მე საქართველოს მომავალი ვარ

Sexavet Ilyasov
ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, Xüldərə kəndi
7429
Comments: 8

Goals

Problem statement:

ქვემო ქართლის რეგიონში, აზერბაიჯანლების კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში სამოქალაქო განათლების დონე ძალიან დაბალია. ამის ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სამოქალაქო განთლების მასწავლებლები არ არიან კომპეტენტურნი, მათ აქვთ მოძველებული სწავლის მეთოდები და ახალ მეთოდებს ვერ იყენებენ.
ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცის უმერტივესი კანონებიც კი. საქართველოში თავს ისე გრძნობენ როგორც არასრულფასოვან მოქალაქედ, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში არ არიან ჩართულნი, არ აქვთ ინფორმაცია სამშობლოში მომხდარ ამბებზე. საქართველოს შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანული ტელეარხებნიდან იგებენ. სწორედ ამიტომ ისინი არიან ჩაკეტილ სივრცეში.
ეს პრობლემა კი ყველაზე მეტად გამოიხადება ქალებთან მიმართებით. მათ არ შეუძილიათ ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგალითად შარშან საპრეზიდენტო არჩევნებზე ხულდარას და ირგივლივ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდა გოგოების 80% არ მივიდნენ ხმის მისაცემად. მათ არ იციან, რომ შეიძლება ერთმა ხმამაც კი საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი როლი შეასრულოს. საერთოდ რას ნიშნავს არჩევნები, რა უფლებები და მოვალეობები აქვთ სამშობლოს წინაშე არ იციან.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ჩვენ, ხულდარას სათემო სარესურსო ცენტრის ახალგაზრდები ქამრან აფანდიევის და სხვა მოხალისე მასწავლებლების დახმარებით ხულდარა, სადახლოსა და მოლაოღლში საგანმანათლებლო ტრენინგებს ჩავატარებთ. სადახლოს N1, სადახლოს N2, ხულდარისა და მოლაოღლის საჯარო სკოლებში 15-18 წლამდე ასაკის გოგოებისთვის ჩავატარებთ მათთვის საჭირო და საინტერესო ტრენინგებ/სემინარ. ვასწავლით, რომ ჩვენ ვართ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები და ისე როგორც სხვა საქართველოს მოქალაქეს ასევე მათთვისაც მნშვნელოვანია რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება და ქვეყნის აშენებისთვის თავიანთი წვლილიც შეიტანონ. ჩვენს მიერ დასახელებული სოფლის დირექტორები მხარს დაგვიჭერენ, დაგვეხმარებიან და გვერდით დაგვიდგებიან ამ პროცესის უკეთ განსახორციელებლად. ამის შემდეგ სოფლებში დავარიგებთ საინფორმაციო ბროშურებს. ასევე სადახლოს სკვერში ჩავატარებთ საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც დაესწრება სოფლების მოსახლეობა. ამ საკითხის უკეთ გასააზრებლად გადავიღებთ 4 ვიდეო რგოლს. გადაღებულ ვიდეორგოლს ავტვირთავთ ჩვენს facebook ვებ გვრძე და youtube-ზე. ვიდეორგოლების ხანგძლივობა 5-10 წუთი იქნება. გადასაღები ვიდეორგოლების სათაურები: 1. ზოგადი ინფორმაცია სამოქალაქო განათლების შესახებ 2. რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე 3. საქართველოში არსებული უნივერსიტეტები და ფაკულტეტები 4. ქვემო ქართლში ყველაზე აქტიური აზერბაიჯანელი ახალგაზრდა გოგები ჩვენ ამ ყველაფერს თავისუფლად გადავიღებთ, იმიტომ რომ ჩვენთან ტარდება ჟურნალისტიკისა და მედია კურსების ტრენინგები, სადაც გვასწავლიან თუ როგორ უნდა გადავიღოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმები და დავამონტაჟოთ. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლები როგორც ქართულ ისე აზერბაიჯანულ ენაზე იქნება წარმოდგენილი. ვიდეოს გადასაღებად გამოვიყენებთ ცენტრის ციფრულს და ვიდეოკამერას.

