Goals
Problem statement:
პროექტი "ზოლიანი თაობა" ეხება ბავშვთა მიერ, სკოლაში ერთმანეთის ჩაგვრას (ფიზიკური, მორალური, ვერბალური, კიბერ ბულინგი). სასკოლო ბულინგი არის პრობლემატური საკითხი, მისი გამომწვევი მიზეზია საზოგადოებისა და სახელმწიფოს უყურადღებობა და ჩაურევლობა. პრობლემის აქტუალურობას ასაბუთებს სკოლებში განხორციელებული ჩაგვრის ფაქტები, რაც მოსწავლეთა საკმაოდ დიდ რაოდენობაზე ვრცელდება. ჩვენი პროექტი მიმართულია გადაჭრას შემდეგი პრობლემები:
- საზოგადოებრივი ცნორბიერების დაბალი დონე სასკოლო ბულინგის მიმართ.
- ემპათიის არ არსებობა თანატოლებში.
- სასკოლო ბულინგით გამოწვეული გაუცხოვება თანატოლებში (14დან - 17 წლამდე მოსწავლეებში)
- მოსწავლეების მშობლების უყურადღებობა, რაც ქმნის ყველაზე დიდ პრობლემას.
- საზოგადოების ინერტულობა აღნიშნული პრობლემი მიმართ.
- სკოლის მასწავლებლების, დირექტორებისა და სკოლაში მომუშავე ფსოქოლოგების არასაკმარისი ყურადღება, ჩაგვრის მიმართ.
- სკოლის მოსწავლეებში არაფორმალური განათლების ნაკლებობა.
- განსხვავევულობის (რელიგიური, ეთნეიკური, ფიზიკური, სოციალური..) და მრავალფეროვნების ნეგატიურად აღქმა.
Proposed Solution:
პროექტის ფარგლებში მიზნების მისაღწევად განვახორციელებთ შემდეგ აქტივობებს:
- შერჩეულ მონაწილეებთან საინფორმაციო სახის ვორქშოფის ჩატარება
- მოსწავლეების პატარა ჯგუფებად დაყოფა და მუშაობა ისეთ თემებებზე, როგორიცა ბულინგის მათეული ინტერპრეტაცია. (ფოტოგრაფია, საინფორმაციო სტენდი, სიმულაციური თამაში)
- ყოველკვირეული შეხვედრები არჩეულ თემებზე, გუნდურ მუშაობაზე, არაძალადობრივ კომუნიკაციაზე და ახალი, ბავშვების მიერ შემოთვაზებული იდეების დამუშავებაზე.
- დაყოფილი ჯგუფების მენტორინგი
- დისკუსიები - ინტერაქრტიული საუბრები
- სპიკერების მოწვევა (ფსიქოლოგი - პრობლემის სიმწვავის გაცნობა და ნეგატიური ზეგავლენიოს ახსნა; სოც. მუშაკი - პრობლემასთნ ბროძლის მეთოდების გაცნობა)
- ფორუმი ( პროექტის შეჯამებ, მონაწილეთა მუშაობის შედეგის გაცნობა, საჯარო ღონისძიება)
Sustainability:
ცნობიერების ამაღლება ჩაგვრის შესახებ სამიზნე სკოლებში (145-ე, 138-ე, 23-ე), 14-დან -17 წლამდე მოსწავლეებში.
- ემპათიის გრძნობის გაჩენა სამიზნე ჯგუფებში.
- გამოვიწვიოთ სამიზნე სკოლების ბავშვებში, ჰუმანურიბისა და ტოლერანტობის გრძნობა.
- 14-დან - 17 წლამდე ბავშვებში ერთმანეთის ჩაგვრის დაგმობა.
- მარტივი და გასაგები ენით ავუხსნათ ძალადობრივი კომუნიკაციის მანკიერი მხარებიის შესახებ.
- მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის პოზიტიურად წარმოჩენა.
- მოსწავლეების, დირექტორების, მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების ინფორმირება სასკოლო ბულინგის საკითხზე.
- პრობლემაზე ყურადღების გამახვილებით სამიზნე ჯგუფის მშობლების დაინეტერესება.
Equal gender opportunity:
ბულინგის გამოხატვის ფორმები განსხვავებულია გენდერის მიხედვით და გარდა ამისა, არსებობს თვით გენდერული ნიშნით ჩაგვრის ფორმაც. რაგანაც, ჩვენი პროექტი ფოკუსირებულია სასკოლო ბულინგზე, პრობლემის სიმწვავე თანაბარმნიშვნელოვანია როგორც გოგოს, ასევე ბიჭისთვის. ნეგატიური გავლენა, რომელსაც ჩაგვრა იწვევს ერთნაირად აისახება ადამიანზე, განურჩევლად სქესისა.აქედან გამომდინარე, სარგებელი, რომელსაც მიიღებს სამიზნე ჯგუფი, იქნება თანაბრად გადანაწილებული. ჩვენი მიზანია, რომ ჩაგვრის გამოხატვის ფორმაც მკვეთრად შემცირდეს გენდერული ნიშნით და ვიმუშაოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
Items Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
უნივერსამი | კალამი 0.35თეთრი X 10ცალი = სულ 3,50 ლარი |
შპს მემო
თემქა X კვარტალი სავაჭრო ცენტრი “უნივერსამი" 2 45 36 40 |
28,00 ₾ | |
კოდაკი | ფოტოს ბეჭდვა 1ც. 3 ლარი X 21ცალი = სულ 63 ლარი |
შპს კოდაკ ექსპრესი
მეტრო "ახმეტელის თეატრი"-ს მიმდებარე ტერიტორია. გამოსასვლელის მარჯვენა მხარე. 0322 14 83 14 |
63,00 ₾ |
Similar Initiatives
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments