Summer Cinema in Lagodekhi - All Activity

Mariam Mirotadze commented

პროექტი დასრულდა. ვფიქრობთ, მიზანი მიღწეულია. ლაგოდეხის მოსახლეობამ და ჩამოსულმა დამსვენებლებმა ზაფხულის სამი თვე საინტერესოდ გაატარა ჩვენი დამსახურებით. ყველგან გაიგონებდით ჩვენს ამბავს, ყველამ იცოდა ვინ ვიყავით და რას წარმოვადგენდით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსახლეობის თხვონით ფილმების ჩვენებას ჩვენ კვლავ განვაგრძობთ, უბრალოდ ახლა უკვე დახრულ სივრცეში. კვირაში ერთხელ იკრიბებიან ახალგაზრდები და საკუთარი სურვილით შერჩეულ ფილმებს უყურებენ.

taso_mode@yahoo.com commented

ისევ გიორგეთი და ეს ფერადი ოთახი <3 მადლობა ორბელიანს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ყველა ინიციატივის მხარდაჭერისთვის!!! ჩვენ კვლავ ვეცდებით თქვენს პლატფორმაზე პროექტების განთავსებას და იმედი გვაქვს, რომ ისევ დაემთხვევა ერთმანეთს ჩვენი ინტერესები :) <3

taso_mode@yahoo.com commented

სოფელი გიორგეთი, ორბელიანის გრანტით მოწყობილი ახალგაზრდული სივრცე. ფილმი - "დედინაცვალი" <3

taso_mode@yahoo.com commented

ჩვენ ხომ სხვადასხვა სოფელშიც ვაკეთებთ ჩვენებებს და სოფელ გიორგეთში, ორბელიანის გრანტით მოწყობილ სამკითხველო/ახალგაზრდულ ოთახში ვაჩვენეთ ფილმი "დედინაცვალი"გავაკეთეთ <3

taso_mode@yahoo.com commented

დახურულ სივრცეში ძალიან ძნელია მაყურებლის მოზიდვა. ვიყავით ცამეტი, მაგრამ სულ ნარჩევ-ნარჩევი ხალხი :D :D

taso_mode@yahoo.com commented

საღამოობით უკვე ძალიან ცივა. დრო იყო, დახურულ სივრცეში გადავსულიყავით :) :) ჩვენ ხომ ძალიან იღბლიანი ჯგუფი ვართ და ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში ახლადგარემონტებულ, კეთილმოწყობილ ახალგაზრდულ ოთახში ვაპირებთ ხოლმე, რომ გავაგრძელოთ კინო-ჩვენებები. გუშინ ამ ოთახისთვის პირველი მერცხლები ვიყავით :) :) :) <3 ვუყურეთ ფილმს - "ვედრება" <3 აუდიტორია იყო კმაყოფილი და ფილმის შინაარსის გამო ემოციურად განწყობილი <3 :)

Mariam Mirotadze commented

ბოლო სამი დღე კი არ იყო დენი და მე პირადად არ მომეწონდებოდა ინტერნეტი, ამიტომ ვერ ვახერხებდი ჩვენი ამბების დაწერას.

Mariam Mirotadze commented

სამწუხაროდ 31 აგვისტოს დაგეგმილი დახურვის ცერემონია ჩაგვეშალა ამინდის გამო. მას შემდეგ ყოველ საღამოს წვიმა და ცივი ამინდებია, შესაბამისად ეს არის მიზეზი ჩვენი "შეფერხებისა".
გვქონდა ტექნიკის გაუმართაობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. გვქონდა იმის პრობლემაც, რომ რაღაც მმენტში ჯგუფის წევრები არ ვიყავით ლაგოდეხშ..

იმედია ერთ საღამოს მაინც გამოიდარებს, თუ არადა ახლა უკვე ვფიქრობთ დახურულ სივრცეში ვუჩვენოთ.

Mariam Mirotadze commented

პატარები ძალიან გავახარეთ ანიმაციური ფილმის ჩვენებით "Minions"
ბევრი იცინეს, ხმამაღლა ერთმანეთს ეუბნებოდნენ ახლა ეს მოხდებაო... დედებს კი სახლში წასვლის თაობაზე სასტიკ უარს ეუბნებოდნენ! :დ <3

ბოლოს გადავუღეთ ვიდეოები, სადაც საკუთარ ემოციებს გვიზიარებენ.

