სოციალური სამრეცხაო

emakamkia1@gmail.com
a
1825
Comments: 23
a

Goals

Problem statement:

Our goal is to improve the living conditions of the most vulnerable group in Akhalsheni. The community is inhabited by economic migrants, who still have problems of social and economic integration.

Many people cannot afford a washing machine, and so they struggle to stay clean. This is especially true of people with mobility issues, who cannot use communal facilities. Once a week, we will go to their apartments to collect and return laundered clothes. Government assistance does not offer help, and often, people are too ashamed to ask for help.

Proposed Solution:

To help them, we want to start a “Social Laundry Service.” It will be available in a specific area where volunteers will individuals with mobility problems use our service. 5 families, including 12 people, are our first target. If successful, we will spread our service in the city and to neighbouring regions with similar problems.

To get our project off the ground, we need to repair our facilities. This includes repairing the toilet and installing more washing machines. The work will be carried out by a technician and 5 community volunteers.

We will advertise our service on TV, on social media, and through the government.

Sustainability:

Sustainability of the project will be provided by the fact, that the service has a long term need and in case of a proper management, it can significantly reduce the labor for the project beneficiaries. The item until amortized will be used by project beneficiaries and the community of other potential vulnerable groups.

We believe that the project will be a good example for local authorities, for them to tailor their future social policies for socially vulnerable people’s long-term needs. Volunteer groups will advocate this idea to introduce a similar service in other communities.

Equal gender opportunity:

Gender component of the project lies in the fact that the benefits are almost evenly distributed between 5 women and 7 men.
Besides, beneficiaries are considered as members of vulnerable groups, thus represent gender-sensitive category: a widowed man who is forced to undertake roles of both women and a man caring for his disabled child, a lonely senior citizen, and single mothers and citizens with bad health conditions.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
Vestel CALLISTO 10 7 kg 1033L/annum

Vestel CALLISTO 10 7 kg
1033L/annum

Name of the good: VESTEL (washing machine) 7 kg.

LTD TELGI

0

0
799,00 ₾
Master:

Cosmetic repair, equipment installation)

