"ჩვენი სკვერი - ნიკნეულაზე"
Imereti, Tqibuli Municipality,

Goals
Problem statement:
ტყიბულში, ჭელიშვილის ქუჩაზე წლების განმავლობაში მოსახლოება ცდილობდა შეექმნა გასართობ-რეკრეაციული სივრცე როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მოზრდილი ადამიანებისთვის. სწორედ ამ იდეის განსახორციელებლად მოსახლეობამ შეისყიდა კერძო პირიდან ტერიტორია და დაიწყო საკუთარი ძალებით სკვერის მოწყობა. ამხანაგობის მიერ დასუფთავდა შესყიდული ტერიტორია და შემოიღობა ნაკვეთი. გაკეთდა მაგიდა და სკამები, თუმცა საკუთარი ჯიბის ფულით მხოლოდ ეს შევძელით. ამის, შემდგომ ჩემი(ნიკა წიქრიძე) და რადმენიმე ადამიანის ინიციატივით, დავიწყეთ აქტიური ადვოკატირების კამპანია სპორტული მოედნისა და ბავშვთა გასართობი ინვენტარის შესაძენეად. შევხვდით გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, შევაქმნევინეთ პროექტი, გამოვაყოფინეთ თანხა და საკუთარი წილი რესურსიც ჩავდეთ, თუმცა რესურსის არასაკმარისობის გამო, პროექტი ვერ განხორციელდა. ამის შემდგომ, პირადად ავიღე პასუხისმგებლობა ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხის მობილიზების მიზნით აქტიური ლობირება გამეწია პროექტისთვის და საბოლოოდ შევძელით იმ ეტაპისთვის სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. დღეს, ნიკნეულის საკმაოდ დიდ დასახლებას - საკუთარი სპორტული მოედანი და სათამაშოები აქვს. თუმცა ეს ყველაფერი არ ქმნის იმ სივრცეს, რომლის განხორციელების იდეაც მაქვს. პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობამ ვერ შეიძინა საჭირო ინვენტარი, ვერ გავანათეთ სათანადოდ სკვერი, ვერ შევძინეთ მას მულტიფინქციური ადგილის სტატუსი, ვერ ვახერხებთ მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებას და რაც მთავარია ყველა ასაკის ადამიანისთვის არ არის ბოლომდე ადაპტირებული. შესაბამისად, მთავარი იდეა, სკვერს შეეძინა ინტეგრაციისა და ადამიანების ერთამანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების ფუნქცია, ჯერ კიდევ შეუსრულებელია. სკვერი ვერ პასუხოსბს ყველა ასაკის ადამიანის ინტერესს და ესეც ერთ-ერთი პრობლემაა.
How will your initiative achieve/contribute to this change?
ამ ცვლილების მისაღწევად დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა. პირველ რიგში პროექტის ფარგბლებში სკვერი უნდა აღიჭურვოს დამატებითი ინვენტარით (ჰამაკები, საქანელები, გარე განათება გირლიანდების მეშვეობით, სპორტული ინვენტარი (ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის ბურთები, ფრიზბი, ბაბმინტონი, სამაგიდო თამაშები, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა), ჩიტების საცხვორისები ხილის ხეებზე, დეკორაციული მცენარეები ( მათ შორის ნაძვის ხე, მოსახლეობა ყოველ ახალ წელს რთავდა სკვერის ნაძვისხეს და ერთად ვხვდებოდით ახალ წელს სკვერში, თუმცა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა ძველი ნაძვის ხე შეიწირა) მოიხატოს კედელი, მოეწყოს free wifi, დამონტაჟდეს ბლუთუზ დინამიკი, რათა სკვერს ქონდეს საკუთარი მუსიკალური გაფორმებაც. მეორე აქტივობა არის შესყიდული ინვენტარით სარგებლობის უფრო სახალისო ფორმის მიცემა, კონკრეტულად თითოეულ სპორტის სახეობაში მინი შეჯიბრებების მოწყობა და შედეგების შესაბამისად მეზობელი უბნების გამოწვევა. (ამ შემთხვევაში დაგეგმილია სპორტის 7 სახეობაში შეჯიბრის გამართვა (ფეხბურთი, ხელბურთი, ნარდი, შაში, ჭადრაკი, დომინო, მაგიდის ჩოგბურთი). მესამე აქტივობა არის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის მიერ სკვერში ხის ფანჩატურის მოწყობა ( იდეების კონკურსის გამოცხადების დღიდან, პირადი კომუნიკაციით კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელმა მოგვცა თანხმობა თავად განახორციელოს ფანჩატურის მოწყობა სკვერში), რათა დახურული სივრცეც გაჩნდეს სკვერში და ამავდროულად შეძენილი ინვენტარიც დაცულ იქნას.
