Rural Youth Center

tamarugulava@gmail.com
a
1505
Comments: 40
a

Goals

Problem statement:

In my community, which consists of four villages, I want my life and the life of the future generation to be more interesting than it is today. I want us to actively help the youth of other villages with projects worked on together.

A youth center will allow young people living in villages to get together and discuss different issues. Eventually, I want to create a diverse range of clubs (literary, educational, youth, etc.) to achieve a stronger community that shares ideas. Such a place will enable the rural youth make their everyday life more interesting, full of variety and activity.

I am sure we will give the village more life if this project is carried out.

Proposed Solution:

We need resources and equipment in order to rehabilitate and set up the youth center and make the space comfortable.

We will use the space to organize discussions, presentations, literary evenings, movie screenings, plan events, invite speakers, innovate solutions to local problems, etc.

As a result of carrying out the initiative, the youth living in this and the neighboring villages will have the opportunity to use the space completely free of charge when needed.

Sustainability:

With funding, we will immediately start work. The community representatives, young people, older generation will be involved in it. We will carry out the activities gradually on our own and in 3 months at most the “Youth Center” will start functioning in Nakhakhulevi community.

We will take care of our center and ensure it can remain open for many years.

Equal gender opportunity:

The youth center will be open to everyone, men and women alike.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
სკამი - 6 ცალი

აუდიტორიისთვის

LTD Magiservice

v

5
100,00 ₾
საღებავი

თეთრი ფერის საღებავი კედლებისა და ჭერისთვის

ინდ. მეწარმე სოსო კირთაძე

ქ. ხონი, ჭანტურიას 7 ა

593369230
70,00 ₾
თაბაშირმუყაოს ფილები (გიფსო კარდონი)

კედლებისა და ჭერის დასაფარი თაბაშირმუყაოს ფილები (სულ 80 კვადრატი)

ინდ. მეწარმე სოსო კირთაძე

ქ. ხონი, ჭანტურიას 7 ა

593369230
300,00 ₾
ლამინირებული იატაკი

იატაკის მოსაპირკეთებელი ხის ფილები (სულ 30 კვადრატი)

