უხილავი ხელი

avalianigivi@gmail.com
a
1875
Comments: 19
a

Goals

Problem statement:

საქართველოს ნაციონალურ სტატისტიკის ბიუროს 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობის 11,6% სიღარიბის ზღვარს მიღმაა. მიუხედავად პრობლემის მაშტაბურობისა ის არ არის პოლიტიკოსთა და მედიის ყურადღების ცენტრში. მთავრობა იმის ნაცვლად რომ მოახდინოს მოქალაქეების გადამზადება და შემდგომში მათი დასაქმება მოქალაქეებს უხდის სოციალურ დახმარებას რომელიც არ არის პრობლემისმოგვარების გზა. პრობლემის მიმართ არც მედია იჩენს ყურადღებას და პრობლემას მხოლოდ ზედაპირულად აშუქებს.
არც ქართული თანამედროვე ხელოვნება უთმობს სიღარიბეს დროს. თანამედროვე ქართული ხელოვნების მიდგომა, როგორც წესი ელიტურია და დახურულია სოციალური საკითხებითვის. ხელოვანებს არ სურთ პოლიტიკისა და ხელოვნების ერთმანეთში არევა. ეს გნასაკუთრებით მხატვრობაში იგძნობა.
პროექტი „უჩინარი ხელი“ მოიცავს ფოტო გამოფენებს სადაც გამოფენილი იქნება ღარიბი ოაჯხების ღია მაცივრის ფოტოები, ვიდეო ინსტალაციები თემის გარშემო და ფოტოებზე დატანებული ტექსტი რომელიც მოკლედ აღწერს ამ ოჯახების მდგომარეობას.
პროექტის მიზანია გააშუქოს სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემა ვიზუალური ხელოვნების მეშვეობით და საზოგადოებაში ღრმა დისკუსის დაწყებას მისცეს ბიძგი.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Digital Camera

Canon EOS 600D (5170B158) Black + Lens EF-S 18-55 III DC

Zoomer

.