მდგრადობა (2,000 სიმბოლო)

ამის შედეგად რეგიონში არსებვული პრობლემები ნაწილობრივ შემცირდება, მოსახლეობა გაიაზრებს რომ ისინიც სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და აუცილებელია რომ ჩაერთონ ისეთი სახის აქტივობებში როგორიც არის არჩევნებზე წასვლა, სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრები და ასე შემდეგ. პოროექტის ფარგლებში სეძენელი ყველა ტექნიკა დარჩება ცენტრში, რომ ყველას ვისაც დასჭირდება გამიყენებს.

თანაბარი გენდერული შესაძლებლობა

პროექტში პარგლებში ჩაერთვება 8 კაცისგან შემდგარი ჯგუფი. მათ შორის 5 გოგო, 3 ბიჭი.ასევე სოფლის მოსახლეობაც იქნება ჩართული ჩვენს პროექტში. .

Recommendations

Reviewer 1

ძალიან საჭირო პროექტია, დიდი მადლობა ინიციატივისთვის! ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოაგროვოთ ინფორმაცია და ნაწილობრივ მაინც შეეხოთ იმ ბარიერებს და სხვა სახის პრობლემებს, რის გამოც ამ რეგიონის ქალები არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. გასაგებია, რომ თქვენი დიაგნოზი არის ის, რომ ქალები იზოლირებულნი არიან, მაგრამ უშუალოდ ამის მიზეზი რა არის, ამაზე გოგონებმა და ქალებმა თავად რომ ისაუბრონ, თქვენს პროექტს კიდევ უფრო ღირებულს გახდის. ახალი და საინტერესო მიგნებები თუ გექნებათ, შეგიძლიათ ამის შესახებ ბლოგები ან სტატიები დაწეროთ ან ინფორმაცია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაუზიაროთ. იმედია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებას ისედაც აპირებთ მასალების და ინფორმაციის მათგან მისაღებად. მშვენიერი იდეაა ვიდეოების მომზადება. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, სადაც მე ვმუშაობ, ცოტა ხნის წინ გამოსცა საინტერესო მასალა ე.წ. მონაწილეობითი ვიდეოს თაობაზე, რომელსაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ: https://voices.transparency.org/how-video-can-empower-communities-and-be-a-tool-for-change-34955dbdf7aa.

Reviewer 4

ძალიან საჭირო ინიციატივა. ნამდვილად მარნეულში ქალთა ჩარტულობა არის ძალიან დაბალ დონეზე. მარნეულის სოფლებში ეს განაპირობებულია გარკვეულ აკრძალვებთან და არაინფორმირებულობასთან. ახლა წინასაარჩევნო პერიდოი იწყება, კარგი იქნებოდა რომ ამ ინიციატივის ორგანიზატორები გაითვალისწინონ ასევე ის ფაქტორი რომ ეს ინიციატივა არ გადაიზარდოს რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ჩატარებულ ღონისძიებათ და სტატისტიკისთვის ქალების გამოყენება რომელიმე კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში დასწრებათ.

Reviewer 5

საინტერესო იდეაა. არჩევნების თემა მნიშვნელოვანია და პრობლემური მარნეულში, საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობა ახალგაზრდებთან.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
კომპიუტერი

https://zoommer.ge/acer-aspire-e-e5-576-39rn-nxgrser001-black#2

zoommer.ge

tbilisi, gidobani

+995 (32) 2 60 30 60
1 200,00 ₾
Səs ucaldıcı (dinamik)