Mariam Mirotadze commented

ჩვენ ცხოველებიც გვსტუმრობენ ^^
მინიონებისთვის თვალი არ მოუშორებია :დ <3

Mariam Mirotadze commented

ფილმის შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა პატარა დებატები მოვაწყოთ, რომელიც ფილმის განხილვას გულისხმობს. მაყურებელი გამოხატავს საკუთარ დადებით თუ უარყოფით შთაბეჭდილებებს ნანახის შესახებ. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი შეხედულებები სამომავლოდ.
ვფიქრობთ, ხალხის მოსმენა გვეხმარება იმაში, რომ უკეთესები გავხდეთ. ჩვენ მათვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ამიტომაც ბენეფიციუმი მათგან უნდა მივიღოთ.

ფილმის დასასრულს ყოველთვის მოყვება შემდეგი კითხვა: "კიდევ როდის იქნება ფილმი?"
ამ დროს ვხვდებით, რომ მიზანი მიღწეულია.

Mariam Mirotadze commented

ერთ-ერთი აქტივობა ამ პროექტის ფარგლებში გალხავთ ის, რომ ფილმის სანახავდ მოსულ პატარა მაყურებლებს ფილმის დაწყებამდე სხვა გასართობი შევთავაზეთ ^^
მათ მიმდებარე ტერიტორის ასფალტი მთლიანად მოხატეს ^^ საკუთარი ფანტაზიები ცარცით გაგვიზიარეს <3

ცარცის გათავების ამბავმა ძალიან დაამწუხრათ. :დ

ყველაზე პოზიტიურები, კეთილები და ერთგულები არიან ისინი ჩვენთვის.

Mariam Mirotadze commented

Little guests. <3

ფილმის სახელწოდება-"სიყვარულს შემთხევითობა უყვარს"

ჩვენი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მაღაზიაში ყური მოკრა დიალოგს, რომელიც ჩვენს შესახებ იყო ^^
ახალგაზრდა ბიჭები ერთმანეთს ეკითხებოდნენ დღეს ნეტა რას უჩვენებენო...^^

კარგია როცა ადამიანები გელოდებიან, რაღაცას ელიან შენგან და დადებით ემოციებს გიზიარებენ.

ყოველი ფილმის ჩვენება არის უკეთესი!

Mariam Mirotadze commented

პარასკევს ჩვენი საზაფხულო "კინო-თეატრი" იმყოფებოდა სოფელ ლელიანში. მივიღეთ მოწვევა იქ მყოფი აქტიური ახლაგაზრდებისგან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მათ სოფელშიც გვეჩვენებინა ფილმი.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მაყურებელი კმაყოფილი დარჩა, ჩვენ კი ბედნიერები. <3

ფილმის სახელწოდება-"August Rush"

Mariam Mirotadze commented

როცა მაყურებელთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება!! ^^

გუშინ სოციუმის თხოვნით ვუჩვენეთ ანიმაციური ფილმი "up-მაღლა"

Mariam Mirotadze commented

ფოტო გუშინდელი საღამოდან.
ჩვენი პატარა მაყურებლები.

ფილმის სახელწოდება; "ცაცია-SOUTHPAW"

Mariam Mirotadze commented

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღე.

ფილმის სახელწოდება: "ხელშეუხებელნი-Untouchable"

წინა ფილმები ცოტა მძიმედ საყურებელი და რთულად გასააზრებელი იყო, რამდენიმე ადამიანი მოვიდა და გვითხრა, რომ უკეთესი იქნებოდა რაიმე კომედიური და მსუბუქი ფილმი, ამიტომაც გავითვალისწინეთ მათი რჩევა და, ვფიქრობთ, გაამართლა.
თითოეული მოსული ადამიანი ბოლომდე დარჩა ფილმის საყურებლად.

ყოველი ფილმის ჩვენება არის უკეთესი!

ხვალ ფეისბუქ გამოკითხვას ვატარებთ, ჩვენ რამდენიმე ფულმს შევთავაზებთ და რომელსაც მეტი ხმა ექნება იმას ვუჩვენებთ კვირას.