Park Renovation in Duisi - All Activity

Giorgi Paradashvili commented

დასრულდა პროექტი „Park renovation in Duisi“ რომელიც ხორცირლდებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტ სოფელ დუისში. იდეის მთავარი მიზანი რომ დუისის მოსახლეობსათვის მოწყობილოყო სკვერი სადაც მშობლებს შესაძლებლობა ექნებოდათ თავისი შვილები გამოეყვანათ სათამაშოდ თუ დასასვენებლად მიღწეულია. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო მოხალისეობრივად 10-მამაკაცმა და 20-ქალბატონმა. ამ იდეის განხორციელებით სარგებელი მიიღო როგორც დუისის ასევე დუისის ახლო მდებარე სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმის გამო, რომ სკვერი წარმოადგენს ღია სივრცეს და ყველას აქვს საშუალება სკვერით სარგებლობის იდეით მიღებული სარგებლის გენდერულად გადანაწილება შეუძლებელია. იდეის განხორციელებამდე სოფელში არ არსებობდა ადგილი სადაც ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებოდათ დაესვენათ და გართობილიყვნენ ხოლო ამ იდეით კი ეს პობლემა ნაწილობრივ გადაჭრილია რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“. ამ იდეას გაუთვალისწინებელი შედეგები არ მოჰყოლია პირიქით დაიმსახურა თემის მოწონება და მიზეზი გახდა მათი აქტიური ჩართულობის სკვერის მოწყობის პროცესში.