Speakers for Mukuzani Movie Club

elli.uzunashvili@gmail.com
a
1549
Comments: 9
a

Goals

Problem statement:

სასიკეთო სოციალური ცვლილებისათვის ახალგაზრდებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, 2016 წლის სექტემბრიდან „Orbeliani Georgia”-ს მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს „მუკუზნის კინოკლუბი“, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალ (უფასო) კინოჩვენებებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამხრეთ კავკასიაში პირველ დოკუმენტური ფილმების ფესტივალთან CineDoc-Tbilisi. შესაძლებლობა გვაქვს კინოკლუბში ვუჩვენოთ ფესტივსლზე წარმოდგენილი ფილმები. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, მოსახლეობის ინტერესი დიდია და მათი სურვილია, რომ ზაფხულის პერიოდში გარე კინოჩვენებებიც მოეწყოს. თუმცა, ამ ეტაპზე პრობლემა შეგვექმნა, დაგვიზიანდა დინამიკები. გვსურს, ეს საკითხი დროულად მოვაგვაროთ და კინოჩვენებები განვაახლოთ.
Proposed Solution
პროექტი 2016 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. კინოჩვენებების ორგანიზებაში ჩართული არიან ადგილობრივი მოხალისეები ( 3 გოგონა და 2 ბიჭი). მოსახლეობის ინტერესი დიდია. ფილმის ჩვენებები და დისკუსიები იმართება კვირაში ერთხელ, ყოფილი კულტურის სახლში. ამ ეტაპზე გვაქვს კომპიუტერი და პროექტორი, (პროექტორი უზრუნველყო „ორბელიანი საქართველომ“). გვესაჭიროება დინამიკები.

Proposed Solution:

The film club has been implemented since September 2016. The local volunteers (3 girls and 2 boys) organize the movie screenings. The interest of the people is great. Movie screenings and discussions are held once a week, in the former culture house.

At this stage we have a computer and a projector, (the projector was provided by "Orbeliani Georgia”). We now need speakers.

Sustainability:

The implementation of the project will facilitate the availability of cultural events and interest among the youth in the regions. We cooperate with the festival of documentary movies CineDoc-Tbilisi, which makes the project interesting and diverse. We also plan to get in touch with young directors, to show their movies, discussions and holding of public lectures.

Our goal is to make the movie screenings and the cultural activities regular. We, the organizers of the project will take care of the requested items. The items will be kept in the building where the movie screenings are held.

Equal gender opportunity:

The local volunteers (3 girls and 2 boys) are involved in organizing the movie screenings. The movie screenings are attended by people of all ages, but the interest of the youth (girls as well as boys) is higher.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
Dynamics