What will happen to your initiative and to the purchases?
ინიციატივის დასრულების შემდეგ, შეყიდული ნივთები ცხადია დარჩება ამხანაგობას, რომელიც პასუხისმგელბობას აიღებს მომავალში მის შენახვასა და სწორ ექსპლუატაციაზე. მოსახლოებას გვაქვს პრაქტიკა იმისა, რომ გავუფრთხილდეთ და წლობითაც კი შევინახოთ სკვერისთვის საჭირო ინვენტარი და მასალა. მოსახლოება, პერიოდულად ახხორციელებს სამეზობლოში პროექტებს ( წელს დასახლების შესასვლელთან ერთიანი ფინანსური ძალებით მოეწყო მართლმადიდებლური ჯვარი, წინა წელს შესყდული იქნა საახალწლო დეკორაციები ნაძვისხისთვის და ა.შ.) შესაბამისად, დაზიანებული ნივთების ჩანაცვლებაც მოხდება პერიოდულად.
How will initiative provide equal opportunity for men and women?
რეალურად გეტყვით, და ეს გადანაწილება არ ი1ნება 50-50%-ზე, ახსნა მარტივია, აღნიშნული სკვერით უფრო მეტ წილად მამაკაცები სარგებლობდნენ, ნაწილი ინვენტარს ზუსტად იმიტომ ვიძენთ, რომ უფრო მეტი ქალისთვის გახდეს სკვერი საინტერესო და ხელმისაწვდომი. მეორე არგუმენტი კი ის არის, რომ რაალურად ახალგაზრდებში რიცხვონობის მხირვ დისბალანსია. ქუჩაში უფრო მეტი მამრობითი სქესის წარმომადგენელია ვიდრე მდედრობითი, თუმცა დისბალანსი არც ისე დიდია სავარაუდოდ, გადანაწილება იქნება 40%-60%-ზე. აქვე უნდა აღინიშნოს, ის რომ პროექტის განხორციელებაში ორივე სქესის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. გასულმა პრაქტიკამ (სკვერის მოწყობით სამუშაოებში ფიზიკურ ძალას ამხანაგობა წარმოადგენდა) აჩვენა რომ განსახორციელებელ აქტივობებში საშუალოდ 35 ადამიანი მაინც ერთვება.
Items Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
მაგიდის სათამაშოები | დომინო 9 ლარი |
sportplus.ge დ. აღმაშენებლის ქ. 197ა 597 71 02 87
sportplus.ge |
779,00 ₾ | |
ინვენტარი | ფეხბურთის ბურთი |
N/A
ტყიბული 597 71 02 87 |
1 026,00 ₾ | |
სამეურნეო საქონელი | ჩიტის სახლი, საღებავები 25 ლარი ერთეულის ფასი 4 ცალი, სულ 100 |
შპს. დანდი თბილისი 577255101
შპს. დანდი |
1 866,00 ₾ | |
ინვენტარი | wifi, ერთი თვის საფასური არის 29 ლარი 24 თვის განმავლობაში, ქოთნის ნაძვის ხე |
ინდ. მეწარმე "მაია რიჟამაძე" ტყიბული გელათის ქუჩა 595 34 05 77
ინდ. მეწარმე "მაია რიჟამაძე" |
1 308,00 ₾ |
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments