გენდერული უთანასწორობის ფორუმი - All Activity

inforoheline@gmail.com commented

კვირას, 19 ნოემბერს, გაიმართა მეორე შეხვედრა თბილისში, ეროვნულ სამეცნოერო ბიბლიოთეკაში. შეხვედრის თემა იყო რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.
დამარებისთვის მადლობას ვუხდით მოწვეულ სპიკერს, ნინო ცქიფურიშვილს. ნინო ორბელიანის გამარჯვებული იდეის ავტორია და სწორედ ორბელიანის მიერ ორგანიზებული შეხვედრების შედეგად მოვახერხეთ მასთან დაკავშირება.

inforoheline@gmail.com commented

შაბათს, 11 ნოემბერს შედგა პირველი შეხვედრა რუსთავში. შეხვედრის თემა სამუშაო უფლებები და არათანაბარი ხელფასები.
შეხვედრამ დინამიურად ჩაიარა, მონაწილეები ჩაებნენ აქტიურ დისკუსიაში, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი უფრო მეტად ინფორმაციული იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდით მოწვეულ სპიკერს, ბექა გაბადაძეს.

inforoheline@gmail.com commented

პროექტის პირველი შეხვედრა შედგება შაბათს, 11 ნოემბერს, რუსთავში. შეხვედრის თემაა სამუშაო უფლებები და არათანაბარი ხელფასები. მოწვეული ტრენერი ისაუბრებს დასაქმების პირობებზე და გამოწვევებზე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაებან დისკუსიაში და როლურ თამაშებში.
შეხვედრას დაესწრება 15 რუსთაველი ახალგაზრდა.

inforoheline@gmail.com commented

მას შემდეგ რაც ჩვემა გუნდმა მიიღო დადებით პასუხი იდეის დაფინანსების შესახებ, ჩვენ შევიმუშავეთ აქტივობების კონკრეტული გეგმა, რომელიც ასე გამოიყურება:
1) პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკება, ტრენინგების სივრცის მომზადება. 20.08-31.08.2017
2) მონაწილეების შერჩევა - განაცხადის გამოქვეყნება პარტნიორი ორგანიზაციების ფეისბუქ გვერდზე და jobs.ge-ზე. 15 მონაწილე თითოეული ქალაქიდან. 25.08-05.09.2017
3) მოწვეულ პოფესიონალებთან საბოლოო შეთანხმება და პირობების დაზუსტება. 01.09-04.09.2017
4) ბლოგის შექმნა ბლოგ პოსტების კონკურსისათვის. 06.09-08.09.2017
5) შერჩეულ მონაწილეებთან ტრენინგების განრიგის და დამატებითი ინფორმაციის გაგზავნა. 05.09.2017
6) ტრენინგი - დასაქმების პრობლემები გენდერულ ჭრილში - რუსთავი 9.09.2017
7) ტრენინგი - ქალთა რეპროდუქციული უფლებები 16.09.2017
8) ტრენინგი - კულტურა და ქალები (ეთნიკური უმცირესობები) 23.09.2017
9) ბლოგ პოსტების კონკურსის გამოცხადება - თითოეულ მონაწილეს დაევალება დაწეროს პოსტი ჩატარებული ტრენინგის თემაზე. 23.09-30.09.2017
10) შემაჯამებელი შეხვედრა, ტრენინგი - პროექტების წერა,
11) 3 გამრჯვებული ბლოგ პოსტის ავტორების გამოვლენა, სერთიფიკატების გადაცემა - რუსთავი. 7.10.2017
გუშინ, 19 აგვისტოს ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას და ახლა უკვე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.
სულ მალე დაგიბრუნდებით სიახლეებით ჩვენი მუშაობის შესახებ.))