მრავალფუნქციური სკვერი - All Activity

მრავალფუნქციური სკვერი Location: Kvemo Kartli, Rustavi, ასლანიკაშვილის ქუჩა
ბაჩანა ლომიძე commented

8 დეკემბერს, ასლანიკაშვილის ქუჩაზე წარვადგინეთ "ორბელიანი საქართველოში" გამარჯვებული პროექტი "მრავალფუნქციური სკვერი", პირველი დეტალებით: 👉ტრანსფორმერი საქანელა და 👉ტრანსფორმერი სკამები.
🔥ტრანსფორმერი საქანელა აღასნიშნავია იმით, რომ ყოველდღიურობაში ის შეასრულებს ბავშვებისათვის საყვარელი საქანელას ფუნქციას და ამ სიკეთით ისარგებლებს ქალაქის და განსაკუთრებით,ასლანიკაშვილის,📍 კონსტიტუციის და 📍ბართაშვილის ქუჩის მაცხოვრებელების შვილები.
წელიწადში სამ-ოთხჯერ კი ის გადაკეთდება საგამოფენო სივრცედ, რომელიც მოემსახურება ქალაქის ნიჭიერ, შემოქმედ ადამიანებს ნამუშევრების წარდგენაში.
🔥ტრანსფორმერი სკამებიც ყოველდღიურობაში შეასრულებენ პარკის სკამების ფუნქციას, თუმცა ისინიც ადვილად გარდაიქმნებიან მაგიდად და ,შესაბამისად, მათი გამოყენება შეიძლება, როგორც სამაგიდო თამაშების, ასევე გამოფენების მოწყობისათვის.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ქალაქის მერიას და ფონდ "ორბელიან საქართევლოს" ამ პროექტის მხარდაჭერისა და ჩვენი თანადგომისათვის.
💟პროექტის პრეზენტაციას მიეძღვნა მცირე კონცერტი

მრავალფუნქციური სკვერი Location: Kvemo Kartli, Rustavi, ასლანიკაშვილის ქუჩა
ბაჩანა ლომიძე commented

შედგა მოლაპარაკებები შპს "რუსთავი 69"-თან და ჰიპერმარკეტ "ბრიკორამასთან". გაიგზავნა ინვოისები არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანთან" და ველოდებით თანხების ასახვას.