"ჩვენი სკვერი - ნიკნეულაზე" - All Activity

nikneula@gmail.com commented

სკვერში ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპისთვის, კომუნალური სამსახურის მიერ დამონტაჟდა ძირითადი ბოძები როგორც ნაგებობისთვის, ასევე გარე განათბისთვის (გირლიანდების). მიმღები ტრანსპორმატორიდან გაიჭიმა ელექტრო სადენი. ჩასხმული ცემენტის გაშრობის მიზნით დღეს სამუშაოები შეწყდა, თუმცა ხვალ განახლდება და მოეწყობა გარე განათება.

nikneula@gmail.com commented

სკვერში დაგეგმილი შემდგომი სამუშაოებისათვის თემის წევრების ჩართულობით მოიჭრა რამდენიმე ერთეული დაზიანებული(დაავადებული) ხე და დაიგეგმა შემდეგი დღის აქტივობები. ამავე კვირაში მოეწყობა სკვერში დასუფთავების აქცია და დამონტაჟდება გარე განათება

nikneula@gmail.com commented

პროექტის ფარგლებში, სკვერში უნდა მოეწყოს wifi, შესაბამისად მომწოდებლის მხრიდან მოხდა სკვერის დათვალიერება, შესაბამისი პარამეტრების აღება, სიხშირეების განსაზღვრა და ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობა. მართალია მიმდინარე კვირას უნდა დაწყებულიყო გადახურვით სამუშაოები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობები ამის საშუალებას ამ ეტაპზე არ იძლევა და სავარაუდოდ მთელი კვირის მანძილზე იგივე მდგომარეობა იქნება, ამიტომ ვადაც 1 კვირით გახანგრძლივდება

nikneula@gmail.com commented

10 ივლისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სკვერში. შემდგომში განსახორციელებელი სამუშაოების მიზნით, მათ მიერ მოხდა ტერიტორიის შესწავლა, გადახურვით სამუშაოებისთვის შესაბამისი საჭიროებების დათვლა და გაანგარიშება.

nikneula@gmail.com commented

გასულ კვირას, თითქმის მთლიანად იქნა შეძენილი პროექტის ფარგლებში საჭირო ინვენტარი: შეძენილ იქნა, სპორტული ინვენტარი, ტენისის მაგიდა, ჰამაკები, პუფები, პროექტორი და ეკრანი და სხვა საჭირო ნივთები.

nikneula@gmail.com commented

გასული კვირაში შეყიდვების განხორციელება დაიწყო. შეძენილ იქნა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული მცირე ტექნიკა და სპორტული ინვენტარის ნაწილი. შემდეგ კვირაში კიდევ გაგრძელდება პროცესი და შესყიდვების განხორციელება პრაქტიკულად დასრულდება.

nikneula@gmail.com commented

პროექტის განხორციელების 1 კვირას, როგორც დაგეგმილი იყო, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ქალაქის მერთან. შევთანხმდით, გასართობი სივრცის გადახურვითი სამუშაოების საორგანიზაციო მხარესთან დაკავშირებით, შესაბამისად, ოფიციალური მიმართვა უკვე დარეგისტრირებულია მერიაში. შესაბამისი პროცედირების გავლის შემდგომ, უახლოს მომავალში დაიწყება სამუშაოებიც.