მოზარდთა კლუბი -„გენდერული სათვალე“ - All Activity

Khatuna Jalagonia commented

მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“ თავის მუშაობას აჯამებს. აგვისტოდან დღემდე კლუბის წევრებმა სულ 12 შეხვედრა გამართეს. დებატებზე მოწვეული ჰყავდათ პედაგოგები, მშობლები.
დებატ-კლუბს ხშირად სტუმრობდნენ წარმატებული ლიდერი ქალები, რომელთა ისტორიების მოსმენა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მონაწილეებისთვის.
პროექტში ჩართულნი იყვნენ მოზარდები 12-დან 19 წლამდე. კლუბის წევრებმა სხვადასხვა კალენდარული თარიღები აქტივობებით აღნიშნეს, როგორიც არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე, შიდსის დღე და გენდერულ თანასწორობას დაუკავშირეს.
გარდა ამისა, კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ მსოფლიო კამპანიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. კლუბის ლიდერების ინიციატივით სხვადასხვა სკოლებში, კლასებში ჩატარდა ვორკშოპები გენდერული თანასწორობის თემაზე.
პატარებისთვის მოეწყო მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება ასევე თანასწორობის თემაზე.
შედეგად: მონაწილეები თვლიან, რომ მათ ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. გოგონების აზრით, ისინი საკუთარი უფლებების დაცვას თავისუფლად შეძლებენ, რადგან ინფორმირებულნი არიან ამ საკითხებზე. ბიჭების აზრით, ის პრობლემები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ნაკლები იქნება მომავალში, რადგან გენდერული საკითხები სწორად აღიქვეს .

Khatuna Jalagonia commented

ხონის გენდერული კლუბისთვის დეკემბრის თვე განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. კლუბის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიაში. არიგებდნენ საინფორმაციო ფურცლებს, ფლაიერებს. მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ პროტესტს უცხადებენ ქალთა მიმართ ძალადობას და მზად არიან აქტიურად იმუშაონ საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დასანერგად.

Khatuna Jalagonia commented

ხონის საბავშვო ბიბლიოთეკაში შეიკრიბა კლუბის ,, გენდერული სათვალე" წევრები. განხილული იქნა თემა: ,, ქალთა ლიდერობა" მოწვეული იყო წარმატებული ლიდერი, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი და ახლად არჩეული საკრებულოს წევრი ქალბატონი შორენა კაკაბაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად და საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად აუცილებელია ცოდნა და განათლება რომელიც მას ძალიან დაეხმარა. შემდეგ ნახეს ფილმი ,, რკინის ლედი" და გაიმართა დისკუსია ფილმის ირგვლივ. შეხვედრას ესწრებოდა 18 ადამიანი , პირველი, მეოთხე და მესამე საჯრო სკოლის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, გამგეობის წარმომადგენლები, მშობლები, პედაგოგები.

Khatuna Jalagonia commented

გამარჯობათ, მე მშობელი ვარ, ჩემი შვილი გენდერული კლუბის წევრია. სწორედ მან მომიწვია ფილმის ჩვენებაზე. გენდერულ თემაზე საუბარი ყოველთვის იწვევდა ჩემში პროტესტის გრძნობას, სულ მეჩვენებოდა, რომ ქალი საქართველოში არასოდეს ყოფილა ჩაგვრის საგანი და რომ ამ თემაზე დისკუსია გადაჭარბებულია. - ფილმის ჩვენებისას ყველაფერი სხვა კუთხით დავინახე და სხვანაირად გავაანალიზე. მიხარია რომ ჩვენი შვილები, განსაკუთრებით ბიჭები -სწორად ვითარდებიან. ძალიან სასარგებლო საქმე კეთდება. დიდი მადლობა დონორს „ორბელიანი სქართველო„

Khatuna Jalagonia commented

მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“ხონის საბავშვო ბიბლიოთეკაში შეიკრიბა. განხილული იქნა თემა: ,,ქალთა გენდერული და სოციალური მდგომარეობა ხონის რაიონში". ნაჩვენები იქნა ქართული მხატვრული ფილმი ,,შეხვედრა წარსულთან". ბოლოს გაიმართა დისკუსია მოცემული ფილმის ირგვლივ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ხონის მუნიციპლიტეტის კულტურის სამსახურის, არასამთავრობო ორგნიზაციის წარმომადგენელი. მშობლები, პედაგოგები, პირველი და მეორე საჯრო სკოლის მოსწავლეები.

Khatuna Jalagonia commented

მოგესალმებით, მე საბა მუშკუდიანი ვარ ხონიდან! ახალგაზრდული კლუბის ლიდერი ვარ.
გადავწყვიტეთ, კლუბის შეხვედრაზე, ქართული ფილმი „შეხვედრა მთაში“ გენდერულად გაგვერჩია. საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. ჩემი თანატოლები თვლიან, რომ ასე ერთობლივად ფილმის გარჩევა მათთვის ახალია და საინტერესო. გენდერულად რომ იაზროვნო, ამისთვის აუცილებელია კარგად დაინახო, სად, რა მონაკვეთში ირღვევა ქალის უფლებები. რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე სტერეოტიპები. კმაყოფილები დავიშალეთ, ახლებურად ვაზროვნებთ, შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ.

Khatuna Jalagonia commented

მოგესალმებით ყველას. გვინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. ჩვენმა კლუბმა გადაწყვიტა მომდევნო შეკრებაზე საინტერესო ადამიანები მოვიწვიოთ. ჯერ ფილმის ჩვენება მოეწყობა, შემდეგ კი ვფიქრობთ, მათთან ერთად ვიდისკუსიოთ გენდერულ საკითხებზე.

