Birdfeeders for Ecology Education

stalome@gmail.com
a
1850
Comments: 24
a

Goals

Problem statement:

მოსახლეობის უწყვეტი ზრდა ცხოველებისა და ფრინველების საცხოვრებელი არეალის შემცირებას იწვევს. ზოგიერთი ჯიში გადაშენების პირასაა. მინიმუმ ათასამდე სახეობის ფრინველი და ძუძუმწოვარია, რომელთა არსებობასაც საქართველოში საფრთხე ექმნება. ცხოველებისა და ფრინველების დაცვა ბუნების დაცვის უმთავრესი პრიორიტეტია.
ბუნების დაცვა ჰუმანისტური პრობლემაცაა. ბუნებასთან ურთიერთობა ჩვენს შინაგან სამყაროს ასახავს. აუცილებელია, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდან ჩავუნერგოთ ბუნების სიყვარული. თელაველი ბავშვები, განსაკუთრებით ბიჭები, ხშირ შემთხვევაში ცხოველებისა და ფრინველების მოკვლით უფრო არიან გატაცებულნი, ვიდრე მათზე ზრუნვით. ესეც ჩვენი კულტურის ნაწილია - მზრუნველობის მაგივრად მკვლელობით მოვახდინოთ ძალის დემონსტრირება. ცხოველებსა და ფრინველებზე ნადირობა საკმაოდ პოპულარულ და მამაკაცებისთვის შესაფერის საქმიანობად ითვლება. ჩვენ სწორედ ამის შეცვლა გვსურს. გვინდა ცოცხალი არსებებისადმი და ზოგადად ბუნებისადმი ბავშვების დამოკიდებულება შევცვალოთ.

Proposed Solution:

ჯარიმები ცხოველთა მკვლელობებს ვერ შეაჩერებს. ამისთვის კულტურული ცვლილებებია საჭირო. მინდა სხვებს ვასწავლო ცხოველებს როგორ მოუარონ.
მინდა ნადიკვარის პარკში ჩიტების მკვებავი დავდგა, შევიძინო მათთვის საკვები და თელაველი ბავშვები მათი გამოკვების პროცესში ჩავრთო. მე თვითონ მიდგას ჩიტების მკვებავი ეზოში და წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებს. მჯერა, რომ როდესაც ბავშვები ფრინველების მოვლაში მონაწილეობას მიიღებენ, მათი დამოკიდებულება შეიცვლება და დიდი შანსია მათზე ნადირობა და მათი ხოცვა შეწყვიტონ.
ვაპირებ ამ პროცესში თელავის #1 და #3 სკოლების ეკო-კლუბის ბავშვები ჩავრთო. მასწავლებლებს, რომლებიც ეკო-კლუბს ხელმძღვანელობენ უკვე ვესაუბრე და მონაწილეობას სიამოვნებით მიიღებენ. გარდა იმისა, რომ ჩიტების საკვებს საკენკით მოვამარაგებთ, პარალელურად ბავშვებს ადგილობრივი ჩიტების ნაირსახეობების შესახებ მოვუყვები.
ვინაიდან თელავში რაგბის გუნდის მწვრთნელი ვარ, ამ საქმეში კახეთის რაგბის გუნდსაც ჩავრთავ. ჩიტების საკვებთან რეგულარულად ვივლით, მოვამარაგებთ საკენკით და ფრინველებსაც უფრო ახლოს გავიცნობთ. ვვარაუდობ, რომ დაახლოებით 50 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, გოგონებიც და ბიჭებიც, რადგან ეკო-კლუბში მხოლოდ ბიჭები არ არიან. როგორც კი მკვებავს დავამონტაჟებთ, შევიმუშავებთ გეგმას და გვეცოდინება საკვების მიტანაზე ვინ რომელ დღეს არის პასუხისმგებელი.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Food for birds

sunflower, wheat, yellow corn - 20KG each

NA

NA

NA
90,00 ₾
Feeder

Feeder for birds, to be produced by a local workman

Giorgi Kapanadze

N/A

NA
287,00 ₾
Unforeseen expenses

Some other expenses which we may need during installation or transportation.

0

v

5
0,00 ₾
Transportation of feeder

Transportation of the feeder to the site

0

v

5
0,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Giorgadze ზაქრო: ,, არასდროს მიმიღია მონაწილეობა არცერთ საგრანტო კონკურსში. არც სურვილი მქონდა და არც ინფორმაციას ვფლობდი მსგავსი ორგანიზაციების შესახებ. ყველა არასამთვრობოს ეჭვის თვალით უყურებდი. ტყუილი და თაღლითობა მეგონა. პრიციპში, შედეგესაც ვერ ვნახულობდი რას და როგორ აკეთებდნენ. ,, ორბელიანი’’ რეალურად ხალხისთვისაა. ტყუილი ლაპარაკი და ქმედებაც გამორიცხულია, რადგან შედეგსაც საკუთარი თვალით ხედავ რეალობაშიც და ონლაინ სივრცეშიც. ძალიან მომეწონა ,,მაცივრის’’ იდეა გორში. ყველა აქტიოვბა ხომ ხალხისთვისაა და ხალხს ეხება. სურვილი მაქვს ყველა გამარჯვებული იდეის პრეზენტაციას დავეწრო. ფაქტიურად ორბელიანმა შეცვალა წარმოდგენა და დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მე გამიჩნდა სურვილი აქტიურად ჩავერთო საგრანტო კონკურსებში.’’
Reply
stalome@gmail.com მოკლედ ჩვენმა საკვებურმა დიდი მოწონება დაიმსახურა, სურვილი გამოთქვეს კიდევ დაგვემატებინა საკვებურები. ბავშვებს სახლიდან მიჰქონდათ საკვები და იყვნენ ბედნიერები, ბევრი თელაველი მორაგბე და სკოლის მოსწავლეც იყო ჩართული გარეული ფრინველების გამოკვებაში. ეს ის მომენტია როდესაც ბოროტებას სიკეთით ვებრძვით და გავიმარჯვეთ კიდეც, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი ორბელიან საქართველოს :)
Reply
stalome@gmail.com მინდა გაგაცნოთ ჩვენი წითელი ნუსხის წარმომადგენელი რუხი წერო
Reply
stalome@gmail.com ორ კვირაში იხურება საკვებურის სეზონი რადგან უკვე თბება და მწერები გამოდიან, ჩვენი მოზამთრე ფრინველებიც მიფრინავენ უკვე და ეხლა მობუდარ ფრინველებს ველოდებით, რა თქმა უნდა ადგილობრივი ფრინველები სულ აქ არიან. მიზანი მიღწეულია, ბევრმა ადამიანმა მითხრა რომ სახლშიც უნდა საკვებურის გაკეთება, რამოდენიმე მშობელმაც შვილები წაიყვანა ნადიკვრის საკვებურთან საკვებით და ბავშვებს დააყრევინეს საკვები, ბავშვები უბედნიერესები იყვნენ ამ პროცესით. ძალიან დიდი მადლობა ამ იდეის დაფინანსებისთვის ორბელიანი საქართველოს. შემოდგომის ბოლომდე შევწყვეტთ ფრინველების კვებას :)
Reply
stalome@gmail.com ამ საკვებურის დადგმის მიზანია შევაყვართოთ ადამიანებს ჩვენი ფაუნა, სამწუხაროდ ყოველ წელს მცირდება დედამიწაზე ფრინველების და ცხოველების რაოდენობა და დრო მოვიდა თოფი შევცვალოთ ფოტო აპარატით. ნადირობა არანაირ კავშირში არ არის ბუნების სიყვარულთან, ეს არის ფარისევლობა. ეს არის მტაცებელი ფრინველი რომელიც ებრძვის მღრღნელებს და გვეხმარება უხვი მოსავლის აღებაში, სამწუხაროდ ბუნების მოყვარულმა მონადირეებმა მოკლეს და ყველას დასანახად დაკიდეს გზის პირას. ადამიანი თუ არის ჭეშმარიტად ბუნების და ქვეყნისთვის მზრუნველი არც კანონით დადგენილ მწყერზე არ უნდა ნადირობდეს რადგან მწყერი მიირთმევს მწერებს და ამით იცავს ჩვენს ნათესებს მწერისგან. თუ ვინმეს ჰგონია რომ ძროხა და სხვა შინაური ცხოველი ცოდო არის და მაშინ არც ის არ უნდა ვჭამოთ ეს სულ სხვა რამ არის რადგან შინაური ცხოველი არის საკვებად და ამ ცხოველების დაკვლით არც ბუნებრივი ბალანსი არ ირღვევა და არც გადაშენება არ ემუქრება.
Reply
stalome@gmail.com დიდი წივწივაც ესტუმრა ნადიკვრის საკვებურს
Reply
stalome@gmail.com ნიბლია (სკვინჩა)
Reply
stalome@gmail.com ეს ფოტო დღეს გადავიღე. საკვებურს ესტუმრა მთიულა
Reply
stalome@gmail.com .
Reply
stalome@gmail.com შეხვედრა ეკოკლუბის წევრებთან
Reply
stalome@gmail.com მორიგი შეხვედრა შედგა ნადიკვარის პარკში დადგმული საკვებურის ტერიტორიაზე, ეკოკლუბის ბავშვების და მასწავლებლის მონაწილეობით. ბავშვებმა საკვებურში განათავსეს ფრინველების საკვები და მასწავლებლისა და ჩემს მიერ მოხდა გარეული ფრინველების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ გარეული ფრინველების არსებობით რომლებიც საქართველოში ბინადრობენ. ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო შეხვედრას.
Reply
stalome@gmail.com ნიბლია ანუ სკვინჩა ორი სახელი აქვს არც ნიბლიაა შეცდომა და არც სკვინჩა
Reply
stalome@gmail.com ეს ფრინველი არის მწვანულა არც მოზამთრეა და არც მობუდარი, სულ ჩვენთან არის.
Reply
stalome@gmail.com Meet and Protect the birds of your town კულუმბური
Reply
stalome@gmail.com Meet and Protect the birds of your town Jay
Reply
stalome@gmail.com Meet and Protect the birds of your town
Reply
stalome@gmail.com Meet and Protect the birds of your town
Reply
stalome@gmail.com Meet and Protect the birds of your town
Reply
stalome@gmail.com Meet and Protect the birds of your town
Reply
stalome@gmail.com we have collected food from vendor today which we will use for the feeder
Reply
stalome@gmail.com Food
Reply
stalome@gmail.com Food
Reply
stalome@gmail.com Food
Reply
stalome@gmail.com Food
Reply