ინდ. მეწარმე სოსო კირთაძე

v

5
366,00 ₾
მაგიდა ჟურნალ გაზეთებისთვის

მაგიდა საჭიროების შემთხვევაში გაიშლება და გახდება უფრო მოცულობითი/ტევადი

LTD Magiservice

v

5
150,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

თამარ უგულავა ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში თემაზე ნატო და ევროკავშირი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძე სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირზე და იმ სარგებელზე ესაუბრა, რაც ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს. ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო ლიტერატურა დაურიგდათ. ნახახულევის ახალგაზრდული სივრცე ეს არის იდეა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველომ დააფინანსა. მოგეხსენებათ, აღნიშნული სივრცის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცეთ მეტი საშუალება განვითარდნენ პიროვნულად, მიეჩვიონ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმას და იყვნენ აქტიური მოქალაქეები.
Reply
თამარ უგულავა ნახახულევის ახალგაზრდული სივრცე/nakhakhulevi's Youth Center ეს არის იდეა, რომელიც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას იყვნენ საზოგადოებაში რეალიზებულები, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განახორციელონ სხვადასხვა იდეები (გამოფენები, პოეზიის საღამოები, შეხვედრები, დისკუსიები, ფილმების ჩვენებები და სხვა). იდეა განხორციელდა იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში. პროექტი 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და, დეკემბრის თვეში დამთავრდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რაც შეეხება აქტვობებს დღემდე მიმდინარეობს. ხშირად იკრიბებიან ახლაგზარდები და აწყობენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს, ღონისძიებებს. ვფიქრობ, დაგეგმილ შედეგს სრულად მივაღწიე და არა მარტო ეს, იდეა უფრო გამრავალფეროვნდა. იდეის განხორციელებაში თავიდან 15 ადამიანი იყო ჩართული, 8 კაცი და 7 ქალი. პროექტის მსვლელობის პროცესში კი თანდათან იმატა მოხალისეების რაოდენობამ. რაც შეეხება სარგებელს, სხვადასხვა აქტივობების დროს 50 ადამიანზე მეთმა მიიღო სხვადასხვა სახლის სარგებელი, მეტწილად ქალებმა. იდეამ თემში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად დააინტერესა შემოქმედებითი ცხოვრებით და თანდათანობით უფრო მეტის ამბიცია უჩნდებათ, რაც ვფიქრობ იდეის დადებითი შედეგია, ბევრი მათგანი დროის უქმად გატარების სანაცვლოდ საინტერესო, საგანმანათლებლო კუთხით იყენებს თავის რესურს. უარყოფითი შედეგები იდეას არ აქვს. იდეის განხორციელებით დიდი გამოცდილება მივიღე და სხვა დროს ვფიქრობ, ბევრად მარტივად შევძლებ მსგავს პროექტებზე მუშაობას. დროთა განმავლობაში კი, უფრო მეტად დახვეწილი, მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებული გახდება ჩვენი იდეა.
Reply
თამარ უგულავა ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცის შესახე ინფორმაცია მივაწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგის მონაწილე ხონელ და წყალტუბოელ ქალბატონებს. გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და სასარგებლო რჩევებიც მივიღეთ. მოგეხსენებათ, აღნიშნული სივრცის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცეთ მეტი საშუალება განვითარდნენ პიროვნულად, მიეჩვიონ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმას და იყვნენ აქტიური მოქალაქეები.