5
1 100,85 ₾
LED VIDEO LIGHTING

160 LED CN-160 Dimmable Ultra High Power Panel Digital Camera

allmarket.ge

Chkondideli 26 Tbilisi

597711700
95,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

avalianigivi@gmail.com პროექტი "ღია მაცივარი" 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2017 წლის 8 აპრილს დასრულდა. პროექტის მიზანი იყო სიღარიბის თემის დღის წესრიგში შემოტანა და მასზე სიღრმისეული დისკუსიის ინიცირება. ასევე, ფოტო დოკუმენტალიზმის მოქმედების არეალის გაფართოება. პროექტის მიზანი მიღწეულია, რადგან ამ ფოტოპროექტის და მის ფარგლებში გადაღებული ოჯახების შესახებ არაერთმა ადამიანმა გაიგო. გაიმართა საჯარო დისკუსიები, მსჯელობდნენ ინტერნეტ სივრცეშიც. ფოტოპროექტი გააშუქა შემდეგმა მედიასაშუალებებმა: რუსთავი 2, მაესტრო, ნეტგაზეთი, ონ.ჯი, მარკეტერი, ქუთაისიპოსტი, რეპორტერ.ჯი, ჯეოთაიმს.ჯი, თსუ-ს სტუდენტური გაზეთი. პროექტის ფარგლებში გადავიღე: o 1 სტუდენტი o 4 მუშა o 3 უსახლკარო (სხვის სახლში მცხოვრები) o 3 საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები o 3 სოციალურად დაუცველი o 3 დევნილი თბილისსა და ქუთაისში გამართულ გამოფენასა და საჯარო დისკუსიას ჯამში დაესწრო 100 ადამიანი. თბილისსი, ფონდი „ღია საზოგადოების“ ოფისში გამართულ გამოფენაზე კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ისაუბრა თემაზე: სოციალური უფლებების კონსტიტუციონალიზაცია ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაზე ირიბი მოქმედების კიბერ თეატრის წევრმა, გიორგი ხასაიამ ისაუბრა თემაზე: „სხვისი გაჭირვების ყურებისას“. o აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენის ქუთაისის ოფისი პროექტის ორი ბენეფიციარის საქმეს სწავლობს. ომბუდსმენის წარმომადგენელმა რეკომენდაციით მიმართა ქუთაისის მერიას, რათა პროექტის ბენეფიციარებს სოციალურ საცხოვრისში ბინები გადასცენ.
Reply
Nino Giorgadze http://www.marketer.ge/givi-avaliani-gia-macivari/
Reply
avalianigivi@gmail.com 30 მარტს გაიმართა პირველი გამოფენა და საჯარო დისკუსია. იხილეთ მედია მასალები. ვიდეო რეპოტაჟი - https://youtu.be/y8N8SMezfFQ სტატია - http://netgazeti.ge/news/183586/
Reply
avalianigivi@gmail.com მომდენვო კვირაში, სავარაუდოდ 30 მარტს გაიმართება პირველი გამოფენა/დისკუსია თბილისში, ზუსტ დროს მოგვიანებით შეგატყობინებთ.
Reply
avalianigivi@gmail.com გამარჯობა. პროექტი დასრულებულია, ფოტოები დავამუშავე, ისტორიები დავწერე. ახლა iwpr.net-თან გავდივარ დეტალებს, რა ფორმით და რა ტექსტით (რევიუ) დავდოთ. ხვალ წარვადგენ სოროსის ფონდში შუალედურ ანგარიშს, რათა გამოფენა/დისკუსიისთვის საჭირო სახსრები მომცენ. გმადლობთ :)
Reply
avalianigivi@gmail.com არსებობს მრავალნაირი გაჭირვება, თუმცა კონფლიქტის რეგიონში, საზღვართან ცხოვრება სსხვანაირი გაჭირვებაა. ეს ნიშნავს მუდმივად საგანგებო მდგომარეობაში ყოფნას. შეიძლება პატარა მდინარის მეორე ნაპირზე შენი ძროხა გადავიდეს, რომლითაც თავს ირჩენ, მაგრამ დასაბრუნებლად ვერ გაყვები, რადგან შენც დაგიჭერენ. ასე დაკარგეს უამრავი ფრინველი და ცხოველი. მაინც იქ ცხოვრობენ, ღვთისგან და კაცისგან დავიწყებულები. ეს ბოლო გაჩერებაა. პოტო პროექტი უკვე შეიკრა. ახლა ფოტოებს ვამუშავებ, რათა მედიაში გამოვაქვეყნო და გამოფენისთვის ამოვბეჭდო. პარალელურად ვწერ ადგილობრივების მონათხრობ ისტორიებს საკუთარ ცხოვრებაზე, გაჭირვებაზე, იმედებზე.
