ასფურცელა - All Activity

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

გადავდივართ ჰერბარიუმების აწყობაზეც. დღეს 5 ცალი გავაკეთეთ და ჩარჩოებშიც ჩავსვით.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

აწყობილი ჩარჩოების ერთგვარი დატესტვა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბროშურებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ნახატების განთავსების პროცესი ასე გამოიყურება.

ვაგრძელებთ გერბარიუმების ჩარჩოების აწყობას.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

პროექტის ფარგლებში უკვე დაიბეჭდა საინფორმაციო - საგანმანათლებლო ბროშურები, რომლებიც ჩამოვიტანეთ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში. უახლოს მომავალში დაიგეგმება ამ ბროშურის პრეზენტაცია.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

დღეს პროექტის ფარგლებში დავიწყეთ გერბარიუმებისათვის ჩარჩოების მომზადება. ამ აქტივობაში ჩართულები არიან თეთრიწყაროს ახალგაზრდები. ავაწყეთ პირველი ჩარჩო.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

ვაგრძელებთ მუშაობას, ბროშურისთვის ტექსტი თითქმის დასრულებულია, სკოლის მოსწავლეების ნახატები უკვე გადარჩეულია, სამშაბათს უკვე ავაწყობთ ბროშურის დიზაინს და შევძლებთ მის დაბეჭდვას.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

შემოგვემატა მანგლისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებიც :)

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ხატვის მასწავლებელმა მოგვაწოდა მოსწავლეების ნახატები, რომლების საკმაოდ ლამაზებია. მათ აუცილებლად გამოვიყენებთ ბროშურისთვის.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

დღეს ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მოეწყო შეხვედრა მანგლისის საჯარო სკოლის 13 მოსწავლესთან. მოეწყო პრეზენტაცია ალგეთის ეროვნული პარკის და პროექტი "ასფურცელა"ს შესახებ. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ყვავილოვანი მცენარეების შესახებ. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება თავისუფლად ემუშავად ყვავილების ნახატებზე. მათგან ნახატებს ორშაბათს ველოდებით.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

დღეს მოეწყო შეხვედრა, თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლაში, ხატვის გაკვეთილზე, სადაც ხატვის მასწავლებელს და ბავშვებს მოვუყევით ჩვენი იდეის შესახებ, რომლებიც დაინტერესდნენ და გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ პროექტში და მოამზადონ ყვავილების ნახატები.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

დღეს ვიყავით თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოაში, და შევხვდით მოსწავლეების პროექტი ასუფურცელას დეტალურად გაცნობისათვის. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ ეროვნულ პარკზე და რატომაა ეს პროექტი მნიშვნელოვანი, მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა ამ ეტაპზე ისურვა პროექტში ჩართვა და ყვავილების დახატვა ბროშურისათვის, ხოლო სხვებმა სამომავლოდ გერბარიუმების გაკეთების დროს ჩართულობაზე გამოთქვეს სურვილი. დავიწყეთ ნახატების შეგროვება და უკვე გვაქვს რამოდენიმე მათგანი, ხოლო დანარჩენ ნახატებს ველოდებით კვირის ბოლომდე.

შაბათს თეთრიწყაროში მოეწყო შეხვედრა N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. შეხვედრაზე ახალგაზრდებს გავაცანით ალგეთის ეროვნული პარკი და პროექტი ასფურცელა. ვისაუბრეთ ყვავილებზე, რომელიც ბროშურაში უნდა დავბეჭდოთ. ვაგრძელებთ ინფორმაციების მოძიებას და ტექსტის მომზადებას ამ ყვავილების შესახებ. ახალგაზრდებმა ასევე დაიწყეს ყვავილების ნახატების მომზადება. პროქტის აქტივობები ამ კვირაშიც გაგრძელდება.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

თეთრიწყაროში ჩამოვიტანეთ ჰერბარიუმების და კარადის ასაწყობი მასალა. ახალგაზრდა ბიჭების აქტიური ჩართულობით უკვე აეწყო კარადა, სადაც სამომავლოდ აწყობილი ჰერბარიუმები განთავსდება. ასევე დაწყებულია მუშაობა ბროშურაზე. ჩამოყალიბებულია ყვავილოვანი მცენარებიის სია, და მოძიებულია ინფორმაციები, რაც პრეზენტაციის სახით ეწყობა. შაბათს 24-ში, მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია თეთრიწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ყვავილოვანი მცენარეები და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო აქტივობები.

ასფურცელა Location: ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
Avto Mchedlidze commented

პროექტისათვის ნივთები შეძენილია და უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა ბროშურაზე, პირველ ეტაპზე მოხდება ბავშვებთან ერთად მცენარეების ნუსხის შექმნა და მისი მნიშვნელობის გააზრება და პლატფორმის შექმნა.