ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღი" მეოთხე პრემიერა

Qeti Qimosteli
a
1469
Comments: 10
a

Goals

Problem statement:

დღეს-დღეობით საქართველოში ხშირია კულტურული ღონისძიებები - სპექტაკლები - შშმ პირების ჩართულობით, თუმცა ყოველ მათგანს ერთჯერადი ხასიათი აქვს, არ მოიცავს თეატრალურ ელემენტებს - კოსწიუმი, დეკორაცია, რეკვიზიტი, გრიმი, სიმღერა, ცეკვა, ამასთან, რეპეტიციებზე არ გამოიყენება - დრამ თერაპია, მოყვარული მსახიობებისთვის (შშმ პირებისთვის) მეტყველების, მსახიობის ოსტატობის სავარჯიშოები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს მივყავართ შშმ პირების საზოგადოებაში, სცენაზე გამოჩენამდე მათი შეზღუდული შესაძლელობის მკაფიოდ ხაზგასმამდე, ხოლო მაყურებლის მხრიდან კი თანაგრძნობის განცდამდე. შშმ პირების საზოგადოებრივ აქტივობაში ამგვარი ჩართვა საწინდარია მათი განვითარებადი შესაძლებობების უგულებელყოფისა, დასაქმების ერთჯერადობისა და წარმოადგენს მუქარას სოციუმისაგან გამოყოფილი ნიშნის მქონე ჯგუფად დარჩენისა.
განვითარებადი ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში არ არის დაფუძნებული ინტეგრირებული თეატრი, სადაც სახელმწიფო თეატრების მსგავსად მოხდება წელიწადში ოთხი სპექტაკლის პრემიერა, რეპერტუარის ბრუნვა მთელი წლის მანძილზე. ინტეგრირებული თეატრი უნდა მოიცავდეს რეპეტიციების მანძილზე დრამ თერაპიას, ტრენინგებს მეტყველების კულტურასა და მსახიობის ოსტატობაში, რითმიკასა და სიმრერას. დასი დაკომპლექტებული უნდა იყოს, როგორც შშმ, ასევე ტიპიური განვითარების მქონე მოყვარული და პროფესიონალი მსახიობისაგან, შშმ პირების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კონკრეტული დიაგნოზის მიხედვით მსახიობის შერჩევა და სხვა.

Proposed Solution:

ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი" დაარსდა 2016 წლის მარტში და აერთიანებს 16 შშმ (სხვადასხვა სახის შეზღუდვა: ფიზიკური, ინტელექტუალური და სხვა) და 5 ტიპიური განვითარების მქონე მოყვარულ და პროფესიონალ მსახიობს (მათ შორის სოფელ მარტყოფის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის 4 აღსაზრდელს). თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი სხვა პროფესიონალებთან ერთად დასის წევრებს მოხალისეობრივად სისტემატიურად უტარებს დრამ თერაპიას, ტრენინგებს მეტყველების კულტურასა და მსახიობის ოსტატობაში, რათა მოხდეს მათი (განსაკუთრებით კი შშმ პირების) პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ყოველი სპექტაკლი ნაჩვენებია საქართველოს მასშტაბით უამრავ რეგიონში და დასის ყოველი წევრი თითოეული საგასტროლო ტურნედან იღებს ჰონორარს გაწეული შრომისთვის, რაც ზრდის შშმ პირების სისტემატიურ და არაერთჯერად დასაქმებას, ხოლო საზოგადოებისთვის კი წარმოადგენს კარგ მაგალითს, რომ მათაც შეუძლიათ თავიანთი განვითარებადი შესაძლებლობების ხარჯზე დაიმკვიდრონ თავი სოციუმში, ჰქონდეთ და ემსახურებოდნენ საყვარელ საქმიანობას, ივითარებდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ყოველივე ეს იყოს სისტემატიურად ანაზღაურებადი.
ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღი" რიგით მეოთხე სპექტაკლზე მუშაობა კიდევ ერთ შანსს აძლევს თეატრს გააგრძელოს მოღვაწეობა, არ შეწყვიტოს ფუნქციონირება, თეატრში დაკავებულ 16 შშმ პირს აუმაღლოს პროფესიული გამოცდილება, იყვნენ ჩართული საყვარელ საქმიანობაში, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი გაწეული შრომის ხარჯზე და აჩვენონ საზოგადოებას სპექტაკლი შშმ პირების ჩართულობით, რომელიც არ გამორიცხავს თეატრალურ ელემენტებს, არის კოსწიუმირებული და უწევს კონკურენციას სახელმწიფო თეატრების წარმოდგენებს.