Giorgi Vashakidze

0

0
290,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

eliso eli განმარტება: გასული წლის ბოლოს ა(ა)იპ ,, მადლიერების სახლს,, ფრანგულმა ასოციაციამ საჩუქრად სარეცხი მანქანა გადასცა,რომელიც დაწესებულებაში ამ დრომდე უფუნქციოდ იყო. მას შემდეგ რაც ჩვენი პროექტის განთავსება აღნიშნულ დაწესებულებაში გადაწყდა, სახლის ადმინისტრაციამ იდეა მოგვაწოდა , რომ ჩვენს ტექნიკას მათ საკუთრებაში არსებულ ტექნიკას დაუმატებდნენ და სერვისი გაცილებით სრულყოფილი გახდებოდა. საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი გვქონდა, პირიქით გაგვიხარდა , რომ ჩვენმა იდეამ განხორციელების პროცესში კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა . სარეცხი საშუალებებითა და მოსამსახურე პერსონალით უზრუნველყოფა ,,მადლიერების სახლმა,, საკუთარ თავზე აიღო და მივიღეთ არაჩვეულებრივი სოციალური სერვისი, რომელიც ყოველდღიურად ათობით ბენეფიციარს ემსახურება შესაბამისი განრიგითა და გრაფიკით.
Reply
eliso eli ,, მადდლიერების სახლის ,, დირექტორი ქალბატონი მაია აკობიძე და ჩვენი პატარა ბენეფიციარი.
Reply
eliso eli სოციალური სერვისი ,,სოციალური სამრეცხაო,, , რომელიც ხონში ა(ა) იპ ,,მადლიერების სახლში,, ამოქმედდა 100- მდე ბენეფიციარს მოემსახურება. ინოვაციური სერვისი მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პორობებისა და მათი სანიტარულ- ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ,, სოციალური სამრეცხაო,, დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ , საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა დაათვალიერეს . ,,სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებს- განსაკუთრებით მოხუცებსა და შშმ პირებს, სჭირდებათ მეტი სერვისი, უკეთესი ინკლუზიური გარემო, რათა მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენი პრიორიტეტი სწორედ ეს არის. ნებისმიერ ორგნიზაცისთან ვითანამშრომლებთ, რომელთა პროექტებიც მიმართული იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე და გათვალისწინებული იქნება მათი ინტერესები,, - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ. ,, ბენეფიციარები არიან ჩვენი თანამოქალაქეები , რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ჯანმრთელობის პრობლემებით ცხოვრობენ და არ აქვთ საშუალება, შეიძინონ სარეცხი მანქანა და ძალიან რთულ პირობებში უწევთ ოჯახის წევრების სისუფთვეზე ზრუნვა. სერვისი ,,სოციალური სამრეცხაო,, კი შესაბამისი საჭიროების მქონე თანამოქალაქეებს მოემსახურება , რაც მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ,, - განაცხადა იდეის ავტორმა ელისო ჯიქიამ. პროექტი, მოხალისეობრივი იდეების კონკურსის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ორბელიანი საქართველო,, -მ დააფინანსა.
Reply
Eliso Jiqia ,, მადლიერების სახლში დრეს ტექნიკის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობდა. სერვისი მუშაობას 23 ნოემბერს დაიწყებს.
Reply
Eliso Jiqia ქალაქ ხონში ფუნქციონირებს სოციალური სასადილო ა(ა)იპ ,,მადლიერების სახლი,, , სადაც ყოველდღიურად 100- მდე ბენეფიციარი ერთჯერადად იკვებება ცხლი სადილით... სახლის ხელმძღვანელობას ჩვენი იდეა გავაცანით , რომ შესაძლებელია სოციალურად დაუცველი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის იქვე ამუშავდეს კიდევ ერთი სერვისი ,, სოციალური სამრეცხაო,, . იდეას სიხარულით შეხვდნენ...სერვისის სრულყოფილად ამოქმედებაში მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიცხადეს... დღეს სოფელ ახალშენში სარეცხი მანქანის დემონტაჟი განვახორციელეთ და ტექნიკა უკვე გადავიტანეთ ა(ა)იპ ,, მადლიერების სახლში,,. სარეცხი მანქანის მონტაჟი უახლოეს დღესბში განხორციელდება და, შესაბამისად, სერვისიც ახალ ლოკაციაზე ამოქმედდება.
Reply
Eliso Jiqia მიუხედავად იმისა , რომ პროექტში ჩავრთეთ მოხალისეები , სერვისს მხოლოდ ერთეული მომხმარებლები ჰყავდა. მოსახლეობის ნაწილი მიზეზად ტერიტორიულ სიშორეს, ნაწილი ქართული მენტალიტეტის გამო ,, ჩემს სარეცხს სხვაგან რა უნდა ,, ასახელებდა და ავტორებმა გადავწყვიტეთ, რომ ახალი ლოკაცია შევარჩიოთ, სადაც სერვისი მეტი სოციალური შედეგის, ეფექტის მომტანი იქნება
Reply
Eliso Jiqia სოფელ ახალშენში პროექტის ,, სოციალური სამრეცხაოს,, ფუნქციონირება შეფერხდა, შემცირდა ბენეფიციართა რაოდენობა ...როცა სერვისი ახალი იყო მას გამოხმაურება ჰქონდა და მოქალაქეები სიამოვნებით სარგებლობდნენ აღნიშნული სერვისით , თუმცა ის ეფექტი ვერ მივიღეთ , რაც დაგეგმილი გვქონდა.
Reply
Ema Kamkia გვინდა სასიხარულო ინფორმაცია გავაჟღეროთ: PIN-სა (ჩეხური ორგანიზაცია-ადამიანი გაჭირვებაში) და ხონის ,,სათნოების სახლს" შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას გრანტის დაფინანსების შესახებ. ანონსში ნათქვამია, რომ "პროექტი ,,სოციალური სამრეცხაო" ინოვაციური შინაარსის მქონე სერვისის მიწოდებას და ინკლუზიური გარემოს შექმნას გულისხმობს სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის". ძალიან გვიხარია, რომ PIN- თან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს და ჩართულია განსაკუთრებით მოწყვლად თანამოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში.
Reply
Eliso Jiqia ჩვენი პატარა ბენეფიციარი <3
Reply
Eliso Jiqia სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღის უნიფორმები
Reply
Eliso Jiqia ,,სოციალური სამრეცხაო ,, უკვე ფუნქციონირებს. პირველი ბენეფიციარებიც გამოჩნდნენ. სერვისით ისარგებლა სოფელ ახლშენის საბავშვო ბაღმაც.
Reply
Eliso Jiqia სოციალური სამრეცხაოს შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ქართველები საფრანგეთში ,, წარმომადგენლებს, რომლებმაც თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს და მზადყოფნა გამოთქვეს , რომ პროცესში ჩაერთონ და უზრუნველყონ დარჩენილი სამუშაოების შესრულება. მათი მხარდაჭერით უახლოეს მომავალში შევაბათქაშებთ კედლებს და შევღებავთ კარებს, შევიძენთ სარეცხ საშუალებებს.
Reply
Ema Kamkia ჩვენი მოხალისეებმა ახალი ინფორმაცია მოგვაწოდეს: "სამრეცხაოს" იატაკი მობეტონდა. გვაქვს ახალი სასიამოვნო ინფორმაციაც: პროექტს ახალი სპონსორები გამოუჩნდნენ, რომელთაც ფართის დანარჩენი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა იტვირთეს. მადლობა მათ ამისთვის.
Reply
Ema Kamkia ძალიან საინტერესო ინფორმაცია გვაქვს: სოციალურ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხონიდან წარდგენილია პროექტი "სოციალური სამრეცხაო", რითიც მოხდა ჩვენი საინტერესო იდეის მულტიპლიცირება. გამარჯვების შემთხვევაში პროექტი "ხონის სათნოების სახლში" განხორციელდება, სადაც განსაკუთრებით უმწეო 135 ბენეფიციარი სარგებლობს თვითმართველობის მიერ უზრუნველყოფილი უფასო კვებით. ჩვენი პათოსია, რომ სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებს - განსაკუთრებით მოხუცებსა და შშმ პირებს, სჭირდებათ მეტი სერვისი, უკეთესი ინკლუზიური გარემო, რათა მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. სახელმწიფო შემწეობა, ან ადგილობრივი სოციალური დახმარება ვერ წყვეტს უამრავ პრობლემას, და ხშირად მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა ერთი შეხედვით პატარა პრობლემების მოგვარებით იწყება. ეს სერვისი მათი ღირსეული ყოფის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. პროექტის განხილვა მალე, კომპეტენტური კომისიით მოხდება. მისი გულშემატკივრები შედეგებს ელოდებიან ...
Reply
Ema Kamkia თოვლი, თოვლი, ბევრი თოვლია წელს ხონში. "სოციალური სამრეცხაოს" მომდევნო ეტაპზე მოსწორდა, მოიხრეშა იატაკი და გამზადებულია საცემენტო სამუშაოებისათვის, მაგრამ სპეციალისტების რჩევით, უმჯობესია, გამოდარებამდე დაცდა (უახლოეს დღებში გამოიდარებს, როგორც სინოპტიკოსები გვეუბნებიან). პროექტის მონიტორინგიც მხოლოდ დისტანციურად ხერხდება. თუმცა გამგეობის წარმომადგენელი, ბატონი ლეგა ონიანი გვპირდება, რომ ამინდის მიუხედავად მიაკითხავს და სამუშოების მომდევნო ეტაპშიც დაეხმარება. გვიხარია, რომ ამ პატარა პროექტს ამდენი გულშემატკივარი ჰყავს.
Reply