Reply
avalianigivi@gmail.com გამარჯობა. 5 თებერვალს ზესტაფონში ხელთავიდან მომიწია ჩასვლა, რადგან "ფეროს" თანამშრომელს, რომელიც პროექტის ფარგლებში გადავიღე, ადმინსიტრაციასთან პრობლემები აქვს და სამსახურის დაკარგვის შიშით მთხოვა, რომ ისტორია ამომეღო. ხვალიდან ქუთაისში პარლამენტის სხდომებია და მეც იქ ვიქნები. კვირის მიწურულს ჩვალ ტყიბულსა და ხურჩაში. ამით პროექტი დასრულდება. დაახლოებით 2-3 დღე დამჭირდება ფოტოების დასამუშავებლად და დასაბეჭდად. ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ წინასწარი შეთანხმება მაქვს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან. თანახმა არიან, რომ პროექტი www.iwpr.net ze გამოქვეყნდეს, ეს ძალიან ცნობილი პლატფორმაა. ასევე გამოქვეყნდება ნეტგაზეთზე. ვვარაუდობ, რომ 2 კვირაში პროცესი დასრულდება.
Reply
avalianigivi@gmail.com ახლახან ჩამოვედი ჭიათურაში, სადაც 2 მაღაროელის ოჯახს გადავიღებ. ასევე, პასუხს ვუცდი ტყიბულიდან, სადაც სავარაუდოდ ხვალ წავალ. გადასაღები დამრჩება ხურჩა. რის შემდეგაც პროექტი გამოქვეყნდება ნეტგაზეთზე და გაიმართება გამოფენა/დისკუსია
Reply
avalianigivi@gmail.com ქიშვარდი უსახლკაროა. ის რუსეთის მოქალაქის კუთვნილ ქოხში ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ ქოხის ერთი კედელი ჩამოინგრა და ის სასწაულებრივად გადაურჩა ნანგრევებში სიკვდილს. ახლა ამ სამ კედელში სძინავს, სადაც ისე ცივა როგორც გარეთ. ქიშვარდის გარდა ამ შაბათ-კვირას ქუთაისში კიდევ სამი ოჯახი გადავიღე. მათ შორის იმ 25 ოჯახიდან ერთ-ერთი, რომლებმაც 2012 წელს სამხატვრო სკოლის შენობა დაიკავეს და საკუთარი თავის გარდა არავინ შველით. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ოჯახებს ყოველდღიურად უწევთ ფიზიკური შრომა, საკვების მოსაპოვებლად. ქალები, თუ ვინმე მსრუველი გამოჩნდა, სახლებს ულაგებენ, კაცები ცდილობენ მშენებლობებზე იმუშაონ, მაგრამ ეს ყველას როდის გამოდის. ასეთია ჩვენი ქვეყანა.
Reply
avalianigivi@gmail.com სადღესასსწაულო პერიოდში ადამიანები ყველაზე მეტს იჭირვებენ და ცდილობენ პატარა სუფრა მაინც ჰქონდეთ. არსებობენ ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც ახალ წელსაც არფერი აქვთ განსაკუთრებული, ცოტა არ არიან, თუმცა მათი პოვნა საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ახალი წლის წინარე და შემდგომ პერიოდში ფოტოების გადაღება შეყოვნებულია. შეყოვნებულია, რადგან პროექტის მიზანი შეულამაზებელი რეალობის მოყოლაა, რამდენიმე დღის წინ ახალი ოჯახების შესახებ შევიტყვე, რომლებსაც ამ უქმეებზე გადავიღებ და თბილისში ჩვენი მუშაობა ამით დასრულდება. რაც შეეხება ინდუსტრიულ ქალაქებს, სამსახურმა 1 კვირიანი შვებულება მომცა და მომდევნო კვირის ბოლოს ზესტაფონს, ტყიბულს და ჭიათურას ვეწვევი. პროფკავშირების ადგილობრივ წარმომადგენლებს უკვე ველაპარაკე და ისინი დამეხმარებიან. ბოლოს დამრჩება ხურჩა, რომელსაც სავადაუდოდ 25 იანვარს ვეწვევი. თებერვლის დასაწყისში პირველი გამოფენა-დისკუსია გაიმართება, ქუთაისში, რომელიმე გალერეაში, თემაზე - ხელოვნება, როგორც წინააღმდეგობის ტექნოლოგია. ხოლო, თებერვლის მეორე ნახევარში თბილისში, თემაზე - რას და როგორ ასახავს ქართული ფოტოდოკუმენტალიზმი. ამავე პერიოდში პროექტის შესახებ გამოქვეყნდება ნეტგაზეთზე და სხვა მედიებში. გმადლობ.
Reply