Reply
თამარ უგულავა 9 ივნისს, ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცესში კონფლიქტების თემაზე ვორკშოპი გამიართა. ტრენინგი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდის თიკო მეძველიას ინიციატივით და ფონდი სოხუმის მხარდაჭერით ჩატარდა. ახალგაზრდებმა სხვადასხვცა თამაშებითა და სიტუაციებზე პრეზენტაციებით საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს. აღნიშნული სახის შეხვედრები დიდ ინტერესს იწვევს და მომავალშიც გაგრძელდება.
Reply
თამარ უგულავა ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში შემდეგი აქტივობა განხორციელდა... სოფელში არსებული საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს და მცირე ღონისძიებით წარუდგინეს თავი დამსწრე საზოგადოებას.... გაზაფხულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია და სოფლად მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
Reply
თამარ უგულავა 15 მარტს, ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს ხელშეწყობით დაიწყო ფუნქციონირება, ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გიორგაძე და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის ფორუმ-თეატრი სტუმრობდნენ. სცენები, რომელიც მსახიობებმა წარმოადგინეს ძალადობას ეხებოდა და გენდერული თანასწორობის პროპაგანდას ისახავდა მიზნად. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დისკუსიებში მონაწილეობა აქტიურად მიიღეს, ჩაანაცვლეს მსახიობებიც და შეეცადნენ ძალადობა საკუთარი ჩართულობით აღმოეფხვრათ. მსგავსი სახის აქტივობები მომავალშიც იგეგმება. არასამთავრობო ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს წარმომადგენელი ნინო გიორგაძე ადგილზე გაეცნო და დააკვირდა სივრცის ფუნქციონირებას. ასევე ხონში მაცხოვრებლებს შეხვდა და იდეების კონკურსზე ესაუბრა, რომელიც მარტის თვეში გამოცხადაა.
Reply
თამარ უგულავა ეს ნახატი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეს ამშვენებს :* სულ რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო ორგანიზაცია "ჩეხოს სახლის" დამფუძნებელმა ნინო ჩეხოშვილმა საჩუქრად გამოგვიგზავნაა. ნახატი, თანამედროვე მხატვარს ნოდარ სუხიტაშვილის "სუხოს" ეკუთვნის.
Reply
თამარ უგულავა 7 მარტს, ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეს მწერალი და მთარგმნელი, ფიროსმანის მკვლევარი გიორგი კაკაბაძე ეწვია. სტუმარმა ნიკო ფიროსმანზე ისაუბრა და ახალგაზრდების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიების ნაწილს შეადგენდა ვიქტორინა. კითხვები ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების ირგვლივ დაისვა. სწორი პასუხის ავტორები და აქტიური მსმენელები წიგნებით „ნიკო ფიროსმანი“ (ავტორი გიორგი კაკაბაძე) და ფერადი ბლოკნოტებით დაჯილდოვდნენ. დღის ბოლოს კი ყველამ ერთად დავაგემოვნეთ ლამაზი და გემრიელი ტორტი. სალონურ საღამოს, რომელის მთლიანად მიეძღვნა ნიკო ფიროსმანაშვილს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჩეხოს სახლის“ დამფუძნებელი ნინო ჩეხოშვილი. ხოლო ახალგაზრდული სივრცე არის იდეა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ორბელიანი საქართველომ დააფინანსა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე ორგანიზაციას ჩვენთან მეგობრობისთვის, ჩვენი დახმარებისთვის.
Reply
თამარ უგულავა სოფელ ნახახულევში ბავშვები ამ საოცრებებს ქმნიან და ახალგაზრდული სივრცის საშუალებით მათ მთელს თემს ვაჩვენებთ...
Reply
