ჩვენი თემი და მისი ისტორია

gelamestvirishvili@gmail.com
a
2299
Comments: 8
a

Goals

Problem statement:

-სოფლის მოსახლეობა ფაქტიურად არ არის ჩართული არანაირი სახის სამოქალაქო აქტივობაში, მათ სჭირდებათ გარკვეული მოტივაცია, რომ იზრუნონ სოფლის (თემის) კეთილდღეობაზე.
პროექტის მიზანია ჩემს თემში სამოქალაქო აქტივობის წახალისება, მოსახლეობის გააქტიურება.
სოფლის მაცხოვრებელთათვის (90 ოჯახი) ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია სოფლის შესასვლელში მდებარე ტერიტორიის აღდგენა/ მოწესრიგება - ობელისკის აღდგენა, შეხვედრების სივრცის შექმნა, ჭიშკრის შეკეთება და მიმდებარე სკვერის დასუფთავება.
ამ ეტაპზე მაქვს შეგროვებული 83 მაცხოვრებლის ხელმოწერა, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებას მიესალმებიან და მათი უმეტესობა მზადაა მოხალისეობრივად ჩაერთოს აღნიშნულ აქტივობაში.
მსგავსი თემის მობილიზაცია გამოიწვევს მოსახლეობაში (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივებას, მოტივაციის ამაღლებას, ახალი პროექტების იდეების სტიმულირებას.

Proposed Solution:

-ინიციატივა შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან -
1- დასუფთავების აქცია,
2- შეხვედრების სივრცის შექმნა (ხისგან დამზადებული გადახურული სივრცე, სადაც მაგიდა და სკამები განთავსდება) და ჭიშკრის შეკეთება
ორივე ეს აქტივობა განხორციელდება მოხალისეობრივ საწყისებზე, თავად თემის წარმომადგენლების მიერ.
3. ობელისკის აღდგენა - საჭირო იქნება შესაბამისი მასალების შეძენა და მომსახურების დაქირავება. აღნიშნული ობელისკი სოფლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ის მეორე სამამულო ომში დაღუპულ 49 გმირის ხსოვნას უკავშირდება. (სოფლიდან 101 მეომარი იყო წასული ომში და მათგან 49 ვერ დაბრუნდა). კონკრეტულად ამ ობელისკის აღდგენა სოფლის მაცხოვრებლებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

Sustainability:

-შესყიდული მასალა და მომსახურება მთლიანად მოხმარდება ობელისკის აღდგენას. პროექტის სხვა აქტივობები განხორციელდება თავად თემის ჩართულობით, მოხალისეობრივად. აღნიშნული პროექტის განხორციელება გამოიწვევს მოსახლეობის მოტივაციის ამაღლებას, რომ ხელი შეუწყონ სხვა სათემო მნიშვნელობის საკითხების მოგვარებასაც. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერების შეგროვების პროცესშივე შეინიშნებოდა მოსახლეობის მაღალი აქტივობა და მოტივაცია.

Equal gender opportunity:

-აღნიშნულით პროექტით მიღებული შედეგით თანაბრად ისარგებლებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილე საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან ქალბატონები და მამაკაცები , გოგონები და ბიჭები , რომლებიც შეასრულებენ შესაბამისი ხასიათის სამუშაოებს, საბოლოოდ კი გარემოს დასუფთავება - გალამაზებისთვის , თემის მობილიზაციისათვის გაერთიანებული ძალებით იზრუნებენ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Granite

10 ცალი გრანიტის ფილა საჭიროა, გაიკრას ობელისკის იმ ადგილზე, რომელზეც შემდეგ დაიხატება სურათები.
ზომები 40X60-ზე. თითოეულის ფასი 80 ლარი

შპს ''გრანიტი ნ ''

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფ. კოდა

599 42 61 12
800,00 ₾
Magnify potos

გრანიტის ქვით მოპირკეთებულ ობელისკზე გმირების სურათების დახატვა
49 სურათი
ერთი სურათი - 14 ლარი

დავით გოგობერიშვილი

სოფელი ასურეთი

593 71 24 78
686,00 ₾
Basalt

ბაზალტის ქვა საჭიროა, ობელისკის მოსაპირკეთებლად.
12 ცალი; ზომები: 30X10-ზე 20.00 გრძივი მეტრი. სულ 10 კვ.მ

ინდ. მეწარმე გასანოვ

ქალაქი მარნეული, ნარიმანოვის ქუჩა,.
კვარცეხი

599151083
280,00 ₾
Sand

ფილების გასაკრავად საჭიროა ცემენტის და ქვიშის ერთანეთთან არევა.
40 ტომარა.
ტომრის ფასი - 3 ლარი;

ი/მ ჯონდო სელაპანაშვილი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელი ენაგეთი

599 53 55 58
120,00 ₾
Magnify potos

ობელისკზე გაკრულ გრანიტის ქვაზე დასახატად ომში დაღუპული გმირების ფოტოსურათების გადიდება;
49 ფოტო.
ერთი ფოტოს ღირებულება - 6 ლარი

ფოტოატელიე მარნეულში

მარნეული, რუსთაველის ქუჩა 66

557 29 76 54
294,00 ₾
Craftsman service

ბაზალტის და გრანიტის ფილებით ობელისკის მოპირკეთება და გალესვა

მერაბი პოილარაშვილი

სოფელი ჯორჯიაშვილი

591 91 87 85
700,00 ₾
cement

ფილების გასაკრავად საჭიროა ცემენტის და ქვიშის ერთმანეთთან არევა.
10 ტომარა.
ტომრის ფასი - 11 ლარი

ი/მჯონდო სელაპანაშვილი

სოფელი ენაგეთი

599 53 55 58
110,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Giorgadze სოფ. ენაგეთში ობელისკის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. ახალგაზრდებმა წაიკითხეს წინასწარ მომზადებული ტექსტები მეორე მსოფლიო ომის შესახებ, იმღერეს და წარმოთქვეს ლექსები ომსა და მშვიდობაზე. ადგილობრივმა ახალგარზდებმა კედელეზე საკუთარი ბაბუების ფოტოებს იპოვეს და ამყად აცნობდნენ მეგობრებს ომში დაღუპულ გმირს. ,,ჩვენ რომ აქ მშვიდად ვართ, სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა. არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც სამშობლოსა და მშვიდობას სიცოცხლე შესწირა''- განაცხადა ადგილობრვმა მკვიდრმა.
Reply
gelamestvirishvili@gmail.com მოგესალმებით. რამდენიმე დღის წინ მარნეულში ფოტოატელიაში დასრულდა მეორე მსოფლიო ომის გმირთა ფოტოების გადიდება და დაწყებულია გადიდებული ფოტოების გადახატვა ქვაზე.
Reply
gelamestvirishvili@gmail.com 1. მოგესალმებით. მე განვახორციელე შესყიდვები ცემენტის , ლამის, ქვების და ასევე ფოტოების და ვიწყებ ობელისკის აღდგენისთვის მუშაობას.
Reply
მარიამი ბერუაშვილი :)
Reply
მარიამი ბერუაშვილი :)
Reply
მარიამი ბერუაშვილი მოგესალმებით. დღეს სოფელ ენაგეთში მქონდა ვიზიტი ობელისკის ტერიტორიაზე. მინდა გამოვხატო ჩემი დადებითი დამოკიდებულება იმ პროცედურების მიმართ რომელსაც გელა ახორციელებს ობელისკის აღსადგენად და მომავალი თაობისთვის გმირ წინაპართა ხსოვნის შესანარჩუნებლად. ჩემი აზრით, პირველ რიგში იდეაა რაღაც განსაკუთრებული და საოცარი, იმისათვის რომ ჩვენში აღრფთოვანებამ და სიამაყის გრძნობამ გაიღვიძოს და შემდეგ გელას შრომა რომ ამ იდეამ განხორციელების ეტაპი გაიაროს.ეს ჩემი დამოკიდებულება და ემოციები ამ პროექტთან მიმართებაშია, ხოლო რაც ფაქტობრივად ადგილზე ვნახე არის ის რომ გელას შესყიდვები აქვს განხორციელებული და დაწყებულია ობელისკის რესტავრაცია. გარდა ამისა აქვს მეორე მსოფლიო ომის მებრძოლთა პოტოები, რომელის გადახატვაც ასევე დაწყებულია. ჩემი დახმარება დღეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ობელისკის შემოგარენი დავასუფთავეთ და ნაგვისგან გავწმინდეთ. თუ კიდევ რამეში შემეძლება გელას დახმარება დიდი სიამოვნებით ვიქნები მის გვერდით პროექტის განსახორციელებლად.
Reply
gelamestvirishvili@gmail.com გრანიტის ქვაზე დასახატად ომში დაღუპულ გმირთა ფოტოები უკვე გავადიდებინეთ ფოტოატელიეში
Reply
gelamestvirishvili@gmail.com გამარჯობათ, ჩემი იდეის განხორცილელბისთვის დამჭირდა ნებართვის აღება, დავწერე წერილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბატონ გიორგი ქორიძის სახელზე და მივიღე ნებართვა
Reply