სოფლის ბიბლიოთეკის აღდგენა - All Activity

gogakirakozashvili@gmail.com commented

3 ოქტომბერს ნავაზის ,,ოთარ ჭილაძის,, სახელობის ბიბლიოთეკაში შედგა შეხვედრა ნავაზელ ახალგაზრდებთან, სადაც საუბარი იყო განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე, რარიგ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი , რომ სოფელი იყოს წარმატებული.
PS- ყველა სოფელში აუცილებელია მსგავსი თავშეყრის ადგილი, სადაც შედგება მსგავს პრობლემებზე სუბარი, და მსჯელობა განვითარებაზე.

gogakirakozashvili@gmail.com commented

2017 წლის 11 ოქტომბერს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის” ორგანიზებით, მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზში, „ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკაში“ პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები.
ღონისძიებას 20 ახალგაზრდა ლიდერი და სკოლის მოსწავლე დაესწრო. ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობას, ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს. პროექტ ახალგაზრდული რეფლექსის მიზანია კვლევის გაცნობა და მის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობითა და გაძლიერებით ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიურ ცვლილების საწინდარი იქნება.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები.
ღონისძიება დაიწყო კვლევის შედეგების პრეზენტაციით, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კავკასიის ახალგაზრდული კავშრი მადლობას უხდის ააიპ „მომავლის სოფელს“ და ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ოტია მუზაშვილს.

gogakirakozashvili@gmail.com commented

ჩვენ არ შევჩერებულვართ_ იყო მხოლოდ დროევითი პაუზა, ახლა კი სულ მალე_ სულ რაღაც რამოდენიმე ათასსეულ საათში და ათეულ დღეში ნავაზში იგეგმება ღონისძიება!

gogakirakozashvili@gmail.com commented

ჩვენს პროექტს ყველა ასაკის ადამიაბი შემოუერთდა- ბავშვი, ახალგაზრდა და ზდასრულებიც კი ჩვენთან არიან, ორბელიამა გაგვაერთიანა )'
ირაკლი, გურამი,ავთ გაბრიელი ია ირინა ზალინა სოფო- სოსოც ჩამოვიდა მოსკოვიდან და ჩემი ცისანაც აქ არის ))