ხის აბრები ძნელადმისაგნებ ქუჩებში

georgejojua@yahoo.com
a
3032
Comments: 12
a

Goals

Problem statement:

გიორგი შატბერაშვილის (ყოფილი ქობულეთის აღმართი) ქუჩას აქვს მიბმული პატარა ქუჩები, შატბერაშვილის I შესახვევი, II შესახვევი, I ჩიხი და II ჩიხი. აღნიშნული პატარა ქუჩები მჭიდროდ დასახლებულია. ძირითადად აქ მდებარეობენ კერძო სახლები, თითოეულ მათგანში კი ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი. აღნიშნულ სახლებს, უმრავლეს შემთხვევებში არ აქვთ ნომრები მითითებული. მთელს შატბერაშვილის ქუჩაზე ნომერი მითითებულია მხოლოდ რამდენიმე ადგილას, ხოლო მინიშნება იმაზე თუ სად იწყება ჩიხი, ან შესახვევი და რა ნომერია ესა თუ ის სახლი არსად არ გვხვდება. მოსახლეoბის ნაწილს საკუთარი ხელით მიწერილი აქვს ნომერი საკუთარ სახლზე, თუმცა არაადგილობრივი ადამიანისთვის მაინც გაურკვეველი რჩება ეს სახლი შატბერაშვილის რომელიმე შესახვევია, ჩიხია თუ ძირითადი ქუჩაა. ასევე, ამ პატარა ქუჩებს კვეთს სხვა ქუჩებიც, მათ შორის ბურკიაშვილის ქუჩა, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას და აბსოლუტურად შეუძლებელი ხდება სასურველი მისამართის მიგნება. ეს პრობლემა არ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ არა ერთი ფაქტი: სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უმრავლეს შემთხვევებში ვერ აგნებენ გამოძახებულ ადგილებს და ძალიან დიდი დრო იხარჯება მისამართების გარკვევაში. ამასობაში კი პაციანტის ჯანმრთელობა და ზოგჯერ სიცოცხლე წუთებზეა დამოკიდებული. ალბათ თქმაც არ უნდა რომ მისამართებს ვერ აგნებენ ვერც ტაქსები და სტუმრები. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახლს ჰქონდეს მითითებული ნომერი და ყველა ქუჩაზე იყოს ქუჩის, შესახვევის თუ ჩიხის სახელწოდება და ნომერი.

Proposed Solution:

საჭირო ხელსაწყოების და მასალის შეძენის შემთხვევაში, მე თავად დავამზადებ ხის აბრებს ზუსტი მისამართების მითითებით (ქუჩა და ნომერი) და დავამაგრებ შატბერაშვილის II შესახვევებში და ბურკიაშვილის ქუჩაზე. ხოლო შატბერაშვილის I შესახვევის, I და II ჩიხების დასაწყისში დავამაგრებს აბრებს ჩიხისა და შესახვევის მითითებით. მაცხოვრებლებთან ერთად დავამაგრებ ყველა აბრას საკუთარ ადგილას. აბრები იქნება ლამაზი და ხარისხიანი და ხანგრძლივად შეასრულებს საკუთარ მოვალეობას. აღნიშნული საქმიანობა სარგებელს მოუტანს ზემოაღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლებს და ისინი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიღებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ფოსტის და ტაქსის მომსახურებას. ასევე, კომფორტული იქნება სტუმრებისა და გამვლელებისთვის, რომლებსაც ზუსტად ეცოდინებათ სად რომელი ჩიხი, რომელი შესახვევი, რომელი ქუჩა და ნომერია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამედიცინო მომსახურება, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია სწრაფად მივიდეს დანიშნულების ადგილას, ადვილად შეძლებს მისამართის მიგნებას და პაციენტთან დროულად მისვლას.

