უფასო წიგნები ბათუმში

rimaberidze@gmail.com
a
1546
Comments: 8
a

Goals

Problem statement:

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანები წიგნებს სულ უფრო დაშორდნენ. ამ პროექტის მიზანია, ადამიანებს შევახსენოთ, თუ როგორი ღირებულია ნაბეჭდი წიგნიი.
აჭარის რეგიონში წიგნის წაკითხვა სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ყველა ბათუმის ბულვარში ან პლაჟზე ისვენებს. მე თვითონ წარმოშობით ბათუმელი ვარ და პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ზაფხულში ბათუმში წიგნს პრაქტიკულად არავინ კითხულობს. წიგნი იმ ოცნებას გავს, რომელიც ხელში გიჭირავს. მინდა ადამიანებს შევახსენო კითქვა რამხელა სიამოვნებაა.
არა ერთი მცირე პროექტი მაქვს განხორციელებული და უფასოდ გადავცემდი წიგნებს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებოდათ, მაგრამ რესურსი არასოდეს მყოფნიდა. ყველა პროექტის დასრულების შემდეგ, საბოლოო ჯამში ვიღებდი იმას, რომ ყველა, ვინც პროექტში იყო ჩართული ერთმანეთს წიგნის სიყვარულს უზიარებდნენ.
ამასთანავე, წიგნების კითხვა საუკეთესო საშუალებაა განათლების მისაღებად. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს ეს პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება წარმატებული მომავალი თაობების განვითარების გზაზე.

Proposed Solution:

გავაკეთებთ წიგნების ათ სახლს, რომელიც დაახლოებით ჩიტების სახლის მსგავსი იქნება, ოღონდ შიგნით ექნება თაროები. თითოეული სახლი 45 დოლარი ჯდება, მაგრამ საკმაოდ მყარია და წვიმასა და თოვლს უძლებს. სახლებს გარედან ექნება წარწერა: „წიგნები ნიშნავს სიყვარულს, მოდით ეს სიყვარული ერთმანეთს გავუზიაროთ!“
ეს სახლები სანაპირო ზოლთან განთავსდება და მას შემდეგ რაც პლაჟიდან ამოვლენ, ადამიანები წიგნებთან მარტივი წვდომა ექნებათ. წაიკითხავენ და ერთმანეთს ემოციებს გაუზიარებენ. ასევე შეუძლიათ თავიანთი ძველი წიგნები სხვებსაც გადასცენ და შიგნით სასიამოვნო შენიშვნები დატოვონ.
გვინდა 50 დოლარად თაროებზე დასადები წიგნები შევიძინოთ. წიგნები ქართული ენის გარდა იქნება რუსულად, თურქულად და ინგლისურად, ასე რომ ტურისტების უმრავლესობაც შეძლებს სასურველი წიგნი წაიკითხოს. გვესმის, რომ შეძენილი წიგნების რაოდენობა ყველა სახლს არ ეყოფა, მაგრამ ვაპირებთ საქველმოქმედო ივენთების მოწყობას, მაგალითად კონცერტის ან პოეზიის საღამოს, სადაც ბილეთის მაგივრად მაყურებელმა მხოლოდ ერთი წიგნი უნდა გაიღოს. შესაბამისად მივიღებთ ადგილობრივებისგან შემოწირული წიგნების გარკვეულ რაოდნეობას.
თაროების დაცარიელების საფრთხის წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ, ადგილობრივ პოლიციას შევუთანხმდებით, რომლებიც ბულვარის ტერიტორიას აკონტროლებენ და ყველას, ვინც წიგნს დროებით აიღებს, სთხოვენ რომ უკან დააბრუნოს. ამასთანავე თითოეულ წიგნში ჩავდებთ წერილს, სადაც სისტემის მუშაობის პრინციპებს განვუმარტავთ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
book house

to build ten book house.