თამარ უგულავა დღეს, 3 მარტს სოფელ ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში მოხალისეებმა სოფლის მკვიდრი გოგონების, ნანა ბენიძისა და ნანა წივწივაძის ნახატების გამოფენა მოაწყვეს. წელს, ნანა ბენიძე სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად ემზადება, ნანა წივწივაძე კი ჯერ მხოლოდ 10-ე კლასში სწავლობს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მკვიდრები, საბავშვო ბაღისა და სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, პატარა შემოქმედის მეგობრები.... ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ჩვენს სოფელში მცხოვრები შემოქმედი ადამიანების წარმოჩენა და მათი ნამუშევრების გაცნობა.... გოგონებმა ისაუბრეს ნახატებზე და დამსწრეებისთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს
Reply
თამარ უგულავა ხვალ, 2 მარტს, 14:00 საათზე ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში ეწყობა სოფლის მკვიდრი, ორი ნანას ნახატების გამოფენა... მოწვეული გვყავს სოფლის სკოლის მასწავლეები და მოსწავლეები, ჩვენი მეგობრები და ასევე ინფრმაცია გავავრცელეთ facebook-ის საშუალებით... ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს... Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო <3 ორგანიზაცია, რომელიც იძლევა მეტ შანს, მეტ შესაძლებლობას <3
Reply
თამარ უგულავა ვემზადებით ორი ნანას ნახატების გამოფენისთვის, რომელიც 2 დღეში გაიხსნება ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში. ნახატების ავტორები სოფლის მკვიდრები არიან და მათ შემოქმედებას ჩვენი სივრცის მეშვეობით მთელი სოფელი გაეცნობა. შევიკრიბეთ რამდენიმე მოხალისე და დავკიდეთ ნახატები კედლებზე.... ხვალ გავავრცელებთ ინფორმაციას და დავპატიჟებთ სტუმრებს.... ჩემი სურვილია ამ ორი ახალგაზრდას შემოქმედებას მთელი სოფელი, მათი მასწავლებლები და ამხანაგები იცნობდნენ. ღონისძიებაზე დაგეგმილი გვაქვს მცირე გასაუბრება პატარა შემოქმედებთან, რათა მათი მოღვაწეობა და მიზნები სხვისთვის მისაბაძი მაგალითი გახდეს.
Reply
თამარ უგულავა 31 იანვარს, ნახახულევის ახალგაზრდული სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. იყო პრეზენტაცია და სოფლის მკვიდრი ვახტანგ ჯანჯღავასა და დავით ქობალ;იას ფოტოების გამოფენა (თემა:ხონის ხედები). მოწვეული გვყავდა სტუმრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები, ჟურნალისტები, სკოლის მოსწავლეები, დაინტერესებული პირები და პროექტის გულშემატკივრები. სტუმრებს თავდაპირვეად გავაცანით იდეის არსი, ვესაუბრეთ ორგანიზაციაზე, რომლის დაფინანსებითაც მოხდა სივრცის რეაბილიტაცია და სამომავლო გეგმებზე. იდეა თავდაპირველად Orbeliani Georgia-ს მიერ იქნა მოწონებული, დაფინანსებული და წახალისებული, თუმცა შემდგომში ბევრი პირი ჩაერთო მის განხორციელებაში... ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ხონის ა(ა)იპ კომუნალურმა სამსახურმა უზრუნველყო სპეციალისტები, რომლებმაც შეასრულეს სამშენებლო სამუშაოების უმეტესობა... ადმინისტრაციულმა სამსახურმა ოთახის გასალამაზებლად სხვადასხვა ინვენტარი შეგვიძინა, მამაჩემმა თაროები გაგვიკეთა და დაგვიმონტაჟა წიგნებისთვის, ხოლო წიგნები საჩუქრად გამომცემლობა "აზრი"-მ, მწერლის ქალიშვილმა ქეთი დუმბაძემ და მწერალმა და მტარგმნელმა გიორგი კაკაბაძემ გამოგვიგზავნეს. მოხალისეებმა ვეცადეთ პრეზენტაცია უფრო საინტერესო და სახალისო გაგვეხადა, ამიტომ დავბეჭდეთ სახასიათო მადლობის ფურცლები და გამომავლინეთ ყველაზე აქტიური, ზარმაცი, მოტივირებული, ახალგაზრდა და ა.შ. მოხალისეები. მომდევნო კვირაში დაგეგმილია ნახატების გამოფენა, რის შესახებაც ინფორმაციას დაუყონებლივ გაგაცნობთ