აკუსტიკური სისტემა SONY MHC-V11

be.ge

თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202

(+032) 2 550 800
725,00 ₾
kanselarya (საკანცელარიო)

https://biblusi.ge/

biblusi.ge

თბილისი, იოსებიძის ქ. №49

+995 (32) 248 68 44
250,00 ₾
დიქტოფონი (ხმის ჩამწერი)

https://zoommer.ge/sony-voice-recorder-icd-ux560-grey

zoommer.ge

tbilisi, gidobani

+995 (32) 2 60 30 60
300,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Sexavet Ilyasov (19.06.2019) ხულდარას სათემო სარესურსო ცენტრში ჩვენმა მოსწავლეებმა ფონდი ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის “მე ვმოქმედებ“, „მე ვერთვები“ , „მე მივეკუთვნები“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია გამართეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა 3 თვის წინ გაიმარჯვეს ორ პროექტში. ერთი პრექტი ეხება დასუფთავებას. „სუფთა გარემო, ჯანსაღი ცხოვრება“ . პროექტის ფარგლებში ჩვენმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს, დაარიგეს ბროშურები მოსახლეობაში და გამოხატეს თავიანთი პოზიცია, იმასთან დაკავშირებით რომ ქუჩის დაბინძურება და ნაგვის დაყრა არ შეიძლება. შევიძინეთ 2 სანაგვე ურნა და რამდენიმე დღეში განვათავსებთ სოფელში. მეორე პროექტი „მე ვარ საქართველოს მომავალი“ რომელიც უკვე დასრულდა, ეხებოდა ქალის როლს საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით ბავშვებმა მოამზადეს ვიდეო რგოლები, ჩაატარეს რტენინგები, გამოკითხვები. რადიო მარნეულის გადაცემაში ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებეზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ხულდარასა და მოლაოღლის მოსახლეობა, ფონდი ორბელიანი საქართველოს წარმომადგენლები, აქტივისტები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID - US Agency for International Development) დაფინანსებით.
Reply
Sexavet Ilyasov პროექტის „მე ვარ საქართველოს მომავალი“ ფარგლებში ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა სადახლოს პირველ და მეორე საჯარო სკოლაში მეათე, მეთერტმეტე კლასელებისთვის პრეზენტაცია გამართეს თემაზე „ რატომ არის მნშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობის მიღება“ აღსანიშნავია ისიც რომ მსგავსი სახის ტრენინგი კიდევ ორ სოფელში ჩატარდება
Reply
Sexavet Ilyasov პროექტის ნივტები შევიძინეთ. აქტივობები გრძელდება. სულ მალე ძალაინ საინტერესო ვიდეორგოლებს კიდევ გადავიღებთ. ვიქნებით 4 სოფელში ტრენინგს ჩასატარებლად
Reply
Sexavet Ilyasov პროექტი “მე ვარ საქართველოს მომავალი“ ს ფარგლებში გადვიღეთ პირველი ვიდეორგოლი. ამის შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ ვიდეორგოლების გადაღებას არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე.
Reply
Sexavet Ilyasov https://www.facebook.com/New.Thinking.Institute/videos/697121330790574/
Reply
Sexavet Ilyasov ფონდი „ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის „მე ვარ საქრთველოს მომავალი“ ფარგლებში სოფელი მოლაოღლსა და ხულდარაში ჩავატარეთ გამოკითხვა არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აქტივობები გაგრძელდება.
Reply
Sexavet Ilyasov (03.05.2019) ფონდი „ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტების აქტივობები გრძელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, სწავლის მოტივაციის ამაღლება და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა, ტრენინგების ჩატარება. დღევანდელი ტრენინგის თემა იყო: აქტიური მოქალაქე ტრენინგს დაესწრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საინციატივო ჯგუფის წევრები. დიდ მადლობას ვუხდით Kerim Gumbatli-ს ასეთი საინტერესო ტრენინგის ჩატარებისთვის. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID - US Agency for International Development) დაფინანსებით.
Reply
Sexavet Ilyasov ფონდი „ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება დავიწყეთ. ტრენინგის თემა იყო: ეპეკტიური კომუნიკაცია. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საინციატივო ჯგუფის წევრები და ჯგუფის წარმომადგენელი აიშან გიზბასოვაც ესწრებოდა ტრენინგს. საინტერესო ტრენინგისთვის დიდ მადლობას ვუხდით სულხან ჩარგეიშვილს.
Reply