Rural Youth Center - All Activity

თამარ უგულავა commented

ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში თემაზე ნატო და ევროკავშირი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძე სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირზე და იმ სარგებელზე ესაუბრა, რაც ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს.
ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო ლიტერატურა დაურიგდათ.
ნახახულევის ახალგაზრდული სივრცე ეს არის იდეა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველომ დააფინანსა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული სივრცის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცეთ მეტი საშუალება განვითარდნენ პიროვნულად, მიეჩვიონ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმას და იყვნენ აქტიური მოქალაქეები.

თამარ უგულავა commented

ნახახულევის ახალგაზრდული სივრცე/nakhakhulevi's Youth Center ეს არის იდეა, რომელიც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას იყვნენ საზოგადოებაში რეალიზებულები, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განახორციელონ სხვადასხვა იდეები (გამოფენები, პოეზიის საღამოები, შეხვედრები, დისკუსიები, ფილმების ჩვენებები და სხვა). იდეა განხორციელდა იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში. პროექტი 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და, დეკემბრის თვეში დამთავრდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რაც შეეხება აქტვობებს დღემდე მიმდინარეობს. ხშირად იკრიბებიან ახლაგზარდები და აწყობენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს, ღონისძიებებს.
ვფიქრობ, დაგეგმილ შედეგს სრულად მივაღწიე და არა მარტო ეს, იდეა უფრო გამრავალფეროვნდა.
იდეის განხორციელებაში თავიდან 15 ადამიანი იყო ჩართული, 8 კაცი და 7 ქალი. პროექტის მსვლელობის პროცესში კი თანდათან იმატა მოხალისეების რაოდენობამ. რაც შეეხება სარგებელს, სხვადასხვა აქტივობების დროს 50 ადამიანზე მეთმა მიიღო სხვადასხვა სახლის სარგებელი, მეტწილად ქალებმა.
იდეამ თემში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად დააინტერესა შემოქმედებითი ცხოვრებით და თანდათანობით უფრო მეტის ამბიცია უჩნდებათ, რაც ვფიქრობ იდეის დადებითი შედეგია, ბევრი მათგანი დროის უქმად გატარების სანაცვლოდ საინტერესო, საგანმანათლებლო კუთხით იყენებს თავის რესურს. უარყოფითი შედეგები იდეას არ აქვს.
იდეის განხორციელებით დიდი გამოცდილება მივიღე და სხვა დროს ვფიქრობ, ბევრად მარტივად შევძლებ მსგავს პროექტებზე მუშაობას. დროთა განმავლობაში კი, უფრო მეტად დახვეწილი, მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებული გახდება ჩვენი იდეა.

თამარ უგულავა commented

ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცის შესახე ინფორმაცია მივაწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგის მონაწილე ხონელ და წყალტუბოელ ქალბატონებს. გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და სასარგებლო რჩევებიც მივიღეთ.

მოგეხსენებათ, აღნიშნული სივრცის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცეთ მეტი საშუალება განვითარდნენ პიროვნულად, მიეჩვიონ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმას და იყვნენ აქტიური მოქალაქეები.

თამარ უგულავა commented

9 ივნისს, ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცესში კონფლიქტების თემაზე ვორკშოპი გამიართა. ტრენინგი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდის თიკო მეძველიას ინიციატივით და ფონდი სოხუმის მხარდაჭერით ჩატარდა.
ახალგაზრდებმა სხვადასხვცა თამაშებითა და სიტუაციებზე პრეზენტაციებით საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს.
აღნიშნული სახის შეხვედრები დიდ ინტერესს იწვევს და მომავალშიც გაგრძელდება.

თამარ უგულავა commented

ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში შემდეგი აქტივობა განხორციელდა...
სოფელში არსებული საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს და მცირე ღონისძიებით წარუდგინეს თავი დამსწრე საზოგადოებას....
გაზაფხულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია და სოფლად მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

თამარ უგულავა commented

15 მარტს, ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს ხელშეწყობით დაიწყო ფუნქციონირება, ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გიორგაძე და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის ფორუმ-თეატრი სტუმრობდნენ.
სცენები, რომელიც მსახიობებმა წარმოადგინეს ძალადობას ეხებოდა და გენდერული თანასწორობის პროპაგანდას ისახავდა მიზნად. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დისკუსიებში მონაწილეობა აქტიურად მიიღეს, ჩაანაცვლეს მსახიობებიც და შეეცადნენ ძალადობა საკუთარი ჩართულობით აღმოეფხვრათ.
მსგავსი სახის აქტივობები მომავალშიც იგეგმება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს წარმომადგენელი ნინო გიორგაძე ადგილზე გაეცნო და დააკვირდა სივრცის ფუნქციონირებას. ასევე ხონში მაცხოვრებლებს შეხვდა და იდეების კონკურსზე ესაუბრა, რომელიც მარტის თვეში გამოცხადაა.

თამარ უგულავა commented

ეს ნახატი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეს ამშვენებს :*
სულ რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო ორგანიზაცია "ჩეხოს სახლის" დამფუძნებელმა ნინო ჩეხოშვილმა საჩუქრად გამოგვიგზავნაა.
ნახატი, თანამედროვე მხატვარს ნოდარ სუხიტაშვილის "სუხოს" ეკუთვნის.

