The Room of smile - All Activity

cira-shavadze@mail.ru commented

მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენმა პროექტმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. კერძოდ,ღიმილის ოთახისთვის შეძენილი ნივთებით ისარგებლა: პირველმა, მეორემ და მესამე კლასმაც, დამატებული 3- ბენეფიციარი, რომელიც რესურს ოთახით სარგებლობს. სპეც მასწავლებელთან გასაუბრების შემდეგ აღინიშნა ის ფაქტი რომ მოსწავლეებმა მარტივად ისწავლეს: როცხვებისა და ასობგერები გამოცნობა, ცხოველების დასახელება, დასაკრავი ინსტრუმენტების გამოცნობა, ასევე გაუმარტივდათ არითმეტიკული ოპერაციების განხორციელებაც. პროექტში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა მოხალისეობრივად, ასევე სპეც მასწავლებელმა. პროექტის მსვლელობისას მივიღეთ მეგობარი პროექტის ავტორები, გავაცანით ჩვენი პროექტის მიზანი და ვაჩვენეთ შეძენილი ნივთები. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესებული იყო ღიმილის ოთახით. ასევე მადლობა “ორბელიანი საქართველო”-ს რომ მოგვცა შანსი პროექტის განხორციელებისათვის ❤️❤️

cira-shavadze@mail.ru commented

მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენმა პროექტმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. კერძოდ,ღიმილის ოთახისთვის შეძენილი ნივთებით ისარგებლა: პირველმა, მეორემ და მესამე კლასმაც. ამას დამატებული 3- ბენეფიციარი, რომელიც რესურს ოთახით სარგებლობს.

cira-shavadze@mail.ru commented

დღეს სამღერეთის საჯარო სკოლაში, კერძოდ ღიმილის ოთახში ჩავატარეთ ორი მეცადინეობა- მათემატიკის და შემეცნებითი სათამაშოებით, რათქმაუნდა მეცადინეობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდა სპეც მასწავლებელი და ორი მოსწავლე. მეცადინეობის ჩატარებისას გამოვიყენეთ შეძენილი საგანმანათლებლო და განმავითარებელი სათამაშოები, ასევე მათემატიკის სავარჯიშო კრებული❤️ იგეგმება სკოლის დამთავრებამდე მსგავსი რამდენიმე ღონისძიება.

rima4ka1@gmail.com commented

დღეს პროექტი "გააზიარე გამოცდილებას", ხემლმძღვანელი და ორი მოხალისე, ვესტუმრეთ მეგობარ პროექტს "ღიმილის ოთახი". ჩვენ დავათვალიერეთ მათ მიერ მოწყობილი ფართი, გავიცანით პროექტის ბენეფციალები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცირა შავაძეს მოცემული პროექტისთვის და იმ შესაძლებლობისთვის რაც მან მისცა ამ ბავშვებს რათა უკეთ განვითერებულიყვნენ. ეს ნამდვილად ღირსეული საქმეა და საოცარი მადლი. ასევე დიდი მადლობა ორბელიან საქართველოს რომ აფინანსებენ მსგავს ნამდვილად გასაოცარ ინიციატივებს. ამ ბავშვებთან ურთიერთობამ უამრავი სითბო გვაჩუქა და ცხოვრების ძალა შეგვძინა.

cira-shavadze@mail.ru commented

დღეს გავხსენით ჩვენი ,,ღიმილის ოთახი”, სტუმრად მოწვეული გვყავდა , მეგობარი პროექტის ავტორი ნათელა მანუკოვი, მოხალისეებთან ერთად დაათვალიერეს კაბინეტი.

cira-shavadze@mail.ru commented

დღეს მოხალისეებთან ერთად კარადებში განვალაგეთ ნივთები, სათამაშოები და მოვამზადეთ გახსნისთვის. ხვალ გვექნება გახსნა სადაც მოწვეული გვყავს უკვე მშობლები და მასწავლებლები❤️

cira-shavadze@mail.ru commented

16.05.2017
შვხვდით დირექტორს გადავწყვიტეთ რომ ხუთშაბათისთვის მოგემზადებინა კაბინეტი მოხალისეებთანერთად და პარასკევს გავხსნით ოთახს საზეიმო ვითარებაში, სადაც მოწვეულნი იქნებიან მასწავლებლები და მშობლები, ასევე გავაკეთებთ მცირე პრეზენტაციას, რათა გავაცნოთ თითოეული ნივთის დანიშნულება.

cira-shavadze@mail.ru commented

გადავაგზავნე ინვოისები, შევიძინეთ ყველა საჭირო ნივთი სპეც მასწავლებელთან ერთად. ამჟამად სკოლის ადმინისტრაცია და მოხალისეთა ჯგუფი ინფორმირებულნი არიან და იგეგმება უახლოეს დღეებში კაბინეტის მომზადება რათა განვალაგოთ სათამაშოები და წიგნები