გამოყოფილი თანხიდან გაკეთდა.
კარგად შეფუთული შეთავაზება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდ როლს თამაშობს საზოგადოების გადაწყვეტილებაზე.
სივრცე, რომლის რეაბილიტაციაც დასასრულს უახლოვდება, არის მთელი სოფლის საკუთრება და განათლებისა და შემოქმედებითი აქტივობისათვის ყველა მსურველს ელოდება...

თამარ უგულავა commented

ახალგაზრდული სივრცისთვის სამშენებლო მასალების გადაზიდვაში დამეხმარა მამა, ჩვენი სოფლის ახალგზარდა და ადმინისტრაციულ ერთეულში მომუშავე სპეციალისტი, რომლებმაც დააბინავეს მასალები.

მინდა გითხრათ, რომ პროექტისთვის კარგად დათვლილი და გაწერილი ბიუჯეტი არის მთლიანი საქმის 50%. მე, როგორც დებიუტანტს პროექტების წერაში მქონდა ცოტა ხარვეზები, თუმცა უმნიშვნელო და მაღაზიაში, სადაც შევიძინეთ საჭირო მასალა, გაუთვალისწინებელი ნივთები ე.წ. შურუფები და მისთ. მოგვცეს შეღავათით.
ერთის მხრივ, ისიც კარგია, როცა ყველა ჩართულია და ერთობლ;ივი ძალებით, შემწეობით და მონდომებით კეთდება ასეთი კარგი საქმეები.

თამარ უგულავა commented

ოთახში, სადაც ახალგაზრდული სივრცე უნდა განთავსდეს, უკვე რეაბილიტირდა 2 კედელი. გამომდინარე იქედან, რომ კედლებზე თაბაშირმუყაოს ფილების გაკვრას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო ბრიგადა, რომელიც დაგვეხმარა კედლების და კედლების შეკეთებაში.
სამუშაო პროცესის ამსახველ ფოტო მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ

თამარ უგულავა commented

სოფლის ახალგაზრდები აქტიურად იღებენ მონაწილეობას და მოუთმენლად ელოდებიან ახალგაზრდული სივრცის გახსნას. აქვთ ბევრი იდეა და გეგმები, რომლის განხორციელებასაც, სცორედ ამ სივრცეში გეგმავენ.

თამარ უგულავა commented

ძალიან მნიშვნელოვანია, სოფლისთვის სასიკეთო საქმეში, ჩართული იყოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. სივრცის რეაბილიტაციისთვის სამშენებლო მასალების გადაზიდვაში დახმარება გაგვიწია გამგებლის წარმომადგენელმა ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლის დირექტორმა და სხვა თანამშრომლებმა

თამარ უგულავა commented

ახალგაზრდული სივრცე, ეს არის პროექტი, რომელის განხორციელებაც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში მიმდინარეობს. თავდაპირველად გაგიზიარებთ გამოცდილებას, რომელიც პროექტის დაწყებისას მე არ მქონდა და რომლის გამოც შეფერხდა სამუშაოები. ერთი შეხედვით მარტივია დაწერო პროექტი, შეკრიბო თანამოაზრეები და შეუდგე საქმეს, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რომლის გამოც ჭიანურდება განხორციელება. ერთ-ერთია მოხალისეობის ინსტიტუტი, რომელიც ჩემს რაიონში ახლა იკიდებს ფეხს და ძალიან მნიშვნელოვანია თემის განვითარებისთვის.
ვიმედოვნებ, რომ ეს პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადადგმულია, და რომლის ნაყოფსაც თვის ბოლოს ყველა ერთად გავიზიარებთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თემის განვითარებას და ბევრი ახალგაზრდა ჩაებმება მსგავს საქმიანობაში.

თამარ უგულავა commented

ძველი ნალესი ჩამოვყარეთ კედლიდან და მოვამზადეთ სამუშაოებისთვის. კიდევ ერთი დღე გვჭირდება, რომ კედლებიც ცუდი ნაწილი ჩამოვანგრიოთ

თამარ უგულავა commented

ნაყოფიერად გამოვიყენეთ კვირა დღე

თამარ უგულავა commented

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში "ახალგაზრდული სივრცის" რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მზად არის კედელი, სადაც თაბაშირმუყაოს ფილები უნდა გავაკრათ

თამარ უგულავა commented

მოვშალეთ ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელი ტრიბუნის ქვედა ნაწილი....
მომავალ აქტივობას ვგეგმავთ მომდევნო კვირაში. კედლებიდან მოძველებული, უვარგისი ნარჩენები უნდა ჩამოვყაროთ და გავიტანოთ ოთახიდან

თამარ უგულავა commented

სოფლის მაცხოვრებელი, რომელიც მზად არის დაგვეხმაროს , ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ჩვენც ახალგაზრდულ ცენტრში თაბაშირმუყაოს ფილების გაკვრაში, ათი დღე პირადი საქმეების გამო დაკავებულია... მანამდე მოხალისეები ვგეგმავთ კედლებიდან და იატაკიდან ზედმეტი ნაშენი მასალის მოშორებას.
განხორციელებულ აქტივობებს პარალელურ რეჟიმში გაგიზიარებთ

თამარ უგულავა commented

ავზომ-დავზომეთ ჩვენი მომავალი ახალგაზრფული სივრცე, გავამრავლეთ, გავყავით, მივუმატეთ, გამოვაკელით და დავიანგარიშეთ რა და რამდენი გვჭირდება 😊 მალე წკრიალა/ბზრიალა ოთახი გვექნება Orbeliani Georgia - ს დამსახურებით <3 :* ****

თამარ უგულავა commented

მოწესრიგებული ჯერ მხოლოდ ფანჯრები გვაქვს

თამარ უგულავა commented

ეს იქნება სივრცე სადაც სოფლის, თემის ახალგაზრდები მოაწყობენ გამოფენებს, პოეზიის საღამოებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, ფილმების ჩვენებებს და სხვ. (მომავლისთვის უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს).
დღეს, სოფლის ახალგაზრდებთან, გამგებლის წარმომადგენელთან სოფელ ნახახულევში და ჩემს ძმასთან (რომელმაც გამაფრთხილა ჩემი ფოტო არ ატვირთო სადმე თორემ წამოვალ და ყველაფერს უკანვე შევიტანო :D ) ერთად ოთახიდან ზედმეტი ნივთები გავიტანეთ და მოვამზადეთ კოსმეტიკური რემონტისთვის.
დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტი ვიქნებით...

Beso Chxenkeli commented

მოუთმენლად ველი ჩვენს სოფელში ახალგაზრდული ცენტრის გახსნას. სიამოვნებით ჩავერთვები ყველა აქტივობაში.
მზად ვარ დაგეხმაროთ რეაბილიტაციის პროცესშიც

მედეა გიორხელიძე commented

ძალიან კარგი იდეაა და ვფიქრობ, ჩვენს სოფელს ბევრ სიახლეს შემატებს

tamarugulava@gmail.com commented

ეს არის ოთახი, სადაც ახალგაზრდულ სივრცეს ვაკეთებთ... შაბათ-კვირას გვაქვს დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოები. ოთახიდან უნდა დავაცარიელოთ, გავიტანოთ ძველი ნივთები და მოვამზადოთ რეაბილიტაციისტვის...
ეტაპობრივად გაგაცნობთ ჩვენს მიერ განხორციელებულ აქტივობებს