თემის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის

gurgenidzeana@outlook.com
a
2113
Comments: 17
a

Goals

Problem statement:

-სოფელი ასურეთი მდებარეობს, თეთრიწყაროს მუნციპალიტეტში, 2014 წლის მოანცემებით, სოფელში ცხოვრობს 978 კაცი,ასურეთს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი( სოფელში თავმოყრილია რამდენიმე მნიშნელოვანი კულტურული ძეგლი) ,ისევე როგორც მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში , მათ შორის ასურეთშიც არის უამრავი პრობლემა(დასაქმების, ინფრასტრუქტურის,მიგრაციის, დასუფთავების, არაფორმალური-კულტურული ღონისძიებების ნაკლებობის, და მრავალი სხვა) მათი დროული მოგვარება უმნიშვნელოვანესია, რათა აღნიშნული სოფლები არ დაიცალოს ახალგაზრდებისგან,
ასურეთის თემი აერთიანებს სამ სოფელს: ასურეთს, ენაგეთს, შავსაყდარს, არც ერთ აღნიშნულ სოფელში არ არსებობს სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, საუბარს, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას, ასურეთის ცენტრში არის სასეირნო პარკი, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია, იქ ჩასვლა და ბავშვების გასეირნება შეუძლებელია, სოფლის ახალგაზრდებმა სრულიად მოხალისეობრივად რამდენჯერმე დავასუფთავეთ აღნიშნული ტერიტორია, თუმცა დასუფთავება საკმარისი არააა.

Proposed Solution:

-ასურეთის სასეირნო პარკს, აქვს ძალიან კარგი მდებარეობა, რომლის კეთილმოწყობის შემთხვევაშიც, მას გამოიყენებენ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ მიმდებარე სოფლის მცხოვრებლები და ტურისტებიც, მთელი ბავშობა აქ გვაქვს გატარებული, სკოლის მერე ყოველთვის აქ ვიკრიბებოდით და ვფიქრობდით როგორი გვინდოდა ყოფილიყო მომავალში, და აი დღეს გვაქვს შესაძლებლობა იდეები ვაქციოთ რეალობად.
პირველ რიგში პარკის ტერიტორია უნდა დასუფთავდეს, აღიჭურვოს შესაბამისი ინვენტარით( სკამები, საქანელები და სასრიალო ბავშვებისთვის, )
გვინდა მოვხატოთ კედელი, დავრგოთ ყვავილები და ახალი ნარგავები, რადგან არსებული ხეები არის ძალიან ძველი და პარკი საჭიროებს განახლებას, რამდენიმე (4-5 ) ხეზე გვინდა გავაკეთოტ პატარა ხის სახლები ჩიტებისთვის, რომლებსაც შევღებავთ და მოვხატავთ, პატარა ტერიტორიას შემოვღობავთ ,,წნელის ღობით’’, რომელიც ყველა სტუმარს ჯადოსნურ სამყაროში ამგზაურებს( აქ იქნება პატარა ფაიფურის თოჯინები,ყვავილები და ხელით შექმნილი ნაკეთობები, შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაშ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ნიმუშები,
სასურველია პარკის ტერიტორიაზე აშენდეს საპირფარეშოც, ვინაიდან მთელს სოფელში არსად არ არის საზოგადოებრივი საპირფარეშო.

Sustainability:

-როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, პარკის კეთილმოწყობა ყველასათვის ხელსაყრელი და მოსაწონი იქნება, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, სკოლისა და ბაღის ბავშვებისთვის, მიმდებარე სოფლის მცხოვრებლებისთვის და ჩამოსული სტუმრებისათვის( სოფელი ასურეთი მდებარეობს თბილისიდან 29 კილომეტრში, ახლოს არის არა ერთი კულტურული ძეგლი, რის გამოც ვიზიტორები ყოველთვის სტუმრობენ.

Equal gender opportunity:

-საინიციატივო ჯგუფში ვართ ორივე სქესის წარმომადგენლები, მიგვაჩნია რომ გენდერული თანასწორობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იქნება პარკი ყველასთვის, ასე რომ მის კეთილმოწყობაში მონაწილეობა უნდა მიიიღოს ყველამ, მოხუცებმა, ზრდასრულებმა, ახალგაზრდებმა, ბავშვებმა, ყველას იდეა გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
toys

სასრიალო DINO SWING AND TWO SLIDES SET 07-960
განკუთვნილია 1-10 წლამდე ბავშვებისთვის
გამძლეობა 3 X 50 კგ
მარტივად დასამონტაჟებელი
1 საქანელა უსაფრთოების ღვედით
2 სხვადასხვა ზომის სასრიალო
ქვედა კედლები ივსება ქვიშით მეტი სიმყარისთვის
არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს
ზომა: (სიგრძე/სიგანე/სიმაღლე) 268/236/172 სმ სასრიალო საქანელა

http://spilo.ge

თბილისი, წერეთელის ქუჩა

592 388 388
970,00 ₾
gloves

მუშის ხელთათმანი რეზინით დაფარული (20 წყვილი)

http://www.gpashop.com

თბილისი , სულხან ცინცაძის ქუჩა #58

570906677
40,00 ₾
Wooden materials

ხის მასალა

.

.

.
400,00 ₾
Sunlight lights / surface (10ცალი)

მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურები პარკებისთვის, ეზოების, გაზონების გასანათებლად.
იტენება მზის ენერგიაზე მთელი დღის განმავლობაში.
ინთება ავტომატურად დაღამების დროს, ასევე ქრება ავტომატურად დღის სინათლეზე
გამოიყენება: პარკებისთვის, ეზოების, გაზონების გასანათებლად

სიმაღლე: 35 სმ

S&N

ჭავჭავაძის გამზ. 74

591110889
120,00 ₾
flowers

რუდბეკია, იორდასალამი,ობრიეტა, გვირილა კავკასიური, სუკულენტები და სხვ.

http://greengarden.ge

წყნეთის ქუჩა #37

+995 599 54 66 17
200,00 ₾
wood glue

პოლიურეთანის ხის წებო 560 გრ AKFIX. (10 ცალი)

https://eliavaze.ge

ელიავას ბაზრობა

+995 599 71 10 85
130,00 ₾
toys

აიწონადაიწონა 06-146
მაქსიმალური დატვირთვის წონა 80 კილოგრამი
გათვლილია 1- 6 წლამდე ბავშვებისთვის
მწარმოებელი ქვეყანა თურქეთი
არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს
ზომა: (სიგრძე/სიგანე/სიმაღლე) 164.5/46/55.5 სმ

http://spilo.ge

თბილისი, წერეთლის ქუჩა

592 388 388
195,00 ₾
paints

პულივიზატორი საღებავი (20 ფერი)

http://www.gcmarket.ge

თბილისი, სესილია თაყაიშვილის 25

+995577689079
80,00 ₾
pots

არტიკული Domino: 17040958
მასალა: პლასტმასი
ფერი: ტერაკოტის ფერი
ზომა: 12x9სმქოთნები (10ცალი)

http://wishlist.ge

თბილისი

555503131
20,00 ₾
string

მასალა: ბუნებრივი ჯუთი

სისქე: 1.5 - 2.0 მმ

სიგრძე: 10 მ.(მეტრი)

გამოყენება: კვანძები, დეკორაციები, ზოლები, ნაწნავები და ა.შ.

ჯუთის ბაწარი (20 ცალი)

http://gamoiwere.ge

თბილისი

+(995 32) 288 03 02
40,00 ₾
Transport fee

ტრანსპორტირება და სხვ.

.

.

.
400,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

gurgenidzeana@outlook.com ყოვე კვირეულად ვასუფთავებთ პარკის ტერიტორიას ნაგვისგან და ზედმეტი ბალახისგან,ვუვლით მცენარეებს და ვცდილობთ,რომ ჩვენი პარკი სასურველი დასვენების ადგილი იყოს ყველა სტუმრისთვის, ბავშვებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც კი ერთხელ მაინც ესტუმრება მას. პარკში განვათავსეთ საბავშვო ატრაკციონები და აღვადგინეთ დამწვარი მაგიდა. ამით დავასრულეთ ჩვენი პროექტი, მაგრამ კვლავაც ვაგრძელებთ პარკის მოვლა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორბელიანი საქართველოს ამ შანსისთვის. თქვენ რომ არა კიდევ დიდხანს არ განხორციელდებოდა ეს პროექტი. უღრმესი მადლობა ნინო გიორგაძეს და ნათია რეხვიაშვილს დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის.
Reply
Nino Giorgadze მადლობა ანა შენ და შენს გუნდს ასეთი შემართებისთვის და ულამაზესი დასასვენებლი პარკის მოწყობისთვის. ნამდვილად სამაგალითო პროექტია. წარმატებები ყველას
Reply
gurgenidzeana@outlook.com დავასრულეთ ჩიტის სახლების აწყობა და უკვე განვათავსეთ პარკის ტერიტორიაზე.ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტ "ჩხირკედელას" და მის ავტორს,ფატი შავაძეს, რადგან მათი დახმარებით შეიქმნა ჩვენი ფერადი ჩიტის სახლები. ყველა ის ინსტრუმენტი რომელიც სახლების ასაწყობად დაგვჭირდა სწორედ მათ გვათხოვეს და კიდევ ერთხელი უღრმესი მადლობა "ჩხირკედელას" და ფატის. <3 :*
Reply
Nino Giorgadze a
Reply
Nino Giorgadze a
Reply
Nino Giorgadze
Reply
Nino Giorgadze
Reply
Nino Giorgadze სოფ. ასურეთის ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ძველი სკვერი რეაბილიტაცია. სკვერი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშენებული, საჭირო იყო ეკლა ბარდის გაჩეხვა, ბალახების მოთიბვა დამტვრეული სკამების შეკეთება. დაგეგმეს გაწმენდითი სამუშაოები და ინფორმაცია განათავსეს სოციალურ ქსელში. სოხუმის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის 40 მდე სტუდენტმა გადაწყვიტა გაერთიანება და ასურეთის ახალგაზრდების დახმარება. ისინი ჩავიდნენ სოფელში და შეუერთდნენ მოხალისეთა გუნდს, რომლებმაც გათიბეს ბალახი, დაასუფთავეს გარემო. შეაკეთეს და დაამონტაჟეს ახალი სკამები. მოგვიანებით მოხდა სკვერის ფარდულების აღდგენაც და შეღებვაც. მოხალისეთა ინიციატივით ფარდულებში განთავსდა მაგიდები და შეკეთდა საბავშვო საქანელები. მოხალისეების აქტიურობამ სოფელიც გამოაფხიზლა და დამხარე ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა. მოხალისეებმა დარგეს იშვიათი მცენარეებიც, რომელიც სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხოლმე. ისინი უვლიან და რწყავენ პერიოდულად. ზაფხულის პერიოდში სკვერში ხალხის რაოდენობა გაიზრდა. სივრცეს მთლიანად იყენებენ ბავშვები, მშობლები, ახლაგაზრდები. ინფრასტრუქტურის გაფუჭების შემთხვევაში, მოხალისეები ოპერატიულად ცდილობენ შეკეთებას, ხოლო შაბათ კვირას კი საყოველთაო დასუფთავების აქცია ტარდება. ლამაზ სკვერს ხშირად სტუმრობს ტურისტებიც. სკვერის შეკეთება, დასუფთავებასა და მოწყობაში დაახლოებით 100 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
Reply
Keti Khachidze გთხოვთ დადოთ ფოტოსურათი, როგორ გამოიყურება აღდგენილი პარკი.
Reply
gurgenidzeana@outlook.com ივნისის ბოლოს უკვე სრულიად დავასრულეთ სკამების აღდგენა და შეღებვა. ოთხკუთხედი ბუნგალოს იატაკზე დავასხით ბეტონი. შევღებეთ მრგვალი ბუნგალო, აღვადგინეთ საქანელები, ისევ და ისევ ვასუფთავბეთ ყოველ კვირეულად პარკის ტერიტორიას.
Reply
gurgenidzeana@outlook.com ივნისის დასწყისში, wishlist.ge-ზე შეკვეთილი საბავშვო სასრიალო და აიწონა დაიწონაც ჩამოგვივიდა.
Reply
gurgenidzeana@outlook.com მაისის შუა რიცხვებში ჰიპერმარკეტ გორგიადან სრულად ჩამოვიტანეთ ყველა ის ნივთი რაც შეკვეთილი გვქონდა. აქტიურად დავიწყეთ პარკის გალამაზება. გავთიბეთ ბალახი და გავასუფთავეთ პარკის ტერიტორია ნაგვისგან. ამ სამუშაოებში ჩაერთო ასურეთის მოსახლეობა, სოფ. ასურთის საკრებულო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, "ახალგაზრდა ეკოლოგთა ასოციაცია", რომელთაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით პარკის ტერიტორიის დალაგებაში.
Reply
gurgenidzeana@outlook.com მაისის დასაწყისში შევუკვეთეთ მცენარეები გრინ გარდენში, როგორც ნერგები ასევე თესლებიც. შეკვეთიდან მეორე დღეს ჩამოგვიტანეს ადგილზე და იმავე დღეს ჩავრგეთ მიწაში.
Reply
gurgenidzeana@outlook.com მეორე ინვოისი ბუღალტერთან გადავგზავნეთ მაისის დასაწყისში სადაც მითითებული გქონდა: ლარტყა (რეიკა, სკამების აღსადგენად), ცემენტი (აგურით ჩაშენებული სკამების აღსადგენად, ბუნგალოში იატაკის დასაბეტონებლად და საბავშვო ატრაქციონების გასამყარებლად), ფოცხები, ნიჩაბი, ფიწალი, ბარი, საღებავები, გამხსნელი, ფუნჯები, ბალახის სათიბი (beili-ს ფირმის, გარანტიით) და ტაოტი.
Reply
gurgenidzeana@outlook.com მოგესალმებით. გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ კომენტარების განთავსება პლატფორმაზე და ახლა გაგაცნობთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ. პირველი ინვოისი, ბუღალტერთან, გადავგზავნეთ 27 აპრილს ჰიპერმარკეტ გორგიადან, სადაც შეკვეთილი გვქონდა პირველი ეტაპისთვის საჭირო ნივთები: საღებავები, ხელთათმანები, ხის მასალა, წებოები, თოკები და მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები. ამასთან ერთად ინვოისში მითითებული გვქონდა საქონლის გადაზიდვაც.
Reply
gurgenidzeana@outlook.com მოგესალმებით. გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ კომენტარების განთავსება პლატფორმაზე და ახლა გაგაცნობთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ. პირველი ინვოისი, ბუღალტერთან, გადავგზავნეთ 27 აპრილს ჰიპერმარკეტ გორგიადან,
Reply
gurgenidzeana@outlook.com პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ასურეთის სასეირნო პარკში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ნახევარ ტერიტორიაზე გავთიბეთ ბალახი, დავრგეთ პალმის რამოდენიმე ნერგი და შევაკეთეთ საქანელები. აღნიშნულ სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
Reply