სოციალური სამრეცხაო - All Activity

Eliso Jiqia commented

პროექტის ფარგლებში უკვე შევიძინეთ 8 კგ ტევადობის სარეცხი მანქანა, რომელსაც ფართის მცირე კოსმეტიკური რემონტის შემდეგ დავამონტაჟებთ. დავათვალიერეთ და ადგილზე განვსაზღვრეთ სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალების სახეობა და რაოდენობა. გამოდარებისთანავე მოხდება იატაკის მოპირკეთება, კარების შეღებმა, კედლების შებათქაშება.

Ema Kamkia commented

პროექტის შესახებ ინფორმაცია უკვე მოვაწოდეთ თვითმმართველობას, პარტნიორებს.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძალიან მოიწონა ჩვენი ინიციატივა და ყოველმხრივ მხარდაჭერას შეგვპირდა. პროექტის ადმინისტრირებაში აქტიურად ჩაერთვება გამგებლის რწმუნებული, სოციალური სამსახური.
გვიხარია, რომ ბევრი თანამოაზრე გვყავს და ახალი სოციალური სერვისების დანერგვის კუთხით პერიფერიებში პირველი ნაბიჯები იდგმევა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის წამატების შემთხვევაში მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული სხვა აუცილებელი სერვისებიც გაჩნდება, ამიტომ მის შესახებ ადგილობრივი საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო ჯგუფების ინფორმირება გრძელდება. გვინდა ბევრი გამოცდილება დაგროვდეს. ბევრი მსგავსი პროექტი გაჩნდეს.

Ema Kamkia commented

დიდი მადლობა "ორბელიანი საქართველოს", რომ გადაწყვიტა ამ პროექტის მხარდაჭერა. ძალ-ღონეს არ დავზოგავთ, რომ ბენეფიციარებმა დროულად მიიღონ გამართული სერვისი. ის მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პატარა თემის მოწყვლადი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.
ოთახი, რომელიც ამ წუთს ასე გამოიყურება, მალე ბევრი ადამიანის საყვარელ ადგილად იქცევა. მოხალისეებმა უკვე დაგეგმეს ყველა საჭირო სამუშაო და ცდილობენ, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს მისი ორგანიზება.