Reply
თამარ უგულავა ახალგაზრდული სივრცის პრეზენტაციისთვის დავამზადეთ ასეთი მოსაწვევები და სამადლობელი ფურცლები, რათა ღონისძიება უფრო მეტად საინტერესო და საიამოვნო გამოსულიყო. მოვიწვიეთ ყველა მონაწილე, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში და სხვა დაინტერესებული პირები.
Reply
თამარ უგულავა გუშინ ღამით დავწმინდეთ ფანჯრები, დავალაგეთ წიგნები და დავკიდეთ ფოტოები გამოფენისთვის. მე მყავს საუკეთეოს ბავშვები გიორგი და თეონა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდული სივრცის "დაქოქვის" პროცესში <3 უკვე მზად ვართ დღევანდელი პრეზენტაციისთვის
Reply
თამარ უგულავა ხვალ, 7 თებერვალს სოფელ ნახახულევის ახალგაზრდული სივრცე ოფიციალურად გაიხსნება. დღეს სამსახურის მერე რამდენიმე მოხალისე შევიკრიბეთ და პრეზენტაციისთვის მოვამზადეთ ჩვენი წკრიალა ოთახი. გამოფენას "ხონის ხედები", რომელიც სოფლის მკვიდრი ვახო ჯანჯღავას და დავით ქობალიას შემოქმედებაა, ხვალ მოწვეული სტუმრები ნახავენ.
Reply
თამარ უგულავა ეს არის წიგნის თაროები, რომელიც მამაჩემმა გაგვიკეთა და დაგვიმონტაჟა. ხოლო წიგნები სხვადასხვა მწერლებმა და გამომცემლობებმა გამოგვიგზავნეს საჩუქრად. აქვე მინდა გითხრათ საკუთარი გამოცდილებიდან, რომ ჩვენს დროში რთულია ბევრი ადამიანის აყოლიება, განსაკუთრებით იმათი ვისაც ასე თუ ისე რაღაცით ეხება ეს სიკეთე. ყველაზე მეტი დახმარება მამაჩემმა გამიწია :) რამდენიმე მეგობარი და ის ახალგაზრდები, რომელთათვისაც ეს სივრცე იქნება მეტი შესაძლებლობის მიმცემი. აქვე მინდა ვურჩიო ახალი იდეის ავტ6ორებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადადონ არცერთი დეტალის გაკეთება. თუნდაც უმნიშვნელო დეტალზე საჭიროა რამდენჯერმე საუბარი, თხოვნა, განსაზღვრა. ხვალ ვხსნით ოფიციალურად სოფელ ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეს და ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ახალ აქტივობებს
Reply
თამარ უგულავა ცოტა გაგვეწელა, მაგრამ ხვალ ვგეგმავთ სივრცის ოფიციალურ გახსნას. დღეს მივედით და დავამონტაჟეთ ფარდის საკიდები და ფარდები, რომელიც გამგეობის კულტურის სამსახურმა გვაჩუქა
Reply
თამარ უგულავა დღეს, ხალგაზრდული სივრცეში ხელოსნებმა და მოხალისეებმა ლამინირებული იატაკი დააგეს ;) დასრულდა ოთახის რეაბილიტაცია, მხოლოდ პატარა დეტალები დარჩა სრულყოფილი სახის მიღებამდე. ახალგაზრდული სივრცე/Youth Center არასამთავრობო ორგანიზაცია Orbeliani Georgiaს მიერ დაფინანსებული იდეაა, რომელიც სოფლის ახალგაზრდების გააქტიურებას და მათთვი შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პირველი აქტივობა, სოფლის მკვიდრი ფოტომოყვარული ახალგაზრდების ფოტოების გამოფენა "ხონის ხედები"... #OreblianiGeorgia <3 #ესხონია <3
Reply
თამარ უგულავა ამჟამად აალგაზრდული სივრცისთვის, ოთახის რეაბილიტაციის სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. დღეს შეიღება კედლები და ჭერი. ჩვენს სივრცეს ღია კრემისფერი კედლები და ჭერი აქვს ;) სავარაუდოდ ორ დღეში დაიგება იატაკი.
Reply
თამარ უგულავა უკვე შევიძინეთ სკამები, რომელიც ახალგაზრდულ ცენტრში დაიდებს ბინას... ჯერჯერობით ავეჯი ჩემს სახლში შევინახეთ, რომ არ დაზიანდეს. რრამდენიმე დღეში, გადავიტანთ სივრცეში. სკამები მამამ მეზობელი მუნიციპალიტეტიდან, სამტრედიიდან< ჩამომიტანა. გზად გამოიყოლა, რადგან იქ შედარებით დაბალი ფასი ღირდა.
