სოფლის ბიბლიოთეკის აღდგენა

gogakirakozashvili@gmail.com
a
2609
Comments: 13
a

Goals

Problem statement:

სოფლებში ცხოვრება ძირითადად რუტინასა და მონოტონურ ერთფეროვნებაშია ჩაძირული. ერთადერთი საჯარო ადგილი „ბირჟაა“ (ადგილი, სადაც ხალხი იკრიბება და დროს უქმად ატარებენ), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივ მოსახლოებას შორის დისტანციას. უარესი, ქალების იქ ყოფნა არაეთიკურად ითვლება, რის გამოც ქალები გარიყულები არიან და მოსახლეობა სქესის მიხედვით იყოფა.
რადგან ურბანულ ადგილებთან წვდომა არ გვაქვს, ისეთებთან როგორიც არის თეატრი ან კაფე, შეგვიძლია გავხსნათ ბიბლიოთეკა. სოფელ ნავაზში, საჯარო ხმის მიცემის შემდეგ გადაწყდა, რომ კულტურის სახლი ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკად გადაკეთებულიყო. ბიბლიოთეკა უკვე ფუნქციონირებს, ისევე როგორც კულტურის სახლი და ღია კაფე.
ბიბლიოთეკების გაერთიანებამ ჩვენს ბიბლიოთეკას წიგნები და 1957 წელს, კურსკის ქარხანაში დამზადებული თაროები გადასცა. დასაწყისისთვის მშვენიერი იყო, მაგრამ ახლა გვინდა ჩვენს ბიბლიოთეკას უფრო თანამედროვე იერი მივცეთ, წიგნების კოლექცია განვაახლოთ და სოფელში ბიბლიოთეკის პოპულარობა უფრო გავზარდოთ.

Proposed Solution:

გვინდა ნავაზის და ახლომდებარე სოფლების ბიბლიოთეკები ახალი წიგნებით და თაროებით ავღჭურვოთ. გვინდა ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გავმართოდ და ცხოვრება ცოტა გავიხალისოთ.
პროექტი ხანგრძლივია და მისი განხორციელება რამდენიმე ეტაპზე იქნება გაწერილი. პირველ რიგში, ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნება. შემდეგ უკვე კაფეც დაიწყებს მუშაობას. საბოლოოდ კი გავხსნით საკონცერტო სივრცეს სადაც მოეწყობა შეხვედრები, დისკუსიები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
paints

გვჭირდება 10 ფერადი საღებავი და ლაქი

გორგია

თბილისი, წერეთლის #140

(+995) 322 960 960
95,00 ₾
პადონი

გვჭირდება 80 ცალი პადონი

ლილო 1

http://lilo1.ge/ka/useful/12

(+995) 322 960 960
800,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

gogakirakozashvili@gmail.com 3 ოქტომბერს ნავაზის ,,ოთარ ჭილაძის,, სახელობის ბიბლიოთეკაში შედგა შეხვედრა ნავაზელ ახალგაზრდებთან, სადაც საუბარი იყო განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე, რარიგ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი , რომ სოფელი იყოს წარმატებული. PS- ყველა სოფელში აუცილებელია მსგავსი თავშეყრის ადგილი, სადაც შედგება მსგავს პრობლემებზე სუბარი, და მსჯელობა განვითარებაზე.
Reply
gogakirakozashvili@gmail.com o
Reply
gogakirakozashvili@gmail.com 2017 წლის 11 ოქტომბერს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის” ორგანიზებით, მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზში, „ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკაში“ პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები. ღონისძიებას 20 ახალგაზრდა ლიდერი და სკოლის მოსწავლე დაესწრო. ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობას, ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს. პროექტ ახალგაზრდული რეფლექსის მიზანია კვლევის გაცნობა და მის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობითა და გაძლიერებით ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიურ ცვლილების საწინდარი იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები. ღონისძიება დაიწყო კვლევის შედეგების პრეზენტაციით, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კავკასიის ახალგაზრდული კავშრი მადლობას უხდის ააიპ „მომავლის სოფელს“ და ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ოტია მუზაშვილს.
Reply
gogakirakozashvili@gmail.com ჩვენი თაროების თითქმის საბოლოო სახე,. წიგნებით გამშვენებული,))
Reply
gogakirakozashvili@gmail.com ჩვენ არ შევჩერებულვართ_ იყო მხოლოდ დროევითი პაუზა, ახლა კი სულ მალე_ სულ რაღაც რამოდენიმე ათასსეულ საათში და ათეულ დღეში ნავაზში იგეგმება ღონისძიება!
Reply
gogakirakozashvili@gmail.com ჩვენ ისევ ვაგრძელებთ წინ სვლას, და ვეღარრ შეგვაჩერებს ვეღარაფერი ))
Reply
gogakirakozashvili@gmail.com შემოგვიერთდნენ მამა შვილიც-. გურამი და გაბრიელი ძიგოშვილები, ი
Reply
gogakirakozashvili@gmail.com ჩვენს პროექტს ყველა ასაკის ადამიაბი შემოუერთდა- ბავშვი, ახალგაზრდა და ზდასრულებიც კი ჩვენთან არიან, ორბელიამა გაგვაერთიანა )' ირაკლი, გურამი,ავთ გაბრიელი ია ირინა ზალინა სოფო- სოსოც ჩამოვიდა მოსკოვიდან და ჩემი ცისანაც აქ არის ))
Reply
gogakirakozashvili@gmail.com ორველიანის ხელშეწყობით_ შევუდექით საქმიანობას,
Reply
gogakirakozashvili@gmail.com დავასუფთავეთ.
Reply
gogakirakozashvili@gmail.com ბავშვებიც.
Reply
gogakirakozashvili@gmail.com მთელი სოფელი ჩართულია.
Reply
gogakirakozashvili@gmail.com დავიწყეთ, მარა რა დავიწყეთ.
Reply