Tbilisi Subway Maps

Giorgi Babunashvili
a
1781
Comments: 12
a

Goals

Problem statement:

The goal of the project is to make orientation in Tbilisi subway easier for passengers, especially visitors unfamiliar with the Tbilisi subway scheme.

Proposed Solution:

We are going to print and place Tbilisi subway scheme posters in the wagons. Due to limitation of resources, we are going to place two posters per each wagon. We will place two 45x45 posters in 162 subway wagons that are currently in service and reserve in Tbilisi subway: 324 posters in total.

The posters will bear the scheme of Tbilisi subway line with the important landmarks of Tbilisi, such as the Kura river and well-known buildings, squares or streets near each station.

We will cooperate with the Tbilisi Transport Company (TCC), the company that operates the Tbilisi Subway in designing the posters and ask permission to place them in wagons. We have two options for designing the posters:

1) We will prepare the design free of charge and finalize it through cooperation with TTC;
2) We will announce an open competition of ideas for the best design of the posters in Facebook. A special jury will select the best design and award a price of 100 GEL, that we will contribute to the project. We will invite representatives of TTC, Tbilisi City Hall, Tbilisi Sakrebulo and urban experts as members of the jury.

Sustainability:

After placing the posters in subway wagons, it will be easier to propose more ideas about making Tbilisi Subway more comfortable for passenger. We have number of ideas regarding the development of Tbilisi Subway, for which we may seek additional funding from potential donors or propose them to TTC and Tbilisi City Hall. The ideas include:

1. Placing the plain schemes of the subway upon wagon doors, 8 schemes per wagons (the plain schemes representing lines will let passengers know how close the station they are going is and they won't need to look at the larger posters in the wagon every time);
2. Placing large boxes of Tbilisi map with subway and bus lines in the upper and lower subway stations;
3. Placing bus routes and schedules at the bus stops;
4. Drawing lines opposite to where the wagon doors stop at the subway stations, that will help organize the passengers on the stations and make boarding more comfortable and fast;
5. Placing posters about behaving in the subway.

Equal gender opportunity:

In a broader terms, an example of one successful grass root activity in Tbilisi subway and visibility of this activity for all passengers will help engage more citizens to volunteer in activities for improving the infrastructure in their community, which will help everyone.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Printing schemes

Printing 324 subway scheme posters, 45x45 cm each.

Panorama Advertsing Company

Tbilisi 34/36a Tsagareli st.
E-mail: contact@pac.ge
Web-site: http://pac.ge

555 45 93 92
1 640,25 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Giorgi Babunashvili 4 ნოემბერს 18:00 საათზე გავიდა მეტროპოლიტენის რუკების დიზაინის კონკურსში წარსადგენი წინადადებების მიღებს ბოლო ვადა. წინადადებები წარმოადგინეს ათმა კონკურსანტმა, მათ შორის ერთმა კონკურსანტმა წარმოადგინა რუკის ორი სხვადასხვა ვერსია, შესაბამისად მიღებულია 11 ვარიანტი. 9 ნოემბერს გამოვლინდება სამი რუკა, რომელიც გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე. შეფასების პროცედურამდგომარეობს შემდეგში: შვიდი წევრისგან შემდგარ ჟიური ირჩევს სამ საუკეთესო რუკას 6 ნოემბრამდე. 8 ნოემბერს, ტარდება ჟიურის შეხვედრა, სადაც ჟიურის თითოეული წევრი ისაუბრებს, თუ რატომ აირჩია მან ესა თუ ის რუკა, რაშია მისი უპირატესობები სხვა ვერსიებთან შედარებით, ასევე რაში მდგომარეობს მისი სუსტი წერტილები და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს ავტორმა მის დასახვეწად. ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, 18:00 საათამდე ჟიურის თითეული წევრი საბოლოოდ არჩევს მისთვის საუკეთესო სამ ვერსიას (რომელიც შესაძლოა ემთხვეოდეს, ან განსხვავდებოდეს პირველი არჩევანისგან) და წერს რეკომენდაციებს, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ სამ ვარიანტში. კონკურსის მეორე ეტაპში გადავა ის სამი რუკა, რომელიც ხელმეორე ხმის მიცემისას დააგროვებს ყველაზე მეტი რაოდენობის ხმებს. რუკის ავტორებს გაეგზავნებათ შეჯერებული რეკომენდაციები მათ ნაშრომებთან დაკავშირებით და მათ უნდა გამოაგზავნონ რუკის საბოლოო ვერსია 16 ნოემბრის 18:00-მდე.
Reply
Giorgi Babunashvili განცხადებები ასევე განვათავსეთ მეტროპოლიტენის მოყვარულთა ფორუმებზე და career.ge და hr.ge საიტებზე: http://career.ge/Vacancies/Details/162596 http://www.hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=162596 https://forum.ge/?showtopic=34829946&view=findpost&p=49067772 http://forum.nashtransport.ru/index.php?s=&showtopic=3974&view=findpost&p=837137
Reply
Giorgi Babunashvili Конкурс на дизайн карты метрополитена "Лаборатория Городских Идей» при поддержке городской транспортной службы Мэрии города Тбилиси, «Тбилисской Транспортной Компании» и НПО «Орбелиани», объявляет конкурс на дизайн карты метрополитена для размещения в вагонах тбилисского метрополитена. Карта метрополитена должна отображать обе линии тбилисского метрополитена, главных улиц города и других значительных объектов, расположенных рядом со станциями. Кандидаты должны отправить цифровую версию карты в формате JPEG и форматах PDF на 4 ноября, с 18:00 на электронную почту urbanlab@tbilisiurbanlab.org. Кандидаты должны быть в состоянии представить файл в других форматах, если требуется. Отобранные кандидаты попадут во второй раунд отбора и получат дополнительные рекомендации по картам 9 ноября. Окончательные версии карт, отражающих рекомендуемые изменения, должны быть представлены к 16 ноября, 18:00. Победитель будет выбран 21 ноября и получит приз в размере 250 лари. Все права авторства передаются «Тбилисской Транспортной Компании». Если у вас есть вопросы, пожалуйста, свяжитесь с нами по телефонам 557 41 86 66 и 592 91 97 98 или напишите нам на Facebook-странице "Лаборатории Городских идей»: https://www.facebook.com/tbilisiurbanlab
Reply
Giorgi Babunashvili Competition to Design New Subway Map The Lab of Urban Ideas, together with the support of Tbilisi City Hall’s Municipal Transport Service Department, the Tbilisi Transportation Company, and NGO Orbeliani, is announcing a competition for the design of the subway map to be placed in Tbilisi subway cars. The subway map should display the two lines of the Tbilisi subway and the main streets and other landmarks around each station. Applicants should send a digital version of the map in both JPEG and PDF formats by 18:00 on Friday, 4 November, to urbanlab@tbilisiurbanlab.org. Applicants should be prepared to submit the file in additional formats if requested. Applicants selected in the first round will move to the second round of selection, and will receive notification and additional recommendations regarding the maps on Wednesday, 9 November. Final versions of the maps should be submitted by 18:00 on the following Wednesday, 16 November. The winner will be announced on Monday, 21 November, and will receive a prize of 250 GEL. All authorship rights to the map will be transferred to the Tbilisi Transport Company. If you have questions, please contact us by phone at 557 41 86 66 and 592 91 97 98, or write to us on the Lab of Urban Ideas Facebook page, https://www.facebook.com/tbilisiurbanlab.
