სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია

barkhudanashvili@bk.ru
a
1940
Comments: 35
a

Goals

Problem statement:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის საჯარო სკოლის ლალისყურის კორპუსში 1-4 კლასებში ფუნქციონირებს ორი კლასკომპლექტი. 90--იან წლებში 9 კლასიანი სკოლა ფუნქციონირებდა ლალისყურში. წლების შემდეგ ახალგაზრდა ოჯახებმა მიატოვეს სოფელი ვისაც საშუალება ჰქონდა ქალაქში წავიდნენ საცხოვრებლად. სოფელი თანდათან იცლება , მშობლებს უნდათ რომ მათმა შვილებმა მიიღონ ნორმალურ გარემოში განათლება. მასწავლებლებს და მოსწავლეებს ცუდ გარემოში უწევთ მეცადინეობა. სკოლაში არ არის დაცული ჰიგიენური პირობები, სკოლას არ აქვს საპირფარეშო. ადმინისტრაციული შენობის ეზოში არის მოძველებული, სადაც ბავშვი უსაფრთხოდ არ არის. ხშირად საპირფარეშოში მიმავალ ბავშვებს ქვეწარმავლები ხვდებიან და ბავშვები იძულებულები არიან სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბზის ბუჩქებში მოისაქმონ. სკოლის შენობაში არის ფართი, სადაც კომუნისტების დროს ფუნქციონირებდა ორი საპირფარეშო, გოგონებისთვის და ვაჟებისთვის, რომლებიც დღეს უფუნქციოდ არის; კედლების ნალესი ჩამოშლილია, იატაკი ათხრილია , უნიტაზი ჩატეხილია , წყლის მილი ჩაჟანგებულია, კარები არ აქვს საერთოდ. საპირფარეშოს ოთახი საჭიროებს რეაბილიტაციას.

Proposed Solution:

საპირფარეშოების რეაბილიტაციისთვის საჭიროა შემდეგი აქტივობების განხორციელება: წყლის და კანალიზაციის გაყვანილობების, აგრეთვე წყალსაქაჩი ტუმბოს მონტაჟი; უნიტაზების მონტაჟი; ჰაერის გამწოვების მონტაჟი; საპირფარეშოების კედლების შელესვა - შეღებვა; იატაკზე მეტლახის დაგება; კარებების დაყენება; პირსაბანი ნიჟარების დამონტაჟება.
სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებენ მოსწავლეების მოხალისე მშობლები და მასწავლებლები.
პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პირველ რიგში სკოლის მოსწავლეები ( დღეისათვის 23 ბავშვი ) და მასწავლებლები ( 7 პედაგოგი )
გარდა პირდაპირი მოსარგებლებისა პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პროექტით ისარგებლებენ მოსწავლეთა მშობლები, ოჯახის წევრები.

Sustainability:

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ბავშვებს და მასწავლებლებს 20 – 25 წელი მოემსახურება და მათ საშუალება ექნებათ ისწავლონ ნორმალურ გარემოში. გარემონტებულ საპირფარეშოს მოვლა - შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ სკოლის მასწავლებლები და თემის მუშაკი.

Equal gender opportunity:

რეაბილიტაცია გაუკეთდება ორ იზოლირებულ საპირფარეშოს, რომლით მოსარგებლეებიც იქნებიან გოგონები და ვაჟები.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
building materials

d

LTD NEWCITY, Datunashvili Mariam

0

0
2 359,10 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

shorenabarkhu@gmail.com ექსკავატორით ვაჟა მჭედლიშვილმა მოხალისედ გათხარა საპირფარეშოს კანალიაზაცია
Reply
shorenabarkhu@gmail.com კანალიზაციის სისტემის გაყვანაში და მიწის მიყრაში მიიღეს მონაწილეობა მოხალისეებმა: ლევანი ბურდულმა, გიორგი ხუტუაშვილმა, პავლე ბუშურიშვილმა ელენე ბუშურიშვილმა და შორენა ბარხუდანაშვილმა.ამით დასრულდა კანალიზაციის სისტემის გაყვანილობა, რისთვისაც ყველა მოხალისეს ვუხდი დიდ მადლობას.
Reply
shorenabarkhu@gmail.com შენობაში კანალიზაციის შიდა ქსელი გაიყვანეს მოხალისეებმა: ზურა ოთიურიძემ ვანო ბარხუდანაშვილმა გიორგი ბუშურიშვილმა და გოგა ხეჩიაშვილმა
Reply
shorenabarkhu@gmail.com გავთხარეთ საპირფარეშოების კანალიზაცია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაგვეხმარა ვაჟა მჭედლიშვილი.
Reply
shorenabarkhu@gmail.com დაგვრჩა კანალიზაციის სისტემის გაყვანილობა დასამონტაჟებელი, იმიტომ რომ შენობის ეზოში გასათხრელი გვაქვს კანალიზაცია სადაც პლასმასის კანალიზაციის მილები უნდა ჩავსვათ, ამ სამუშაოს რამოდენიმე დღეში განვახორციელებთ. (ექსკავატორის მეპატრონე დაკავებული არის, რომელიც ამჟამად მუშაობს და როგორცკი განთავისუფლდება დაგვეხმარება კანალიზაციის გათხრაში.)
Reply
shorenabarkhu@gmail.com საპირფარეშოებში წყლის მისაწოდებლათ პირველი სართულიდან გავიყვანეთ წყლის სისტემა და დავამონტაჟეთ წყლის მისაწოდებლათ პომპა.
Reply
shorenabarkhu@gmail.com დასრულებული უნიტაზის და წყლის ბაკის მონტაჟი.
Reply
shorenabarkhu@gmail.com ორივე საპირფარეშოს ოთახებში დავამონტაჟეთ პირსაბანი, პირსაბანის ონკანები და უნიტაძი თავისი ბაკით.
Reply
shorenabarkhu@gmail.com საპირპარეშოების შიდა კარებები შევღებეთ ერთი პირი თეთრი კრასკით, რომელსაც მეორე პირი უნდა წავუსვათ უახლოეს დღეებში,
Reply
shorenabarkhu@gmail.com საპირფარეშოების ორივე ოთახი შევღებეთ. დავამონტაჟეთ სარკეები და პლასმასის ბრა
Reply
shorenabarkhu@gmail.com ორი საპირფარეშო ოთახის გარდა გავარემონტეთ დამატებით კალიდორი.კედლები გავლესეთ, შევღებეთ და გავიყვანეთ დენის გაყვანილობა და დავამონტაჟეთ პლასტმასის ბრა.
Reply
shorenabarkhu@gmail.com საპირფარეშოების კარებების ჩასმა, ( საჭიროებიდან გამომდინარე კარებების გადაკეთება დაგვჭირდა, რაშიც მეზობელი სოფლიდან დაგვეხმარა ხელოსანი გია პავლიაშვილი) წარმატებით დასრულდა კარებების ჩასმა.
Reply
shorenabarkhu@gmail.com უნიტაზების და კარებების მონტაჟი
Reply
shorenabarkhu@gmail.com საპირფარეშოს ოთახებში მეტლახის დაგება და სველი წერტილების ირგვლივ, კედელზე კაფელის გაკვრა.
Reply
shorenabarkhu@gmail.com საპირფარეშოს ორივე ოთახის და კორიდორის გალესვა
Reply
shorenabarkhu@gmail.com სველი წერტილების, კანალიზაციის და უნიტაზის მონტაჟი
Reply
shorenabarkhu@gmail.com ფშავლის საჯარო სკოლის ლალისყურის შვილობილი სკოლა საკლასო ოთახებად იყენებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის ფართს „სარგებლობის უფლებით“. აღმოჩნდა რომ საპირფარეშოებისთვის გამოყოფილი ფართი არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. სკოლის დირექტორმა და მე, როგორც პროექტის პასუხისმგებელმა პირმა წერილობითი განცხადებების ფორმით მივმართეთ მუნიციპალიტეტს, რათა ფართი გადაეცეს სკოლას „სარგებლობის უფლებით“. ამ აუცილებელმა ადმინისტრაციულმა პროცედურებმა მოითხოვა გარკვეული დრო, რის გამოც პროექტის სარემონტო სამუშაოები დროებით შეფერხდა. სულ მალე, დოკუმენტაციის გაფორმების დასრულებისთანავე, გავაგრძელებთ სარემონტო სამუშაოებს.
Reply
shorenabarkhu@gmail.com მორყეული კედლის დემონტაჟი
Reply
shorenabarkhu@gmail.com ძველი უნიტაზების და წყლის სისტემის დემონტაჟი
Reply
shorenabarkhu@gmail.com ძველი კანალიზაციის მილების დემონტაჟი
Reply
shorenabarkhu@gmail.com დასუფთავების შემდეგ დავიწყეთ საპირფარეშოების ოთახებში შიდა ელექტრო ხაზების მონტაჟი.
Reply
shorenabarkhu@gmail.com გრძელდება ჩემსა და მოხალისე პავლე ბუშურიშვილის მიერ საპირფარეშოების დასუფთავება და ნაგვის გადაყრა.
Reply
shorenabarkhu@gmail.com დავიწყეთ უმოქმედო საპირფარეშოების დასუფთავება.
Reply
shorenabarkhu@gmail.com ესეც ჩვენი მასალები ხელოსანი მოხალისეების მოლოდინში
Reply
shorenabarkhu@gmail.com მოხალისეების მიერ მასალების ჩამოტვირთვა სკოლაში.
Reply
shorenabarkhu@gmail.com სამარშრუტო ტაქსის (მოხალისე) დატვირთვა სარემონტო მასალებით
Reply
shorenabarkhu@gmail.com მასალების შერჩევის ბოლოს კი შეხვედრა მარკეტის ბუღალტერთან, რომელმაც შეადგინა და გადაგზავნა შესაბამისი ინვოისები ორგანიზაცია - ორბელიანში.
Reply
shorenabarkhu@gmail.com საღებავების შერჩევა
Reply
shorenabarkhu@gmail.com სველი წერტილების აუცილებელი ატრიბუტები
Reply
shorenabarkhu@gmail.com კარის შერჩევისას
Reply
shorenabarkhu@gmail.com მეტლახის შერჩევისას
Reply
shorenabarkhu@gmail.com სარემონტო მასალების შერჩევისას (ელექტრობა)
Reply
shorenabarkhu@gmail.com აქ ოდესღაც ხელსაბანი "ნიჟარა" იყო
Reply
shorenabarkhu@gmail.com კიდევ ერთი პრობლემური ფოტო
Reply
shorenabarkhu@gmail.com დიდი მადლობა „ორბელიანი საქართველოს“ იმისათვის, რომ გადაწყვიტა ჩვენი პროექტის მხარდაჭერა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სკოლის ბავშვებს დროულად მოვუგვაროთ არსებული პრობლემა. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სველი წერტილების და სანიტარული პირობების მოწესრიგება. სკოლის საპირფარეშოების ოთახები, რომლებიც ამ წუთს ასე გამოიყურება, მალე სასიამოვნოდ შეიცვლება. უკვე დავგეგმეთ სამუშაოს ძირითადი ეტაპები, შევარჩიეთ მასალები, მოვიძიეთ ადამიანური რესურსი მოხალისეების სახით და სულ მალე დავიწყებთ მიზნისკენ სვლას.
Reply