გენდერული თანასწორობა - All Activity

ნანა რობაქიძე commented

როგორ აღნიშნავენ ნერგაძეების ოჯახში ძველით ახალ წელიწადს და რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი.
იხ. ბმული:
https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/537271986630777/

ნანა რობაქიძე commented

84 წლის აქტიური ქალი, პიროვნება, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა დეკორაციული დენდროლოგიის განვითარებაში. რა გამოცდილებას უზიარებს იგი ახალგაზრდებს და რამდენად მნიშვნელოვანია საქმის სიყვარულით კეთება. ოჯახი, სადაც თითოეულმა წევრმა კარგად იცის გენდერული ბალანსის მნიშვნელობა.
იხ. ბმული:
( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/511337359224240/ )

ნანა რობაქიძე commented

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 25 წევრიდან 4 ქალი დეპუტატია წარმოდგენილი. რამდენად მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისთვის ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერა და რა უპირატესობა გააჩნია გენდერულად დაბალანსებულ საკრებულოს?
( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/518605465164096/ )

ნანა რობაქიძე commented

გზა სამართალმცოდნეობიდან ხატმწერობამდე. რა გახდა ოთარ შალიკიანისთვის პროფესიის შეცვლის მიზეზი და როგორ დაეხმარა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეუღლე. როგორ უწყობს ხელს ოჯახში დაბალანსებული გარემო შემოქმედებით პროცესში.
იხ. ბმული: ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/512600119097964/)

ნანა რობაქიძე commented

ანა ჯუღელი შშმ პირია, მარტოხელა დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
როგორ ახერხებს იგი შვილებისთვის დაბალანსებული გარემოს შექმნას და რამდენად ღიაა საზოგადოება მსგავსი ადამიანების მიმართ.
იხ. ბმული
( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/518579865166656/ )

ნანა რობაქიძე commented

ლამაზი წყვილის ისტორია, 80 წლის იუბილე და თანაცხოვრების 60 წელი. რას გვირჩევენ ისინი და რამდენადაა დაცული მათ ოჯახში გენდერული ბალანსი?
იხ. ბმული ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/512599405764702/ )

ნანა რობაქიძე commented

შემოდგომა ბაღდათის რაიონში, წლის მოსავლის აღება, რთველი, კეთილშობილი სითხის დაწურვა და ხალისი, რაც ამ პროცესს ახლავს თან. რამდენად გენდერულად არის გადანაწილებული ქალისა და მამაკაცის შრომა ყურძნის კრეფის დროს?
იხ. ბმული ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/503816159976360/ )

ნანა რობაქიძე commented

ახალგაზრდა მასწავლებელი და სტაჟიანი დედა, როგორ უთავსებს ერთმანეთს დიასახლისობასა და პროფესიულ საქმიანობას პედაგოგი ინგა შარვაშიძე. რამდენად არის დაცული ჯიშკარიანების ოჯახში გენდერული ბალანსი?
იხ. ბმული ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/503818466642796/ )

ნანა რობაქიძე commented

ემზარ გორდაძე და ცირა ჟორჟოლიანი ჩვენი კამერის ობიექტივში მოხვდნენ. გენდერულად დაბალანსებულ ოჯახში იდეალურადაა გადანაწილებული უფლებები და მოვალეობები. რაც ოჯახურ იდილიას ქმნის. აქ არ ანსხვავებენ ქალისა და მამაკაცის საქმეს. მთავარია საერთო მიზანი და ერთმანეთის ხელშეწყობა. ცოლ-ქმარი ასევე საქმიანი პარტნიორებიც არიან. ერთობლივი ძალისხმევით არა ერთი სასწავლო სახელმძღვანელო თუ სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნეს.
თუ სურვილი გაქვთ უფრო მეტი გაიგოთ მათი ოჯახის შესახებ იხ. ბმული - https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/495281100829866/