Reply
თამარ უგულავა სოფლის მკვიდრი, რომელიც ნახახულევის ახალგაზრდულ შივრცეში ჭერსა და კედლებზე თაბაშირმუყაოს ფილებს აკრავს. იქედან გამომდინარე, რომ სამშენებლო სამუშაოებს სჭირდება სპეციფიკური ცოდნა და პროექტის ბიუჯეტში ხელოსნის ხარჯები არ იყო გათვალისწინებული, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც დადებითად შეხვდა ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებულ იდეას და გამოგვიყო ხელოსნები, რომლებმაც სამუშაოების უმეტესი ნაწილი შეასრულა მოხალისეებთან ერთად. ქალაქის ცენტრსი მდებარე მაღაზიიდან სამშენებლო მასალის გადატანაში დამეხმარა მამა და რამდენიმე ახალგაზრდა.
Reply
თამარ უგულავა მოგესალმებით ყველას, ვინც თვალყურს ადევნებს ჩემი იდეის განხორციელებას. ცოტათი პასიურები ვიყავით ბოლო პერიოდი, მაგრამ ამასაც აქვს თავისი მიზეზები. ახალგაზრდულ სივრცეში კედლები უკვე მშრალია, შაბათ-კვირას აქტიური სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი, ახალგაზრდების ჩართულობით და რათქმაუნდა ყველა დეტალს და აქტივობას გაგაცნობთ ;) ***
Reply
თამარ უგულავა მეტალო პლასმასის ფანჯრები ახალგაზრდულ სივრცეში სოფლის გადაწყვეტილებით, სოფლის პროექტებისათვის გამოყოფილი თანხიდან გაკეთდა. კარგად შეფუთული შეთავაზება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდ როლს თამაშობს საზოგადოების გადაწყვეტილებაზე. სივრცე, რომლის რეაბილიტაციაც დასასრულს უახლოვდება, არის მთელი სოფლის საკუთრება და განათლებისა და შემოქმედებითი აქტივობისათვის ყველა მსურველს ელოდება...
Reply
თამარ უგულავა ახალგაზრდული სივრცისთვის სამშენებლო მასალების გადაზიდვაში დამეხმარა მამა, ჩვენი სოფლის ახალგზარდა და ადმინისტრაციულ ერთეულში მომუშავე სპეციალისტი, რომლებმაც დააბინავეს მასალები. მინდა გითხრათ, რომ პროექტისთვის კარგად დათვლილი და გაწერილი ბიუჯეტი არის მთლიანი საქმის 50%. მე, როგორც დებიუტანტს პროექტების წერაში მქონდა ცოტა ხარვეზები, თუმცა უმნიშვნელო და მაღაზიაში, სადაც შევიძინეთ საჭირო მასალა, გაუთვალისწინებელი ნივთები ე.წ. შურუფები და მისთ. მოგვცეს შეღავათით. ერთის მხრივ, ისიც კარგია, როცა ყველა ჩართულია და ერთობლ;ივი ძალებით, შემწეობით და მონდომებით კეთდება ასეთი კარგი საქმეები.
Reply
თამარ უგულავა ოთახში, სადაც ახალგაზრდული სივრცე უნდა განთავსდეს, უკვე რეაბილიტირდა 2 კედელი. გამომდინარე იქედან, რომ კედლებზე თაბაშირმუყაოს ფილების გაკვრას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო ბრიგადა, რომელიც დაგვეხმარა კედლების და კედლების შეკეთებაში. სამუშაო პროცესის ამსახველ ფოტო მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ
Reply
თამარ უგულავა სოფლის ახალგაზრდები აქტიურად იღებენ მონაწილეობას და მოუთმენლად ელოდებიან ახალგაზრდული სივრცის გახსნას. აქვთ ბევრი იდეა და გეგმები, რომლის განხორციელებასაც, სცორედ ამ სივრცეში გეგმავენ.
Reply
თამარ უგულავა ძალიან მნიშვნელოვანია, სოფლისთვის სასიკეთო საქმეში, ჩართული იყოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. სივრცის რეაბილიტაციისთვის სამშენებლო მასალების გადაზიდვაში დახმარება გაგვიწია გამგებლის წარმომადგენელმა ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლის დირექტორმა და სხვა თანამშრომლებმა
Reply