Reply
Giorgi Babunashvili კონკურსი მეტროპოლიტენის რუკის დიზაინზე ურბანული იდეების ლაბორატორია, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონებში გასაკრავი მეტროპოლიტენის რუკის დიზაინზე. რუკა უნდა გამოსახავდეს თბილისის მეტროპოლიტენის ორ ხაზს, სადგურების ახლოს მდებარე ძირითად ქუჩებს და ლენდმარკებს. რუკა შესაძლებელია იყოს როგორც სქემატური, ასევე გეოგრაფიული. კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ რუკის ელექტრონული ვერსია JPEG და PDF ფორმატებში არაუგვიანეს 4 ნოემბრის 18:00 საათისა ელექტრონულ მისამართზე: urbanlab@tbilisiurbanlab.org მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსანტები მზად უნდა იყვნენ, წარმოადგინონ ფაილი სხვა ფორმატებშიც. საუკეთესო რუკის ავტორები გადავლენ შერჩევის მეორე ეტაპზე და რუკებთან დაკავშირებით, მიიღებენ დამატებით რეკომენდაციებს 9 ნოემბერს. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შედგენილი რუკის საბოლოო ვერსიები, უნდა გამოიგზავნოს 16 ნოემბრის 18:00 საათამდე. გამარჯვებული გამოვლინდება 21 ნოემბერს და მიიღებს პრიზს – 250 ლარს. ყველა საავტორო უფლება რუკაზე, გადადის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: T 557 41 86 66 და 592 91 97 98 ან მოგვწერეთ ,,ურბანული იდეების ლაბორატორიის“ ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/tbilisiurbanlab
Reply
Giorgi Babunashvili თბილისის სატრანსპორტო კომოანიასთან მივაღწით შეთანხმებას, რომ ისინი თანახმა არიან რუკები განათავსონ მეტროპოლიტენის ვაგონებში იმ პირობით, თუ მასზე დატანილი იქნება მხოლოდ მათი და თბილისის მერიის ლოგოები. ასევე, თითო ვაგონში გაიკვრებოდა არა 2, არამედ 4 რუკა. ამისთვის კერძო ფონდებიდან მოვიპოვეთ დაფინანსება, ასევე შევაგროვეთ საპრიზო ფონდი 250 ლარი და გამოვაქვეყნეთ განცხადება ფეისბუქზე და jobs.ge-ზე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. http://www.jobs.ge/125975/ https://www.facebook.com/tbilisiurbanlab/posts/301209406928820 https://www.facebook.com/tbilisiurbanlab/posts/301209823595445 https://www.facebook.com/tbilisiurbanlab/posts/301209986928762 კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ რუკის ელექტრონული ვერსია JPEG და PDF ფორმატებში არაუგვიანეს 4 ნოემბრის 18:00 საათისა ელექტრონულ მისამართზე: urbanlab@tbilisiurbanlab.org საუკეთესო რუკის ავტორები გადავლენ შერჩევის მეორე ეტაპზე და რუკებთან დაკავშირებით, მიიღებენ დამატებით რეკომენდაციებს 9 ნოემბერს. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შედგენილი რუკის საბოლოო ვერსიები, უნდა გამოიგზავნოს 16 ნოემბრის 18:00 საათამდე. გამარჯვებული გამოვლინდება 21 ნოემბერს.
Reply
Giorgi Babunashvili ჟიურის შემადგენლობა იქნება შემდეგი: 1) თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი (კანდიდატურა ამ დროისთვის არ არის შერჩეული) 2) თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი (კანდიდატურა ამ დროისთვის არ არის შერჩეული) 3) ფონდი ,,ორბელიანის" წარმომადგენელი (კანდიდატურა ამ დროისთვის არ არის შერჩეული) 4) ურბანისტი (ლადო ვარდოსანიძე) 5) დიზაინერი-არქიტექტორი (ალექსანდრე მგალობლიშვილი) 6) პროექტის ავტორი (ალექსანდრე თარგამაძე) 7) ურბანული იდეების ლაბორატორიის წარმომადგენელი (გიორგი ბაბუნაშვილი)
Reply
Giorgi Babunashvili ჩვენი მოთხოვნები რუკის მიმართ, რომლებიც გავაცანით TTC-ს და მათთან დაკავშირებით ჯერჯერობით შენიშვნა არ ყოფილა. 1. რუკა უნდა იყოს კვადრატული ფორმატის და იკითხებოდეს გარკვევით 45x45 სმ ზომით დაბეჭდილ ვერსიაზე მინიმუმ ერთი მეტრის მანძილიდან; 2. რუკა უნდა იყოს დატანილი თეთრ ფონზე; 3. თვითოეული მეტროსადგურის სახელწოდება უნდა იყოს მითითებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხ. დანართი 2); 4. პირველი ხაზი უნდა იყოს აღნიშნული წითელი ფერით, ხოლო საბურთალოს ხაზი - მწვანე ფერით; 5. მშენებარე სადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ უნდა აღნიშნული იყოს წყვეტილი მწვანე ხაზით; 6. რუკა უნდა იყოს სწრაფად აღქმადი, არ უნდა იყოს გადატვირთული მგზავრისთვის ზედმეტი დეტალებით, ამასთანავე მან უნდა ნათელი წარმოდგენა შეუქმნას მგზავრს თითოეული მეტროსადგურის მდებარეობის შესახებ, რისთვისაც მასზე აღნიშნული უნდა იყოს მეტროსადგურებთან მდებარე ძირითადი ლენდმარკები (მაგ, პროსპექტი, მნიშვნელოვანი დაწესებულებები და ღიშესანიშნაობები), რომელთაც შეარჩევს რუკის ავტორი; 7. რუკაზე უნდა აღნიშნული იყოს მტკვარი, ლისის ტბა, კუს ტბა, თბილისის ზღვა, ფუნიკულიორი და საბაგირო ხაზები, რკინიგზის და ავტოსადგურები და თბილისის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობები; 8. რუკაზე მითითებული უნდა იყოს თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები 6:00-24:00, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი 293-44-44 და გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი 112.
Reply
Giorgi Babunashvili პარასკევს გვქონდა შეხვედრა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში (TTC) ადინისტრაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და სარეკლამო სასმახურის წარმომადგენლებთან. მათი სიტყვებით, ამ საკითხზე მათ უნდა მოიწვიონ დირექტორთა საბჭო, ასევე მათ სჭირდებათ ოფიციალური წერილი მერიიდან, ხოლო ამისთვის ჯერ ჩვენ უნდა გავიგზავნოთ ოფიციალური წერილი მერიას, რაც გავაკეთეთ იმავე დღეს. TTC-ს მხრიდან გაჩნდა შეკითხვა, რომ რამდენად საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ორი სქემა ვაგონში. მათი პოზიციის მიხედვით, უმჯობესი იქნება თავიდანვე გაკეთდეს ის სრული რაოდენობა, რაც საკმარისი იქნება მგზავრებისთვის, ხოლო მხოლოდ ორი რუკის გაკვრა თითო ვაგონში, თუნდაც პილოტური პროექტის ფარგლებში, მათთვის არ არის საინტერესო. ჩვენ ავუხსენით, რომ დაფინანსება გვაქვს მხოლოდ ორ რუკაზე ვაგონში, მაგრამ მათ გვთხოვეს, დავეთვალა არა მხოლოდ ორი, არამედ მეტი რუკის გაკვრის ღირებულებაც და შეგვეცადა გვეპოვა სხვა პოტენციური დონორები. საბოლოოდ შევთანხმდით რომ ორშაბათს TTC მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენი პოსტერის გაკვრა სურთ თითო ვაგონში, ამასთანავე მერიიდან წერილის მოსვლის შემდეგ საკითხს გაიტანენ დირექტორთა საბჭოზე და დადებით პასუხის შემთხვევაში შევძლებთ კონკურსის გამოცხადებას. ჩვენ შაბათს დავითვალეთ სარეკლამო კომპანიაში თითო ვაგონში 3, 4, 6, 8 რუკის და ასევე კარებს თავზე გასათავსებელი 8 ცალი გამარტივებული სქემის ბეჭდვის ღირებულება. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ საკონკურსო მოთხოვნები, საკონკურსო განცხადების ტექსტი და განვსაზღვრეთ ჟიურის შემადგენლობა ჩვენი მხრიდან, თუმცა ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით TTC-ს თანხმობას.
Reply
Giorgi Babunashvili გუშინ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შევხედრა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან მამუკა მუმლაძესთან და მის მოადგილე კობა ჭანტურიასთან და გავაცანით პროექტის მიზნები. მივიღეთ დადებითი პასუხი და დაგვპირდნენ, რომ ორ დღეში შეათანხმებენ მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასთან და სავარაუდოდ წინააღმდეგობები არ შეგვხვდება. პარასკევს ველით დადებით პასუხს პოსტერების განთავსებაზე და ორშაბათს გამოვაცხადებთ კონკურსს პოსტერების დიზაინზე. Yesterday we had a very productive meeting and introduced the project objectives to Mamuka Mumladze, the Head of the Municipal Transport Department at the Tbilisi Hall and Koba Chanturia, his deputy. We received a positive response and were promised that the issue will be agreed with the administration of the Tbilisi Subway within two days. We expect to receive a positive answer on Friday, looking forward to a positive answer over placing the posters and we will announce a competition for the design of the poster on Monday.
Reply
Giorgi Babunashvili დავუკავშირდით მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს და დაგვპირდნენ სამსახურის უფროსთან შეხვედრის ორგანიზებას მომდევნო კვირაში. We've contacted the Municipal Transport Department at the Tbilisi Hall and were promised to arrange a meeting with the head of the department in the following week.
Reply
Giorgi Babunashvili დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას პროექტის განხორციელების შესახებ. წინ ბევრი სამუშაო გველოდება: პირველ რიგში მერიასთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან შეთანხმება ვაგონებში პოსტერების განთავსების შესახებ, შემდეგ პოსტერის დიზაინის შერჩევა და ბოლო მათი დაბეჭდვა და ვაგონებში განთავსება. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ნოემბრის თვიდან თბილისის მეტროს შემადგენლობებში მგზავრებისთვის ინფორმატიული და ლამაზი სქემები გაიკვრება. Today we signed the agreement on the project implementation. We have a lot of work ahead: first of all, we need to agree with the Tbilisi Hall and the Tbilisi Transportation Company on placing the posters in the subway wagons. After that we need to chose the design poster and finally, print and locate the posters in the wagons. We hope we'll have a success and informative and nice schemes will be placed in Tbilisi Subway wagons from the November.
Reply