თამარ უგულავა commented

7 მარტს, ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეს მწერალი და მთარგმნელი, ფიროსმანის მკვლევარი გიორგი კაკაბაძე ეწვია.
სტუმარმა ნიკო ფიროსმანზე ისაუბრა და ახალგაზრდების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიების ნაწილს შეადგენდა ვიქტორინა. კითხვები ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების ირგვლივ დაისვა. სწორი პასუხის ავტორები და აქტიური მსმენელები წიგნებით „ნიკო ფიროსმანი“ (ავტორი გიორგი კაკაბაძე) და ფერადი ბლოკნოტებით დაჯილდოვდნენ.
დღის ბოლოს კი ყველამ ერთად დავაგემოვნეთ ლამაზი და გემრიელი ტორტი.
სალონურ საღამოს, რომელის მთლიანად მიეძღვნა ნიკო ფიროსმანაშვილს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჩეხოს სახლის“ დამფუძნებელი ნინო ჩეხოშვილი. ხოლო ახალგაზრდული სივრცე არის იდეა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ორბელიანი საქართველომ დააფინანსა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე ორგანიზაციას ჩვენთან მეგობრობისთვის, ჩვენი დახმარებისთვის.

თამარ უგულავა commented

სოფელ ნახახულევში ბავშვები ამ საოცრებებს ქმნიან და ახალგაზრდული სივრცის საშუალებით მათ მთელს თემს ვაჩვენებთ...

თამარ უგულავა commented

დღეს, 3 მარტს სოფელ ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში მოხალისეებმა სოფლის მკვიდრი გოგონების, ნანა ბენიძისა და ნანა წივწივაძის ნახატების გამოფენა მოაწყვეს.
წელს, ნანა ბენიძე სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად ემზადება, ნანა წივწივაძე კი ჯერ მხოლოდ 10-ე კლასში სწავლობს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მკვიდრები, საბავშვო ბაღისა და სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, პატარა შემოქმედის მეგობრები....
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ჩვენს სოფელში მცხოვრები შემოქმედი ადამიანების წარმოჩენა და მათი ნამუშევრების გაცნობა....
გოგონებმა ისაუბრეს ნახატებზე და დამსწრეებისთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს

თამარ უგულავა commented

ხვალ, 2 მარტს, 14:00 საათზე ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში ეწყობა სოფლის მკვიდრი, ორი ნანას ნახატების გამოფენა...
მოწვეული გვყავს სოფლის სკოლის მასწავლეები და მოსწავლეები, ჩვენი მეგობრები და ასევე ინფრმაცია გავავრცელეთ facebook-ის საშუალებით... ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს...
Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო <3 ორგანიზაცია, რომელიც იძლევა მეტ შანს, მეტ შესაძლებლობას <3

თამარ უგულავა commented

ვემზადებით ორი ნანას ნახატების გამოფენისთვის, რომელიც 2 დღეში გაიხსნება ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეში.
ნახატების ავტორები სოფლის მკვიდრები არიან და მათ შემოქმედებას ჩვენი სივრცის მეშვეობით მთელი სოფელი გაეცნობა. შევიკრიბეთ რამდენიმე მოხალისე და დავკიდეთ ნახატები კედლებზე.... ხვალ გავავრცელებთ ინფორმაციას და დავპატიჟებთ სტუმრებს....
ჩემი სურვილია ამ ორი ახალგაზრდას შემოქმედებას მთელი სოფელი, მათი მასწავლებლები და ამხანაგები იცნობდნენ.
ღონისძიებაზე დაგეგმილი გვაქვს მცირე გასაუბრება პატარა შემოქმედებთან, რათა მათი მოღვაწეობა და მიზნები სხვისთვის მისაბაძი მაგალითი გახდეს.

თამარ უგულავა commented

31 იანვარს, ნახახულევის ახალგაზრდული სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. იყო პრეზენტაცია და სოფლის მკვიდრი ვახტანგ ჯანჯღავასა და დავით ქობალ;იას ფოტოების გამოფენა (თემა:ხონის ხედები).
მოწვეული გვყავდა სტუმრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები, ჟურნალისტები, სკოლის მოსწავლეები, დაინტერესებული პირები და პროექტის გულშემატკივრები.
სტუმრებს თავდაპირვეად გავაცანით იდეის არსი, ვესაუბრეთ ორგანიზაციაზე, რომლის დაფინანსებითაც მოხდა სივრცის რეაბილიტაცია და სამომავლო გეგმებზე.
იდეა თავდაპირველად Orbeliani Georgia-ს მიერ იქნა მოწონებული, დაფინანსებული და წახალისებული, თუმცა შემდგომში ბევრი პირი ჩაერთო მის განხორციელებაში... ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ხონის ა(ა)იპ კომუნალურმა სამსახურმა უზრუნველყო სპეციალისტები, რომლებმაც შეასრულეს სამშენებლო სამუშაოების უმეტესობა... ადმინისტრაციულმა სამსახურმა ოთახის გასალამაზებლად სხვადასხვა ინვენტარი შეგვიძინა, მამაჩემმა თაროები გაგვიკეთა და დაგვიმონტაჟა წიგნებისთვის, ხოლო წიგნები საჩუქრად გამომცემლობა "აზრი"-მ, მწერლის ქალიშვილმა ქეთი დუმბაძემ და მწერალმა და მტარგმნელმა გიორგი კაკაბაძემ გამოგვიგზავნეს.
მოხალისეებმა ვეცადეთ პრეზენტაცია უფრო საინტერესო და სახალისო გაგვეხადა, ამიტომ დავბეჭდეთ სახასიათო მადლობის ფურცლები და გამომავლინეთ ყველაზე აქტიური, ზარმაცი, მოტივირებული, ახალგაზრდა და ა.შ. მოხალისეები.
მომდევნო კვირაში დაგეგმილია ნახატების გამოფენა, რის შესახებაც ინფორმაციას დაუყონებლივ გაგაცნობთ

