Community Refrigerator - All Activity

iuriistebi@yahoo.com commented

პროექტის დადებითი შედეგი მიღწეული იქნა იმით, რომ უამრავი ადამინი სარგებლობდა მაცივრით, ისინი ტოვებდნენ საკვებ პროდუქტებს, ხოლო მათ ვისაც სჭირდება სკვებით უზრუნველყოფა სარგებელს იღებდნენ, თუმცა ამას აქვს ერთი უარყოფითი მხარე რამდენად თანაბრად ნაწილდებოდა აღნიშნული პროდუქტები მოსახლეობაზე ამის კონტრლი ვერ მოხერხდა.
იდეის განხორციელების დროს მნიშვნელოვანი გამოცდილება მივირეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, მომავალში მეტად ვიაქტიურებდით პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების მიმართულებით.
პროექტის განხორციელების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, საზოგადოების მაქსიმალური განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობაა.
ჩვენი პროექტი დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას და მასში მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული.

iuriistebi@yahoo.com commented

პროექტის განხორციელება დაიწყო 2016 წლის 20 ივლისიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიდგა მაცივარი, რომელსაც აქვს საქველმოქმედო დანიშნულება და ღიაა ყველასთვის ვისაც ესაჭიროება საკვებით უზრუნველყოფა, მოსახლეობა, კერძო თუ საჯარო დაწესებულებები სურვილის შემთხვევაში ტოვებენ საკვებ პროდუქტებს, რომლის ვარგისიანობაც მოწმდება ა.ი.პ.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ.
მოხალისეობრივად იდეის განხორციელების პროცესში ჩართული იყო 15 მოხალისე, ახალგაზრდები -10, 18-26 წლამდე, ზრდასრული ასაკის 5, 36-56წლამდე, გოგონები 9, ბიჭები 6. პროექტის ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელი ზუსტი რაოდენობის დადგენა, თუმცა საკმაოდ ბევრმა ადამინმა მიიღო სარგებელი, თანაბრად ეძლეოდათ შესაძლებლობა ქალებსა და მამაკეცებს, ესარგებლათ აღნიშნული პროექტით.
ჩვენი ძირითადი მიზანი იყო ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება, რაც სრულად იქნა მირწეული, რადგან სკოლის მოსწავლეები და მუნიციპალიტეტში ცხოვრები ახალგაზრდობა ხშირად სტუმრობს ჩვენს მაცივარს ტოვებენ პროდუქტებს და ზრუნავენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე.

iuriistebi@yahoo.com commented

საქველმოქმედო კონცერტი სოციალური მაცივრისათვის

iuriistebi@yahoo.com commented

ჩვენი აქტიური პატარა მოხალისეები

iuriistebi@yahoo.com commented

ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში გაიმართა საშობაო-საქველმოქმედო საღამო - "ჩვენთან ოცნებები სრულდება", რომელზეც მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა. შემოსული თანხით საშობაო საჩუქრები მომზადდა სოცილური მაცივრისთვის.

mgaloblsihvili@gmail.com commented

გუშინ ერთი სასიამოვნო ფაქტის მომსწრე გავხდი, დავინახე როგორ გადმოვიდა ჩვენი სკოლის პირველკლასელი მოსწავლე ავტომობილიდან დიდი ჩანთით, მამას არ დაანება და საკუთარი ხელით აწყობდა პროდუქტებს მაცივარში, ძალიან დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური პროექტის განხორციელებისათვის. ჩოხატაურის ყოვლდაწმინდა ღვითსმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის პედაგოგი

iuriistebi@yahoo.com commented

30 სექტემბერს მაცივარი ადგილობრივი რესტორნების წარმომადგენლებმა შპს ,,მარულამ" და შპს ,,ციცინათელამ" შეავსეს და მომავალშიც აქტიურ თანამშრომლობას დაგვპირდნენ. მადლობა მათ მაცივრის ფუნქციონირებაში შეტანილი წვლილისთვის :))))