სასწავლო წელი დაიწყო. კლუბს ახალი მონაწილეებიც შემოუერთდებიან.
ვისწავლოთ მზერა გენდერული სათვალიდან

Khatuna Jalagonia commented

Khatuna Jalagonia commented 22 hours, 41 minutes ago
გამარჯობათ! ყველას მოგესალმებით. მოზარდთა კლუბი მორიგი შეკრებისთვის ემზადება. სადისკუსიოდ რამდენიმე ფილმი შევარჩიეთ. საბოლოოდ არჩევანი შევაჩერეთ ფილმზე „შეხვედრა მთაში“. ინტერესით ველოდებით როგორ შეხედავს აუდიტორია ამ ფილმს გენდერული სათვალიდან.
შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

Khatuna Jalagonia commented

-ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. გენდერულ პრობლემებს ჩვეულებრივ მხატვრულ ფილმში თუ აღმოვაჩენდე არ მეგონა.
- სუპერ! ძალიან მაგარი იყო, მოუთმენლად ველოდები მომდევნო შეკრებას.
- ქალი როგორი დაუცველია, საზოგადოებაც როგორი მკაცრი, თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი.
ასეთი ემოციები აქვთ დებატ-კლუბის წევრებს ფილმის ჩვენების შემდეგ.
-ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. გენდერულ პრობლემებს ჩვეულებრივ მხატვრულ ფილმში თუ აღმოვაჩენდე არ მეგონა.
- სუპერ! ძალიან მაგარი იყო, მოუთმენლად ველოდები მომდევნო შეკრებას.
- ქალი როგორი დაუცველია, საზოგადოებაც როგორი მკაცრი, თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი.
ასეთი ემოციები აქვთ დებატ-კლუბის წევრებს ფილმის ჩვენების შემდეგ.

Khatuna Jalagonia commented

მოზარდთა კლუბმა ,, გენდერული სათვალე". ქართული მხატვრული ფილმის ,,სხვისი შვილები" ჩვენება მოაწყო. დებატ-კლუბის შეხვედრას 14 ადამიანი დაესწო. მათ შორის რამდენიმე მშობელი. კლუბის წევრებმა ჩვენების დაწყებამდე სიბოლური „გენდერული სათვალეები“ მოირგეს და ფილმიც დაიწყო.
ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. ვინ რა დაინახა „გენდერული სათვალიდან, როგორ აისახა ფილმში თანასწორობის თემა.
-ამ ფილმს ადრე რამდენჯერ ვუყურე, მაგრამ გენდერულად პირველად შევხედე. კარგად ჩანს როგორი დაუცველი და უუფლებოა ქალი.
-ქართული სტერეოტიპები ანგრევს თანასწორობას, გენდერული სათვალიდან ეს კარგად დავინახე.
კლუბის მონაწილეები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, მათთვის ეს ახალი ფორმატია და გენდერული თემატიკა უფრო კარგად დაინახეს.

Khatuna Jalagonia commented

Khatuna Jalagonia commented 1 week, 6 days ago
მოგესალმებით! მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქტივობების გამართვას იწყებს. კლუბის ლიდერებმა უკვე იმუშავეს ფილმების შერჩევაზე. ფილმების კატალოგში მოხვდა როგორც ქართული, ასევე უცხოური ფილმები. შერჩეულია დისკუსიის წამყვანები, რომლებიც ნავენებ ფილმებს გენდერული მიმართულებით გაანალიზებენ.
წინ საინტერესო დღეები გველოდება. შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

Khatuna Jalagonia commented

არ წყდება მილოცვები ჩვენი გუშემატკივრების მხრიდან. ინფორმაციას „ორბელიანი საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ 500-ზე მეტი მოწონება და გამოხმაურება მოყვა. მოლოცვების პარალელურად ითხოვენ ინფორმაციას „ორბელიანი საქართველოს“ შესახებ. გვთავაზობენ საკუთარ მოსაზრებებს პროექტთან დაკავშირებით.
-ძალიან მიხარია ეს ამბები, წარმატებები ახალგაზრდებს. - ხონში ეს მორიგი სიახლეა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის, წარმატებები. -სიამოვნებით ჩავერთვებით თქვენს აქტივობებსი, ძალიან მიხარია.

Khatuna Jalagonia commented

ახალგაზრდა ლიდერები ტელევიზორის მენიუს და ფუნქციებს სწავლობენ, რათა კლუბმა ხარვეზების გარეშე იმუშაოს. ტელევიზორი თანამედროვეა და ყველა იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომელიც მათ მუშაობისას სჭირდებათ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნივთთან მხოლოდ ის ადამიანი იმუშავებს, რომელსაც ამის გამოცდილება აქვს.

Khatuna Jalagonia commented

პროექტის მონაწილეები, მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია რა იგეგმება პროექტის ფარგლებში, რა მიზნები აქვთ. ღიად ისაუბრეს რა შესაძლებლობები აქვს მოზარდთა კლუბს, რა შედეგები სეიძლება მიიღონ. მონაწილეები თვლიან, რომ ამ ფორმატით (ფილმების ჩვენება-დისკუსია) მუშაობა ხელს შეუწყობს მოზარდებში გენდერული კულტურის განვითარებას.

Khatuna Jalagonia commented

„ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩვენი იდეის განხორციელება იწყება. ხონის საბავშვო ბიბლიოთეკის ბაზაზე მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“ შეიქმნა. კლუბის წევრები ყოველთვიურად შეიკრიბებიან, მოეწყობა ფილმების ჩვენება და დისკუსიები გენდერულ თემებზე. იგეგმება წარმატებული ქალების მოწვევა და სხვა სახის აქტივობები.
პლაზმური ტელევიზორი უკვე ადგილზეა და ჩვენი იდეის რეალიზების საშუალებას გვაძლევს.
მადლობა „ორბელიანი საქართველოს“ ჯგუფს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.