avalianigivi@gmail.com კაი ამბების დასტა. ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" უკვე დამირიცხა გრანტის თანხის ნაწილი და მუშაობა განახლებულია. მეცხრე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა და მე ქუთაისში ვარ, ახლა აქ ვიღებ რაღაცებს. აქედან სხვა ქალაქებიც, ტყიბული, ზესტაფონი, ჭიათურა უფრო ახლოა და მომდევნო ვკირაში ვაპირებ ათვისებას. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგილია სოლიდარობის აქცია, რათა განსაკუთრებით გაჭირვებულებს ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე მცირეოდენი თანხა შევუგროვოთ.
Reply
avalianigivi@gmail.com გამარჯობა. საპარლამენტო არჩევნების გამო პროექტის განხორციელება შეფერხდა. საქმე იმაშია, რომ მე ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის" რეპორტიორი ვარ და გადატვირთული გრაფიკის გამო პროექტს ვერღარ მივხედე. აქამდე ასევე პრობლემა იყო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხარჯები. თუმცა, ახლა ეს პრობლემა მოიხნსა. რადგან ფონდმა "ღია საზოგადოება- საქართველო" პროექტი დამიფინანსა და თანხა გამომიყო ელემენტალური ხარჯების ასანაზღაურებლად. ას,ე რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დეკემბრის ბოლოსკენ პროექტი უნდა დასრულდეს.
Reply
avalianigivi@gmail.com ერთ-ერთი არასაგამოფენო ფოტო. ბართიების ორრსულიანი დევნილი ოჯახი, რომელთა შემოსავალი მხოლოდ დევნილის დახმარებაა.
Reply
avalianigivi@gmail.com გამარჯობა. დავქორწინდი და მცირე პაუზა მქონდა პროექტზე მუშაობის კუთხით, აწი გამოვასწორებ :) ასეთი ამბებია: პროექტის ფარგლებში უკვე გადაღებულია ათი ოჯახი ერგნეთში, გორსა და ქუთაისში. ამ კვირაში დაგეგმილია ორი ოჯახის გადაღება უშუალოდ თბილისში, ხოლო უქმე დღეებში ზესტაფონსა და ტყიბულში მეშახტეებს ვეწვევი. სექტემბრის მიწურულს პირველი ფოტორეპორტაჟი, დაახლოებით 15 ფოტო გამოქვეყნდება www.netgazeti.ge ზე და ამავე პერიოდში გაიამრთება საჯარო დისკუსია/გამოფენა, სავარაუდოდ ქუთაისში. აპარატი სახლში მაქვს და საღამოს, როგორც კი სახლში მივალ ერთ-ერთი მაცივრის ფოტოს ავტვირთავ. გმადლობ.
Reply
avalianigivi@gmail.com ეს უკვე გორია გორში დევნილების კომპაქტური დასახლება მოვინახულე და რამდენიმე ოჯახი გადავიღე. ვისაც ვესაუბრე მთავარ პრობლემად დასაქმებას და უმუშევრობას ასახელებენ. ისინი ხელისფლებიდან მეტ ყურადღებას ითხოვენ.
Reply
avalianigivi@gmail.com გუშინ ერგნეთში ვიყავი და რამდნეიმე ოჯახი გადავიღე. უნდა ითქვას, რომ ეს სოფელი უკიდურეს გაჭირვებაში არ ცხოვრობს. ხალხი მშრომელია, მიწას ამუშავებს და ასე, თუ ისე ახერხებს თავის გატანას.
Reply
Mariam Gogava ფოტოაპარატის გადაცემის "ცერემონიალი" ორბელიანი საქართველოს ოფოსში ^^ ველოდებით სასიამოვნო სიახლეებს ^^
Reply
avalianigivi@gmail.com პროექტი "უხილავი ხელი" დაიწყო. რამდენიმე დღის წინ აპარატი გადმომეცა. ამჟამად მიმდინარეობს ოჯახების მოძიების და მათთან კომუნიკაციის დამყარების პროცესი ქალაქ თბილისში. მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილია ფოტო გადაღებაც. ადევნე თვალი სიახლეებს. :)
Reply
avalianigivi@gmail.com პროექტი "უხილავი ხელი" დაიწყო. რამდენიმე დღის წინ აპარატი გადმომეცა. ამჟამად მიმდინარეობს ოჯახების მოძიების და მათთან კომუნიკაციის დამყარების პროცესი ქალაქ თბილისში. მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილია ფოტო გადაღებაც. ადევნე თვალი სიახლეებს. :)
Reply