სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია - All Activity

shorenabarkhu@gmail.com commented

კანალიზაციის სისტემის გაყვანაში და მიწის მიყრაში მიიღეს მონაწილეობა მოხალისეებმა: ლევანი ბურდულმა, გიორგი ხუტუაშვილმა, პავლე ბუშურიშვილმა ელენე ბუშურიშვილმა და შორენა ბარხუდანაშვილმა.ამით დასრულდა კანალიზაციის სისტემის გაყვანილობა, რისთვისაც ყველა მოხალისეს ვუხდი დიდ მადლობას.

shorenabarkhu@gmail.com commented

შენობაში კანალიზაციის შიდა ქსელი გაიყვანეს მოხალისეებმა: ზურა ოთიურიძემ ვანო ბარხუდანაშვილმა გიორგი ბუშურიშვილმა და გოგა ხეჩიაშვილმა

shorenabarkhu@gmail.com commented

დაგვრჩა კანალიზაციის სისტემის გაყვანილობა დასამონტაჟებელი, იმიტომ რომ შენობის ეზოში გასათხრელი გვაქვს კანალიზაცია სადაც პლასმასის კანალიზაციის მილები უნდა ჩავსვათ, ამ სამუშაოს რამოდენიმე დღეში განვახორციელებთ. (ექსკავატორის მეპატრონე დაკავებული არის, რომელიც ამჟამად მუშაობს და როგორცკი განთავისუფლდება დაგვეხმარება კანალიზაციის გათხრაში.)

shorenabarkhu@gmail.com commented

საპირფარეშოებში წყლის მისაწოდებლათ პირველი სართულიდან გავიყვანეთ წყლის სისტემა და დავამონტაჟეთ წყლის მისაწოდებლათ პომპა.

shorenabarkhu@gmail.com commented

ორი საპირფარეშო ოთახის გარდა გავარემონტეთ დამატებით კალიდორი.კედლები გავლესეთ, შევღებეთ და გავიყვანეთ დენის გაყვანილობა და დავამონტაჟეთ პლასტმასის ბრა.

shorenabarkhu@gmail.com commented

საპირფარეშოების კარებების ჩასმა, ( საჭიროებიდან გამომდინარე კარებების გადაკეთება დაგვჭირდა, რაშიც მეზობელი სოფლიდან დაგვეხმარა ხელოსანი გია პავლიაშვილი) წარმატებით დასრულდა კარებების ჩასმა.

shorenabarkhu@gmail.com commented

ფშავლის საჯარო სკოლის ლალისყურის შვილობილი სკოლა საკლასო ოთახებად იყენებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის ფართს „სარგებლობის უფლებით“. აღმოჩნდა რომ საპირფარეშოებისთვის გამოყოფილი ფართი არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. სკოლის დირექტორმა და მე, როგორც პროექტის პასუხისმგებელმა პირმა წერილობითი განცხადებების ფორმით მივმართეთ მუნიციპალიტეტს, რათა ფართი გადაეცეს სკოლას „სარგებლობის უფლებით“. ამ აუცილებელმა ადმინისტრაციულმა პროცედურებმა მოითხოვა გარკვეული დრო, რის გამოც პროექტის სარემონტო სამუშაოები დროებით შეფერხდა. სულ მალე, დოკუმენტაციის გაფორმების დასრულებისთანავე, გავაგრძელებთ სარემონტო სამუშაოებს.