Sustainability:

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პროექტით ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი" რიგით მეოთხე სპექტაკლისთვის შეძლებს კოსწიუმების შეკერვას, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენა გაფორმებული იქნება ვიზულურად ნაწილობრივ (ხოლო დარჩენილ ნაწილს - დეკორაცია, რეკვიზიტი - დავამზადებთ საკუთარი ძალისხმევით), დასაქმდება მინიმუმ 8 შშმ პირი, აიმაღლებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს 4 ტიპიური განვითარების მქონე პროფესიონალ და მოყვარულ მსახიობთან ერთად, საზოგადოებას წარუდგენს თავს, როგორც სრულუფლებიან სოციუმის დამოუკიდებელ წევრს და დაამსხვრევს სტერეოტიპულ შეხედულებას შშმ პირებზე, როგორც საზოგადოებისაგან გამოყოფილ ჯგუფზე. გარდა ამისა, გაიზრდება რეპერტუარი საქართველოში პირველი და ერთადერთი ინტეგრირებული თეატრისა "აზდაკის ბაღი", რაც ხელს შეუშლის მის დახურვას, ფუნქციონირების შეწყვეტას, საქართველოში პირველი და ერთადერთი ინტეგრირებული თეატრის დაარსებას სახემწიფო თეატრების გვერდით და სხვა.

აღნიშნული სპექტაკლი ნაჩვენები იქნება ქ. თბილისში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, სადაც წარმოდგენაზე დასაწრებად გაიყიდება ბილეთი, შემოსული თანხა გადანაწილდება დასის წევრების ჰონორარებზე და შემდგომი ახალი სპექტაკლის სადადგმო ნაწილზე.

Equal gender opportunity:

ინტეგრირებულ თეატრში "აზდაკის ბაღი" მოხვედრის და მოღვაწეობის შესაძლებლობა თანაბარი უფლებით აქვს ყველა მსურველს, შესაბამისად თეატრში ჩართულობაც თანაბრადაა შესაძლებელი, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. რაც შეეხება სპექტაკლში ჩართულობას - გენდერული თვალსაზრისით - დამოკიდებულია ნაწარმოების სპეციფიკაზე, თუმცა "აზდაკის ბაღის" ყოველ წარმოდგენაში თანაბრად არიან დაკავებულები მამაკაცებიც და ქალბატონებიც.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
სპექტაკლის კოსწიუმები

საქართველოში ერთადერთ და პირველ ინტეგრირებულ თეატრს "აზდაკის ბაღი" რიგირთ მეოთხე სპექტაკლის პრემიერისთვის ესაჭიროება კოსწიუმი 12 მსახიობისთვის, რათა მოხდეს წარმოდგენის სრულფასოვნად მაყურებლისთვის ჩვენება, ასევე თეატრს ჰქონდეს პროფესიულ დონეზე განვითარების შესაძლებლობა და კონკურენციის გაწევა სახელმწიფო თეატრებს შორის, ამასთან, სპექტაკლში დაკავებულ მოყვარულ (მათ შორის შშმ პირს) და პროფესიონალ მსახიობს მიეცეს სრული საშუალება როლზე მუშაობის, როლის დაუფლების, გარდასახვის და მსახიობის ოსტატობის სრულად ათვისების.

თამარი რუსეიშვილი

საქართველო, ქ. თბილისი, ა. წერეთლის #103, ბინა #1

+995 599 49 17 88
2 000,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Qeti Qimosteli 24 დეკემბერს შედგა ჩვენი პრემიერა - სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში. კმაყოფილი მაყურებელი და ბედნიერი მასპინძელი ულამაზესი კოსწიუმებით. მადლობა ორბელიანი საქართველოს ფონდს, რომ არა თქვენ ვერ გავალამაზებდით ჩვენს "აურზაურს". პრემიერის შემდეგ მაყურებელს ვუმასპინძლეთ დიმიტრი უზნაძის #25 და კვლავაც გრძელდება სპექტაკლის ჩვენება.
Reply
Qeti Qimosteli გრძელდება ჩვენი სამზადისი პრემიერისთვის, საგასტროლო ტურნესთვისა და წარმოდგენის სისტემატიურად ჩვენს სივრცეში (დიმიტრი უზნაძის #25) ჩვენებისათვის. მიმდინარეობს რეპეტიციები და რეპერტუარში არსებული სპექტაკლის "კაცია-ადამიანი?!" ჩვენება.

Qeti Qimosteli დიდი მადლობა ორბელიანების ფონდს ჩემი მოხალისეობრივი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. გაფორმდა ჩვენს შორის 6 თვიანი ხელშეკრულება და ათვლაც დაიწყო; ჩვენი თორმეტი კოსწიუმის შესაკერად ვესაუბრე კიდევ ერთხელ მხატვარს და მოვაგვარეთ ბიუროკრატიული საკითხები, ამასთან, მხატვარმა გადმომცა თორმეტივე კოსწიუმის ესკიზი. იხილეთ თანდართულ ფაილში
Reply