ახალგაზრდული სივრცის შექმნა - All Activity

ახალგაზრდული სივრცის შექმნა Location: კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
ხატია ხუმარაშვილი commented

30 იანვარს საინიციატივო ჯგუფმა ახალგაზრდულ სივრცეში მოვიწვიეთ სოფლის მოსახლეობა, რათა მათთვის გაგვეზიარებინა ჩვენი საქმიანობის გეგმები და მიგვეწოდებინა მათთვის ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩამოყლიბებული კლუბების შესახებ. შეხვედრამ წარმატებულად და პოზიტიურად ჩაიარა.

ახალგაზრდული სივრცის შექმნა Location: კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
ხატია ხუმარაშვილი commented

დღეს, 11 დეკემბერს, საინიციატივო ჯგუფის გოგოებმა, მოვაწყვეთ რემონტის შემდგომი დასუფთავება, რომელმაც ხალისიანად და ახალგაზრდულად ჩაიარა :D . ხვალ ოთახში განვათავსებთ შესყიდულ ნივთებს და ამის შემდეგ ჯგუფი აცტიურად შეუდგება საქმიანობას.

ახალგაზრდული სივრცის შექმნა Location: კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
ხატია ხუმარაშვილი commented

ახალგაზრდული სივრცისთვის გამოყოფილი ოთახის რემონტი დასრულებულია. ადგილობრივ ხელოსნებს თავი არ დაუზოგავთ ამ სივრცის კეთილმოწყობისთვს.ისინი სრულიად უსასყიდლოდ დაგვეხმარნენ. ხელოსნებს, რაღა თქმა უნდა აუცილებლად ( :-) ), ეხმარებოდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

ახალგაზრდული სივრცის შექმნა Location: კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
ხატია ხუმარაშვილი commented

რემონტის დასრულებისთანავე კინოკლუბის წევრები იმუშავებენ ჩვენმიერ აჩეული პროექტის ძირითად ნაწილზე. ეს ნაწილი მოიცავს კინოჩვენებებს ადამიანის უფლებებზე. ისინი მოიწვევენ სოფლის მოსახლეობას და ფილმის ყურების შემდეგ მათთან გამართავენ დისკუსიას. კინოჩვენებები დაიწყება 10 დეკემბრიდან, პროექტში გაწერილი ბოლო აქტივობის ჩატარების შემეგ, ყოველ შაბათ-კვირას.

ახალგაზრდული სივრცის შექმნა Location: კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
ხატია ხუმარაშვილი commented

შედეგების შეფასების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის იმ ახალგაზრდებმა (ჯულიეტა ჯაფაროვი, ვერა კოტოვა, სმაგი არაბული, ლაშა მოლჩანოვი), რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს ინფორმაციის გავრცელებაზე, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლითაც შევეცდებით მოსახლეობა მეტად ინფორმირებული გავხადოთ ჩვენ მიერ არჩეულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტულადმათ უფლებებს ეხება. საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება 26 ნოემბერს.

ახალგაზრდული სივრცის შექმნა Location: კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
ხატია ხუმარაშვილი commented

საინიციატივი ჯგუფის რამდენიმე წევრმა ( ლალო მოლჩანოვი, ამილ ჯაფაროვი, თამუნა ქოჩაშვილი, ნინო არაბული) იმუშავა კითხვარების დამზადებასა და შემდგომ მოსახლეობის გამოკითხვაზე თემში. 22 ნოემბერს მათ ჩაატარეს გამოკითხვა, რის შედეგადაც დავადგენთ პროცენტულად მოსახლეობის რა რაოდენობამ იცის თავიანთი უფლებებს შესახემ.

ახალგაზრდული სივრცის შექმნა Location: კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
ხატია ხუმარაშვილი commented

გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო ოთახის გარემონტება გეგმის მიხედვით გაწერილი დროს ვერ დაემთხვა, თუმცა ამან ვერ შეაფერხა გომბორის ახალგაზრდათა საინიციატივო ჯგუფის მუშაობა. მათ შეიმუშავეს ოთახის რემონტის დასრულებისთანავე, რომელიც 30 ნოემბრამდე მოხდება, განსახორციელებელი ღინისძიებებს გეგმა. პირველი პროექტი, რომელზეც ისინი იმუშავებენ, შეეხება ადამიანის უფლებებს.

ახალგაზრდული სივრცის შექმნა Location: კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
ხატია ხუმარაშვილი commented

საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების (4 ნოემბერი) შემდეგ, ჯგუფის წევრი, ვახტანგ ჯღუთაშვილმა ითანამშრომლე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან, რის შედეგადაც გამოგვიყვეს ოთახი ახალგაზრდული სივრცის შესაქმნელად (5 ნოემბერი).

ახალგაზრდული სივრცის შექმნა Location: კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
ხატია ხუმარაშვილი commented

პროექტის დაფინანსების შემდეგ, 2 ნოემბერს შევისყიდეთ იდეის განხორციელებისათვის წინასწარ მოთხოვნილი ნივთები. ისინი შევიძინეთ მაღაზიებში: ლილო მოლი, კარფური, დომინო, ალტაოქეი. შესყიდული ნივთები ტრანსპორტირდა 7 ნოემბერს.