საფიხვნო [თავშეყრის ადგილი]

jonishavasdze49@gmail.com
a
1874
Comments: 4
a

Goals

Problem statement:

-სამღერეთი საკმაოდ დიდი სოფელია, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრებენ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა. სოფელს არ გააჩნია შეკრების და მოსაზრების გაზიარების ადგილი. აქედან გამომდინარე ახალგაზრდობა ვერ ახერხებს საფუძვლიან შეკრებას და ერთმანეთის მოსაზრებების გაზიარებას.
სკვერის და თავშეყრის არ არსებობის დროს ახალგაზრდობა ძირითადად ერთობა ელექტრონული საშუალებებით, რაც მავნე ზეგავლენას ახდენს მათ განვითარებაზე.
ზემოთ, როგორც აღვნიშნეთ სოფელში სამი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. შეკრების ადგილის არ ქონის გამო, ისინი ვერ ახერხებენ კომუნიკაციას რაც აფერხერხებს ინტეგრაციის დონეს. '''საფიხვნოს'' არსებობა ხელს შეუწყობს ახალფაზრდებს უკეთ გაიცნონ ერთმანეთის კულტურა, ტრადიციები და სოციალური წეს-ჩვეულებანი. აგრეთვე, დაეხმარება ყველას გარკვეული ენობრივი ბარიერის დაძლევაში. ახალგაზრდები დაეხამრებიან ერთმანეთს შეისწავლონ სხვადასხვა ენები.

Proposed Solution:

-''საფიხვნოს'' არსებობა სოფელს დაეხმარება, პირველ რიგში ინტეგრაციის საკითხის მოგვარებაში. შეკრებების და სხვადასხვა აქტივობების დროს ახალგაზრდები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, შეისწავლიან ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს და კულტურას.
''საფიხვნო'' ხელს შეუწყობს მავნე ელექტრონული ტექნიკის მიჯაჭულობის შემცირებას. ახალგაზრდები უფრო მეტად დაიწყებენ გარეთ გამოსვლას და კომუნიკაციის პროცესიის წარმეობას.
''საფიხვნოს'' ფარგლებში ახალგაზრდები აღნიშნავენ სხვადასხვა დღესასწაულებს, მათ შორის: ''სამღერეთობა'' - რომელსაც ყოველწლიური სახე მიეცემა და გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდება.
''საფიხვნოს'' ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ერთმანეთის შესახებ და ასევე გაერთონ ინტელექტუალურად. ჩატარდება შემდეგი სახის ღონისძიებები: 1) სპორტული ღონისძიებები: მკლავჭიდი, ნარდი, ჭადრაკი, დომინო; 2) ინტელექტუალური ღონისძიებები: რა?სად?როდის?, პოეზიის საღამოს, წიგნის კითხვის დღე; 3) ქართული, აზერბაიჯანული, სომხური სამზარეულოს ფესტივალი - სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ სხვადასხვა კერძებს და ისწავლიან უფრო მეტს ერთმანეთის კულტურის და სამზარეულოს შესახებ.

Sustainability:

-პირველ ეტაპზე, საფიხვნო ხელს შეუწყობს, ''სამღერეთობა'' - ჩამოყალიბდესმ როგორც ყოველწლიური დღესასწაული, რაც შეაკავშირებს სოფლის სამივე ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობას.
საფიხვნო გრძელვადიან პერიოდში დაეხმარება ახალგაზრდებს გაიუმჯობესონ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, გაეცნობიან ერთმანეთის კულტურას და უფრო მეტად დამეგობრდნენ
საფიხვნო, როგორც სკვერი დარჩება სოფლის მოსახლეობას, რომელიც იზრუნებს მის მოვლაზე და განვითარებაზე.
სოფლის ახალგაზრდობა რეგულარულად მოუვლის ნარგავებს, რომ შემდგომში კარგი ხეივანი გაკეთდეს ''საფიხვნოს'' ფარგლებში.

Equal gender opportunity:

-პროექტის იდეის შექმნაში მაქსიმალურად თანაბარი იქნება გენდერული ჩართულობა. ყველა მიიღებს მონაწილეობას იდეის განხორიცელების პროცესში.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
materials

პანელური ღობე -52 კვადრატი. 1200 ლარი
საპარკე სკამი 2 ცალი 600 ლარი
საპარკე მაგიდა 1 ცალი 400 ლარი
ნაგვის ურნა 1 ცალი 50 ლარი
დეკორატიული ნერგები 20 ცალი 200 ლარი
ცემენტი 4 ტომარა 40 ლარი
ქვიშა 10 ტომარა. 30 ლარი
ჭიშკარი 1 ცალი 50 ლარი

საქონელს შევისყიდით მაღაზია exim group

თბილისი, წერეთლის 140.

595 45 66 11
2 570,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Giorgadze საფიხვნო
Reply
Nino Giorgadze საფიხვნო
Reply
jonishavasdze49@gmail.com განვახორციელეთ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული შესყიდვები და შემოვიტანეთ. მოვაწესრიგეთ და დავასუფთავეთ ტერიტორია, სადაც სკვერს ვაშენებთ. ასევე ამოვიღეთ 16 ორმო პანელური ღობის ბოძების დასაყენებლად. ორმოებში ჩავასხით ბეტონი. შემდგომში ბეტონზე სპეციალური ჭანჭიკებით დავამაგრეთ ღობის ბოძები და ამ ბოძებზე აიკინძა პანელური ღობე. სამწუხაროდ ძლიერმა და ხშირმა წვიმებმა ხელი შეგვიშალა სამუშაოების უფრო სწრაფად წარმართვაში.
Reply
გურამ შავაძე გამარჯობათ მე გახლავართ "საფიხვნოს" მეგობარი პროექტი "მოვუსმინოთ ბუნებას", ვინაიდან ჩვენი პროექტები ერთ სოფელში ხორციელდება ხშირად ჩართული ვარ "საფიხვნოს" აქტივობებში, მოგახსენებთ რომ საფიხვნოს შეძენილი აქვს პროექტისთვის ყველა საჭირო ინვენტარი, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება, რამოდენიმე დღის უკან ამოვიღეთ ორმოები და ჩავასხით ბეტონი, აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის წარმომადგენლებმა, სკოლის მოსწავლეებმა და ასევე მხარდაჭერა გამოხატა პროექტმა "მოვუსმინოთ ბუნებას", დაეხმარა ადამიანური რესურსით.ამ ეტაპზე ელოდებიან ბეტონის გაშრობას რათა მოხერხდეს ბოძების დამაგრება.
Reply