ნანა რობაქიძე commented

ჩვენი კამერის ობიექტივში ამჯერად ძლიერი ქალი მოხვდა. ფატი დვალიშვილი უბადლოდ ფლობს ხელსაქმეს, წერს ლექსებს და ძალიან უყვარს მოსწავლეებთან ურთიერთობა. ოჯახში იდილია მან დიდი ძალისხმევის შედეგად შექმნა. მიაჩნია, რომ არ არსებობს ქალისა და კაცის საქმე და ამას საკუთარი გამოცდილებით ამტკიცებს!
თუ სურვილი გაქვთ გაიგოთ როგორ შეძლო მან ეს ყველაფერი იხ. ბმული -> https://www.youtube.com/watch?v=Y1d2EhsSR_o

ნანა რობაქიძე commented

ჩვენი ერთერთი პირველი სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანია "რიონის" ეთერში მოხვდა.
ჟურნალისტების "გენდერული სათვალის" პრიზმაში ნუგზარ ალიევია, რომელიც ტრადიციული გენდერული როლების შესახებ მითს დაუნდობლად ამსხვრევს.
აფხაზეთის ომგამოვლილმა, ვაჟკაცურმა და ძლიერმა, პარალელურად თავისი გატაცება და სიყვარული გაგვიზიარა, ერთი შეხედვით, ძალიან "ქალური" საქმის მიმართ და, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, თავის სამზარეულოში და კულინარიულ საიდუმლოებებში ჩაგვახედა.

უნდა გითხრათ, ძალიან - ძალიან გაუმართლა "გენდერული სათვალის" გადამღებ ჯგუფს...
თუ ლინკს გაჰყვებით, თავადაც მიხვდებით, რატომ... ))))))))))))))))

https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/486326238392019/

Ema Kamkia commented

დავიწყეთ!
ახალგაზრდა ჟურნალისტთა პირველი ჯგუფი შეიკრიბა და გენდერულად სენსიტიური ჟურნალისტიკის "მასტერ-კლასიც" ჩავატარეთ. ჯგუფში სხვადასხვა გამოცდილების ჟურნალისტები არიან, თუმცა ზოგიერთს, "ახალგაზრდობის" მიუხედავად, "გენდერული ჟურნალისტიკის მიმართულებით დამსახურებისათვის" ქალთა უფლებათდამცველი ორგანიზაციის, ფონდი "სოხუმის" მიერ დაწესებული პრიზიც აქვს მიღებული, რაც ძალიან გვეამაყება.
ახალგაზრდებმა მათ მიერ გაკეთებული სიუჟეტები გაიხსენეს და გენდერული სენსიტიურობა ერთად "შეუმოწმეს".
რას ნიშნავს "გენდერული სათვალე" და რა პასუხისმგებლობა აქვს მედიას ქალთა საკითხების გაშუქებისას, რას ნიშნავს ჟურნალისტიკის სოციალური პასუხისმგებლობა და როგორია საზოგადოების "დაკვეთა" ქალის თემის გაშუქებისას - მასტერ- კლასი საინტერესო დისკუსიების წარიმართა.
მომავალი სიუჟეტების და ფოტორეპორტაჟების ბევრი საინტერესო იდეაც გაჩნდა,
მაგრამ ამაზე -
შემდეგ...))))))))))))))

ტექნიკის მოხმარებასაც ვეუფლებით

ნანა რობაქიძე commented

შევისწავლეთ კამერის ტექნიკური მონაცემები, ახალგაზრდა ჟურნალისტებთან და მოხალისეებთან ერთად შევადგინეთ სამუშაო გეგმა. განვსაზღვრეთ პრიორიტეტები, ვემზადებით ტრენინგის ჩასატარებლად.

Ema Kamkia commented

"ორბელიანი საქართველომ" დიდი ხნის ოცნება აგვიხდინა: მოხალისეთა ჯგუფს გვექნება საკუთარი კამერა, რომლითაც შევძლებთ გენდერულ თემატიკაზე სიუჟეტების გაკეთებას.
მოუთმენლად ველოდებით სამუშაო პროცესს და ვავრცელებთ ინფორმაციას ყველა მსურველთნ, ვისაც უნდა შემოგვიერთდეს.
მადლობა და კიდევ მადლობა "ორბელიან საქართველოს".
გპირდებით - არ მოგაწყენთ და ხშირად შეგახსენებთ თავს.
გვინდა თქვენს დიდ გუნდში გვიგულვოთ. )))