ზოლიანი თაობა

Anuki Jikidze
a
3455
Comments: 17
a

Goals

Problem statement:

პროექტი "ზოლიანი თაობა" ეხება ბავშვთა მიერ, სკოლაში ერთმანეთის ჩაგვრას (ფიზიკური, მორალური, ვერბალური, კიბერ ბულინგი). სასკოლო ბულინგი არის პრობლემატური საკითხი, მისი გამომწვევი მიზეზია საზოგადოებისა და სახელმწიფოს უყურადღებობა და ჩაურევლობა. პრობლემის აქტუალურობას ასაბუთებს სკოლებში განხორციელებული ჩაგვრის ფაქტები, რაც მოსწავლეთა საკმაოდ დიდ რაოდენობაზე ვრცელდება. ჩვენი პროექტი მიმართულია გადაჭრას შემდეგი პრობლემები:
- საზოგადოებრივი ცნორბიერების დაბალი დონე სასკოლო ბულინგის მიმართ.
- ემპათიის არ არსებობა თანატოლებში.
- სასკოლო ბულინგით გამოწვეული გაუცხოვება თანატოლებში (14დან - 17 წლამდე მოსწავლეებში)
- მოსწავლეების მშობლების უყურადღებობა, რაც ქმნის ყველაზე დიდ პრობლემას.
- საზოგადოების ინერტულობა აღნიშნული პრობლემი მიმართ.
- სკოლის მასწავლებლების, დირექტორებისა და სკოლაში მომუშავე ფსოქოლოგების არასაკმარისი ყურადღება, ჩაგვრის მიმართ.
- სკოლის მოსწავლეებში არაფორმალური განათლების ნაკლებობა.
- განსხვავევულობის (რელიგიური, ეთნეიკური, ფიზიკური, სოციალური..) და მრავალფეროვნების ნეგატიურად აღქმა.

Proposed Solution:

პროექტის ფარგლებში მიზნების მისაღწევად განვახორციელებთ შემდეგ აქტივობებს:
- შერჩეულ მონაწილეებთან საინფორმაციო სახის ვორქშოფის ჩატარება
- მოსწავლეების პატარა ჯგუფებად დაყოფა და მუშაობა ისეთ თემებებზე, როგორიცა ბულინგის მათეული ინტერპრეტაცია. (ფოტოგრაფია, საინფორმაციო სტენდი, სიმულაციური თამაში)
- ყოველკვირეული შეხვედრები არჩეულ თემებზე, გუნდურ მუშაობაზე, არაძალადობრივ კომუნიკაციაზე და ახალი, ბავშვების მიერ შემოთვაზებული იდეების დამუშავებაზე.
- დაყოფილი ჯგუფების მენტორინგი
- დისკუსიები - ინტერაქრტიული საუბრები
- სპიკერების მოწვევა (ფსიქოლოგი - პრობლემის სიმწვავის გაცნობა და ნეგატიური ზეგავლენიოს ახსნა; სოც. მუშაკი - პრობლემასთნ ბროძლის მეთოდების გაცნობა)
- ფორუმი ( პროექტის შეჯამებ, მონაწილეთა მუშაობის შედეგის გაცნობა, საჯარო ღონისძიება)

Sustainability:

ცნობიერების ამაღლება ჩაგვრის შესახებ სამიზნე სკოლებში (145-ე, 138-ე, 23-ე), 14-დან -17 წლამდე მოსწავლეებში.
- ემპათიის გრძნობის გაჩენა სამიზნე ჯგუფებში.
- გამოვიწვიოთ სამიზნე სკოლების ბავშვებში, ჰუმანურიბისა და ტოლერანტობის გრძნობა.
- 14-დან - 17 წლამდე ბავშვებში ერთმანეთის ჩაგვრის დაგმობა.
- მარტივი და გასაგები ენით ავუხსნათ ძალადობრივი კომუნიკაციის მანკიერი მხარებიის შესახებ.
- მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის პოზიტიურად წარმოჩენა.
- მოსწავლეების, დირექტორების, მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების ინფორმირება სასკოლო ბულინგის საკითხზე.
- პრობლემაზე ყურადღების გამახვილებით სამიზნე ჯგუფის მშობლების დაინეტერესება.

Equal gender opportunity:

ბულინგის გამოხატვის ფორმები განსხვავებულია გენდერის მიხედვით და გარდა ამისა, არსებობს თვით გენდერული ნიშნით ჩაგვრის ფორმაც. რაგანაც, ჩვენი პროექტი ფოკუსირებულია სასკოლო ბულინგზე, პრობლემის სიმწვავე თანაბარმნიშვნელოვანია როგორც გოგოს, ასევე ბიჭისთვის. ნეგატიური გავლენა, რომელსაც ჩაგვრა იწვევს ერთნაირად აისახება ადამიანზე, განურჩევლად სქესისა.აქედან გამომდინარე, სარგებელი, რომელსაც მიიღებს სამიზნე ჯგუფი, იქნება თანაბრად გადანაწილებული. ჩვენი მიზანია, რომ ჩაგვრის გამოხატვის ფორმაც მკვეთრად შემცირდეს გენდერული ნიშნით და ვიმუშაოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
უნივერსამი

კალამი 0.35თეთრი X 10ცალი = სულ 3,50 ლარი
მარკერი 1.00 ლარი X 10ცალი = სულ 10 ლარი
ფერადი ფურცლები 12.00 ლარი
წებოვანი ლენტი 2.00 ლარი
წებო 0.50 ლარი

შპს მემო

თემქა X კვარტალი სავაჭრო ცენტრი “უნივერსამი"

2 45 36 40
28,00 ₾
კოდაკი

ფოტოს ბეჭდვა 1ც. 3 ლარი X 21ცალი = სულ 63 ლარი

შპს კოდაკ ექსპრესი

მეტრო "ახმეტელის თეატრი"-ს მიმდებარე ტერიტორია. გამოსასვლელის მარჯვენა მხარე.

0322 14 83 14
63,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

anuki jikidze ფოტოები ღონისძიებიდან
Reply
anuki jikidze ღონისძიების ამსახველი ფოტოები
Reply
anuki jikidze ღონისძიების ამსახველი ფოტოები
Reply
anuki jikidze 2018 წლის 22 აპრილს, დასრულდა პროექტის მიმდინარეობა, გამოფენის სახით. ღონისძიებას ჰქონდა შემაჯამებელი სტურქტურა. სამ თვიანი მუშაობის შემდეგ ბავშვებმა გამოფინეს თავისი ნამუშევრები, რითაც სურდათ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ბულინგის პრობლემასთან დაკავშირებით. მათ წარადგინეს ფერადი, ხელით დამზადებული პოსტერები, თამაშების ნაირსახეობა, მომსვლელებს უმასპინძლდებოდნენ ტკბილეულით, სთავაზობდნენ გართობას, კროსვორდში დამალული სიტყვის გამოცნობას და სტუმრებთან ერთად ჩაერთვნენ გუნდურობაზე დამყარებულ თამაშში.
Reply
anuki jikidze დღემ სასიამოვნოდ და პოზიტიურად ჩაიარა, მზიურის ამფითეატრში. მონაწილეებს ჰქონდათ სურვილი პროექტის გაგრძელების და უკვე ინიციატივები, რომ თვითონ ყოფილიყვნენ ცვლილების შემომტანები.
Reply
anuki jikidze ღონისძიების მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტში ჩართული 138-ე და 23-ე სკოლის ბავშვები, პროექტის კოორდინატორები, მეგობრები, მოხალისეები.
Reply
anuki jikidze ღონისძიების ამსახველი ფოტოები
Reply
anuki jikidze ფოტოები ღონისძიებიდან
Reply
Salome Gergeshania ერთი კვირის წინ თბილისის მერიაში დავწერეთ განცხადება თბილისის მერის ბატონი კახი კალაძის სახელზე, რომ მიგვეღო ნებართვა მზიურის ამფითეატრში ჩვენი პროექტის ფორუმის ჩატარებისათვის . "ზოლიან თაობას " მიეცა ოფიციალური უფლება, რომ პროექტის დასკვნითი საჯარო ღონისძიება ჩატარდეს მზიურის ამფითეატრში !
Reply
Salome Gergeshania ამ კვირაში უკვე შევხვდით სამივე სკოლის ბავშვებს . შეხვედრებზე განვიხილეთ იდეები იმის შესახებ თუ რა სახით უნდა წარმოადგინონ თავინათი ნამუშევრები ჩვენს საჯარო ღონისძიებაზე , როგორი იქნება მათ სტენდები და ასე შემდეგ. უკვე დავამზადეთ რამდენიმე პოსტერი რომელთა ნაწილი ინფორმაციური სახისაა, ნაწილი ჩვენი სივრცის დეკორაციისთვის გამოსაყენებელი. ბავშვები ბევრს მუშაობენ და ცდილობენ რომ ჩვენი აქტივობები იყოს მაქსიმალურად ინტერაქციული და ყოველ ვიზიტორს შესაძლებლობა ჰქონდეს ჩაერთოს უშუალოდ ფორუმის მსვლელობაში . გარდა ამისა , მონაწილეებმა შეასრულეს სავარჯიშო რომელიც მათ განუვითარებთ გუნდური მუშაობის უნარებს და მისცემს მათ გამოცდილებას.
Reply
Anuki Jikidze უკვე დავიწყეთ ყოველკვირეული შეხვედრები მოსწავლეებთან. წინა კვირას, შევხვდით სამივე სკოლის ბავშვებს. გავაკეთეთ სავარჯიშო "სოციალური როლების" განაწილებაზე. ასევე დავიწყეთ მუშაობა იდეებზე, ფოტო გამოფენაზე, სიმულაციურ დადგმასა და სტენდებზე. ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ დავალებებში. აქვთ უამრავი საინტერესო იდეა და არიან მონდომებულები. მათ აქვთ თავისუფალი ინტერპრეტაციების საშუალება, შესაბამისად, ორგანიზატორები მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იდეის დახვეწაში. შემდეგი შეხვედრებიდან ვიწყებთ პრაქტიკულ სამუშაოებს და პოსტერების დამზადებას.
Reply
Salome Gergeshania წინა კვირაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ ვორქშოფები სამივე სკოლაში. შეხვედრების მანძილზე ბავშვებს მივაწოდეთ საბაზისო ინფორმაცია ზოგადად ბულინგზე და მის უარყოფით გავლენებზე ,ბავშვეთან ერთად გავაკეთეთ სხვადასხვა სიტუაციური ამოცანა,რათა უკეთ გაეცნობიერრბინათ მონაწილეებს სამუშაო თემის მნიშვნელობა. განვიხილეთ პრობლემის გადაჭრის გზები მათი ვერსიების მიხედვით მათივე მოფიქრებული სცენარის მაგალითზე. შეხვედრები საბოლოო ჯამში საკმაოდ ნაყიფიერი გამოდგა და ბავშვებიც საკმაოდ სხარტები და აქტიურები. ამიერიდამ გადავდუვართ ყოველკვირეუ შეხვედრებზე..ბავშვები უკვე მუშაობენ იდეებზე როგორი ტიპის ფოტოები უნდა გადაიღონ , რა სცენარით წარმოადგინონ აიმულასიური თამაში და სხვა რა საინტერესო აქტივიბებთ უნდა გაამრავალფეროვნონ ჩვენი საჯარო ღონისძიება 15 აპრილს.
Reply
Anuki Jikidze ამ ეტაპზე საპრეზენტაციო შეხვედრა ჩატარებულია სამივე (138-ე, 55-ე და 23-ე) სკოლაში. ყველა ბავშვი შერჩეულია. აქვთ სრული ინფორმაცია პროექტსა და სამოქმედო გეგმაზე. მზად არიან აქტიურად იყვნენ ჩართულები დავალებებში. ასევე სკოლებისთვის მოვამზადეთ განაცხადის ფორმა, რაშიც დაგვეხმარა "ორბელიანი საქართველო". განაცხადი გულისხმობს ოფიციალურ დოკუმენტს იმის დასტურისა თუ რა მიზნით ვატარებთ პროექტს და ასევე სკოლების დირექტრებისთვის არის ნათელი ფორმა პროექტის აქტივობებზე წვდომისათვის. ახლა, პროექტის ორგანიზატორები ვემზადებით ვორქშოფებისთვის. მზად გვაქვს განრიგი და მეთოდები, თუ როგორ მივაწვდით ინფორმაციას. დამუშავებულია მასალები და ასევე შეთანხმებულია თარიღები, როგორც დირექტორებთან ასევე ბავშვებთან.
Reply
Salome Gergeshania ჩვენს პროექტს 55-ე სკოლაც შემოუერთდა ოფიციალურად და ამით მივაღწიეთ ჩვენი პროექტით გათვალისწინებულ სკოლების სასურველ რაოდენობას <3 სულ მალე გვექნება პირველი საპრეზენტაციო შეხვედრა მათთან. ამას გარდა 138-ე სკოლაში უკვე შედგა ჩვენი საპრეზენტაციო შეხვედრა. პროცესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თუ დაინტერესებულთა რაოდენობას და მათ მოტივაციას გავითვალისწინებთ. ჩვენ უკვე ველოდებით მათგან სამოტივაციო წერილებს დიდი მოლოდინით და ინტერესით .
Reply
Anuki Jikidze 23-ე სკოლა მზადაა ჩვენთან თანამშრომლობისთვის. ამ ეტაპზე, რადგან სასკოლო დავენების დღეებია, ორგანიზატორები დროს არ ვკარგავთ, ვამუშავებთ საპრეზნეტაციო თემას, რომელსაც პროექტის გასაცნობად გამოვიყენებთ სამივე სკოლაში, ბავშვების არჩევამდე. ასევე ვამუშავებთ მეთოდებს ვორქშოფისთვის, თუ რა სახით მიწოდება იქნება უფრო ეფექტური და სასარგებლო. ძალიან მალე შევუდგებით სკოლებში სიარულს, როგორც კი ბავშვები დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს.
Reply
Salome Gergeshania "ზოლიანი თაობა " აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სკოლებთან სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი პირველი წარმატების აღსანიშნავად გეტყვით, რომ თბილისის 138-ე სკოლა თანახმაა ჩვენთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა ,პროექტი უკვე აღჭურვილია ყველა საჭირო საკანცელარიო ინვენტარით, რისთვისაც მადლობას ვუხდით , რასაკვირველია ," ორბელიანი საქართველოს "და ამასთანავე უდიდესი მადლობა არასამთავრიბო ორგანიზაცია "ირის ჯგუფი-მრავალფეროვნების მართვას" მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. ამასთანავე , ჩვენი გუნდის სახელით გილოცავთ ახალ წელს და ვისურვებდით რომ 2018 წელი იყოს პოზიტიური ცვლილებების , თანადგომის ,სოლიდარობის და ურთიერთპატივისცემის მეტად გამოვლინების წელიწადი.
Reply
Anuki Jikidze პროექტი "ზოლიანი თაობა" დაფინანსდა. ამ კვირაში ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ჩვენი სპონსორია "ორბელიანი საქართველო". ასევე, გუნდის წევრებმა, შევავსეთ აქტივობის დანართი, სადაც გაწერილია ჩვენი სამომავლო საქმიანობის გეგმა, დეტალური ნაბიჯებითა და თარიღებით. ამ ეტაპზე ვემზადებით სკოლებთან შესახვედრად, რომ მოვილაპარაკოთ ურთიერთანამშრომლობის დეტალებზე. პ.ს. ჩვენი პროექტის თემატიკა ემთხვევა, ახლახანს მომხდარი, სამწუხარო ფაქტის პრობლემას - თანატოლების სისხლიან დაპირისპირებას. ჩვენი გუნდი უერთდება საერთო სოლიდარობას და ვეცდებით, რომ ჩვენი შრომით ხელი შევუწყოთ ბავშვებში ემპათიის გაღვიებას.
Reply