Azeri-Georgian Cultural Exchange - All Activity

აკაკი ტერაშვილი commented

მოხარული ვარ რომ ეს პროექტი დაფინანსდა, ამ პროექტით ბევრი ახლი რამ ვისწავლე, ასევე დაუმეგობრდი ბევრ აზერბაიჯანელ ბავშვს. თავიდან ველოდებოდი, ვერ გავაგებინებდი, ვერ დაველაპარაკებოდი, მაგრამ სულ სხვანაირად აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ურთიერთობისთვის არა არის აუცილებელი დიდი ხანი იცნობდე ადამიანს. ძალიან მაგარი ადამიანები აღმოჩნდნენ. მიხარია, რომ პროექტის მონაწილე ვარ. ვისურვებდი ასეთი პროექტები კიდევ გაგრძელდეს.

Nino Berianidze commented

მონაწილეები დგებიან ერთმანეთის პირდაპირ,მიმართავენ ერთმანეთს სახელებით,ართმევენ ხელს და ეუბნებიან კომპლიმენტს

Nino Berianidze commented

მონაწილეები დგებიან ერთმანეთის პირდაპირ,მიმართავენ ერთმანეთს სახელებით,ართმევენ ხელს და ეუბნებიან კომპლიმენტს

Nino Berianidze commented

ტრენინგის მონაწილეები ამოწმებენ ახსოვთ თუ არა ერთმანეთის სახელები. აღმოჩნდა, რომ ყველას -- არა. ზოგი მონაწილე სახლებს განსაკუთრებით კარგად იმახსოვრებს, მაგრამ ზოგ მათგანს სჭირდება ახალი სახელის მეტჯერ მოსმენა.

Nino Berianidze commented

პროექტი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. მონაწილეებმა ჯგუფს წარუდგინეს საკუთარი თავი პოზიტიური კუთხით.

Nino Berianidze commented

პროექტი დაიწყო კარალეთის სოლიდარობის ფონდის ოფისში. მონაწილეებმა გაიცნეს ერთმანეთი. გააკეთეს საკუთარი თავის პრეზენტაცია ჯგუფის წინაშე.

Nino Berianidze commented

პროექტის დაწყებამდე დარჩა 5 დღე. გარეჯვარში უკვე ვამზადებთ რეკვიზიტებს აქტივობებისათვის.

Nino Berianidze commented

პროექტის დაწყებამდე ათიოდე დღეა დარჩენილი. უკვე შეთანხმებულია ყველა დეტალი მონაწილე ბავშვების ოჯახებთან. შედგენილია მენიუ და გაფორმებულია ხელშეკრულებები მომწოდებლებთან. მზადდება მასალები და სერტიფიკატები. გორში პროექტის მასპინძელია ,,კარალეთის ქალთა სოლიდარობის ფონდი, რომელიც გვითმობს ფართს ტრენინგებისთვის. ტალავერში კი სპეციალურად ამ პროექტისთვის ლამაზდება ერთ-ერთი საკლასო ოთახი.
დღეს 30 დეკემბერია, მაგრამ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს არა წინასაახალწლო, არამედ წინასაპროექტო განწყობა.

Sopho Berianidze commented

მოხარული ვარ რომ ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას.ვფიქრობ, თითოეული მონაწილისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება. ასეთ პროექტებში მონაწილეობა ადამიანს შესაძლებლობას აძლევს აღმოაჩინოს საკუთარი ის შესაძლებლობები, რომელთა არსებობა მანამდე მისთვისაც შეუმჩნეველი იყო. მე ძალიან კონკრეტული მოლოდინი მაქვს, რომ გავიცნობ და დავუმეგობრდები ბავშვებს აზერბაიჯანული სკოლიდან და მოვაგროვებ გამოცდილებას, რათა მომავალში მეც მასწავლებელი ვიქნები და შევძლო მსგავსი პროექტების დამოუკიდებლად განხორციელებას.

turkan.hesenova.2016@mail.ru commented

ძალიან გახარებული ვარ. არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი გახარება. ჩემი დიდი მოლოდინი გამართლდა. ახლა გავიგე, რომ ,,ორბელიანი“ დააფინანსებს ამ მაგარ პროექტს. შარშან ჩემმა კლასმა დაიწყო ეს პროექტი და ეს მეგობრობა. ვიცი, რომ ეს იქნება ერთი დაუვიწყარი კვირა. ჩვენ უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს და უფრო დავმეგობრდებით. ძალიან მიხარია, რომ გამოვიდა ეს პროექტი და მეც მონაწილეობას მივიღებ ახლა უკვე ლიდერი და მასწავლებლის ასისტენტი ვიქნები. ბედნიერი ვარ ძალიან. დიდი მადლობა