iuriistebi@yahoo.com commented

სკოლის დაწყებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდა ჩვენი მაცივრის კარები:) ბავშვები,მათი მშობლები და პედაგოგები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ აღნიშნულ პროექტში. (პროექტის ერთ-ერთი მიზანიც ხომ ბავშვების სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა იყო) კლასებს შორის შეჯიბრიც კი მოეწყო ვინ უფრო იაქტიურებდა მაცივრის შესავსებად. აღნიშნული სკოლის დაწყების დღიდან დღემდე მიმდინარეობს. ამას ემატება ისიც, რომ ბავშვები ლაშქრობებისა და ექსკურსიებისათვის განკუთნილი პროდუქტების ნაწილით მაცვივარს ავსებენ. რომელიც გარკვეულ წესად აქვთ ქცეული.

iuriistebi@yahoo.com commented

მოგესალმებით, აღნიშნული პროექტი მისი დაფუძნების დღიდან აქტიურად ფუნქციონირებს. კერძოდ, ამა წლის 1 სექტემბრიდან საჯარო მოხელეებმა აიღეს ვალდებულება,რომ მაცივარს საკვებით ყოველდღიურად შეავსებდნენ. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ამ ადამიანებს ,,სოციალური მაცივრის" მომხმარებელების სახელით.

iuriistebi@yahoo.com commented

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროექტი ,,Your Fridge" წარმატებით ხორციელდებ, პროექტს მოსახლეობის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა, აქტიურად ჩაერთნენ სხვდასხვა რსეტორნებისა და მარკეტების წარმომადგენლები, საჯარო მოსამსახურეები და სხვა კერძო პირები მაცივარი ყოველ დილით ივსება, ადამაინები რომლებსაც სჭირდებათ დახმარება და საკვებით უზრუნველყოფა იქვე ელოდებიან და ინაწილებენ საკვებს, აღნიშნული ფაქტის შემსწრე პირარდად არაერთხელ გავხდით და კიდევ უფრო გავაცნობიერეთ აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა ჩოხატაურის მოსახლეობისათვის, რაც ,,Orbeliani Georgia" დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებდა.

iuriistebi@yahoo.com commented

გურია ნიუსი ,,სოციალური მაცივრის" შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ჩოხატაურში "სოციალური მაცივარი" დაიდგა
ნინო ბერძენიშვილი 2016-08-02 14:01:23
პირველ აგვისტოს, ჩოხატაურში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე "სოციალური მაცივარი" დაიდგა.
მაცივარი საქველმოქმედო ხასიათისაა და ღიაა ყველასთვის, ვისაც ესაჭიროება საკვებით უზრუნველყოფა. მოსახლეობას, კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს _ ყველას, ვისაც დახმარების სურვილი აქვს, შეუძლიათ, მაცივარში დატოვონ საკვები პროდუქტები.მაცივარში მოთავსებული საკვები პროდუქტების ვარგისიანობა შემოწმდება ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ.
პროექტი ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონი ზაალ მამალაძის თანადგომით, ორგანიზაცია ,,Orbliani”-ისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინასებით.

პროექტის ავტორები არიან თამარ ახალაძე და მარიტა მგალობლიშვილი. ტექნიკურ საკითხებს ორგანიზებას უწევენ გამგეობის შიდა აუდიტის წამყვანი სპეციალისტი ლევან ჩხიკვაძე და საკრებულოს აპარატის სპეციალისტი ჯუმბერ ბერძენიშვილი.

iuriistebi@yahoo.com commented

,,Your Fridge" პირველი მოხალისეებიც ესტუმრნენ ჩვენს მაცივარს :)))

iuriistebi@yahoo.com commented

,,Your Fridge" პირველი მოხალისეებიც ესტუმრნენ ჩვენს მაცივარს :)))

iuriistebi@yahoo.com commented

,,Your Fridge" პროექტის პატარა მოხალისე

marita.mgaloblishvi@gmail.com commented

,,Your Fridge" პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით დასრულდა

iuriistebi@yahoo.com commented

,,Your fridge" პროექტის პატარა მოხალისე

iuriistebi@yahoo.com commented

ესეც ჩვენი მაცივრის განთავსების ადგილი, კონსტრუქცია მზადების პროცესშია :))