Bezhan Surmanidze

Batumi

5
1 056,00 ₾
Books

Books for book house

Biblus

Batumi

5
108,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Rima Beridze პროექტი "წიგნი ხომ სიყვარულია, გავუზიაროთ ერთმანეთს" ოფიციალურად დაიწყო 15 ივლისს, რომლის მიზანი იყო წიგნების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოსახლეობისთვის ქალაქ ბათუმსა და ქობულეთში. პროექტის ფარგლებში განვათავსეთ წიგნის სახლები ამ ორ ქალაქში სხვადასხვა ცენტრალურ ტერიტორიაზე. თითოეულ წიგნის სახლი მოხალისეების მიერ იქნა შეღებილი და თან ერთვოდა წარწერა "აიღე და დააბრუნე" რაც მოსახლეობას აძლევდა ერთგვარ ინსტრუქციას. ღია ბიბლიოთეკები შექმნილი იყო ნდობის პრინციპით. პროექტი აბსოლუტურად შედეგიანი იყო და მოსახლეობა გვწერდა ფეისბუქ გვერდზეც პროექტის წარმატების შესახებ. პროექტში ჩართული იყო 15 მოხალისე 9 გოგო, 6 ბიჭი ასაკი 14-20. თუ გავითვალისწინებთ ქალაქ ქობულეთისა და ბათუმის მოსახლეობას და იმას რომ ღია ბიბლიოთეკები განთავსდა ტურისტული სეზონის დროს წვდომა იდეაზე ქონდა საკმაოდ ბევრ ადამიანს, როგორც ქალს, ასევე კაცს. ჩვენ გავითვალისწინეთ რომ წიგნის სახლით შესაძლებელი იყო ბავშვებსა და ტურისტებსაც ესარგებლათ ამიტომ განვათავსეთ რამოდენიმე საბავშო და უცხოენოვანი ლიტერატურაც. იდეა წარმატებული იყო ვინაიდან შეცვალა მიდგომა ღია ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით, ადამიანებს მიჰქონდათ წიგნები, შემდეგ აბრუნდებდნენ, ტოვებდნენ წარწერებს სხვა მკითხველებისთვის და შეიქმნა ერთგვარი მკითხველთა წრე. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამწუხაროდ იყო შემთხვევები როდესაც მიჰქონდათ წიგნები და აღარ აბრუნდებნენ. პროექტის განხორციელების პერიოდში მივიღე პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება, მუნიცალიტეტთან და ბულვარის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის პერიოდში შევიძინე მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარები.
Reply
Rima Beridze Yay, now we have Book houses in Kobuleti too. See the link below for the further details about project: https://steptowardsuccessblog.wordpress.com/2016/09/02/%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90/
Reply
Rima Beridze Finally, with our amazing team we did it!! Book houses are open in Batumi. Next city is Kobuleti. ჩვენს ძალიან მაგარ გუნდთან ერთად, როგორც იქნა გავხსენით წიგნის სახლები ბათუმში. შემდეგი ქალაქი ქობულეთია.
Reply
Rima Beridze Finally, on this Saturday August 27th we will put 3 Book houses in Batumi. Thanks to NGO Step toward succes and Project LOL team who bought paints to draw book houses and provided us with volunteers. Many thanks to Batumi American Corner coordinators who are highly involved in the project. looking forward to Saturday! 27 აგვისტოს პირველად ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება 3 მინი წიგნის სახლი. დიდი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციას "ნაბიჯი წარმატებისკენ" და პროექტის "LOL" მონაწილეებსა და კოორდნატორებს რომლებმაც მოგვაწოდეს მოხალისეები და საღებავები სახლების შესაღებად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბათუმის ამერიკული კუთხის კოორდნატორებს რომლებიც აქტიურად ჩართული არიან პროექტში. მოუთმენლად ველოდებით შაბათს!
Reply
Rima Beridze We received accaptance letter from Kobuleti Municipality and Batumi Boulvard Administration. Book houses are also ready. Next Step is to orginize charity activity to collect more books and to put on the book houses on their home spots. Mission is almost completed.
Reply
Rima Beridze Books are ready! We are waiting for the Book houses and for the reply from the Municipality. Next step is announcing book donation to fill up with new books periodically.
Reply
Rima Beridze With partnering NGO Step Toward success we have printed badges and T-shirts to later promote the project and collect more books. We are still waiting for the Municipality reply where to put Book houses.
Reply
Rima Beridze The project team has started to negotiate with Batumi and Kobuleti Municipality representatives, where to put Book houses. The final answer will be on July 22nd and project team will start building book houses. We are planing to build 10 Book House, five in Kobuleti Municipality and five in Batumi Municipality.
Reply