ფოტო გამოფენა გენდერულ თანასწორობაზე - All Activity

Mariam Mirotadze commented

გაუთვალისწინებელ დეტალებს რა დალევს! :დ მგონი, ეს არის მთავარი სირთული ხოლმე პროექტის მიმდინარეობის დროს.. თუმცა ყველაფერი მოგვარებადია.

1.პროექტით გათვალისწინებული მქონდა 12 ფოტო, თუმცა რაოდენობა შევცვალე და საბოლოო ჯამში 13 ფოტო იქნება წარმოდგენილი.

2. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გმირისან უარის მისაღებად მზად ვიყავი, მაინც რთული აღმოჩნდა ბოლო წუთას არას მოსმენა, რადგან დაგეგმილი იყო გადაღების სცენა, ადგილი და დაწერილი იყო ისტორია...

ამ დროისთვის გადასაღები დამრჩა 5 ფოტო... ერთ ფოტოსთვის კაბის შეკერვას ველოდები, მეორეს შემთხვევაში მოთვინიერებულ ცხენს ვეძებ, მესამეს ხვალ ვიღებს, მეოთხე და მეხუთეს კი უნდა ჩავაკითხო ახალოსფელსა და ლელიანში.

ერთ კვირაში ვხვდები ფაბრიკის ივენთ მენეჯერს, ძალიან მინდა გამოფენა იქ გაკეთდეს, ვნახოთ..

ასეთი ამბებია ჩემკენ,,📸🍂🍁

Mariam Mirotadze commented

ამ დროისათვის მივეცი მოლბერტების შეკვეთა, ვეძებ აპარატის განათებას, რადგან ის, რაც შერჩეული მქონდა გაიყიდა :( ხოლო, ფოტოების დაბეჭვდა და ჰელიუმის ბურთების შეძენა პროექტის დასასრულს მოხდება.