სოფლის თავშეყირს ადგილი დარაკოვში - All Activity

Stanislav Mezhdoyan commented

ამ კვირაში შევიძინე სამშენებლო მასალები რომელიც დააკლდა. და ასევე ველაპარაკე ადგილობირვებს სავარაუდოთ შემდეგ კვირაში ჩავალ და დავამთავრებთ პროექტს.

Stanislav Mezhdoyan commented

ველაპარაკე ადგილობირვებს, და ამ თვის ბოლომდე დაკავებულები არიან, ვგეგმავ ოქტომბრის დასაწყისში ჩასვლას და პროექტის დასრულებას.

Stanislav Mezhdoyan commented

ამ კვირაში ვიმუშაეთ და კონსტრუქციების ძირითადი ნაწილი ავაწყეთ და შევღებეთ.
მას შემდეგ რაც კარტოფილს ამოიღებენ და სოფელი მოიცლის დანარჩენსაც დავათავრებთ.

Stanislav Mezhdoyan commented

ორშაბათს 31 ივლისს, ორბელიანი-საქართველოს წარმომადგენელთან ერთად ვეწვიეთ ს. დარაკოვს შევხვდით და ვესაბურეთ ადგილობირვებს, ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს რომ მიირებენ მონაწილეობას ფორუმის მშენებლობის საქმიანობაში.სოფლის გამგებელმა და სოფლის საკრებულოს წარმომადგენლემა მხარდაჭერის მზაობის სურვილი გამოთქვეს.

Stanislav Mezhdoyan commented

27-28 ივლისის შევისყიდე, სათამაშო მოედნის საჭირო კონსტრუქციის მასალები და სხვა საჭირო ამანათები და ჩავიტანეთ სოფელში, სოფლის მოსახლეობა და გამგებელი შეგვხდა და სოფლის საკრებულოს წარმამადგენლის გარაჟში დავტოვეთ ნაყიდი ნივთები. შემდეგ კვირას ვგეგმავთ სამუშაოების დაწყებას.

Stanislav Mezhdoyan commented

19-20 ივლისს საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად ვეწვიე სოფელ დარაკოვს და ასევე ქ. წალკას. სოფელ დარაკოვში შევხვდი ადგლობრივებს, სოფლის გამგებელს, სკოლის დირექტორს, მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფლის წარმომადგენელს ანუ საკრებულოს წევრს. საღამოს ჩავატარეთ კრება და ადგილობირვებთან ერთად განვიხილეთ სოფლის ფორუმისათვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილები. პროექტისათვის ყველაზე კარგი ადგილი აირჩა სოფლის ცენტრში არსებული მიტოვებული (ანუ არავისი) ადგილი რომელიც საუკეთესოდ ვარიანტად მიგვაჩნია, მეორე ვარიანტი არის სოფლის სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ სკოლა არის სოფლის ბოლოში ანუ ხალხის კრების თვალსაზრისით ნაკლებად სავარგისია, რადგან მათი თქმით იქ ნაკლებად ივლის ხალხი იქეთ. როგორც მეორე დღეს გავარკვიე წალკის გამგეობაში, სოფლის ეს (სოფლის ცენტრი) ადგილი ეკუთვნის სახელმწიფოს და იქ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ქონების მართვის სააგენტოსგან. ვგეგმავ ხვალ დავუკავშიდე და გავარკვიო თუ როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ ნებართვა. ადგილობივებმაც და გამგებლის მოადგილემაც გამოთქვეს მზადყოფნა დახმარების, როგორ ფიზიკურ ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთობებშიც.