Intersex Awareness - All Activity

Koba Bitsadze commented

26 ოქტომბერს, ინტერსექს ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეს, "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" ოფისში ჩვენი მხარდაჭერილი პროექტის შედეგად მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ვისაუბრებთ პროექტის განხორციელების შესახებ და აღნიშნული სახელმძღვანელოს შინაარსზე.

Koba Bitsadze commented

დღეს არის ინტერსექს ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღე. "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან" და EMC-სთან ერთად ვმართავთ ღონისძიებას 19:00 საათიდან 21:00 საათამდე და სწორედ ამ დღეს დავამთხვიეთ ჩვენი მხარდაჭერილი პროექტის შედეგად მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაციაც. მის:თბილისში, ზოვრეთის ქ. #38-ში (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში). სხვა აქტივობებთან ერთად ვისაუბრებთ პროექტის განხორციელების შესახებ და აღნიშნული სახელმძღვანელოს შინაარსზე.

ILGA Europa-სთან მოლაპარაკებები ისევ გვაქვს და ვაზუსტებთ წიგნის ბოლო დეტალებზე შეთანხმებას (ძირითადად ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით). ეს პროცესი 2 დღეში დასრულდება და იმავე დღეს დაიწყება წიგნის ბეჭდვა. თუმცა დღეს, პრეზენტაციაზე გვექნება სახელმძღვანელოს ბოლოს შეტანილი ცვლილებების რამდენიმე დაბეჭდილი ეგზემპლიარი საჩვენებლად.

Koba Bitsadze commented

სახელმძღვანელოს შექმნის პროცესი დასრულდა და გვაქვს მიმოწერა ILGA Europa-ს წარმომადგენლებთან, რათა მოგვეცეს თანხმობა წიგნის ბეჭდვაზე. ამავდროულად მოლაპარაკებები დავასრულეთ სტამბასთან, რომელიც დაბეჭდავს ჩვენს სახელმძღვანელოს.
პარალელურ რეჟიმში დავგეგმეთ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. შევთანხმდით დროსა და ადგილზე. ამ კვირის ბოლოს კი გავავრცელებთ ინფორმაციას პრეზენტაციის შესახებ.

Koba Bitsadze commented

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელოს დიზაინის შექმნის პროცესი, რომელიც კვირის ბოლოს დასრულდება. სამწუხაროდ, პროექტი გეგმა გრაფიკის მიხედვით ვერ შესრულდა. სახელმძღვანელოს რედაქტირებას დასჭირდა იმაზე უფრო მეტი დრო, ვიდრე გათვალისწინებული გვქონდა. პრობლემა აღმოჩნდა სხვადასხვა წყაროების მოძებნა და ქართულად სიტყვების თარგმნაზე შეჯერება.
პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ სახელმძღვანელოს შესახებ პრეზენტაციის დაგეგმვა. სავარაუდო თარიღად ავიღეთ 26 ოქტომბერი, რა დროსაც დაბეჭდილი გვექნება სახელმძღვანელო.

Koba Bitsadze commented

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელოს რედაქტირების პროცესი. სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ სახელმძღვანელოს დიზანიანზე და თვის ბოლოს დავასრულებთ პროცესს.

Koba Bitsadze commented

დასრულდა სახელმძღვანელოს თარგმნა და მიღებული მასალები გადაეგზავნა რედაქტორს, რათა დაიწყოს სახელმძღვანელოს რედაქტირების პროცესი, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება

Koba Bitsadze commented

პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამ კვირაში, ისევე როგორც წინა კვირაში, მიმდინარეობს სახელმძღვანელოს თარგმნის პროცესი.

Koba Bitsadze commented

საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ვთარგმნით ილგა ევროპისა და OII Europe-ს სახელმძღვანელოს, რომლის ხილვაც შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://www.ilga-europe.org/sites/default/files/how_to_be_a_great_intersex_ally_a_toolkit_for_ngos_and_decision_makers_december_2015_updated.pdf

აღნიშნულის თარგმნისთვის მივიღეთ დასტური და რეკომენდაციები ილგა ევროპისგან. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს თარგმნის პროცესი

Koba Bitsadze commented

მიმდინარე კვირაში მოხდა შეგროვებული სათარგმნი მასალების გადაგზავნა მთარგმნელისთვის, რომელმაც დაიწყო თარგმნა და ეს პროცესი შემდეგ კვირაშიც გაგრძელდება

Koba Bitsadze commented

პროექტი გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. დავასრულეთ სათარგმნი მასალების შეგროვება და მივწერეთ ავტორებს, რათა ავიღოთ ნებართვა თარგმანზე. პასუხის მიღების შემდეგ კი მასალებს გადავუგზავნით მთარგმნელს.

Koba Bitsadze commented

პროექტი გრძელდება. ამ დროისათვის მოძიებული გვაქვს სათარგმნი მასალებს (სტატიები) გარკვეული რაოდენობა. ვამოწმებთ წყაროებს და ვადგენთ ინფორმაციების სანდოობას. ასევე, ვაჯგუფებთ მათ თემების მიხედვით და ვაფასებთ რამდენად გამოსადეგია ინფორმაციები ჩვენი წიგნის სამიზნე აუდიტორიისთვის.

Koba Bitsadze commented

პროექტი დაიწყო 3 ივლისს. ამ დროისათვის მიმდინარეობს სათარგმნი მასალების (სტატიების) მოძიება ინტერნეტ სივრცეში და დაჯგუფება თემების მიხედვით. ჩვენ ვკრეფთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც დაგვჭირდება წიგნისთვის. შემდეგი კვირის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და მოგაწვდით სიახლეებს.