თამარ უგულავა commented

ახალგაზრდული სივრცის პრეზენტაციისთვის დავამზადეთ ასეთი მოსაწვევები და სამადლობელი ფურცლები, რათა ღონისძიება უფრო მეტად საინტერესო და საიამოვნო გამოსულიყო.
მოვიწვიეთ ყველა მონაწილე, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში და სხვა დაინტერესებული პირები.

თამარ უგულავა commented

გუშინ ღამით დავწმინდეთ ფანჯრები, დავალაგეთ წიგნები და დავკიდეთ ფოტოები გამოფენისთვის. მე მყავს საუკეთეოს ბავშვები გიორგი და თეონა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდული სივრცის "დაქოქვის" პროცესში <3
უკვე მზად ვართ დღევანდელი პრეზენტაციისთვის

თამარ უგულავა commented

ხვალ, 7 თებერვალს სოფელ ნახახულევის ახალგაზრდული სივრცე ოფიციალურად გაიხსნება.
დღეს სამსახურის მერე რამდენიმე მოხალისე შევიკრიბეთ და პრეზენტაციისთვის მოვამზადეთ ჩვენი წკრიალა ოთახი.
გამოფენას "ხონის ხედები", რომელიც სოფლის მკვიდრი ვახო ჯანჯღავას და დავით ქობალიას შემოქმედებაა, ხვალ მოწვეული სტუმრები ნახავენ.

თამარ უგულავა commented

ეს არის წიგნის თაროები, რომელიც მამაჩემმა გაგვიკეთა და დაგვიმონტაჟა. ხოლო წიგნები სხვადასხვა მწერლებმა და გამომცემლობებმა გამოგვიგზავნეს საჩუქრად.
აქვე მინდა გითხრათ საკუთარი გამოცდილებიდან, რომ ჩვენს დროში რთულია ბევრი ადამიანის აყოლიება, განსაკუთრებით იმათი ვისაც ასე თუ ისე რაღაცით ეხება ეს სიკეთე. ყველაზე მეტი დახმარება მამაჩემმა გამიწია :) რამდენიმე მეგობარი და ის ახალგაზრდები, რომელთათვისაც ეს სივრცე იქნება მეტი შესაძლებლობის მიმცემი.
აქვე მინდა ვურჩიო ახალი იდეის ავტ6ორებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადადონ არცერთი დეტალის გაკეთება. თუნდაც უმნიშვნელო დეტალზე საჭიროა რამდენჯერმე საუბარი, თხოვნა, განსაზღვრა.
ხვალ ვხსნით ოფიციალურად სოფელ ნახახულევის ახალგაზრდულ სივრცეს და ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ახალ აქტივობებს

თამარ უგულავა commented

ცოტა გაგვეწელა, მაგრამ ხვალ ვგეგმავთ სივრცის ოფიციალურ გახსნას.
დღეს მივედით და დავამონტაჟეთ ფარდის საკიდები და ფარდები, რომელიც გამგეობის კულტურის სამსახურმა გვაჩუქა

თამარ უგულავა commented

დღეს, ხალგაზრდული სივრცეში ხელოსნებმა და მოხალისეებმა ლამინირებული იატაკი დააგეს ;) დასრულდა ოთახის რეაბილიტაცია, მხოლოდ პატარა დეტალები დარჩა სრულყოფილი სახის მიღებამდე.

ახალგაზრდული სივრცე/Youth Center არასამთავრობო ორგანიზაცია Orbeliani Georgiaს მიერ დაფინანსებული იდეაა, რომელიც სოფლის ახალგაზრდების გააქტიურებას და მათთვი შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პირველი აქტივობა, სოფლის მკვიდრი ფოტომოყვარული ახალგაზრდების ფოტოების გამოფენა "ხონის ხედები"...
#OreblianiGeorgia <3
#ესხონია <3

თამარ უგულავა commented

ამჟამად აალგაზრდული სივრცისთვის, ოთახის რეაბილიტაციის სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.
დღეს შეიღება კედლები და ჭერი. ჩვენს სივრცეს ღია კრემისფერი კედლები და ჭერი აქვს ;)
სავარაუდოდ ორ დღეში დაიგება იატაკი.