Ema Kamkia "სოციალური სამრეცხაოს" მოწყობის პროცესი წინ მიდის. უკვე დამონტაჟდა წყლის მიწოდების სისტემა, კანალიზაცია. პროექტის შესახებ ინფორმაციას მოხალისეები ავრცელებენ თემში და ბენეფიციარების საჭიროებების იდენტიფიცირებაც ხდება. გვიხარია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ინტერესდება პროექტის მიმდინარეობით. თემა ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს სხდომაზეც მოხვდა, სადაც გამგებლის მოადგილე მიესალმა ამ ინიციატივას და მადლიერება გამოხატა დონორის, "ორბელიანი საქართველოს" მიმართ. ბატონმა იუზამ კმაყოფიფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სწორედ ეს სოფელი იქნა შერჩეული პროექტის მოხალისეების მიერ. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ ახალშენის თემი არ არის ბოლომდე ინტეგრირებული ადგილობრივ საზოგადოებაში და ამის გამო თვითმართველობა გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას. მსგავსი სოციალური პროგრამები კი საშუალებას იძლევა, მათ დაინახონ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის, მათ შორის საზოგადოების ზრუნვა და გულისხმიერება.
Reply
Eliso Jiqia დღეს სოციალური სამრეცხაოს ფართის კეთილმოსაწყობად საამშენებლო მასალები შევიძინეთ... ვგეგმავთ იატაკის მოწყობას და სანტექნიკური გაყვანილობების მონტაჟს...
Reply
Eliso Jiqia გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი როზა რუხაძე პროექტს ეცნობა
Reply
Eliso Jiqia პროექის ფარგლებში შეძენილი 8 კილოგრამი ტევადობის სარეცხი მანქანა დანიშნულების ადგილზე უკვე მივიტანეთ. იდეა, პროექტის მიზანი და არსი გავაცანით ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს, რომლებმაც მოხალისეობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. სარეცხი მანქანის ტრანსპორტირებაში კუხის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი სოფელ ახალშენში ბატონი ლეგა ონიანი დაგვეხმარა.
Reply
თამარ უგულავა ძალიან კარგი იდეაა და თან საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებული. წარმატებები პროექტის ავტორებს... სიამოვნებით ჩავერთვები აქტივობებში მოხალისედ <3
Reply
Eliso Jiqia პროექტის ფარგლებში უკვე შევიძინეთ 8 კგ ტევადობის სარეცხი მანქანა, რომელსაც ფართის მცირე კოსმეტიკური რემონტის შემდეგ დავამონტაჟებთ. დავათვალიერეთ და ადგილზე განვსაზღვრეთ სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალების სახეობა და რაოდენობა. გამოდარებისთანავე მოხდება იატაკის მოპირკეთება, კარების შეღებმა, კედლების შებათქაშება.
Reply
Ema Kamkia პროექტის შესახებ ინფორმაცია უკვე მოვაწოდეთ თვითმმართველობას, პარტნიორებს. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძალიან მოიწონა ჩვენი ინიციატივა და ყოველმხრივ მხარდაჭერას შეგვპირდა. პროექტის ადმინისტრირებაში აქტიურად ჩაერთვება გამგებლის რწმუნებული, სოციალური სამსახური. გვიხარია, რომ ბევრი თანამოაზრე გვყავს და ახალი სოციალური სერვისების დანერგვის კუთხით პერიფერიებში პირველი ნაბიჯები იდგმევა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის წამატების შემთხვევაში მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული სხვა აუცილებელი სერვისებიც გაჩნდება, ამიტომ მის შესახებ ადგილობრივი საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო ჯგუფების ინფორმირება გრძელდება. გვინდა ბევრი გამოცდილება დაგროვდეს. ბევრი მსგავსი პროექტი გაჩნდეს.
Reply
Ema Kamkia დიდი მადლობა "ორბელიანი საქართველოს", რომ გადაწყვიტა ამ პროექტის მხარდაჭერა. ძალ-ღონეს არ დავზოგავთ, რომ ბენეფიციარებმა დროულად მიიღონ გამართული სერვისი. ის მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პატარა თემის მოწყვლადი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის. ოთახი, რომელიც ამ წუთს ასე გამოიყურება, მალე ბევრი ადამიანის საყვარელ ადგილად იქცევა. მოხალისეებმა უკვე დაგეგმეს ყველა საჭირო სამუშაო და ცდილობენ, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს მისი ორგანიზება.
Reply