Intex - IT-11500SUF

Metromart

ვაგზლის მოედანი #2/თბილისი ცენტრალი/ I სართული

0322 00 05 55
434,99 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

elli.uzunashvili@gmail.com საახალწლო არდადეგების შემდეგ მუკუზნის საჯარო სკოლაში ვუჩვენეთ ფილი "პატარძლის გვამი" მოსწავლეების ინტერესი გამოიწვია ფილმის უცნაურმა შინაარსმა,ვიქტორის ქორწინებამ პატარძლის გვამზე,აგრეთვე მონაწილე პერსონაჟთა როგორც გარეგნულმა იერ-სახემ,ისე მათმა შინაგანმა სამყარომ. ბავშვებმა იმსჯელეს ფილმის მთავარ სათქმელზე,რომ იმქვეყნიური ცხოვრება როგორი მიმზიდველი და საინტერესოც არ უნდა იყოს,ვიქტორისთვის და მისნაირი ყველა მოკვდავი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ამქვეყნიური ბედნიერება,სიყვარული და სიკეთეა,რისთვისაც უნდა იბრძოლო, ბევრი ისწავლო, თავდაუზოგავად იშრომო და მიაღწიო შედეგს.
Reply
elli.uzunashvili@gmail.com საახალწლო არდადეგების შემდეგ მუკუზნის საჯარო სკოლაში ვუჩვენეთ ფილი "პატარძლის გვამი" ბავშვების ინტერესი გამოიწვია ფილმის უცნაურმა შინაარსმა,ვიქტორის ქორწინებამ პატარძლის გვამზე,აგრეთვე მონაწილე პერსონაჟთა როგორც გარეგნულმა იერ-სახემ,ისე მათმა შინაგანმა სამყარომ. მოსწავლეებმა იმსჯელეს ფილმის მთავარ სათქმელზე,რომ იმქვეყნიური ცხოვრება როგორი მიმზიდველი და საინტერესოც არ უნდა იყოს,ვიქტორისთვის და მისნაირი ყველა მოკვდავი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ამქვეყნიური ბედნიერება,სიყვარული და სიკეთეა,რისთვისაც უნდა იბრძოლო, ბევრი ისწავლო, თავდაუზოგავად იშრომო და მიაღწიო შედეგს.
Reply
elli.uzunashvili@gmail.com ფოტო კინოჩვენებიდან <3
Reply
elli.uzunashvili@gmail.com შემოდგომის დადგომასთან ერთად ჩვენმა კინოჩვენებებმა საკუთარი ეზოდან გადაინაცვა მუკუზნის საჯარო სკოლაში. ბავშვები აქტიურად ესწრებიან ჩვენებებს და ახარებთ ის ფაქტი, რომ გაკვეთილების შემდევ დროგამოშვებით ეძლევათ შესაძლებლობა ერთად უყურინ ფილმებს. ვუჩვენეთ მხატვრული ფილმი ,,თავისუფლების მწერლები", რომელიც ბავშვებისთვის საინტერესო აღმოჩნდა იმით,რომ მასში ასახული პრობლემა შეეხებოდა ტოლერანტობას,ძნელადაღსაზრდელი თაობების შინაგანი თუ გარეგანი სამყაროს ფორმირებასა და მათ რეალიზებას როგორც სასწავლებელში,ისე ცხოვრებაში. მოსწავლეებმა იმსჯელეს მასწავლებლისა და მოსავლეების ურთიერთობებზე,გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები და აღნიშნეს,რომ მოზარდის ფიქრები,ოცნებები და რეალური ქმედებები იმდენად ემოციურია,რომ საჭიროა უფროსების,კერძოდ კი მასწავლებლების,მეტი თანადგომა და სიყვარული. ბავშვებმა დისკუსია გამართეს ფილმში წარმოცენილ ტოლერანტობის საკითხზე.მათი აზრით,საზოგადოებას მეტი განათლება,თვითშეგნების განვითარება,ღირებულებებისა და ფასეულობების სწორად აღქმა და არსებულ სინამდვილეში მათი რეალიზება სჭირდება.
Reply
elli.uzunashvili@gmail.com მას შემდეგ რაც "ორბელიანისგან" მივიღეთ ახალი დინამიკები, მცირე პაუზის შემდეგ, შესაძლებლობა მოგვეცა გაგვეახლებინა კინოჩვენებები. ზაფხულის განმავლობაში ჩვენებებს საკუთარ ეზოში ვაწყობდით. კინომ ეზოში მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი აქტივობები სოფელში მისასალმებელია, როგორც შემეცნების ასევე გართობისა და დასვენების კუთხით. ჩვენს საზაფხულო კინოჩვენებებზე ყველა ასაკის ადამიანს ნახავდით, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ შებინდებას ახალი ფილმის სანახავად. ზაფხულის პერიოდში ვუჩვენეთ შემდეგი ფილმები "ლომი", "მოდილიანი" "ალი და ნინო", "საუბრები სერიოზულ თემებზე", "ლა ჩანა", "ფრიდა", "მოირა" ^^ ❤ ❤ ❤
Reply
elli.uzunashvili@gmail.com მას შემდეგ რაც "ორბელიანისგან" მივიღეთ ახალი დინამიკები, მცირე პაუზის შემდეგ, შესაძლებლობა მოგვეცა გაგვეახლებინა კინოჩვენებები. ზაფხულის განმავლობაში ჩვენებებს საკუთარ ეზოში ვაწყობდით. კინომ ეზოში მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი აქტივობები სოფელში მისასალმებელია, როგორც შემეცნების ასევე გართობისა და დასვენების კუთხით. ჩვენს საზაფხულო კინოჩვენებებზე ყველა ასაკის ადამიანს ნახავდით, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ შებინდებას ახალი ფილმის სანახავად. ზაფხულის პერიოდში ვუჩვენეთ შემდეგი ფილმები "ლომი", "მოდილიანი" "ალი და ნინო", "საუბრები სერიოზულ თემებზე", "ლა ჩანა", "ფრიდა", "მოირა" ^^ <3 <3 <3
Reply
elli.uzunashvili@gmail.com 🎬 Cinédoc-Tbilisi ON Tour-ის ფარგლებში გამართულმა კინოჩვენებამ მიუხედავად არც თუ ისე დიდი აუდიტორიისა წარმატებით ჩაიარა გურჯაანში😊 ფილმი ყველას ძალიან მოეწონა და დისკუსიაც შედგა 😍😍 ვიმედოვნებთ რომ მომდევნო ჩვენებები უფრო მასშტაბური იქნება😍
Reply
elli.uzunashvili@gmail.com ესეც ჩვენი ახალი დინამიკები და კინოჩვენება ეზოში ^^ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "ორბელიან საქართველოს" მხარდაჭერისთვის <3
Reply
elli.uzunashvili@gmail.com მოგესალმებით, დინამიკების დაზიანების გამო ფილმის ჩვენებები დროებით შეჩერებული გვქონდა. ორბელიანი საქართველოს მხარდაჭერით შევიძინეთ დინამიკები და ახალი შემართებით ვაგრძელებთ პროექტს :) <3 ^^
Reply