თამარ უგულავა ახალგაზრდული სივრცე, ეს არის პროექტი, რომელის განხორციელებაც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში მიმდინარეობს. თავდაპირველად გაგიზიარებთ გამოცდილებას, რომელიც პროექტის დაწყებისას მე არ მქონდა და რომლის გამოც შეფერხდა სამუშაოები. ერთი შეხედვით მარტივია დაწერო პროექტი, შეკრიბო თანამოაზრეები და შეუდგე საქმეს, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რომლის გამოც ჭიანურდება განხორციელება. ერთ-ერთია მოხალისეობის ინსტიტუტი, რომელიც ჩემს რაიონში ახლა იკიდებს ფეხს და ძალიან მნიშვნელოვანია თემის განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადადგმულია, და რომლის ნაყოფსაც თვის ბოლოს ყველა ერთად გავიზიარებთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თემის განვითარებას და ბევრი ახალგაზრდა ჩაებმება მსგავს საქმიანობაში.
Reply
თამარ უგულავა ძველი ნალესი ჩამოვყარეთ კედლიდან და მოვამზადეთ სამუშაოებისთვის. კიდევ ერთი დღე გვჭირდება, რომ კედლებიც ცუდი ნაწილი ჩამოვანგრიოთ
Reply
თამარ უგულავა ნაყოფიერად გამოვიყენეთ კვირა დღე
Reply
თამარ უგულავა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში "ახალგაზრდული სივრცის" რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მზად არის კედელი, სადაც თაბაშირმუყაოს ფილები უნდა გავაკრათ
Reply
თამარ უგულავა მოვშალეთ ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელი ტრიბუნის ქვედა ნაწილი.... მომავალ აქტივობას ვგეგმავთ მომდევნო კვირაში. კედლებიდან მოძველებული, უვარგისი ნარჩენები უნდა ჩამოვყაროთ და გავიტანოთ ოთახიდან
Reply
თამარ უგულავა სოფლის მაცხოვრებელი, რომელიც მზად არის დაგვეხმაროს , ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ჩვენც ახალგაზრდულ ცენტრში თაბაშირმუყაოს ფილების გაკვრაში, ათი დღე პირადი საქმეების გამო დაკავებულია... მანამდე მოხალისეები ვგეგმავთ კედლებიდან და იატაკიდან ზედმეტი ნაშენი მასალის მოშორებას. განხორციელებულ აქტივობებს პარალელურ რეჟიმში გაგიზიარებთ
Reply
თამარ უგულავა ავზომ-დავზომეთ ჩვენი მომავალი ახალგაზრფული სივრცე, გავამრავლეთ, გავყავით, მივუმატეთ, გამოვაკელით და დავიანგარიშეთ რა და რამდენი გვჭირდება 😊 მალე წკრიალა/ბზრიალა ოთახი გვექნება Orbeliani Georgia - ს დამსახურებით <3 :* ****
Reply
თამარ უგულავა მოწესრიგებული ჯერ მხოლოდ ფანჯრები გვაქვს
Reply
თამარ უგულავა ეს იქნება სივრცე სადაც სოფლის, თემის ახალგაზრდები მოაწყობენ გამოფენებს, პოეზიის საღამოებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, ფილმების ჩვენებებს და სხვ. (მომავლისთვის უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს). დღეს, სოფლის ახალგაზრდებთან, გამგებლის წარმომადგენელთან სოფელ ნახახულევში და ჩემს ძმასთან (რომელმაც გამაფრთხილა ჩემი ფოტო არ ატვირთო სადმე თორემ წამოვალ და ყველაფერს უკანვე შევიტანო :D ) ერთად ოთახიდან ზედმეტი ნივთები გავიტანეთ და მოვამზადეთ კოსმეტიკური რემონტისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტი ვიქნებით...
Reply
Beso Chxenkeli მოუთმენლად ველი ჩვენს სოფელში ახალგაზრდული ცენტრის გახსნას. სიამოვნებით ჩავერთვები ყველა აქტივობაში. მზად ვარ დაგეხმაროთ რეაბილიტაციის პროცესშიც
Reply
მედეა გიორხელიძე ძალიან კარგი იდეაა და ვფიქრობ, ჩვენს სოფელს ბევრ სიახლეს შემატებს
Reply
tamarugulava@gmail.com ეს არის ოთახი, სადაც ახალგაზრდულ სივრცეს ვაკეთებთ... შაბათ-კვირას გვაქვს დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოები. ოთახიდან უნდა დავაცარიელოთ, გავიტანოთ ძველი ნივთები და მოვამზადოთ რეაბილიტაციისტვის... ეტაპობრივად გაგაცნობთ ჩვენს მიერ განხორციელებულ აქტივობებს
Reply