Sustainability:

აქტივობების ძირითადი ნაწილი, კერძოდ კი შატბერაშვილის მეორე შესახვევის და ბურკიაშვილის ქუჩის ყველა სახლისათვის და ჩიხებისა და მეორე შესახვევის მიმანიშნებელი აბრების დამზადება განხორციელდება 3 თვის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში გამოვიყენებ იმ მასალას, რომელიც მოთხოვნილია პროექტის ფარგლებში. თუმცა საქმიანობას ამ მიმართულებით არ შევწყვეტ. ვინაიდან აბრები შესრულებული იქნება ხის მასალით, ის იქნება მყარი, ხარისხიანი, ხანგრძლივად გამოყენებადი და რამდენიმე წელი გაძლებს შეუცვლელად. მაგრამ, დაზიანების შემთხვევაში, გავაკეთებ ახალ აბრას, ან შევაკეთებ ძველს და დავკიდებ იგივე ადგილას. ასევე, ეტაპობრივად დავამზადებ დამატებით აბრებს და დავამაგრებ შატბერაშვილის I შესახვევში და I და II ჩიხებში. ამ შემთხვევაში მასალა იქნება საკუთარი, ან, სურვილის შემთხვევაში, მოსახლეობის ფინანსებით შეძენელი.

Equal gender opportunity:

სარგებელი გადანაწილდება თანაბრად

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
paints

black color (3 kg)

LTD Tetto

0

0
31,00 ₾
signboards

15 pieces, 3m and 3m thick, to be cut and polished.

Kifiani Aleksandre

0

0
240,00 ₾
Ferm pra 1008

router set pack, used to make cuts and incisions of different shapes and sizes.

LTD Everything

0

0
0,00 ₾
ferm pkm 1015

a power tool that is used for finishing edges, cutting grooves, making corner joints and making round incisions on wood.

LTD Everything

0

0
293,00 ₾
ხის ლაქი

30 კვმ-სთვის 2 ცალი

LTD Tetto

0

0
60,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Giorgadze გამზადებული აბრები... მხოლოდ ლაქის წასმა დარჩა. ველოდები მზიან ამინდებს და მალე ქუჩებს ჩემს მიერ შექმნილი აბრები დაამშვენებს...
Reply
Nino Giorgadze აი პირველი ქუჩის გასაკრავი აბრებიც მზად არის... კიდევ 3 ქუჩაზე გაიკვრება აბრა...
Reply
Nino Giorgadze მალე გაკეთდება ასეთი ნიშნები ქუჩებზე, თუმცა საჭიროა მათთვის ლაქის გადასმა. ამისთვის ველოდები კარგ ადმინდებს, რათა ლაქი გაშრეს.
Reply
Nino Giorgadze მალე ასეთი ნიშნები დაამშვენებს ქუჩებს, სადაც უკვე ადამიანებს ეცოდინება იმ ქუჩის ნომრები სადაც აპირებენ მისვლას
Reply
Nino Giorgadze სხვადსხვა ნიმუშები იმ ნიშნებისა რომელიც ქუჩებში გაიკვრება..
Reply
Nino Giorgadze ვიწყებ უშუალოდ ნიშნების და წარწერების დამუშავებას
Reply
Nino Giorgadze დავიწყე მუშაობა უკვე უშუალოდ ფიცრებისგან გაკეთებულ ნიშნებზე.
Reply
georgejojua@yahoo.com დამატებით გამოვიწერე ეს ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ამოვტვიფრავ ასოებს ხის აბრაზე. ეხლა ჩამომივიდა, ჯერ არც გამიხსნია
Reply
georgejojua@yahoo.com Davicxe damzadeba.shevarchie fontic vnaxot pirveli ra gamova.
Reply
pernata@gmail.com კარგი რაღაც ჩანს :) თუ შეიძლება, მაგ ხელსაწყოს ნამუშევარი დადეთ, რა შეუძლია, ვნახო
Reply
georgejojua@yahoo.com ყველაფერი შევიძინე და ახლა გადავდივარ მეორე ნაწილზე. კერძოდ ფოტოშოპში დავამუშავებ სასურველი ზომის სიმბოლოებს რათა გადავიტანო შემდეგ ხეზე
Reply
georgejojua@yahoo.com შევიძინე ფრეზი და ფრეზის თავები. ასევე, ლაქი და საღებავი. მხოლოდ დარჩა ხის მასალა და მასაც ხვალ შევიძენ.
Reply